სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი მოძღვარი ეშმაკით შეპყრობილ მამაკაცზე "ამხედრდა" - ეგზორციზმი რუსულად?
რუსი მოძღვარი ეშმაკით შეპყრობილ მამაკაცზე "ამხედრდა" - ეგზორციზმი რუსულად?

რუსი მო­ძღვა­რი ეშ­მა­კით შე­პყრო­ბი­ლი მა­მა­კა­ცის­თვის უჩ­ვე­უ­ლო რი­ტუ­ალს ატა­რებს: ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში და­ო­თხილ "ეშ­მა­კი­სე­ულ­ზე" შე­მომ­ჯდა­რი სა­სუ­ლი­ე­რო პირი მას ლოც­ვებს უკი­თხავს, პრო­ცესს კი ასო­ბით თვითმხილ­ვე­ლი ეს­წრე­ბა. ვი­დე­ოს ინ­ტერ­ნეტ­ში უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

ისი­ნი, ვინც სა­სუ­ლი­ე­რო პირს ნე­გა­ტი­უ­რად არ აფა­სე­ბენ, ამ­ბო­ბენ, რომ ეს კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვაა. და­ნამ­დვი­ლე­ბით იმის თქმა, თუ რა რი­ტუ­ალს ასა­ხავს კად­რე­ბი, ძნე­ლია, ვი­ნა­ი­დან მათ­ზე რო­მე­ლი­მე სა­სუ­ლი­ე­რო პირს არ უსა­უბ­რია.

იხი­ლეთ ვი­დეო

ზო­გა­დად, რა არის კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვა და რა შემ­თხვე­ვა­ში უკი­თხა­ვენ ადა­მი­ანს? - ამ თე­მა­ზე Ambebi.ge რამ­დე­ნი­მე თვის წინ, იმ პე­რი­ოდ­ში თე­მის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მამა თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძეს ესა­უბ­რა.

"კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვა ტარ­დე­ბა ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც არის ერ­თის მხრივ, მორ­წმუ­ნე და მე­ო­რეს მხრივ, მას აქვს წარ­თმე­უ­ლი ნება ბო­რო­ტი­სა­გან. უამ­რა­ვი სიმპტო­მი არ­სე­ბობს იმის გა­სა­გე­ბად, აქვს თუ არა ნება წარ­თმე­უ­ლი ადა­მი­ანს, მათ შო­რის ზო­გი­ერ­თი ში­ზოფ­რე­ნი­ის სხვა­დას­ხვა ფორ­მას ჰგავს. კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვა რომ წა­ი­კი­თხოს მღვდელ­მა, მას სამ­ღვდე­ლო მად­ლის გარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი და კურ­თხე­ვა სჭირ­დე­ბა...

....კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვა მა­შინ უტარ­დე­ბა ადა­მინს, როცა ნება წარ­თმე­უ­ლი აქვს. თუ ადა­მი­ანს აქვს ბრძო­ლის უნა­რი არა­ჯან­საღ და ცოდ­ვი­ან გუ­ლის თქმებ­თან, ადა­მი­ა­ნი თვი­თონ იბ­რძვის და ვე­რა­ვის გა­და­ა­ბა­რებს მის ცოდ­ვას. თუ ადა­მი­ა­ნი ვერ ერე­ვა ცოდ­ვას, იმი­ტომ რომ არ უნდა ბრძო­ლა, მას­ზე კვე­თე­ბუ­ლის წა­კი­თხვა აბ­სურ­დია. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან უნ­დო­დეს ეშ­მა­კის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, მაგ­რამ ეშ­მა­კის მი­მართ წარ­თე­უ­ლი ჰქონ­დეს ეს ძალა. პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ამ­ბობს, სის­ხლამ­დე წინ უნდა აღ­ვუდ­გე­თო ცოდ­ვას და თუ აქვს ასე­თი ბრძო­ლა პო­ტენ­ცი­ა­ში ადა­მი­ანს, თა­ვად უნდა იბ­რძო­ლოს, ის რომ კომ­ფორ­ტი მო­ი­წყოს და არა­ფე­რი აკე­თოს თვი­თონ, სხვას მისი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნოს, ეს აბ­სურ­დია, ქრის­ტი­ა­ნულ სამ­ყა­რო­ში ასე­თი რამ არ ხდე­ბა. მე სკეპ­ტი­კუ­რად ვუ­ყუ­რებ ერთ რა­მეს, მა­სობ­რი­ვად რომ ხდე­ბა კვე­თე­ბუ­ლის ლოც­ვე­ბის კი­თხვა. იქ ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, შე­იძ­ლე­ბა ამან სხვა ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კა­ზე იმოქ­მე­დოს, რად­გან მძი­მე სა­ყუ­რე­ბე­ლია. ეშა­კის გამძვინ­ვა­რე­ბა იწყე­ბა, როცა იწყე­ბა ლოც­ვა. ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ეს პრობ­ლე­მა არ აქვს, არ მგო­ნია მის­თვის სა­სარ­გებ­ლო იყოს ამის ყუ­რე­ბა. ეს ჩემი აზ­რია", - გა­ნუ­ცხა­და მამა თე­ო­დე­რომ Ambebi.ge-ს.

ჯილდა მარგველიანი
0

გთხოვთ კვეთებულის ლოცვა მომწერეთ ძალიან ვარ შეპყრობილი დიდი ხანია დავიტანჯე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რუსი მოძღვარი ეშმაკით შეპყრობილ მამაკაცზე "ამხედრდა" - ეგზორციზმი რუსულად?

რუსი მოძღვარი ეშმაკით შეპყრობილ მამაკაცზე "ამხედრდა" - ეგზორციზმი რუსულად?

რუსი მოძღვარი ეშმაკით შეპყრობილი მამაკაცისთვის უჩვეულო რიტუალს ატარებს: ეკლესიის ეზოში დაოთხილ "ეშმაკისეულზე" შემომჯდარი სასულიერო პირი მას ლოცვებს უკითხავს, პროცესს კი ასობით თვითმხილველი ესწრება. ვიდეოს ინტერნეტში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

ისინი, ვინც სასულიერო პირს ნეგატიურად არ აფასებენ, ამბობენ, რომ ეს კვეთებულის ლოცვაა. დანამდვილებით იმის თქმა, თუ რა რიტუალს ასახავს კადრები, ძნელია, ვინაიდან მათზე რომელიმე სასულიერო პირს არ უსაუბრია.

იხილეთ ვიდეო

ზოგადად, რა არის კვეთებულის ლოცვა და რა შემთხვევაში უკითხავენ ადამიანს? - ამ თემაზე Ambebi.ge რამდენიმე თვის წინ, იმ პერიოდში თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მამა თეოდორე გიგნაძეს ესაუბრა.

"კვეთებულის ლოცვა ტარდება ადამიანზე, რომელიც არის ერთის მხრივ, მორწმუნე და მეორეს მხრივ, მას აქვს წართმეული ნება ბოროტისაგან. უამრავი სიმპტომი არსებობს იმის გასაგებად, აქვს თუ არა ნება წართმეული ადამიანს, მათ შორის ზოგიერთი შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმას ჰგავს. კვეთებულის ლოცვა რომ წაიკითხოს მღვდელმა, მას სამღვდელო მადლის გარდა, განსაკუთრებული ნიჭი და კურთხევა სჭირდება...

....კვეთებულის ლოცვა მაშინ უტარდება ადამინს, როცა ნება წართმეული აქვს. თუ ადამიანს აქვს ბრძოლის უნარი არაჯანსაღ და ცოდვიან გულის თქმებთან, ადამიანი თვითონ იბრძვის და ვერავის გადააბარებს მის ცოდვას. თუ ადამიანი ვერ ერევა ცოდვას, იმიტომ რომ არ უნდა ბრძოლა, მასზე კვეთებულის წაკითხვა აბსურდია. შეიძლება ძალიან უნდოდეს ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ეშმაკის მიმართ წართეული ჰქონდეს ეს ძალა. პავლე მოციქული ამბობს, სისხლამდე წინ უნდა აღვუდგეთო ცოდვას და თუ აქვს ასეთი ბრძოლა პოტენციაში ადამიანს, თავად უნდა იბრძოლოს, ის რომ კომფორტი მოიწყოს და არაფერი აკეთოს თვითონ, სხვას მისი შინაგანი სამყარო გაათავისუფლებინოს, ეს აბსურდია, ქრისტიანულ სამყაროში ასეთი რამ არ ხდება. მე სკეპტიკურად ვუყურებ ერთ რამეს, მასობრივად რომ ხდება კვეთებულის ლოცვების კითხვა. იქ ისეთი სიტუაციაა, შეიძლება ამან სხვა ადამიანის ფსიქიკაზე იმოქმედოს, რადგან მძიმე საყურებელია. ეშაკის გამძვინვარება იწყება, როცა იწყება ლოცვა. ადამიანს, რომელსაც ეს პრობლემა არ აქვს, არ მგონია მისთვის სასარგებლო იყოს ამის ყურება. ეს ჩემი აზრია", - განუცხადა მამა თეოდერომ Ambebi.ge-ს.