პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაირღვა თუ არა ბავშვთა უფლებები მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე? - უფლებადამცველისა და აქციის ორგანიზატორის შეფასებები
დაირღვა თუ არა ბავშვთა უფლებები მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე? - უფლებადამცველისა და აქციის ორგანიზატორის შეფასებები

გუ­შინ, 2 ივ­ნისს, კან­ცე­ლა­რი­ას­თან შეკ­რე­ბილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია მო­ი­თხო­ვა. აქ­ცი­ა­ზე, სა­ხელ­წო­დე­ბით "არ და­ი­ჭი­რო", პა­ტა­რა ბავ­შვე­ბიც მი­იყ­ვა­ნეს, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა.

Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის­თვის ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველს, გი­ორ­გი თევ­ზა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- მსოფ­ლი­ოს არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში არ მომ­ხდა­რა ასე­თი ფაქ­ტი, როცა პა­ტა­რა ბავ­შვი გა­იყ­ვა­ნეს მსგავ­სი ტი­პის აქ­ცი­ა­ზე. უარ­ყო­ფი­თად ვა­ფა­სებ ამ ფაქტს, მათ­თან პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია არ სჭირ­დე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას, ისი­ნი ჯან­სა­ღი გზით უნდა აღვზარ­დოთ. თუ ვინ­მეს მოს­წონს მა­რი­ხუ­ა­ნა, ეს მისი პრობ­ლე­მაა და ბავ­შვე­ბი ამა­ში არ უნდა გა­რიო. მათ და­არ­ღვი­ეს ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბა. მშო­ბელ­მა არ უნდა წა­იყ­ვა­ნოს პა­ტა­რა ასეთ აქ­ცი­ა­ზე. ბავ­შვის ფსი­ქი­კას უნდა გა­უფრ­თხილ­დეს. მი­მაჩ­ნია, რომ არ არის სწო­რი ასე­თი საქ­ცი­ე­ლი. მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, ის მძი­მე შე­დე­გებს გა­მო­იწ­ვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, შევა სკო­ლებ­ში. თუმ­ცა ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის მომ­ხრეც არ ვარ.

Ambebi.ge ამა­ვე თე­მა­ზე აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, ლექ­სო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მო­საზ­რე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­და.

- და­ირ­ღვა თუ არა პა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბი მათი მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის მო­თხოვ­ნით გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე მიყ­ვა­ნით?

- დღეს არის ლო­მი­სო­ბა, სა­დაც ბევ­რი ბავ­შვი და­ყავთ და სა­დაც ცხო­ვე­ლებს ხო­ცა­ვენ. ირ­ღვე­ვა თუ არა იქ ბავ­შვე­ბის უფ­ლე­ბე­ბი?! გუ­შინ იყო მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცია, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ი­თხოვ­დნენ, რომ არ და­ი­ჭი­რონ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი. რა­ტომ უნდა და­ირ­ღვეს აქ ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბი? დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცია ნიშ­ნავს, რომ არ და­ი­ჭი­რონ ადა­მი­ა­ნი. სამი წე­ლია ტარ­დე­ბა ეს აქ­ცია, სა­დაც ხალ­ხი ოჯა­ხით მო­დის, ცო­ლე­ბით, ქმრე­ბით, ბე­ბი­ე­ბით, ბავ­შვე­ბით და ა.შ. პო­ლი­ტი­კურ აქ­ცი­ებ­ზე დაჰ­ყავთ ბავ­შვე­ბი. ამ ხალ­ხის პო­ზი­ცი­აც მეს­მის, ყვე­ლას აქვს სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ არ ვე­თან­ხმე­ბი მათ, ვინც ამ­ბობს, რომ ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბი და­ირ­ღვა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დაირღვა თუ არა ბავშვთა უფლებები მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე? - უფლებადამცველისა და აქციის ორგანიზატორის შეფასებები

დაირღვა თუ არა ბავშვთა უფლებები მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე? - უფლებადამცველისა და აქციის ორგანიზატორის შეფასებები

გუშინ, 2 ივნისს, კანცელარიასთან შეკრებილმა საზოგადოებამ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოითხოვა. აქციაზე, სახელწოდებით "არ დაიჭირო", პატარა ბავშვებიც მიიყვანეს, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

Ambebi.ge კომენტარისთვის ბავშვთა უფლებების დამცველს, გიორგი თევზაძეს დაუკავშირდა:

- მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა ასეთი ფაქტი, როცა პატარა ბავშვი გაიყვანეს მსგავსი ტიპის აქციაზე. უარყოფითად ვაფასებ ამ ფაქტს, მათთან პოპულარიზაცია არ სჭირდება მარიხუანას, ისინი ჯანსაღი გზით უნდა აღვზარდოთ. თუ ვინმეს მოსწონს მარიხუანა, ეს მისი პრობლემაა და ბავშვები ამაში არ უნდა გარიო. მათ დაარღვიეს ბავშვების უფლება. მშობელმა არ უნდა წაიყვანოს პატარა ასეთ აქციაზე. ბავშვის ფსიქიკას უნდა გაუფრთხილდეს. მიმაჩნია, რომ არ არის სწორი ასეთი საქციელი. მარიხუანას ლეგალიზება დაუშვებელია, ის მძიმე შედეგებს გამოიწვევს საზოგადოებაში, შევა სკოლებში. თუმცა ნულოვანი ტოლერანტობის მომხრეც არ ვარ.

Ambebi.ge ამავე თემაზე აქციის ორგანიზატორის, ლექსო მაჭავარიანის მოსაზრებითაც დაინტერესდა.

- დაირღვა თუ არა პატარების უფლებები მათი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე მიყვანით?

- დღეს არის ლომისობა, სადაც ბევრი ბავშვი დაყავთ და სადაც ცხოველებს ხოცავენ. ირღვევა თუ არა იქ ბავშვების უფლებები?! გუშინ იყო მშვიდობიანი აქცია, სადაც ადამიანები მოითხოვდნენ, რომ არ დაიჭირონ სხვა ადამიანები. რატომ უნდა დაირღვეს აქ ბავშვის უფლებები? დეკრიმინალიზაცია ნიშნავს, რომ არ დაიჭირონ ადამიანი. სამი წელია ტარდება ეს აქცია, სადაც ხალხი ოჯახით მოდის, ცოლებით, ქმრებით, ბებიებით, ბავშვებით და ა.შ. პოლიტიკურ აქციებზე დაჰყავთ ბავშვები. ამ ხალხის პოზიციაც მესმის, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ბავშვის უფლებები დაირღვა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია