რამდენიმე წუთის წინ არქიმანდრიტ ანთიმოზის ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულმა პოსტმა "გველები" დიდი ინტერესი გამოიწვია.
არქიმანდრიტი "სიზმარში ნანახი უჟასის" შესახებ წერს:
"გველები
(სიზმარში ნანახი ''უჟასი'')
ეძღვნება ქალს, რომელიც მიყვარდა.
მე ვნახე სიზმარი-შენ გეძინა. მე ვიყავი შენს ოთახში. საშინლად მომინდა შემოვსულიყავი შენში.
...და მე შემოვედი შენში.
შენ ხედავდი სიზმარს, ნახევრად აბსტრაქციას, ნახევრად რეალობას, ვუყურე, არ მომეწონა.
ჩავეშვი დაბლა, სულის მიუკარებელ სიღრმეებში...და გავოცდი! უფსკრულის პირას ვიხილე ჩემი თავი. მას ეძინა. გავაღვიძე და ვკითხე:
-აქ რას აკეთებ?
-ველოდები.
-რას ელოდები, შე იდიოტო!-გავბრაზდი მე,-აქ არასოდეს ჩამოაღწევს სიყვარულის სხივი.
მან ბრიყვული თვალებით შემომხედა და დაიძინა.
ამოვედი მაღლა. შენ ისევ იმ ძველ განზომილებაში-ძველ სიზმარში იყავი.
მოვედი შინ. ჩემი სხეული სამშვინელთან ერთად ფშვინავდა. შევედი მასში, ჩავეშვი სულის მიუკარებელ სიღრმეებში, სადაც ხანდახან ჩამოაღწევს სიყვარულის სხივი და...დავიძინე.
მე ვნახე ამაზრზენი სიზმარი. ვიდექი მუხლებამდე წყალში და წყალი სავსე იყო უამრავი გველით, მილიონი გველით, მილიარდი გველით. ისინი ნელ-ნელა მოცოცავდნენ(აგაცოცდეს Bესო ძანგური-სიტყვაა) ჩემს სხეულზე. ლამის იყო გამისკდა გული. უცებ, ერთმა გველმა, ყელზე შემოხვეულმა, ყურში ჩამსისინა:
-ნუ გეშინია ჩვენი! არ გიკბენთ, რამეთუ შენ არა გაქვს სხეული."
არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი)