პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიციელებს მექორწილეები "ნაციონალები" ეგონათ და სასტიკად სცემეს"
"პოლიციელებს მექორწილეები "ნაციონალები" ეგონათ და სასტიკად სცემეს"

ოზურ­გე­თის სა­სა­მარ­თლო პო­ლი­ცი­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­თა და­პი­რის­პი­რე­ბის საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს. საქ­მე ეხე­ბა 24 მა­ისს რეს­ტო­რან "თა­მა­რი­ონ­ში" მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს, რო­დე­საც გა­სუ­ლი წლის ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში, ოზურ­გე­თის გამ­გებ­ლო­ბის "ნა­ცი­ო­ნა­ლი" კან­დი­და­ტის, შალ­ვა თავ­დიშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რის ქორ­წი­ლი იყო.

ოზურ­გე­თის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა მტკი­ცე­ბით, მო­ქა­ლა­ქე­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი ხუ­ლიგ­ნუ­რად მოქ­მე­დებ­და, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და უმი­სა­მარ­თოდ ლან­ძღვა-გი­ნე­ბა­ში. "ჩვე­ნი გა­მო­ძა­ხე­ბი­სა და ად­გილ­ზე მის­ვლი­სას, ეს ჯგუ­ფი უფრო აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და, რის გა­მოც და­ვა­კა­ვეთ ორი ადა­მი­ა­ნი", - აცხა­დე­ბენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი.

თვითმხილ­ველ­თა და და­კა­ვე­ბულ­თა გან­მარ­ტე­ბით კი, პო­ლი­ცია არა­ვის არ გა­მო­უ­ძა­ხე­ბია, რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ე­ლი შო­რი­ახ­ლოს, მან­ქა­ნა­ში ის­ხდნენ, ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა მო­ა­კი­თხა დე­და­მისს, რო­მე­ლიც სა­რი­ტუ­ა­ლო სახლ "თა­მა­რი­ონ­ში" მუ­შა­ობს. მო­უ­ლოდ­ნე­ლად პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ი­წყეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­სა­მარ­თით, შემ­დეგ კი მათი ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფაც. თვითმხი­ლე­ვე­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბიც არ­სე­ბობს.

თავ­დიშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა მი­ნი­მუმ 6 ადა­მი­ა­ნი უმი­ზე­ზოდ სცე­მეს, ზოგს ახ­რჩობ­დნენ კი­დეც. ცე­მის მი­ზე­ზი კი, მათი აზ­რით, ის არის, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებს ქორ­წილ­ში მყო­ფი ხალ­ხი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ეგო­ნათ.

ე.წ. "თა­მა­რი­ო­ნის" საქ­მის გან­ხილ­ვა 10 ივ­ნი­სი­სათ­ვის გა­და­ი­დო.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რი­ის მო­ამ­ბე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"პოლიციელებს მექორწილეები "ნაციონალები" ეგონათ და სასტიკად სცემეს"

"პოლიციელებს მექორწილეები "ნაციონალები" ეგონათ და სასტიკად სცემეს"

ოზურგეთის სასამართლო პოლიციელთა და მოქალაქეთა დაპირისპირების საქმეს განიხილავს. საქმე ეხება 24 მაისს რესტორან "თამარიონში" მომხდარ ინციდენტს, როდესაც გასული წლის ადგილობრივ არჩევნებში, ოზურგეთის გამგებლობის "ნაციონალი" კანდიდატის, შალვა თავდიშვილის ოჯახის წევრის ქორწილი იყო.

ოზურგეთის პოლიციის თანამშრომელთა მტკიცებით, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი ხულიგნურად მოქმედებდა, რაც გამოიხატებოდა უმისამართოდ ლანძღვა-გინებაში. "ჩვენი გამოძახებისა და ადგილზე მისვლისას, ეს ჯგუფი უფრო აგრესიული გახდა, რის გამოც დავაკავეთ ორი ადამიანი", - აცხადებენ პოლიციელები.

თვითმხილველთა და დაკავებულთა განმარტებით კი, პოლიცია არავის არ გამოუძახებია, რამდენიმე პოლიციელი შორიახლოს, მანქანაში ისხდნენ, ერთ-ერთმა პოლიციელმა მოაკითხა დედამისს, რომელიც სარიტუალო სახლ "თამარიონში" მუშაობს. მოულოდნელად პოლიციელებმა დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მოქალაქეების მისამართით, შემდეგ კი მათი ფიზიკური შეურაცხყოფაც. თვითმხილეველების მტკიცებით, ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრებიც არსებობს.

თავდიშვილის ახლობლები ირწმუნებიან, რომ პოლიციელებმა მინიმუმ 6 ადამიანი უმიზეზოდ სცემეს, ზოგს ახრჩობდნენ კიდეც. ცემის მიზეზი კი, მათი აზრით, ის არის, რომ პოლიციელებს ქორწილში მყოფი ხალხი "ნაციონალები" ეგონათ.

ე.წ. "თამარიონის" საქმის განხილვა 10 ივნისისათვის გადაიდო.

იხილეთ ვრცლად

"გურიის მოამბე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა