სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ რეაგირებს ქართველების ტვინი რეკლამაზე - უახლესი კვლევის შედეგები
 როგორ რეაგირებს ქართველების ტვინი რეკლამაზე - უახლესი კვლევის შედეგები

სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რომ­ლის ფარ­გლებ­ში პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს მე­თო­დით 11 ქა­ლაქ­ში 1140 სრულ­წლო­ვა­ნი რეს­პონ­დენ­ტი გა­მო­ი­კი­თხა, ევ­რო­პა­ში აკ­რძა­ლუ­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პრო­დუქ­ცი­ის და­ჟი­ნე­ბით შე­თა­ვა­ზე­ბა ტე­ლე­ფო­ნით, ელ-ფოს­ტით და სმს-ით იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბელს ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი არ გა­მო­უთ­ქვამს. ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი მი­უ­ღია გა­მო­კი­თხულ­თა თით­ქმის ნა­ხე­ვარს.

სა­ქონ­ლის/მომ­სა­ხუ­რე­ბის არ­ჩე­ვი­სას მომ­ხმა­რე­ბელ­ზე გავ­ლე­ნა ძი­რი­თა­დად, სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის ან ახ­ლობ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის შე­დე­გად ხდე­ბა. ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია ისე­თი ხერ­ხი, რო­გო­რი­ცაა მომ­ხმა­რებ­ლის ად­გილ­ზე დარ­წმუ­ნე­ბა - კონ­სულ­ტან­ტის მიერ პრო­დუქ­ტის და­ხა­სი­ა­თე­ბა/რეკ­ლა­მი­რე­ბა. რეკ­ლა­მის მი­ზა­ნი რეს­პონ­დენ­ტებს ეს­მით, რო­გორც პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა (იქ­ნე­ბა ეს უბ­რა­ლოდ რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გაზ­რდა თუ და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბა; ასე­ვე ბრენ­დის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა, რომ­ლის სა­ბო­ლოო და­იშ­ნუ­ლე­ბა ასე­ვე პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­აა).

შე­და­რე­ბით ხში­რია სა­ქონ­ლის/მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა ტე­ლე­ფო­ნით, ელ-ფოს­ტით ან სხვა სა­შუ­ა­ლე­ბით, თუკი მომ­ხმა­რე­ბელს არ გა­მო­უთ­ქვამს ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი" (რეს­პონ­დენ­ტთა 45%-მდე აცხა­დებს, რომ თა­ვად მათ შემ­თხვე­ვი­ათ ასე­თი სი­ტუ­ა­ცია ხში­რად ან ზოგ­ჯერ, ხოლო 37%-მდე აცხა­დებს, რომ ასე­თი სი­ტუ­ა­ცია მათ ახ­ლო­ბელს შე­ემ­თხვა).

რეს­პონ­დენ­ტე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან მათ მიერ შე­ძე­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში თუმ­ცა, სურ­სა­თის/საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის და სა­ო­ჯა­ხო ქი­მი­ის უსაფრ­თხო­ე­ბას რეს­პონ­დენ­ტთა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი არ აღი­ა­რებს; კერ­ძოდ, გა­მო­კი­თხულ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 36% მი­იჩ­ნევს, რომ სურ­სა­თი/საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი სა­ზი­ა­ნოა; ხოლო იგი­ვე პო­ზი­ცია გა­მო­კი­თხულ­თა 41.7%-ს სა­ო­ჯა­ხო ქი­მი­ის მი­მართ აქვს.

Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას, სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის მომ­ხმა­რე­ბელ­თა დაც­ვის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლია თო­დუა ამ­ბობს, რომ კვლე­ვა ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის "ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ზე­გავ­ლე­ნა ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე და მათი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა" ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და.

"მომ­ხმა­რებ­ლის მი­მართ ჩვე­ნი მთა­ვა­რი რჩე­ვა არის მეტი აქ­ტი­უ­რო­ბა და მეტი პრე­ტენ­ზი­ე­ბის გა­მოთ­ქმა. ასე­ვე, ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო ისიც, თუ რო­გორ ამ­ჩნევს მომ­ხმა­რე­ბე­ლი მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. მათი თქმით, ყვე­ლა­ზე ხში­რად რეკ­ლა­მის სა­ხით მო­ბი­ლურ­ზე მი­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა აწუ­ხებთ. ევ­რო­პა­ში თუ მომ­ხმა­რე­ბელს ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბის მი­ღე­ბა არ სურს, აკ­რძა­ლუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მგო­ნი ყვე­ლა ამის მსხვერ­პლი ვართ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა­ში იყოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბებს და­ი­ცავს. მომ­ხმა­რე­ბელს უნდა შე­ეძ­ლოს ამ ორ­გა­ნოს მი­მარ­თოს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნო მი­მარ­თვის გა­რე­შეც უნდა აკონ­ტრო­ლებ­დეს ბა­ზარს, დღეს კი ასე­თი ორ­გა­ნო არ არ­სე­ბობს.

"ჯეპ­რას" უფ­რო­სი კონ­სულ­ტან­ტის კახა მაღ­რა­ძის თქმით, ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მარ­კე­ტინ­გულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლია და მის­თვის გა­სა­გე­ბია, რომ ესა თუ ის შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­რეკ­ლა­მო გზავ­ნი­ლია.

- მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კი შეგ­ვიძ­ლია მა­შინ ვუ­წო­დოთ, რო­დე­საც ადა­მი­ანს ისე აწ­ვდი­ან რეკ­ლა­მას, რომ ამას ვერ ხვდე­ბა. ჩვენ­თან ე.წ. პრო­დუ­ცტ პლა­ცე­მენტ უფ­როა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად სე­რი­ა­ლებ­ში, კი­ნო­ებ­ში, გა­და­ცე­მა­ში სხვა­დას­ხვა ბრენ­დის პრო­დუქ­ცი­ას აჩ­ვე­ნე­ბენ, ზოგ­ჯერ კი მთა­ვა­რი გმი­რე­ბი იყე­ნე­ბენ კი­დეც.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე რეკ­ლა­მის შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით გაგ­ზავ­ნას, კომ­პა­ნი­ებს ამ მე­თო­დის ხში­რად და მა­სი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას არ ვურ­ჩევ­დი, რად­გან ამან მომ­ხმა­რებ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა არ გა­მო­იწ­ვი­ოს. თუმ­ცა გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვა­ში ესე­მე­სე­ბი მუ­შა­ობს. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას არ სი­ა­მოვ­ნებს, თუმ­ცა მომ­ხმა­რებ­ლის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მა­ინც კი­თხუ­ლობს და შე­იძ­ლე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი რეკ­ლა­მა გა­მო­ი­ყე­ნოს კი­დეც.

- რო­გო­რია სა­რეკ­ლა­მო ბა­ზა­რი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში და ამ კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლო­ში რა ვი­თა­რე­ბაა?

- ჩვენ­თან უცხო­ეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­სტრუ­მენ­ტი­სა და მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა. უბ­რა­ლოდ არის რა­ღაც ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მა­გა­ლი­თად გარე რეკ­ლა­მა, მეტ­რო­ში სად­გურ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი ბა­ნე­რე­ბი, რო­მელ­შიც გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა იც­ვლე­ბა და ა.შ. ჩვენ­თან ეს ჯერ არ არის, თუმ­ცა ასე­თი მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ჩნდე­ბა სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­ზე. ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­მოს­ვლას დრო სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ რო­გორც წესი, კლა­სი­კუ­რი ბოლო მე­თო­დო­ლო­გია ჩვენ­თა­ნაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია.

- ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კი­დევ ერთ პრობ­ლე­მას ფას­დაკ­ლე­ბა წარ­მო­აგ­დენს, უმე­ტე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბა პრო­დუქ­ცი­ის და­ბალ ფასს სუ­ლაც არ გუ­ლის­ხმობს.

- ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. უბ­რა­ლოდ, თუ ვინ­მეს ამ სფე­რო­ში მო­ნი­ტო­რინ­გის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს ან კვლე­ვა ჩა­უ­ტა­რე­ბია, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით რა­ღაც­ნა­ი­რად რე­გუ­ლირ­დე­ბო­დეს, რად­გან მსგავ­სი ტი­პის მა­ნი­პუ­ლა­ცია ხში­რია. ჯერ­ჯე­რო­ბით, ასე­თი სამ­სა­ხუ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის, ჩვენ­თან ამ მხრივ ცოტა ვე­ლუ­რი ბა­ზა­რია და შე­იძ­ლე­ბა მერე და­იხ­ვე­წოს, უბ­რა­ლოდ მო­თხოვ­ნი­ლე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის მხრი­დან უნდა გაჩ­ნდეს, ამა­ზე მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცია და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი უნდა მუ­შა­ობ­დნენ. მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი სფე­როს რე­გუ­ლი­რე­ბა, მაგ­რამ ცალ­სა­ხად იმის თქმა, რომ ფას­დაკ­ლე­ბის აქ­ცია არის ბლე­ფი და ვი­ღა­ცე­ე­ბი ამას უბ­რა­ლოდ აქ­ცი­ას არ­ქმე­ვენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ფა­სე­ბი იგი­ვეა, ნამ­დვი­ლად ვერ ვი­ტყვი. სა­ნამ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზუს­ტი მო­ნა­ცე­მი არ გვქნე­ბა, არა მგო­ნია, ვინ­მემ და­ა­დას­ტუ­როს ეს მო­საზ­რე­ბა.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როგორ რეაგირებს ქართველების ტვინი რეკლამაზე - უახლესი კვლევის შედეგები

 როგორ რეაგირებს ქართველების ტვინი რეკლამაზე - უახლესი კვლევის შედეგები

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 11 ქალაქში 1140 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოიკითხა, ევროპაში აკრძალული მარკეტინგული ხრიკებიდან საქართველოში ყველაზე ხშირად გამოიყენება პროდუქციის დაჟინებით შეთავაზება ტელეფონით, ელ-ფოსტით და სმს-ით იმ პირობებში, როდესაც მომხმარებელს ასეთი შეთავაზებების მიღების სურვილი არ გამოუთქვამს. ასეთი შეთავაზებები მიუღია გამოკითხულთა თითქმის ნახევარს.

საქონლის/მომსახურების არჩევისას მომხმარებელზე გავლენა ძირითადად, სარეკლამო კამპანიის ან ახლობლების გამოცდილების შედეგად ხდება. ნაკლებად ეფექტურია ისეთი ხერხი, როგორიცაა მომხმარებლის ადგილზე დარწმუნება - კონსულტანტის მიერ პროდუქტის დახასიათება/რეკლამირება. რეკლამის მიზანი რესპონდენტებს ესმით, როგორც პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიება (იქნება ეს უბრალოდ რეალიზაციის გაზრდა თუ დაბალხარისხიანი პროდუქტის რეალიზება; ასევე ბრენდის ცნობადობის ამაღლება, რომლის საბოლოო დაიშნულება ასევე პროდუქტის რეალიზაციაა).

შედარებით ხშირია საქონლის/მომსახურების დაჟინებული შეთავაზება ტელეფონით, ელ-ფოსტით ან სხვა საშუალებით, თუკი მომხმარებელს არ გამოუთქვამს ასეთი შეთავაზებების მიღების სურვილი" (რესპონდენტთა 45%-მდე აცხადებს, რომ თავად მათ შემთხვევიათ ასეთი სიტუაცია ხშირად ან ზოგჯერ, ხოლო 37%-მდე აცხადებს, რომ ასეთი სიტუაცია მათ ახლობელს შეემთხვა).

რესპონდენტები მეტ-ნაკლებად დარწმუნებულნი არიან მათ მიერ შეძენილი პროდუქტების უსაფრთხოებაში თუმცა, სურსათის/საკვები პროდუქტების და საოჯახო ქიმიის უსაფრთხოებას რესპონდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ აღიარებს; კერძოდ, გამოკითხულთა დაახლოებით 36% მიიჩნევს, რომ სურსათი/საკვები პროდუქტები საზიანოა; ხოლო იგივე პოზიცია გამოკითხულთა 41.7%-ს საოჯახო ქიმიის მიმართ აქვს.

Ambebi.ge-სთან საუბრისას, სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ლია თოდუა ამბობს, რომ კვლევა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხმარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება" ფარგლებში ჩატარდა.

"მომხმარებლის მიმართ ჩვენი მთავარი რჩევა არის მეტი აქტიურობა და მეტი პრეტენზიების გამოთქმა. ასევე, ჩვენთვის საინტერესო იყო ისიც, თუ როგორ ამჩნევს მომხმარებელი მარკეტინგული ხრიკების გამოყენებას. მათი თქმით, ყველაზე ხშირად რეკლამის სახით მობილურზე მისული შეტყობინება აწუხებთ. ევროპაში თუ მომხმარებელს ასეთი შეთავაზების მიღება არ სურს, აკრძალულია, საქართველოში კი მგონი ყველა ამის მსხვერპლი ვართ. აუცილებელია ქვეყანაში იყოს ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მომხმარებლის უფლებებს დაიცავს. მომხმარებელს უნდა შეეძლოს ამ ორგანოს მიმართოს, თუმცა აღნიშნული ორგანო მიმართვის გარეშეც უნდა აკონტროლებდეს ბაზარს, დღეს კი ასეთი ორგანო არ არსებობს.

"ჯეპრას" უფროსი კონსულტანტის კახა მაღრაძის თქმით, ქართველი მომხმარებელი მარკეტინგულ კომუნიკაციაში გათვითცნობიერებულია და მისთვის გასაგებია, რომ ესა თუ ის შეტყობინება სარეკლამო გზავნილია.

- მარკეტინგული ხრიკი შეგვიძლია მაშინ ვუწოდოთ, როდესაც ადამიანს ისე აწვდიან რეკლამას, რომ ამას ვერ ხვდება. ჩვენთან ე.წ. პროდუცტ პლაცემენტ უფროა გავრცელებული. მაგალითად სერიალებში, კინოებში, გადაცემაში სხვადასხვა ბრენდის პროდუქციას აჩვენებენ, ზოგჯერ კი მთავარი გმირები იყენებენ კიდეც.

რაც შეეხება მობილურ ტელეფონზე რეკლამის შეტყობინების სახით გაგზავნას, კომპანიებს ამ მეთოდის ხშირად და მასიურად გამოყენებას არ ვურჩევდი, რადგან ამან მომხმარებლის გაღიზიანება არ გამოიწვიოს. თუმცა გარკვეულ შემთხვევაში ესემესები მუშაობს. შეიძლება ვიღაცას არ სიამოვნებს, თუმცა მომხმარებლის გარკვეული ნაწილი მაინც კითხულობს და შეიძლება შეთავაზებული რეკლამა გამოიყენოს კიდეც.

- როგორია სარეკლამო ბაზარი სხვადასხვა ქვეყნებში და ამ კუთხით საქართველოში რა ვითარებაა?

- ჩვენთან უცხოეთში გავრცელებული ფაქტობრივად ყველანაირი ინსტრუმენტისა და მეთოდოლოგიის გამოყენება ხდება. უბრალოდ არის რაღაც ტექნიკური საშუალებები, მაგალითად გარე რეკლამა, მეტროში სადგურზე გაკეთებული სპეციალური ინტერაქტიული ბანერები, რომელშიც გამოსახულება იცვლება და ა.შ. ჩვენთან ეს ჯერ არ არის, თუმცა ასეთი მაღალტექნოლოგიური საშუალებები ყოველდღიურად ჩნდება სარეკლამო ბაზარზე. ახალი ტექნოლოგიის შემოსვლას დრო სჭირდება, მაგრამ როგორც წესი, კლასიკური ბოლო მეთოდოლოგია ჩვენთანაც გავრცელებულია.

- ქართველი მომხმარებლისთვის კიდევ ერთ პრობლემას ფასდაკლება წარმოაგდენს, უმეტესობა ფიქრობს, რომ გამოცხადებული ფასდაკლება პროდუქციის დაბალ ფასს სულაც არ გულისხმობს.

- ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. უბრალოდ, თუ ვინმეს ამ სფეროში მონიტორინგის გამოცდილება აქვს ან კვლევა ჩაუტარებია, შესაძლებელია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით რაღაცნაირად რეგულირდებოდეს, რადგან მსგავსი ტიპის მანიპულაცია ხშირია. ჯერჯერობით, ასეთი სამსახური საქართველოში არ არის, ჩვენთან ამ მხრივ ცოტა ველური ბაზარია და შეიძლება მერე დაიხვეწოს, უბრალოდ მოთხოვნილება მომხმარებლის მხრიდან უნდა გაჩნდეს, ამაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია და სხვადასხვა ორგანიზაციები უნდა მუშაობდნენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სფეროს რეგულირება, მაგრამ ცალსახად იმის თქმა, რომ ფასდაკლების აქცია არის ბლეფი და ვიღაცეები ამას უბრალოდ აქციას არქმევენ, სინამდვილეში კი ფასები იგივეა, ნამდვილად ვერ ვიტყვი. სანამ ამასთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემი არ გვქნება, არა მგონია, ვინმემ დაადასტუროს ეს მოსაზრება.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"