საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოქცევა რომ არ მომესწრო, მთელ სხეულს დამიგლეჯდნენ - გულიკო ჭიტაძის პირველი ინტერვიუ ზოოპარკის ტრაგედიის შემდეგ
გამოქცევა რომ არ მომესწრო, მთელ სხეულს დამიგლეჯდნენ - გულიკო ჭიტაძის პირველი ინტერვიუ ზოოპარკის ტრაგედიის შემდეგ

თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - 26 მა­ისს, და­ხა­ლო­ე­ბით 17 სა­ათ­ზე, ზო­ო­პარ­კის მთა­ვარ ძიძა-მომ­ვლელს, გუ­ლი­კო ჭი­ტა­ძეს სამი ვე­ფხვი და­ეს­ხა თავს. კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ მოხ­და ზო­ო­პარკში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა და რა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია ზო­გა­დად ცხო­ვე­ლებ­თან ახლო კონ­ტაქ­ტი, ამის შე­სა­ხებ "სარ­კეს" თა­ვად გუ­ლი­კო ჭი­ტა­ძე ესა­უბ­რა.

"სარ­კე": ქალ­ბა­ტო­ნო გუ­ლი­კო, რა მოხ­და იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს, რა­ტომ და რო­გორ და­გესხნენ ვე­ფხვე­ბი თავს?

გუ­ლი­კო ჭი­ტა­ძე: ვე­ფხვე­ბის ვო­ლი­ერ­თან ჩემს მე­გო­ბარ­თან ერ­თად მი­ვე­დი, რომ ჩემი გაზ­რდი­ლი ბოკ­ვე­რე­ბის­თვის ფო­ტო­ე­ბი გა­და­მე­ღო. ზე­მო­დან გა­და­ვუ­ღეთ სუ­რა­თე­ბი. ამ დროს დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს, ერთ პა­ტა­რა ბავ­შვს, ვე­ფხვებ­თან სა­თა­მა­შო ჩა­უ­ვარ­და და და­ვი­ნა­ხე, ქვე­მოთ ჩას­ვლას რომ აპი­რებ­და, და­ვუ­ძა­ხე, არ ჩახ­ვი­დეთ, არ შე­იძ­ლე­ბა, სა­ში­შია, მე თვი­თონ ამო­გი­ტანთ, რად­გან მე ვიცი ვე­ფხვებ­თან მოქ­ცე­ვის წე­სე­ბი-მეთ­ქი. ჩა­ვე­დი ვო­ლი­ერ­თან, სა­თა­მა­შო ავი­ღე და შეც­დო­მა და­ვუშ­ვი, რად­გან ქვე­მო­დან­ვე ამოვ­გუ­დე პატ­რონს. ამ დროს ჩემი კაბა გაფ­რი­ალ­და და ერ­თმა ვე­ფხვმა კლან­ჭი გა­მომ­დო კა­ბა­ზე, ნელ-ნელა მი­მით­რია. კაბა არ გა­ი­ხა და კარ­გა­დაც ვებ­რძო­ლე.

ჩემი ბრა­ლია, არ უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან ვე­ფხვე­ბის წესი ვიცი, მაგ­რამ ბავ­შვი ძა­ლი­ან ტი­რო­და იმ სა­თა­მა­შოს გამო და შე­მე­ცო­და. კა­ბით მი­მი­ტა­ცეს და ბრჭყა­ლე­ბის ჩა­მოს­მა და­მი­წყეს, კბი­ლიც გამ­კრეს. ამ ბოკ­ვე­რე­ბის დედა ჩემი გაზ­რდი­ლი იყო და შვი­ლებს ცემა და­უ­წყო, ჩა­მო­მა­ცი­ლა, თო­რემ რა მოხ­დე­ობ­და, არ ვიცი. იქვე ჩვე­ნი სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც იყ­ვნენ, მო­მეშ­ველ­ნენ და ასე და­ვუძ­ვე­რი ხე­ლი­დან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, კა­ტამ რომ ოთახ­ში იცის, კლან­ჭებს რომ ჩა­მო­გის­ვამთ და გე­თა­მა­შე­ბათ, ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო.

"ლურ­ჯი ვაშ­ლი"|ქალი, რო­მე­ლიც 26 წე­ლია თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში ცხოვ­რობს და ვე­ლურ ცხო­ვე­ლებს ზრდის

"სარ­კე": რამ­დე­ნი ვე­ფხვი იყო გა­ლი­ა­ში?

გუ­ლი­კო ჭი­ტა­ძე: ერთი დედა და სამი ბოკ­ვე­რი. გა­მოქ­ცე­ვა რომ არ მო­მეს­წრო, შე­იძ­ლე­ბო­და, ჩემ­თვის მთე­ლი სხე­უ­ლი და­ეგლი­ჯათ. ბავ­შვი შე­მე­ცო­და და ის წესი და­მა­ვი­წყდა, რომ ასეთ დროს არა­ვინ უნდა შე­ი­ცო­დო. მე­გო­ნა, და­ზღვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ... 100 ვე­ფხვის ბოკ­ვე­რი მა­ინც მყავს გაზ­რდი­ლი, ასე­ვე - ლო­მე­ბი. ჩემი გაზ­რდი­ლი ცხო­ვე­ლე­ბი თავს არა­სო­დეს მეს­ხმი­ან. ამ ბოკ­ვე­რებ­მა ჩემ მი­მართ აგ­რე­სია კი არ გა­მო­ხა­ტეს, მე­თა­მა­შე­ბოდ­ნენ. დედა ვე­ფხვმა კარ­გად მი­ბერ­ტყა სა­მი­ვე შვი­ლი - გა­არ­ტყა, გა­მო­არ­ტყა.

"სარ­კე": სა­ა­ვად­მყო­ფო­დან რომ გა­მოგ­წე­რენ, რას აპი­რებთ, ზო­ო­პარკში სა­მუ­შა­ოდ დაბ­რუნ­დე­ბით თუ იქით გა­ხედ­ვა აღარ გინ­დათ?

გუ­ლი­კო ჭი­ტა­ძე: რა თქმა უნდა, დავ­ბრუნ­დე­ბი ზო­ო­პარკში! შე­იძ­ლე­ბა შვილ­მა დედა და­ა­ზი­ა­ნოს ან რამე და­უ­შა­ვოს. ესე­ნი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან. ცხო­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ის, რაც მოხ­და, იმას არ ნიშ­ნავს, რომ გავ­ღი­ზი­ან­დი, სამ­სა­ხურს დავ­ტო­ვებ და ჩემს ცხო­ვე­ლებს მი­ვა­ტო­ვებ. პი­რი­ქით, ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი მათ მი­მართ უფრო გაძ­ლი­ერ­და. მა­ზო­ხის­ტი არ გე­გო­ნოთ, უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

რუ­სუ­დან ად­ვა­ძე, ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| რას ჰყვე­ბო­და მომ­ვლე­ლი ვე­ფხვე­ბის თავ­დას­ხმამ­დე 4 დღით ადრე

გამოქცევა რომ არ მომესწრო, მთელ სხეულს დამიგლეჯდნენ - გულიკო ჭიტაძის პირველი ინტერვიუ ზოოპარკის ტრაგედიის შემდეგ

გამოქცევა რომ არ მომესწრო, მთელ სხეულს დამიგლეჯდნენ - გულიკო ჭიტაძის პირველი ინტერვიუ ზოოპარკის ტრაგედიის შემდეგ

თბილისის ზოოპარკში ტრაგედია დატრიალდა - 26 მაისს, დახალოებით 17 საათზე, ზოოპარკის მთავარ ძიძა-მომვლელს, გულიკო ჭიტაძეს სამი ვეფხვი დაესხა თავს. კონკრეტულად როგორ მოხდა ზოოპარკში უბედური შემთხვევა და რა საფრთხის შემცველია ზოგადად ცხოველებთან ახლო კონტაქტი, ამის შესახებ "სარკეს" თავად გულიკო ჭიტაძე ესაუბრა.

"სარკე": ქალბატონო გულიკო, რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, რატომ და როგორ დაგესხნენ ვეფხვები თავს?

გულიკო ჭიტაძე: ვეფხვების ვოლიერთან ჩემს მეგობართან ერთად მივედი, რომ ჩემი გაზრდილი ბოკვერებისთვის ფოტოები გადამეღო. ზემოდან გადავუღეთ სურათები. ამ დროს დამთვალიერებელს, ერთ პატარა ბავშვს, ვეფხვებთან სათამაშო ჩაუვარდა და დავინახე, ქვემოთ ჩასვლას რომ აპირებდა, დავუძახე, არ ჩახვიდეთ, არ შეიძლება, საშიშია, მე თვითონ ამოგიტანთ, რადგან მე ვიცი ვეფხვებთან მოქცევის წესები-მეთქი. ჩავედი ვოლიერთან, სათამაშო ავიღე და შეცდომა დავუშვი, რადგან ქვემოდანვე ამოვგუდე პატრონს. ამ დროს ჩემი კაბა გაფრიალდა და ერთმა ვეფხვმა კლანჭი გამომდო კაბაზე, ნელ-ნელა მიმითრია. კაბა არ გაიხა და კარგადაც ვებრძოლე.

ჩემი ბრალია, არ უნდა ჩავსულიყავი, რადგან ვეფხვების წესი ვიცი, მაგრამ ბავშვი ძალიან ტიროდა იმ სათამაშოს გამო და შემეცოდა. კაბით მიმიტაცეს და ბრჭყალების ჩამოსმა დამიწყეს, კბილიც გამკრეს. ამ ბოკვერების დედა ჩემი გაზრდილი იყო და შვილებს ცემა დაუწყო, ჩამომაცილა, თორემ რა მოხდეობდა, არ ვიცი. იქვე ჩვენი სხვა თანამშრომლებიც იყვნენ, მომეშველნენ და ასე დავუძვერი ხელიდან. წარმოიდგინეთ, კატამ რომ ოთახში იცის, კლანჭებს რომ ჩამოგისვამთ და გეთამაშებათ, ისეთი სიტუაცია იყო.

"ლურჯი ვაშლი"| ქალი, რომელიც 26 წელია თბილისის ზოოპარკში ცხოვრობს და ველურ ცხოველებს ზრდის

"სარკე": რამდენი ვეფხვი იყო გალიაში?

გულიკო ჭიტაძე: ერთი დედა და სამი ბოკვერი. გამოქცევა რომ არ მომესწრო, შეიძლებოდა, ჩემთვის მთელი სხეული დაეგლიჯათ. ბავშვი შემეცოდა და ის წესი დამავიწყდა, რომ ასეთ დროს არავინ უნდა შეიცოდო. მეგონა, დაზღვეული ვიყავი, მაგრამ... 100 ვეფხვის ბოკვერი მაინც მყავს გაზრდილი, ასევე - ლომები. ჩემი გაზრდილი ცხოველები თავს არასოდეს მესხმიან. ამ ბოკვერებმა ჩემ მიმართ აგრესია კი არ გამოხატეს, მეთამაშებოდნენ. დედა ვეფხვმა კარგად მიბერტყა სამივე შვილი - გაარტყა, გამოარტყა.

"სარკე": საავადმყოფოდან რომ გამოგწერენ, რას აპირებთ, ზოოპარკში სამუშაოდ დაბრუნდებით თუ იქით გახედვა აღარ გინდათ?

გულიკო ჭიტაძე: რა თქმა უნდა, დავბრუნდები ზოოპარკში! შეიძლება შვილმა დედა დააზიანოს ან რამე დაუშავოს. ესენი ჩემი შვილები არიან. ცხოველები ძალიან მიყვარს. ის, რაც მოხდა, იმას არ ნიშნავს, რომ გავღიზიანდი, სამსახურს დავტოვებ და ჩემს ცხოველებს მივატოვებ. პირიქით, ჩემი სიყვარული მათ მიმართ უფრო გაძლიერდა. მაზოხისტი არ გეგონოთ, უბრალოდ ძალიან მიყვარს.

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი "სარკე"

ასევე დაგაინტერესებთ| რას ჰყვებოდა მომვლელი ვეფხვების თავდასხმამდე 4 დღით ადრე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია