მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში გავრცელებული დაავადებები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევთ და შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას
საქართველოში გავრცელებული დაავადებები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევთ და შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას

ხშირ შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც ერთი შე­ხედ­ვით არც ისე რთუ­ლი და მტკივ­ნე­უ­ლია, ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევთ. ვფიქ­რობთ, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ივ­ლის, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით მოხ­დეს და მსუ­ბუქ­მა და­ა­ვა­დე­ბამ მძი­მე შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს...

მტვრე­ვა­დი, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი თმა, თმის ცვე­ნა, სა­ხე­ზე და ხე­ლებ­ზე კა­ნის აქერ­ცვლა, ორად გა­ყო­ფი­ლი ფრჩხი­ლე­ბი - ამ სიმპტო­მებს ზო­გი­ერ­თი ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, ჩვენ­მა უყუ­რა­დღე­ბო­ბამ კა­ნის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს. დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლოგ თინა ქი­ტუ­აშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რია კა­ნის სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი:

"სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რია, გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია მო­სახ­ლე­ო­ბის ტერ­ფის მი­კო­ზით ავა­დო­ბა, რაც ფე­ხის თი­თებს შუა ქა­ვი­ლი­თა და აქერ­ცვლით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. შე­იძ­ლე­ბა თან სი­წით­ლეც ახ­ლდეს. ეს და­ა­ვა­დე­ბა უფრო მწვავ­დე­ბა ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში და მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი ქა­ვი­ლის გამო კანი შე­იძ­ლე­ბა გა­ღი­ზი­ან­დეს და შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი გახ­დეს.

გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტერ­ფის მი­კო­ზი, რო­მე­ლიც ხან­გრძლი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ფრჩხილ­ზეც ვრცელ­დე­ბა ხოლ­მე და ფრჩხი­ლის სო­კო­ვან და­ზი­ა­ნე­ბას - ონი­ქო­მი­კოზს იწ­ვევს", - ამ­ბობს დერ­მა­ტო­ლო­გი და მო­სახ­ლე­ო­ბას ურ­ჩევს, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­ივ­ლის, ექიმს მი­მარ­თონ.

ჩიყ­ვი კონ­კრე­ტულ და­ა­ვა­დე­ბას არ გუ­ლის­ხმობს. ეს არის ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის გა­დი­დე­ბა, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად ქა­ლებ­ში ვლინ­დე­ბა.

ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მა არ­სე­ბობს, შე­იძ­ლე­ბა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი გა­დი­დე­ბუ­ლი იყოს და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ძა­ლი­ან რთუ­ლი ავად­მყო­ფო­ბა გქონ­დეს, მაგ­რამ გა­დი­დე­ბუ­ლი არ იყოს, ანუ არ იყოს ჩიყ­ვი. ჩიყ­ვი ორ­გა­ნიზ­მში იო­დის დე­ფი­ცი­ტით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო კი იოდ­დე­ფი­ციტ­თა ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია.

ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ავამდყო­ფო­ბი­სას ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში გვხდე­ბა სპე­ცი­ფი­უ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის გა­მოვ­ლი­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წო­ნა­ში იკ­ლებს, აღე­ნიშ­ნე­ბა ოფ­ლი­ა­ნო­ბა, კან­კა­ლი, სა­ერ­თო სი­სუს­ტე, ასე­თი რამ ტოქ­სი­კუ­რი ჩიყ­ვის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენტს სწო­რედ ეს და­ა­ვა­დე­ბა სჭირ­დეს.

თუმ­ცა, ძა­ლი­ან ხში­რად შე­იძ­ლე­ბა იყოს ცალ­კე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი. შე­იძ­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტმა წო­ნა­ში და­იკ­ლო, მაგ­რამ და­იკ­ლო იმი­ტომ, რომ საჭ­მელს ვერ ან არ ჭამს, შე­იძ­ლე­ბა ოფ­ლი­ა­ნო­ბა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ჰქონ­დეს იმი­ტომ, რომ ნერ­ვო­ზი აქვს, ჰქონ­დეს გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბა, მაგ­რამ, იმი­ტომ, რომ აქაც პრობ­ლე­მა ვე­გე­ტო­ნერ­ვო­ზი იყოს, ასე რომ, სიმპტო­მე­ბი არის სპე­ცი­ფი­უ­რი და არის ზო­გა­დი ხა­სი­ა­თის, თუმ­ცა ასე­თი სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ექი­მის გა­მოკ­ვლე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს პრობ­ლე­მა ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბაა, რო­მე­ლიც გე­ნე­ტი­კურ­თან ერ­თად შე­საძ­ლე­ბე­ლია, შე­ძე­ნი­ლიც იყოს და თუ ყუ­რა­დღე­ბა დრო­უ­ლად არ მი­ვაქ­ცი­ეთ, მოგ­ვი­წი­ოს ლინ­ზე­ბის, სათ­ვა­ლის ტა­რე­ბა ან ამ პრობ­ლე­მის ქი­რურ­გი­უ­ლად მოგ­ვა­რე­ბა.

ოფ­თალ­მო­ლო­გი მაია ბე­რა­ია, მი­ო­პი­ის ანუ ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­მომ­წვევ მე­თო­დებ­სა და პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის გზებ­ზე გვე­სა­უბ­რა:

"უამ­რა­ვი რისკ-ფაქ­ტო­რია, რაც თვა­ლებ­ში მი­ნუ­სის გან­ვი­თა­რე­ბას იწ­ვევს. პირ­ველ რიგ­ში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია კვე­ბა, თუ რას მი­ვირ­თმევთ, მით უმე­ტეს, სა­ყუ­რა­დღე­ბოა ბავ­შვე­ბის კვე­ბის რე­ჟი­მი. მათ უნდა მი­ი­ღონ ვი­ტა­მი­ნი­ზი­რე­ბუ­ლი, კალ­ცი­უ­მით მდი­და­რი საკ­ვე­ბი, რომ მი­ნუ­სის ზრდა შემ­ცირ­დეს.

დღეს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დროს კომ­პი­უ­ტერ­თან ატა­რებს, არ გა­დის გა­რეთ ჰა­ერ­ზე, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმა­საც, რომ რო­დე­საც ადა­მი­ანს მი­ო­პია სჭირს, ანუ ახ­ლომ­ხედ­ვე­ლია, ვურ­ჩევთ, რომ სახ­ლში კი არ ის­ხდნენ, გა­რეთ ისე­ირ­ნონ ჰა­ერ­ზე, ესეც კი გარ­კვე­უ­ლი სა­ხის ვარ­ჯი­შია, რო­დე­საც გა­რე­მოს უყუ­რებ", - ამ­ბობს მაია ბე­რა­ია.

დღეს კონ­ტაქ­ტურ ლინ­ზებს ზო­გი­ერ­თი სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის­თვის იყე­ნებს, ზოგი კი ეს­თე­ტი­კის­თვის. ლინ­ზე­ბის არას­წორ­მა შერ­ჩე­ვამ და ხმა­რე­ბამ შე­საძ­ლოა, თვა­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, კე­რა­ტი­ტი (რქო­ვა­ნას ან­თე­ბა) გა­მო­იწ­ვი­ოს.

ნე­ბის­მი­ერ­მა პა­ცი­ენ­ტმა, რო­მე­ლიც კონ­ტაქ­ტურ ლინ­ზას ატა­რებს და თვა­ლის მხრივ ჩი­ვი­ლე­ბი აქვს, აუ­ცი­ლე­ბე­ლად უნდა მი­მარ­თოს ოფ­თალ­მო­ლოგს. ასეთ პა­ცი­ენ­ტებს შო­რის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია რქო­ვა­ნას და­ზი­ა­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა და მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა.

თუკი ლინ­ზის სას­ტე­რი­ლი­ზა­ციო სი­თხე­ში ჩა­დე­ბა და­გა­ვი­წყდათ და გა­მო­გიშ­რათ, გა­და­აგ­დეთ. ლინ­ზე­ბის ტა­რე­ბი­სას არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი კვამ­ლით გაჟ­ღენ­თილ, მტვრი­ან შე­ნო­ბა­ში ხან­გრძლი­ვად ყოფ­ნა, ლინ­ზე­ბი უმ­ჯო­ბე­სია მა­კი­ა­ჟის წას­მამ­დე მო­ირ­გოთ. ლინ­ზე­ბის შე­სა­ნა­ხი კონ­ტე­ი­ნე­რი მუ­დამ სუფ­თა უნდა იყოს, სა­სურ­ვე­ლია, ის წე­ლი­წად­ში 3-4-ჯერ მა­ინც გა­მოც­ვა­ლოთ.

თაკო ესე­ბუა, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

საქართველოში გავრცელებული დაავადებები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევთ და შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას

საქართველოში გავრცელებული დაავადებები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევთ და შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას

ხშირ შემთხვევაში დაავადებებს, რომლებიც ერთი შეხედვით არც ისე რთული და მტკივნეულია, ყურადღებას არ ვაქცევთ. ვფიქრობთ, რომ დროთა განმავლობაში გაივლის, თუმცა შესაძლოა, ყველაფერი პირიქით მოხდეს და მსუბუქმა დაავადებამ მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს...

მტვრევადი, გაფუჭებული თმა, თმის ცვენა, სახეზე და ხელებზე კანის აქერცვლა, ორად გაყოფილი ფრჩხილები - ამ სიმპტომებს ზოგიერთი ყურადღებას არ აქცევს, თუმცა შესაძლოა, ჩვენმა უყურადღებობამ კანის მძიმე დაავადებებამდე მიგვიყვანოს. დერმატო-ვენეროლოგ თინა ქიტუაშვილის თქმით, საქართველოში ხშირია კანის სოკოვანი დაავადებები:

"სოკოვანი დაავადებები საკმაოდ ბევრია, განსაკუთრებით ხშირია მოსახლეობის ტერფის მიკოზით ავადობა, რაც ფეხის თითებს შუა ქავილითა და აქერცვლით გამოიხატება. შეიძლება თან სიწითლეც ახლდეს. ეს დაავადება უფრო მწვავდება ზაფხულის პერიოდში და მოჭარბებული ქავილის გამო კანი შეიძლება გაღიზიანდეს და შემაწუხებელი გახდეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ტერფის მიკოზი, რომელიც ხანგრძლივად მიმდინარეობს, ფრჩხილზეც ვრცელდება ხოლმე და ფრჩხილის სოკოვან დაზიანებას - ონიქომიკოზს იწვევს", - ამბობს დერმატოლოგი და მოსახლეობას ურჩევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი სიმპტომები დროთა განმავლობაში არ გაივლის, ექიმს მიმართონ.

ჩიყვი კონკრეტულ დაავადებას არ გულისხმობს. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რომელიც უმეტესად ქალებში ვლინდება.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სხვადასხვა ფორმა არსებობს, შეიძლება ფარისებრი ჯირკვალი გადიდებული იყოს და დაავადებული იყო, მაგრამ შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ძალიან რთული ავადმყოფობა გქონდეს, მაგრამ გადიდებული არ იყოს, ანუ არ იყოს ჩიყვი. ჩიყვი ორგანიზმში იოდის დეფიციტით არის გამოწვეული, საქართველო კი იოდდეფიციტთა ქვეყნების ჩამონათვალშია.

ფარისებრი ჯირკვლის ავამდყოფობისას ზოგიერთ შემთხვევაში გვხდება სპეციფიური გამოვლინება და ზოგიერთ შემთხვევაში ზოგადი ხასიათის გამოვლინება. მაგალითად, ადამიანი, რომელიც წონაში იკლებს, აღენიშნება ოფლიანობა, კანკალი, საერთო სისუსტე, ასეთი რამ ტოქსიკური ჩიყვისთვისაა დამახასიათებელი და შეიძლება პაციენტს სწორედ ეს დაავადება სჭირდეს.

თუმცა, ძალიან ხშირად შეიძლება იყოს ცალკეული სიმპტომები. შეიძლება პაციენტმა წონაში დაიკლო, მაგრამ დაიკლო იმიტომ, რომ საჭმელს ვერ ან არ ჭამს, შეიძლება ოფლიანობა ჰქონდეს, მაგრამ ჰქონდეს იმიტომ, რომ ნერვოზი აქვს, ჰქონდეს გულის აჩქარება, მაგრამ, იმიტომ, რომ აქაც პრობლემა ვეგეტონერვოზი იყოს, ასე რომ, სიმპტომები არის სპეციფიური და არის ზოგადი ხასიათის, თუმცა ასეთი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ექიმის გამოკვლევა აუცილებელია.

თანამედროვე მსოფლიოს პრობლემა ახლომხედველობაა, რომელიც გენეტიკურთან ერთად შესაძლებელია, შეძენილიც იყოს და თუ ყურადღება დროულად არ მივაქციეთ, მოგვიწიოს ლინზების, სათვალის ტარება ან ამ პრობლემის ქირურგიულად მოგვარება.

ოფთალმოლოგი მაია ბერაია, მიოპიის ანუ ახლომხედველობის გამომწვევ მეთოდებსა და პრობლემის გადაწყვეტის გზებზე გვესაუბრა:

"უამრავი რისკ-ფაქტორია, რაც თვალებში მინუსის განვითარებას იწვევს. პირველ რიგში აღსანიშნავია კვება, თუ რას მივირთმევთ, მით უმეტეს, საყურადღებოა ბავშვების კვების რეჟიმი. მათ უნდა მიიღონ ვიტამინიზირებული, კალციუმით მდიდარი საკვები, რომ მინუსის ზრდა შემცირდეს.

დღეს ძალიან ბევრი ადამიანი დროს კომპიუტერთან ატარებს, არ გადის გარეთ ჰაერზე, რაც ძალიან ცუდია. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ როდესაც ადამიანს მიოპია სჭირს, ანუ ახლომხედველია, ვურჩევთ, რომ სახლში კი არ ისხდნენ, გარეთ ისეირნონ ჰაერზე, ესეც კი გარკვეული სახის ვარჯიშია, როდესაც გარემოს უყურებ", - ამბობს მაია ბერაია.

დღეს კონტაქტურ ლინზებს ზოგიერთი სამკურნალო დანიშნულებისთვის იყენებს, ზოგი კი ესთეტიკისთვის. ლინზების არასწორმა შერჩევამ და ხმარებამ შესაძლოა, თვალის სერიოზული დაავადება, კერატიტი (რქოვანას ანთება) გამოიწვიოს.

ნებისმიერმა პაციენტმა, რომელიც კონტაქტურ ლინზას ატარებს და თვალის მხრივ ჩივილები აქვს, აუცილებელად უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს. ასეთ პაციენტებს შორის საკმაოდ მაღალია რქოვანას დაზიანების ალბათობა და მხედველობის დაქვეითება.

თუკი ლინზის სასტერილიზაციო სითხეში ჩადება დაგავიწყდათ და გამოგიშრათ, გადააგდეთ. ლინზების ტარებისას არ არის რეკომენდებული კვამლით გაჟღენთილ, მტვრიან შენობაში ხანგრძლივად ყოფნა, ლინზები უმჯობესია მაკიაჟის წასმამდე მოირგოთ. ლინზების შესანახი კონტეინერი მუდამ სუფთა უნდა იყოს, სასურველია, ის წელიწადში 3-4-ჯერ მაინც გამოცვალოთ.

თაკო ესებუა, AMBEBI.GE

თბილისის "დინამო" საქართველოს ჩემპიონი გახდა

მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოსთან ლობიო დათესეს

"ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ..." - რაზე იქადაგა დღეს პატრიარქმა