შსს-მ დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საშიში მარილი ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით ჯანმრთელობისთვის საშიში მარილი ამოიღო

სამართალდამცველებმა სამცხე-ჯავახეთში 3 ტონა და 200 კილოგრამი ფალსიფიცირებული მარილი ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული მარტინ ბ. ფალსიფიკაციის ფაქტზე ამხილეს.

გამოძიების ცნობით, მარტინ ბ. საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ საამქროში ორი წლის განმავლობაში კუსტარულად ამზადებდა ჯანმრთელობისთვის საშიშ, ფალსიფიცირებულ ორგანულ მარილს, რომლის რეალიზაციასაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში ახდენდა. სამართალდამცველებმა მარტინ ბ-ს საცხოვრებელი სახლის და ავტომანქანის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, 3 ტონა 200 კგ დაფასოებული მარილი ამოიღეს.

გამოძიება ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ