მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულ ბაზარზე ახალი ნარკოტიკი გამოჩნდა
ქართულ ბაზარზე ახალი ნარკოტიკი გამოჩნდა

ოპი­უ­მის პლას­ტი­რი ახა­ლი ნარ­კო­ტი­კია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ე.წ. შავ ბა­ზარ­ზე უკვე გა­მოჩ­ნდა, რი­თიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­უჩ­ნდათ, ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლებს კი - 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი ოპი­უ­მის ჯგუ­ფის შემ­ცვე­ლი ნარ­კო­ტი­კი ორი­გი­ნა­ლუ­რი შე­ფუთ­ვით, - იუ­წყე­ბა გა­ზე­თი "პრა­იმ ტა­ი­მი". ოპი­უ­მის პლას­ტი­რე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ბოლო გა­მო­ძა­ხი­ლია ნარ­კო­ბიზ­ნეს­ში, რად­გან მსგავ­სი დახ­ვე­წი­ლი მე­თო­დით ნარ­კო­ტი­კით გაბ­რუ­ე­ბა ნამ­დვი­ლი "ნოუ ჰაუა", -დას­ძენს გა­ზე­თი. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ევ­რო­პულ­მა ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა შთამ­ბეჭ­დავ მე­თოდს მი­აგ­ნეს, რომ­ლის მი­ზა­ნია, პრე­პა­რა­ტი უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ, ინექ­ცი­ის გა­რე­შე მოხ­ვდეს ორ­გა­ნიზ­მში. კერ­ძოდ, თუ აქამ­დე მორ­ფინს ინ­ტრა­ვე­ნუ­რი გზით, ანუ შპ­რი­ცით მო­იხ­მარ­დნენ, პლას­ტი­რის შემ­თხვე­ვა­ში სა­ი­ნექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­ჭი­რო აღარ არის.

"პრა­იმ ტა­ი­მი" წერს, რომ ამ ეტაპ­ზე მათ­თვის უც­ნო­ბია, რა ინ­სტრუქ­ცი­ე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბი­სა და ამო­ღე­ბი­სას. ნარ­კო­ლო­გე­ბი კი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში პლას­ტი­რის შე­მო­ტა­ნა მარ­ტი­ვია. რა რა­ო­დე­ნო­ბით ფიქ­სირ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­კო­ტი­კის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დი­ნე­ბა და რა მე­თო­დით მო­იხ­მა­რენ მას, ევ­რო­პე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ქარ­თვე­ლი ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ქართულ ბაზარზე ახალი ნარკოტიკი გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე ახალი ნარკოტიკი გამოჩნდა

ოპიუმის პლასტირი ახალი ნარკოტიკია, რომელიც საქართველოში, ე.წ. შავ ბაზარზე უკვე გამოჩნდა, რითიც სამართალდამცავებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ, ნარკომომხმარებლებს კი - 100-პროცენტიანი ოპიუმის ჯგუფის შემცველი ნარკოტიკი ორიგინალური შეფუთვით, - იუწყება გაზეთი "პრაიმ ტაიმი". ოპიუმის პლასტირები, შეიძლება ითქვას, ბოლო გამოძახილია ნარკობიზნესში, რადგან მსგავსი დახვეწილი მეთოდით ნარკოტიკით გაბრუება ნამდვილი "ნოუ ჰაუა", -დასძენს გაზეთი. გამოცემის ცნობით, ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა შთამბეჭდავ მეთოდს მიაგნეს, რომლის მიზანია, პრეპარატი უმტკივნეულოდ, ინექციის გარეშე მოხვდეს ორგანიზმში. კერძოდ, თუ აქამდე მორფინს ინტრავენური გზით, ანუ შპრიცით მოიხმარდნენ, პლასტირის შემთხვევაში საინექციო საშუალებები საჭირო აღარ არის.

"პრაიმ ტაიმი" წერს, რომ ამ ეტაპზე მათთვის უცნობია, რა ინსტრუქციებით ხელმძღვანელობენ ქართველი სამართალდამცავები აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების დაფიქსირებისა და ამოღებისას. ნარკოლოგები კი განმარტავენ, რომ ქვეყანაში პლასტირის შემოტანა მარტივია. რა რაოდენობით ფიქსირდება აღნიშნული ნარკოტიკის საქართველოში შემოდინება და რა მეთოდით მოიხმარენ მას, ევროპელებისგან განსხვავებით, ქართველი ნარკომომხმარებლები?

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?