ახლობლების ინფორმაციით, სამტრედიაში 50 წლამდე ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები "ინტერპრესსნიუსთან" საუბარში აცხადებენ, მარინა. შ-ს ბანკის ვალები ჰქონდა, რომლის გადახდას ის ვერ ახერხებდა.
"დღეს დილით მოიკლა თავი. ბანკის ვალები ჰქონდა, რომელსაც ვერ იხდიდა. ამ დილით "აცეტონი" დაულევია დიდი რაოდენობით და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს", - აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.