პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ქუჩები, რომლებიც ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით დააზიანა - ნარმანიას ბრიფინგი სტიქიის შემდეგ
თბილისის ქუჩები, რომლებიც ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით დააზიანა - ნარმანიას ბრიფინგი სტიქიის შემდეგ

თბი­ლი­სის მერ­მა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ მთავ­რო­ბის წევ­რებს სტი­ქი­ის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად მი­თი­თე­ბე­ბი მის­ცა.

რო­გორც დღეს და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სა­გან­გე­ბოდ გა­მარ­თულ თათ­ბირ­ზე გა­ნა­ცხა­და, გუ­შინ დე­და­ქა­ლაქ­ში საკ­მა­ოდ დიდი სტი­ქია იყო, რო­მელ­მაც და­ა­ზი­ა­ნა სხვა­დას­ხვა უბ­ნე­ბი.

"მად­ლო­ბა ჩვენს სამ­სა­ხუ­რებს და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას, ყვე­ლა იმ უწყე­ბას, რო­მე­ლიც ჩვენ­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლია ამ სა­კი­თხებ­ში. ახლა უკვე ამინ­დი გა­მო­კეთ­და და ყვე­ლა არ­სე­ბულ და­ზი­ა­ნე­ბა­ზე, ყვე­ლა არ­სე­ბულ პრობ­ლე­მა­ზე დღე­ი­დან უნდა ვიზ­რუ­ნოთ. ვა­ვა­ლებ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურს, რა­ი­ო­ნე­ბის გამ­გე­ო­ბებ­თან ერ­თად, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­ხე­დონ ამ სა­კი­თხებს. კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხურს ევა­ლე­ბა, რომ სა­ნი­აღ­ვრე ქსე­ლე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი გზე­ბის მო­ნაკ­ვე­თე­ბი, ასე­ვე ქვა­ფე­ნი­ლე­ბი სწრაფ რე­ჟიმ­ში აღად­გი­ნონ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| ფო­ტო­გა­ლე­რეა: დატ­ბო­რი­ლი თბი­ლი­სი: ძლი­ე­რი წვი­მის დრა­მა­ტუ­ლი შე­დე­გე­ბი დე­და­ქა­ლაქ­ში

მი­სი­ვე თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია მა­მა­და­ვით­თან მი­სას­ვლე­ლი გზა, ასე­ვე - ვა­რა­ზის­ხე­ვი. თბი­ლი­სის მე­რი­ის მხრი­დან, მათ შო­რის სა­ნა­პი­რო­ზე ჩა­სას­ვლე­ლი ერთი მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად მოხ­და და­ზი­ა­ნე­ბა.

"აქ­ტი­უ­რად უნდა გა­ვი­ტა­ნოთ ჩა­მოშ­ლი­ლი კლდის ნა­წი­ლე­ბი შე­სა­ბა­მის ად­გი­ლებ­ზე, რათა პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნათ. შე­ფერ­ხე­ბე­ბი ამ დრო­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ყველ­გან აღ­მო­ფხვრი­ლია. რა­ი­ო­ნულ გამ­გე­ო­ბებს ევა­ლე­ბათ, რომ სა­დაც იყო პრობ­ლე­მე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დით და­უდ­გნენ მო­სახ­ლე­ო­ბას. "თბილ­სერ­ვისჯ­გუფ­მა" და "სი­ნათ­ლის ქა­ლაქ­მა" იმა­ვე რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა, რო­გორც გუ­შინ ღა­მით და ასე­ვე მოხ­დეს ზა­რა­ლის დათ­ვლა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნე­ბის გამ­გებ­ლებ­სა და სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სებს სთხო­ვა, სტი­ქი­ის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ეტა­პობ­რი­ვად მი­ა­წო­დონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თბილისის ქუჩები, რომლებიც ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით დააზიანა - ნარმანიას ბრიფინგი სტიქიის შემდეგ

თბილისის ქუჩები, რომლებიც ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით დააზიანა - ნარმანიას ბრიფინგი სტიქიის შემდეგ

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის წევრებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად მითითებები მისცა.

როგორც დღეს დავით ნარმანიამ საგანგებოდ გამართულ თათბირზე განაცხადა, გუშინ დედაქალაქში საკმაოდ დიდი სტიქია იყო, რომელმაც დააზიანა სხვადასხვა უბნები.

"მადლობა ჩვენს სამსახურებს და საპატრულო პოლიციას, ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩვენთან ერთად ჩართულია ამ საკითხებში. ახლა უკვე ამინდი გამოკეთდა და ყველა არსებულ დაზიანებაზე, ყველა არსებულ პრობლემაზე დღეიდან უნდა ვიზრუნოთ. ვავალებ ზედამხედველობის სამსახურს, რაიონების გამგეობებთან ერთად, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით მიხედონ ამ საკითხებს. კეთილმოწყობის სამსახურს ევალება, რომ სანიაღვრე ქსელები და განსაკუთრებით დაზიანებული გზების მონაკვეთები, ასევე ქვაფენილები სწრაფ რეჟიმში აღადგინონ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დაგაინტერესებთ| ფოტოგალერეა: დატბორილი თბილისი: ძლიერი წვიმის დრამატული შედეგები დედაქალაქში

მისივე თქმით, განსაკუთრებით დაზიანებულია მამადავითთან მისასვლელი გზა, ასევე - ვარაზისხევი. თბილისის მერიის მხრიდან, მათ შორის სანაპიროზე ჩასასვლელი ერთი მონაკვეთი, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად მოხდა დაზიანება.

"აქტიურად უნდა გავიტანოთ ჩამოშლილი კლდის ნაწილები შესაბამის ადგილებზე, რათა პრობლემები არ შეექმნათ. შეფერხებები ამ დროის მდგომარეობით ყველგან აღმოფხვრილია. რაიონულ გამგეობებს ევალებათ, რომ სადაც იყო პრობლემები, მაქსიმალურად გვერდით დაუდგნენ მოსახლეობას. "თბილსერვისჯგუფმა" და "სინათლის ქალაქმა" იმავე რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა, როგორც გუშინ ღამით და ასევე მოხდეს ზარალის დათვლა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა თბილისის რაიონების გამგებლებსა და საქალაქო სამსახურის უფროსებს სთხოვა, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად მიაწოდონ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია