საფარიში, ლომების პარკში გოგონა დაიღუპა. როგორც გამოცემა DailyMail იუწყება, მტაცებლის მსხვერპლი გახდა სპეცეფექტების მემონტაჟე კეტრინ ჩეპელი, რომელიც სერიალ Game of thrones გრაფიკული ეფექტების განყოფილებაში მუშაობდა და აგეთვე ნამუშევარი აქვს ფილმებზე ”დაივერჯენთი” და ”კაპიტანი ამერიკა”.
იოჰანესბურგთან ახლოს მიმდინარე ტურის დროს გოგონამ მანქანის ფანჯარა ჩამოუშვა, საიდანაც მანქანის სალონში ლომი შეხტა. კეტრინი ცხოველებს ფოტოებს უღებდა და უსაფრთხოების ზომები გადაავიწყდა. ლომი ფანჯრიდან შეხტა და კეტრინს კისერსა და ხელებზე უკბინა. გოგონას გადარჩენას მისი 66 წლის გიდი პიერ პოგიტიე ცდილობდა. მაგრამ კეტრინი ადგილზე გულის შეტევით გარდაიცვალა.
სამხრეთ აფრიკაში ჩეპელი საქველმოქმედო მისიით იმყოფებოდა. ის აგროვებდა ფულს ორგანიზაციისთვის, რომელიც ცხოველების ბრაკონიერებისგან დაცვაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ცხოველს, რომელმაც გოგონა მოკლა, არ დააძინებენ, რადგან ლომი რამდენიმე ბოკვერს ზრდის.