საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელექტროენერგიის, მოსავლისა და გზების გარეშე დარჩენილი სოფლები - სტიქიამ რეგიონები მოიცვა
ელექტროენერგიის, მოსავლისა და გზების გარეშე დარჩენილი სოფლები - სტიქიამ რეგიონები მოიცვა

წუ­ხელ, სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძლი­ე­რი ნა­ლე­ქი და­ფიქ­სირ­და. ძლი­ერ­მა წვი­მამ დე­და­ქა­ლა­ქი და რამ­დე­ნი­მე რე­გი­ო­ნი და­ა­ზა­რა­ლა, ზო­გან ძლი­ერ წვი­მას სე­ტყვაც მოჰ­ყვა.

მცხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­უ­ღე­ბელ­მა წვი­მამ დუ­შე­თის რა­ი­ონ­ში 15-მდე სო­ფე­ლი და­ა­ზა­რა­ლა, ხოლო 12 სო­ფელს ამ დრომ­დე არ მი­წო­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია. ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია სოფ­ლე­ბი: ბაგა და მლა­შე.

ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის ცნო­ბით, სტი­ქი­ამ დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გზე­ბიც და­ა­ზი­ა­ნა. დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლის ვაჟა ჩო­ხე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძლი­ერ­მა წვი­მამ ბა­ზა­ლე­თის თემ­ში გზე­ბი ჩა­კე­ტა. გზის პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა ასე­ვე უკა­ნა ფშავ­ში.

რო­გორც ჩო­ხელ­მა გა­ნა­ცხა­და, სო­ფელ მლა­შე­ში ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ 5 ბოძი წა­ი­ღო, რის გა­მოც მოხ­და ელექტრო­ე­ნე­რე­გი­ის მი­წო­დე­ბის შე­ფერ­ხე­ბა. გამ­გებ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ად­გილ­ზე ბრი­გა­დე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან და სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რებს.

მი­სი­ვე თქმით, წუ­ხელ ჩა­კე­ტი­ლი იყო ცენ­ტრა­ლუ­რი გზა - ბა­გი­ჭა­ლა-ბა­ზა­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა ამ­ჟა­მად ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აღ­დგე­ნი­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა სო­ფელ გრე­მის­ხე­ვის გზას, გამ­გებ­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნულ გზა­ზე ყო­ვე­ლი წვი­მის დროს ხდე­ბა მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლა და ამ­ჟა­მა­დაც გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ძლი­ე­რი წვი­მის გამო გურ­ჯა­ა­ნის და ლა­გო­დე­ხის 11 სო­ფელს სო­ფელს ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა. "კა­ხე­თის ენერ­გო­დის­ტრი­ბუ­ცი­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი სოფ­ლე­ბი: კარ­დე­ნა­ხი, ვე­ჯი­ნი, ძირ­კო­კი, ჭან­და­რი, გვიმ­რი­ა­ნი, აფე­ნი, ლე­ლი­ა­ნი, ჭა­ბუ­კი­ა­ნი, ცოდ­ნის­კა­რი, ული­ა­ნოვ­კა და სვი­დე­ბა.

ენერ­გო­სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ზი­ა­ნე­ბე­ბის სა­ძი­ე­ბო და აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ელექტრო­ე­ნერ­გია მო­სახ­ლე­ო­ბას რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში აღუდ­გე­ბა.

3 ივ­ნისს მო­სულ­მა ძლი­ერ­მა სე­ტყვამ და ქარ­მა ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორი სო­ფე­ლი, უდე და აბას­თუ­მა­ნი და­ა­ზა­რა­ლა. ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში ძლი­ე­რი წვი­მა სა­ღა­მოს 19:00 სა­ა­თის შემ­დეგ და­ი­წყო და და­ახ­ლო­ე­ბით 22:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ძლი­ერ წვი­მას მალე სე­ტყვაც მოჰ­ყვა.

რო­გორც ადი­გე­ნის გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ უდე­ში ვანო გზი­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, სტი­ქი­ის დროს სო­ფელ­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლო­ე­ბის­გან იცის, რომ სო­ფელ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არა­ფე­რი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა.

ტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბი გუ­შინ­ვე მო­ი­ნა­ხუ­ლეს ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. რო­გორც ადი­გე­ნის თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნულ სოფ­ლებ­ში სტი­ქი­ამ მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის ნა­თე­სე­ბი და სოფ­ლის შიდა გზე­ბი და­ა­ზი­ა­ნა.

გამ­გე­ო­ბა­ში უკვე შე­იქ­მნა ზა­რა­ლის დამ­თვლე­ლი კო­მი­სია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის", "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭის", კა­ხე­თი­სა და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ელექტროენერგიის, მოსავლისა და გზების გარეშე დარჩენილი სოფლები - სტიქიამ რეგიონები მოიცვა

ელექტროენერგიის, მოსავლისა და გზების გარეშე დარჩენილი სოფლები - სტიქიამ რეგიონები მოიცვა

წუხელ, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ნალექი დაფიქსირდა. ძლიერმა წვიმამ დედაქალაქი და რამდენიმე რეგიონი დააზარალა, ზოგან ძლიერ წვიმას სეტყვაც მოჰყვა.

მცხეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმამ დუშეთის რაიონში 15-მდე სოფელი დააზარალა, ხოლო 12 სოფელს ამ დრომდე არ მიწოდება ელექტროენერგია. ყველაზე მეტად დაზარალებულია სოფლები: ბაგა და მლაშე.

ინტერპრესნიუსის ცნობით, სტიქიამ დუშეთის მუნიციპალიტეტში გზებიც დააზიანა. დუშეთის რაიონის გამგებელის ვაჟა ჩოხელის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ ბაზალეთის თემში გზები ჩაკეტა. გზის პრობლემა შეიქმნა ასევე უკანა ფშავში.

როგორც ჩოხელმა განაცხადა, სოფელ მლაშეში ადიდებულმა მდინარემ 5 ბოძი წაიღო, რის გამოც მოხდა ელექტროენერეგიის მიწოდების შეფერხება. გამგებლის განცხადებით, ადგილზე ბრიგადები იმყოფებიან და სამუშაოები მიმდინარებს.

მისივე თქმით, წუხელ ჩაკეტილი იყო ცენტრალური გზა - ბაგიჭალა-ბაზალეთის მიმართულებით, თუმცა ამჟამად ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

რაც შეეხება სოფელ გრემისხევის გზას, გამგებლის თქმით, აღნიშნულ გზაზე ყოველი წვიმის დროს ხდება მეწყერის ჩამოწოლა და ამჟამადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ძლიერი წვიმის გამო გურჯაანის და ლაგოდეხის 11 სოფელს სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი სოფლები: კარდენახი, ვეჯინი, ძირკოკი, ჭანდარი, გვიმრიანი, აფენი, ლელიანი, ჭაბუკიანი, ცოდნისკარი, ულიანოვკა და სვიდება.

ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარეობს დაზიანებების საძიებო და აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგია მოსახლეობას რამდენიმე საათში აღუდგება.

3 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ადიგენის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი, უდე და აბასთუმანი  დააზარალა. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერი წვიმა საღამოს 19:00 საათის შემდეგ დაიწყო და დაახლოებით 22:00 საათამდე გაგრძელდა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძლიერ წვიმას მალე სეტყვაც მოჰყვა.

როგორც ადიგენის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ უდეში ვანო გზირიშვილი ამბობს, სტიქიის დროს სოფელში არ იმყოფებოდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლოებისგან იცის, რომ სოფელში მნიშვნელოვნად არაფერი დაზიანებულა.

ტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლები გუშინვე მოინახულეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა. როგორც ადიგენის თვითმმართველობაში განმარტავენ, აღნიშნულ სოფლებში სტიქიამ მხოლოდ მცირე რაოდენობის ნათესები და სოფლის შიდა გზები დააზიანა.

გამგეობაში უკვე შეიქმნა ზარალის დამთვლელი კომისია.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის", "სამხრეთის კარიბჭის", კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრების მასალების მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია