მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტკივილთან გასამკლავებლად 12 სხვადასხვა წამალს ერთ ჯერზე იღებდა" - პრეზიდენტ ჯონ კენედის ჯანმრთელობის გასაიდუმლოებული პრობლემები
"ტკივილთან გასამკლავებლად 12 სხვადასხვა წამალს ერთ ჯერზე იღებდა" - პრეზიდენტ ჯონ კენედის ჯანმრთელობის გასაიდუმლოებული პრობლემები

პრე­ზი­დენტ ჯონ კე­ნე­დის სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ის ბავ­შვო­ბი­დან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბით იტან­ჯე­ბო­და და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წამ­ლებს იღებ­და, მათ შო­რის ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლებ­სა და სტი­მუ­ლა­ტო­რებს. ის­ტო­რი­კო­სი, რო­მელ­მაც მისი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი შე­ის­წავ­ლა, გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა იმ პრობ­ლე­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლით, რაც პრე­ზი­დენტს აწუ­ხებ­და.

რო­გორც კვლე­ვე­ბის შე­დე­გად გახ­და ცნო­ბი­ლი, კე­ნე­დი კო­ლი­ტით, პროს­ტა­ტი­თა და ედი­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბით იტან­ჯე­ბო­და. გარ­და ამი­სა, მას ჰქონ­და ოს­ტე­ო­პო­რო­ზი, რაც მოძ­რა­ო­ბა­ში უშ­ლი­და ხელს. ტკი­ვილ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად კე­ნე­დი 12 სხვა­დას­ხვა წა­მალს ერთ ჯერ­ზე იღებ­და და კი­დევ უფრო მეტს, სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში.

მის მე­დი­კა­მენ­ტებ­ში იყო კო­დე­ი­ნი, დი­მე­რო­ლი, მე­ტა­დო­ნი ტი­ვი­ლის გა­სა­ყუ­ჩებ­ლად, რი­ტა­ლი­ნი, მეპ­რო­ბა­ტა­მი­ნი, ლიბ­რი­უ­მი, ძი­ლის წამ­ლე­ბი, თი­რე­ო­ი­დუ­ლი ჰორ­მო­ნე­ბი და ინექ­ცი­ე­ბი სის­ხლში ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის და­სა­რე­უ­ლი­რებ­ლად და ინ­ფე­ცი­ებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად.

წამ­ლებს ხში­რად უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი ჰქონ­დათ, რაც უხა­სი­ა­თო­ბა­სა და ზოგ­ჯერ დეპ­რე­სი­ა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, კე­ნე­დი კი­დევ და­მა­ტე­ბით წამ­ლებს იღბდა. "მე დე­ტა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლე ყვე­ლა მისი გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი კრი­ზი­სულ პე­რი­ო­დებ­ში და გა­ვოც­დი, იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად მოქ­მე­დებ­და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წყალ­ზე ხში­რად მე­დი­კა­მენ­ტებს აწ­ვდი­და ორ­გა­ნიზმს" - აცხა­დებს კე­ნე­დის ბი­ოგ­რა­ფი რო­ბერტ და­ლე­კი.

კე­ნე­დი და მისი ახლო წრე ძა­ლი­ან ბევ­რს ცდი­ლობ­და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ შე­ე­ტყო, რად­გან ეში­ნო­დათ, ეს მის პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რას და­ას­რუ­ლებ­და.

"კე­ნე­დის ეში­ნო­და, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ამომ­რჩე­ვე­ლი ნიქ­სონს მი­ა­ნი­ჭებ­და უპი­რა­ტე­სო­ბას".

და­ლე­კი ამ­ბობს, რომ კორ­სეტ­მა, რო­მელ­საც კე­ნე­დი ზურ­გის ტკი­ვი­ლებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად ატა­რებ­და, იგი ლი ჰარ­ვი ოს­ვალ­დის­თვის იდე­ა­ლურ სა­მიზ­ნედ აქ­ცია. კე­ნე­დის ზურ­გი იდე­ა­ლუ­რად გა­მარ­თუ­ლი იყო, რაც მის თავს და კი­სერს ერთ პო­ზი­ცი­ა­ში ამ­ყო­ფებ­და და ტყვი­ის­თვის იდე­ა­ლურ სა­მიზ­ნეს ხდი­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია abcnews.go.com-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ტკივილთან გასამკლავებლად 12 სხვადასხვა წამალს ერთ ჯერზე იღებდა" - პრეზიდენტ ჯონ კენედის ჯანმრთელობის გასაიდუმლოებული პრობლემები

"ტკივილთან გასამკლავებლად 12 სხვადასხვა წამალს ერთ ჯერზე იღებდა" - პრეზიდენტ ჯონ კენედის ჯანმრთელობის გასაიდუმლოებული პრობლემები

პრეზიდენტ ჯონ კენედის სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, ის ბავშვობიდან ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯებოდა და დიდი რაოდენობით წამლებს იღებდა, მათ შორის ტკივილგამაყუჩებლებსა და სტიმულატორებს. ისტორიკოსი, რომელმაც მისი სამედიცინო ჩანაწერები შეისწავლა, გაოცებული დარჩა იმ პრობლემების ჩამონათვალით, რაც პრეზიდენტს აწუხებდა.

როგორც კვლევების შედეგად გახდა ცნობილი, კენედი კოლიტით, პროსტატითა და ედისონის დაავადებით იტანჯებოდა. გარდა ამისა, მას ჰქონდა ოსტეოპოროზი, რაც მოძრაობაში  უშლიდა ხელს. ტკივილთან გასამკლავებლად კენედი 12 სხვადასხვა წამალს ერთ ჯერზე იღებდა და კიდევ უფრო მეტს,  სტრესულ სიტუაციებში.

მის მედიკამენტებში იყო კოდეინი, დიმეროლი, მეტადონი ტივილის გასაყუჩებლად, რიტალინი, მეპრობატამინი, ლიბრიუმი, ძილის წამლები, თირეოიდული ჰორმონები და ინექციები სისხლში ჰემოგლობინის დასარეულირებლად და ინფეციებთან საბრძოლველად.

წამლებს ხშირად უკუჩვენებები ჰქონდათ, რაც უხასიათობასა და ზოგჯერ დეპრესიაში გამოიხატებოდა. ამის საწინააღმდეგოდ, კენედი კიდევ დამატებით წამლებს იღბდა. "მე დეტალურად შევისწავლე ყველა მისი გადადგმული ნაბიჯი კრიზისულ პერიოდებში და გავოცდი, იმდენად ეფექტურად მოქმედებდა ადამიანი, რომელიც წყალზე ხშირად მედიკამენტებს აწვდიდა ორგანიზმს" - აცხადებს კენედის ბიოგრაფი რობერტ დალეკი.

კენედი და მისი ახლო წრე ძალიან ბევრს ცდილობდა მისი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ საზოგადოებას არ შეეტყო, რადგან ეშინოდათ, ეს მის პოლიტიკურ კარიერას დაასრულებდა.

"კენედის ეშინოდა, რომ მისი ჯანმრთელობის პრობლემების გამო საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველი ნიქსონს მიანიჭებდა უპირატესობას".

დალეკი ამბობს, რომ კორსეტმა, რომელსაც კენედი ზურგის ტკივილებთან გასამკლავებლად ატარებდა, იგი ლი ჰარვი ოსვალდისთვის იდეალურ სამიზნედ აქცია. კენედის ზურგი იდეალურად გამართული იყო, რაც მის თავს და კისერს ერთ პოზიციაში ამყოფებდა და ტყვიისთვის იდეალურ სამიზნეს ხდიდა.

მომზადებულია abcnews.go.com-ს მიხედვით.

ბრიტანეთში იშვიათი კომეტა გადაიღეს, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი - შთამბეჭდავი ფოტოები

"ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი "მასტერშეფის“ მესამე სეზონს

რომელი ზებრა უყურებს კამერას? - თავსატეხი, რომელმაც სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი დააბნია