კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად მნიშვნელოვანია სახლის, მანქანისა და სამსახურის კურთხევა და რა უნდა იცვლებოდეს ადამიანის ცხოვრებაში კურთხევის შემდეგ
რამდენად მნიშვნელოვანია სახლის, მანქანისა და სამსახურის კურთხევა და რა უნდა იცვლებოდეს ადამიანის ცხოვრებაში კურთხევის შემდეგ

ბოლო პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლის გარ­და, მო­ძღვარს ხში­რად ავ­ტო­მო­ბი­ლებ­სა და სა­მუ­შაო ოთახ­საც აკურ­თხე­ბი­ნე­ბენ. სა­ჭი­როა თუ არა მათი კურ­თხე­ვა და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს კურ­თხე­ვას, ამ სა­კი­თხებ­ზე Ambebi.ge-ს ნა­რი­ყა­ლას წმ. ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი თევ­დო­რაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

- დღეს ძა­ლი­ან შაბ­ლო­ნუ­რი გახ­და სი­ტყვე­ბი "მა­კურ­თხე", "დამ­ლო­ცე", თუმ­ცა მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა ცო­ტამ თუ იცის. კურ­თხე­ვის აღე­ბა ნიშ­ნავს უკვე რა­ღაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, რომ მე მი­ჭირს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და რჩე­ვას ვე­კი­თხე­ბი მო­ძღვარს. სი­ტყვა დამ­ლო­ცე ნიშ­ნავს იმას, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი მაქვს და მო­ძღვარს ვთხოვ, რომ დამ­ლო­ცოს ამ საქ­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში.

- რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სახ­ლის კურ­თხე­ვას?

- ეკ­ლე­სი­ამ გა­ნა­ჩი­ნა, რომ ქრის­ტი­ა­ნი სა­დაც ცხოვ­რობს, მუ­შა­ობს, რი­თიც გა­დად­გილ­დე­ბა - ეს იქ­ნე­ბა სახ­ლი, სამ­სა­ხუ­რი თუ ავ­ტო­მო­ბი­ლი, იკურ­თხოს. ადრე ნა­ვის, ურ­მის კურ­თხე­ვა იყო, ახლა ბუ­ნებ­რი­ვია, ურ­მი­სა და ნა­ვის მა­გივ­რად ადა­მი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ტყვა კურ­თხე­ვას, ნუ გვგო­ნია, რომ მა­შინ­ვე ცა გა­იხ­სნე­ბა და ბევ­რი ოქრო ჩა­მოც­ვი­ვა. ამით ვიწ­ვევთ მფარ­ველ ან­გე­ლოზს, რო­მე­ლიც უხი­ლა­ვად მობ­რძან­დე­ბა და ყო­ველ­გვა­რი მტრუ­ლი ძა­ლე­ბის­გან დაგ­ვი­ცავს. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ არ­სე­ბობს უხი­ლა­ვი სამ­ყა­რო, და­ცე­მუ­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს გვიშ­ლი­ან მშვიდ და პა­ტი­ო­სან ცხოვ­რე­ბა­ში. როცა სახ­ლის კურ­თხე­ვა ხდე­ბა, ოჯა­ხის წევ­რებ­მა ცხოვ­რე­ბის წესი უნდა გა­მო­ას­წო­რონ. თუ იმ ოჯახ­ში თამ­ბა­ქოს ეწე­ოდ­ნენ, აღარ უნდა მო­წი­ონ, თუ 24 სა­ა­თი იყო ქე­ი­ფი, სმა, ლო­თო­ბა, ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა, ულოც­ვე­ლო­ბა, ჩხუ­ბი და კა­მა­თი, მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი უნდა შე­წყდეს.

როცა რო­მე­ლი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ვა­კურ­თხებ ხოლ­მე, ვთხოვ, რომ აღარ იჭო­რა­ონ, ყა­ვა­ში აღარ ჩა­ი­ხე­დონ, ერ­თმა­ნე­თი არ გა­ნი­კი­თხონ; სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რა აზრი აქვს კურ­თხე­ვას? თუ მო­ძღვა­რი ოჯახ­ში ან სამ­სა­ხურ­ში მო­იყ­ვა­ნე, მობ­რძან­და მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი და ამ დროს შენ თამ­ბა­ქოს ეწე­ვი, ილან­ძღე­ბი, იგი­ნე­ბი, კურ­თხე­ვას აზრი არ ექ­ნე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში ალ­ბათ შე­ამ­ჩნევთ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლებს აწე­რია "უფა­ლო შეგ­ვი­წყა­ლენ", "დი­დე­ბა უფალს" - ეს სა­სი­ა­მოვ­ნოა, მაგ­რამ ამ დროს, როცა ნაკ­ლე­ბად მორ­წმუ­ნე ხალ­ხი გვი­ყუ­რებს, ჩვენს ქმე­დე­ბა­ზე ეცი­ნე­ბათ. როცა ტრან­სპორ­ტში ახლგაზ­რდა მზე­სუმ­ზი­რას მი­ირ­თმევს, სა­ღეჭ რე­ზინს ღე­ჭავს და ტაძ­რის და­ნახ­ვი­სას პირ­ჯვარს გა­და­ი­წერს, ეს ხომ სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა? იმი­ტომ, რომ ადა­მი­ან­მა ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბით უნდა იცხოვ­რო, რაც ნიშ­ნავს თავ­მდაბ­ლო­ბას, სიყ­ვა­რულს, მი­ტე­ვე­ბას, უბ­რა­ლო­ე­ბას, სი­კე­თეს, არ­გან­კი­თხვას, ხოლო როცა სახ­ლი, ავ­ტო­მო­ბი­ლი ან სამ­სა­ხუ­რი ნა­კურ­თხია, იქ ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა იქ­ცე­ოდ­ნენ ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სით, სხვა­ნა­ი­რად ეს ფა­რი­სევ­ლო­ბა იქ­ნე­ბა და ვე­რა­ნა­ირ სი­კე­თეს და წყა­ლო­ბას ვერ მი­ვი­ღებთ. არ ვიცი, ამ სი­ტყვებს ვინ რო­გორ მი­ი­ღებს, მაგ­რამ ეს არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, სხვა­ნა­ი­რად მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით, იმი­ტომ, რომ ვი­ნათ­ლე­ბით - არ გვეს­მის, ჯვარს ვი­წერთ - არ გვეს­მის, აღ­სა­რე­ბას ვამ­ბობთ - არ გვეს­მის, ამ ყვე­ლა­ფერს მა­გი­უ­რად ვას­რუ­ლებთ და შემ­დგომ­ში, როცა სა­უ­ბა­რი ზნე­ობ­რივ სა­კი­თხებ­ზე ჩა­მო­ვარ­დე­ბა, ვა­ცხა­დებთ, რომ იცით, მე არ ვიცი და არ­ცოდ­ნა ხომ არ­ცოდ­ვა­აო. დღე­ვან­დე­ლი მო­ა­რუ­ლი ნათ­ქვა­მი, რომ არ­ცოდ­ნა არ­ცოდ­ვაა, ვფიქ­რობ ყვე­ლა­ზე დიდი ცოდ­ვა სწო­რე­დაც რომ არ­ცოდ­ნაა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნის ქრის­ტი­ან­მა თქვას, რომ არ­ცოდ­ნა არ­ცოდ­ვა­აო. თუმ­ცა სხვა თე­მე­ბი, მა­გა­ლი­თად "მად­რი­დის რე­ა­ლი" რამ­დენ­ჯერ შეხ­ვდა "ბარ­სე­ლო­ნას", რამ­დენ­ჯერ მო­უ­გო და ა.შ., ეს კარ­გად ვი­ცით. მაგ­რამ რომ კი­თხო, რამ­დე­ნი მო­ცი­ქუ­ლი ჰყავ­და ქრის­ტეს, რო­მელ სა­უ­კუ­ნე­ში შე­მო­ვი­და ან­დრია მო­ცი­ქუ­ლი ან ნინო ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი, შე­იძ­ლე­ბა ვერ გი­პა­სუ­ხონ. არ მინ­და ვინ­მეს რამე ეწყი­ნოს, მე თვი­თონ ბევ­რი რამე არ ვიცი და ვსწავ­ლობ, რომ მრევლს ვას­წავ­ლო. ასე­თი გა­მოთ­ქმა არ­სე­ბობს - ვსწავ­ლობ, რათა ვას­წავ­ლო, ვი­საც სწავ­ლა არ სჭირ­დე­ბა, ის სამ­წუ­ხა­როდ, უმე­ცა­რი ადა­მი­ა­ნია. ერ­თა­დერ­თი არ­სე­ბა, ვი­საც ცოდ­ნის მი­ღე­ბა არ სჭირ­დე­ბა, ღმერ­თია, და­ნარ­ჩე­ნი კი - ან­გე­ლო­ზე­ბიც, წმინ­და­ნე­ბიც და ყვე­ლა ქმნი­ლე­ბა გა­ნის­წავ­ლე­ბა.

- რამ­დენ­ჯერ უნდა იკურ­თხოს სახ­ლი?

- პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით ერთხელ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ორ­ჯე­რაც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ისე არა, რომ დიდი წვე­უ­ლე­ბა მაქვს და ბა­რემ სახ­ლსაც ვა­კურ­თხებ. სახ­ლის კურ­თხე­ვის დროს სა­სურ­ვე­ლია იყ­ვნენ ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი და რა თქმა უნდა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი. მათ უნდა მო­უს­მი­ნონ მა­მა­ოს, რას ეტყვის, რას და­ა­რი­გებს და კარ­გი იქ­ნე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­ას­რუ­ლონ, ხოლო თუ არ შე­ას­რუ­ლეს, სახ­ლის კურ­თხე­ვას მა­გი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

- ადა­მი­ა­ნე­ბი ავ­ტო­მო­ბილ­სა და სამ­სა­ხურ­საც აკურ­თხე­ბენ, ეს რამ­დე­ნად სწო­რია?

- რა თქმა უნდა, მი­სა­ღე­ბია. როცა მო­ძღვარ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლი გვი­კურ­თხა, გაგ­ვაფრ­თხი­ლა, რომ და­ვე­მორ­ჩი­ლოთ საგ­ზაო წე­სებს, არ ვმარ­თოთ მან­ქა­ნა ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სწრა­ფად არ ვი­ა­როთ, თუ ამის სა­პი­რის­პი­როდ მო­ვიქ­ცე­ვით, მა­შინ ღმერ­თი ვერ კი არა, აღარ დაგ­ვი­ცავს იმი­ტომ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი უგუ­ნუ­რო­ბით ვა­კე­თებთ. თუ გო­ნივ­რუ­ლად მო­იქ­ცე­ვი, ბუ­ნებ­რი­ვია, საფრ­თხეც აღარ შე­გემ­თხვე­ვა. ბევ­რი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რომ ღმერ­თს ადა­მი­ა­ნი ამ დგო­მა­რე­ო­ბა­შიც გა­და­ურ­ჩე­ნია, მაგ­რამ ჩვენ მა­გის იმე­დი არ უნდა გვქონ­დეს. მიდ­გო­მა - რად­გან მან­ქა­ნა ვა­კურ­თხე და რო­გორც მინ­და ისე ვმარ­თავ, მი­უ­ღე­ბე­ლია. კურ­თხე­ვა ნიშ­ნავს წეს­რიგს, გო­ნე­ბის გახ­სნას, მორ­ჩი­ლე­ბას. სამ­სა­ხუ­რი იკურ­თხა? კე­თი­ლი უნდა ინე­ბოს უფ­როს­მა და უფრო თავ­მდა­ბა­ლი და ხელ­ქვე­ი­თე­ბის მი­მართ მო­სიყ­ვა­რუ­ლე გახ­დეს, მან არ უნდა იფიქ­როს, რომ მათი უფ­რო­სია და ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა აქვს. უფ­რო­სად და­ად­გი­ნა ღმერ­თმა, რომ ემ­სა­ხუ­როს თა­ვის ხელ­ქვე­ი­თებს, რო­გორც მო­ძღვა­რი თა­ვის მრევლს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ სა­წყე­ნია, როცა ხე­დავ, რომ ოჯა­ხი, ორ­გა­ნი­ზა­ცია ან ავ­ტო­მო­ბი­ლი ნა­კურ­თხია, მაგ­რამ ისე­თი ხალ­ხი მუ­შა­ობს და გა­და­ად­გილ­დე­ბა, რომ მერე ეს ნაკ­ლე­ბად მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში გან­კი­თხვას იწ­ვევს. როცა გა­რე­დან და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, სა­მი­ნის­ტრო თუ თუნ­დაც ადა­მი­ა­ნი, ლა­მა­ზად გეჩ­ვე­ნე­ბა, შიგ­ნით შეხ­ვალ და არის ჭო­რა­ო­ბა, გან­კი­თხვა, ჩხუ­ბი, და­ბე­ზღე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­მო­ვას­წო­როთ. აღარ ვი­ჭო­რა­ოთ, გავ­ლან­ძღოთ ვინ­მე, უნდა გა­მო­ვას­წო­როთ ჩვე­ნი თავი, ოჯა­ხი, ამით ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც გა­მოს­წორ­დე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

ფო­ტო­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სქ­რი­ნე­ბი დე­კა­ნოზ გი­ორ­გი სხირტლა­ძის Youtube-არ­ხი­დან (დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი სხირტლა­ძე - სახ­ლის კურ­თხე­ვა) და PIA-ს Youtube-არ­ხი­დან (მან­ქა­ნის კურ­თხე­ვა)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რამდენად მნიშვნელოვანია სახლის, მანქანისა და სამსახურის კურთხევა და რა უნდა იცვლებოდეს ადამიანის ცხოვრებაში კურთხევის შემდეგ

რამდენად მნიშვნელოვანია სახლის, მანქანისა და სამსახურის კურთხევა და რა უნდა იცვლებოდეს ადამიანის ცხოვრებაში კურთხევის შემდეგ

ბოლო პერიოდში ადამიანები სახლის გარდა, მოძღვარს ხშირად ავტომობილებსა და სამუშაო ოთახსაც  აკურთხებინებენ. საჭიროა თუ არა მათი კურთხევა და რა მნიშვნელობა აქვს კურთხევას, ამ საკითხებზე Ambebi.ge-ს ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ესაუბრება.

- დღეს ძალიან შაბლონური გახდა სიტყვები "მაკურთხე", "დამლოცე", თუმცა მისი მნიშვნელობა ცოტამ თუ იცის. კურთხევის აღება ნიშნავს უკვე რაღაც გადაწყვეტილების მიღებას, რომ მე მიჭირს გადაწყვეტილების მიღება და რჩევას ვეკითხები მოძღვარს. სიტყვა დამლოცე ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და მოძღვარს ვთხოვ, რომ დამლოცოს ამ საქმის წარმატებით განხორციელებაში.

- რა მნიშვნელობა აქვს სახლის კურთხევას?

- ეკლესიამ განაჩინა, რომ ქრისტიანი სადაც ცხოვრობს, მუშაობს, რითიც გადადგილდება - ეს იქნება სახლი, სამსახური თუ ავტომობილი, იკურთხოს. ადრე ნავის, ურმის კურთხევა იყო, ახლა ბუნებრივია, ურმისა და ნავის მაგივრად ადამიანი ავტომობილით გადაადგილდება. რაც შეეხება სიტყვა კურთხევას, ნუ გვგონია, რომ მაშინვე ცა გაიხსნება და ბევრი ოქრო ჩამოცვივა. ამით ვიწვევთ მფარველ ანგელოზს, რომელიც უხილავად მობრძანდება და ყოველგვარი მტრული ძალებისგან დაგვიცავს. უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს უხილავი სამყარო, დაცემული ანგელოზები, რომლებიც ხელს გვიშლიან მშვიდ და პატიოსან ცხოვრებაში. როცა სახლის კურთხევა ხდება, ოჯახის წევრებმა ცხოვრების წესი უნდა გამოასწორონ. თუ იმ ოჯახში თამბაქოს ეწეოდნენ, აღარ უნდა მოწიონ, თუ 24 საათი იყო ქეიფი, სმა, ლოთობა, ბილწსიტყვაობა, ულოცველობა, ჩხუბი და კამათი, მსგავსი ქმედებები უნდა შეწყდეს.

როცა რომელიმე დაწესებულებას ვაკურთხებ ხოლმე, ვთხოვ, რომ აღარ იჭორაონ, ყავაში აღარ ჩაიხედონ, ერთმანეთი არ განიკითხონ; სხვა შემთხვევაში, რა აზრი აქვს კურთხევას? თუ მოძღვარი ოჯახში ან სამსახურში მოიყვანე, მობრძანდა მფარველი ანგელოზი და ამ დროს შენ თამბაქოს ეწევი, ილანძღები, იგინები, კურთხევას აზრი არ ექნება. ბოლო პერიოდში ალბათ შეამჩნევთ, რომ ავტომობილებს აწერია "უფალო შეგვიწყალენ", "დიდება უფალს" - ეს სასიამოვნოა, მაგრამ ამ დროს, როცა ნაკლებად მორწმუნე ხალხი გვიყურებს, ჩვენს ქმედებაზე ეცინებათ. როცა ტრანსპორტში ახლგაზრდა მზესუმზირას მიირთმევს, საღეჭ რეზინს ღეჭავს და ტაძრის დანახვისას პირჯვარს გადაიწერს, ეს ხომ სასაცილო მდგომარეობაა? იმიტომ, რომ ადამიანმა ეკლესიური ცხოვრებით უნდა იცხოვრო, რაც ნიშნავს თავმდაბლობას, სიყვარულს, მიტევებას, უბრალოებას, სიკეთეს, არგანკითხვას, ხოლო როცა სახლი, ავტომობილი ან სამსახური ნაკურთხია, იქ ადამიანები უნდა იქცეოდნენ ეკლესიური ცხოვრების წესით, სხვანაირად ეს ფარისევლობა იქნება და ვერანაირ სიკეთეს და წყალობას ვერ მივიღებთ. არ ვიცი, ამ სიტყვებს ვინ როგორ მიიღებს, მაგრამ ეს არის ჭეშმარიტება, სხვანაირად მართლმადიდებელი ქრისტიანები ვერ ვიქნებით, იმიტომ, რომ ვინათლებით - არ გვესმის, ჯვარს ვიწერთ - არ გვესმის, აღსარებას ვამბობთ - არ გვესმის, ამ ყველაფერს მაგიურად ვასრულებთ და შემდგომში, როცა საუბარი ზნეობრივ საკითხებზე ჩამოვარდება, ვაცხადებთ, რომ იცით, მე არ ვიცი და არცოდნა ხომ არცოდვააო. დღევანდელი მოარული ნათქვამი, რომ არცოდნა არცოდვაა, ვფიქრობ ყველაზე დიდი ცოდვა სწორედაც რომ არცოდნაა. როგორ შეიძლება 21-ე საუკუნის ქრისტიანმა თქვას, რომ არცოდნა არცოდვააო. თუმცა სხვა თემები, მაგალითად "მადრიდის რეალი" რამდენჯერ შეხვდა "ბარსელონას", რამდენჯერ მოუგო და ა.შ., ეს კარგად ვიცით. მაგრამ რომ კითხო, რამდენი მოციქული ჰყავდა ქრისტეს, რომელ საუკუნეში შემოვიდა ანდრია მოციქული ან ნინო ქართველთა განმანათლებელი, შეიძლება ვერ გიპასუხონ. არ მინდა ვინმეს რამე ეწყინოს, მე თვითონ ბევრი რამე არ ვიცი და ვსწავლობ, რომ მრევლს ვასწავლო. ასეთი გამოთქმა არსებობს - ვსწავლობ, რათა ვასწავლო, ვისაც სწავლა არ სჭირდება, ის სამწუხაროდ, უმეცარი ადამიანია. ერთადერთი არსება, ვისაც ცოდნის მიღება არ სჭირდება, ღმერთია, დანარჩენი კი - ანგელოზებიც, წმინდანებიც და ყველა ქმნილება განისწავლება.

- რამდენჯერ უნდა იკურთხოს სახლი?

- პატრიარქის კურთხევით ერთხელ არის აუცილებელი, ორჯერაც შეიძლება, მაგრამ ისე არა, რომ დიდი წვეულება მაქვს და ბარემ სახლსაც ვაკურთხებ. სახლის კურთხევის დროს სასურველია იყვნენ ძალიან ახლობლები და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრები. მათ უნდა მოუსმინონ მამაოს, რას ეტყვის, რას დაარიგებს და კარგი იქნება ეს ყველაფერი შეასრულონ, ხოლო თუ არ შეასრულეს, სახლის კურთხევას მაგიური დანიშნულება ექნება.

- ადამიანები ავტომობილსა და სამსახურსაც აკურთხებენ, ეს რამდენად სწორია?

- რა თქმა უნდა, მისაღებია. როცა მოძღვარმა ავტომობილი გვიკურთხა, გაგვაფრთხილა, რომ დავემორჩილოთ საგზაო წესებს, არ ვმართოთ მანქანა ნასვამ მდგომარეობაში, სწრაფად არ ვიაროთ, თუ ამის საპირისპიროდ მოვიქცევით, მაშინ ღმერთი ვერ კი არა, აღარ დაგვიცავს იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ჩვენი უგუნურობით ვაკეთებთ. თუ გონივრულად მოიქცევი, ბუნებრივია, საფრთხეც აღარ შეგემთხვევა. ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ ღმერთს ადამიანი ამ დგომარეობაშიც გადაურჩენია, მაგრამ ჩვენ მაგის იმედი არ უნდა გვქონდეს. მიდგომა - რადგან მანქანა ვაკურთხე და როგორც მინდა ისე ვმართავ, მიუღებელია. კურთხევა ნიშნავს წესრიგს, გონების გახსნას, მორჩილებას. სამსახური იკურთხა? კეთილი უნდა ინებოს უფროსმა და უფრო თავმდაბალი და ხელქვეითების მიმართ მოსიყვარულე გახდეს, მან არ უნდა იფიქროს, რომ მათი უფროსია და ყველაფრის უფლება აქვს. უფროსად დაადგინა ღმერთმა, რომ ემსახუროს თავის ხელქვეითებს, როგორც მოძღვარი თავის მრევლს ემსახურება.

სამწუხაროდ საწყენია, როცა ხედავ, რომ ოჯახი, ორგანიზაცია ან ავტომობილი ნაკურთხია, მაგრამ ისეთი ხალხი მუშაობს და გადაადგილდება, რომ მერე ეს ნაკლებად მორწმუნე ადამიანებში განკითხვას იწვევს. როცა გარედან დაწესებულება იქნება, სამინისტრო თუ თუნდაც ადამიანი, ლამაზად გეჩვენება, შიგნით შეხვალ და არის ჭორაობა, განკითხვა, ჩხუბი, დაბეზღება - ეს ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ. აღარ ვიჭორაოთ, გავლანძღოთ ვინმე, უნდა გამოვასწოროთ ჩვენი თავი, ოჯახი, ამით ჩვენი ქვეყანაც გამოსწორდება და ყველაფერი კარგად იქნება.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ფოტოზე გამოყენებულია სქრინები დეკანოზ გიორგი სხირტლაძის Youtube-არხიდან (დეკანოზი გიორგი სხირტლაძე - სახლის კურთხევა) და PIA-ს Youtube-არხიდან (მანქანის კურთხევა)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია