ინციდენტი ლომისობის დღესასწაულზე. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო 20-მდე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სახალხო დღესასწაულში მონაწილე 19-მა პირმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ინფორმაციას "მოამბე" ავრცელებს.
ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ადგილზე ამ დრომდე 40-მდე მაშველია მობილიზებული.