საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21-ე საუკუნის მონობა და ქართველები სტამბოლის "ბაზარზე" - საშინელი ისტორიები, რომლებიც სამუშაოს მაძიებელ ქართველებს თურქეთში გადახდენიათ
21-ე საუკუნის მონობა და ქართველები სტამბოლის "ბაზარზე" - საშინელი ისტორიები, რომლებიც სამუშაოს მაძიებელ ქართველებს თურქეთში გადახდენიათ

თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ ჩა­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის მო­ტყუ­ე­ბა, ტრე­ფი­კინ­გი­სა და კო­რუფ­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი - ეს ის პრობ­ლე­მე­ბია, რო­მელ­ზეც არა­ერ­თხელ თქმუ­ლა. თუმ­ცა, პრობ­ლე­მა პრობ­ლე­მად რჩე­ბა. მსგავს შემ­თხვე­ვებ­ზე ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კავ­ში­რის" ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კო­მი­სია მუ­შა­ობს. ორ­გა­ნი­ზა­ცია თურ­ქეთ­ში პე­რი­ო­დუ­ლად გზავ­ნის მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფებს, რომ­ლე­ბიც და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს ავ­ლე­ნენ და იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ მა­სა­ლებს აგ­რო­ვე­ბენ. Ambebi.ge მო­ნი­ტო­რინ­გის ხელ­მძღვა­ნელს, თა­მაზს (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით) გა­ე­სა­უბ­რა, რო­მე­ლიც არა­ერთ მძი­მე და­ნა­შა­ულ­ზე სა­უბ­რობს. მათ შო­რის არის კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბი, რო­მელ­შიც თურ­ქე­თის სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და რამ­დე­ნი­მე ბა­თუ­მე­ლია ჩარ­თუ­ლი.

"თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­და­ი­ხა­დო 200-400 დო­ლა­რი და გა­დახ­ვი­დე ისე, რომ არ ფიქ­სირ­დე­ბა, რომ გა­დახ­ვე­დი. შუ­ა­მავ­ლი არის ქარ­თვე­ლი, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია ჩარ­თუ­ლი ამ სქე­მა­ში. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ახლა ჩა­ვი­დეთ ბა­თუმ­ში გა­ვე­სა­უბ­როთ ერთ-ერთ მათ­განს, ეტყვი, გა­და­მიყ­ვა­ნე სა­ზღვარ­ზეო, ის შე­გი­თან­ხმებს დროს, გა­და­იხ­დი თან­ხას და გა­და­გიყ­ვანს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თურ­ქე­თის მხა­რეს იც­ნო­ბენ და მათ­თან ერ­თად კო­რუფ­ცი­ა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ამ სქე­მის შე­სა­ხებ მე თვი­თონ გა­ვი­გე. თურ­ქეთ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად თავი და­ვი­დე­პორ­ტე, შემ­დეგ სა­ზღვარ­ზე ფული გა­და­ვი­ხა­დე და უკა­ნო­ნოდ გა­და­ვე­დი. ათი ათა­სო­ბით მსგავ­სი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ქარ­თულ მხა­რეს სა­ბა­ჟო­ზე ჰყავს ესა თუ ის პირი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რომ გა­და­ვი­და თურ­ქეთ­ში, თუმ­ცა, თურ­ქეთს არ აქვს მო­ნა­ცე­მე­ბი მისი გა­დას­ვლის შე­სა­ხებ", - ამ­ბობს თა­მა­ზი.

"ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კავ­ში­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლის გია ბურ­ჯა­ნა­ძის თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ეს მა­სა­ლე­ბი შსს-ს მი­ა­წო­და, თუმ­ცა, მათ­თვის უც­ნო­ბია, მოხ­და თუ არა ბა­თუ­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის დას­ჯა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში.

"სა­მი­ნის­ტრო მე­უბ­ნე­ბა, რომ ჩვენს მხა­რეს დარ­ღვე­ვა არ იკ­ვე­თე­ბა. მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია ჩვე­ნი სა­ზღვა­რი ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტით გა­დაკ­ვე­თოს. მა­გა­ლი­თად, მე ვარ დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი, ბი­ო­მეტ­რუ­ლი პას­პორ­ტით ქარ­თულ სა­ბა­ჟოს გავ­დი­ვარ, ქარ­თუ­ლი მხა­რე კი მაფრ­თხი­ლებს, რომ შენ დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ხარ თურ­ქე­თი­დან და არ შე­გიშ­ვე­ბენ, მე კი ვე­უბ­ნე­ბი, რომ ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­ში გა­დავ­დი­ვარ, ვი­ღა­ცას უნდა შევ­ხვდე. ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნამ­დე გა­დავ­დი­ვარ, შემ­დეგ თურქ მე­ბა­ჟე­ებს, რო­მელ­თა­ნაც გა­რი­გე­ბუ­ლი ვარ, გა­დავ­ყა­ვარ სა­ზღვარ­ზე", - ამ­ბობს გია ბურ­ჯა­ნა­ძე.

ამ ხერ­ხით თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზე გა­და­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ ფიქ­სირ­დე­ბი­ან, რომ თურ­ქეთ­ში არი­ან. ამი­ტო­მაც გია ბურ­ჯა­ნა­ძის თქმით, მათ რამე რომ მო­უ­ვი­დეთ, ან და­ი­კარ­გონ, თურ­ქე­თის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა რე­ა­გი­რე­ბას ვერ მო­ახ­დენს, ვი­ნა­ი­დან და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის გარ­და, თურ­ქეთ­ში ხში­რია ტრე­ფი­კინ­გის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც იქ სა­მუ­შა­ოდ ჩა­სულ ქარ­თველ გო­გო­ნებს პას­პორ­ტებს არ­თმე­ვენ და იძუ­ლე­ბით ამუ­შა­ვე­ბენ. მსგავს არა­ერთ ფაქ­ტზე სა­უბ­რობს "ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კავ­ში­რის" თა­ნამ­შრო­მე­ლი:

"გვქო­ნია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი გო­გო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ მუ­შა­ო­ბენ, უცებ ორი თვით და­კარ­გუ­ლან. წა­უყ­ვა­ნი­ათ და მერე გა­მო­უშ­ვი­ათ. ეს გო­გო­ე­ბი არ ამ­ბო­ბენ სად იყ­ვნენ, რა აი­ძუ­ლეს და ასე შემ­დეგ. მა­გა­ლი­თად, იყო ერთი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სტამ­ბოლ­ში ერთი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა წა­იყ­ვა­ნეს და ორი თვე აღარ უშ­ვებ­დნენ. ის ჩვე­უ­ლებ­რივ, თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იყო ჩა­სუ­ლი. თურ­ქებ­მა კი მო­ა­ტყუ­ეს, წა­იყ­ვა­ნეს და სად ჰყავ­დათ, არ ვი­ცით. რომ ვე­კი­თხე­ბით ამ გო­გოს სად იყა­ვიო, ტი­რის. გო­გო­ნებს მოკ­ვლით აში­ნე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად ისი­ნი ვერ ამ­ბო­ბენ, რა მოხ­და. ამას გარ­და, მათ რცხვე­ნი­ათ ამ ყვე­ლაფ­რის მო­ყო­ლა.

მქო­ნია ასე­თი შემ­თხვე­ვაც: მე პი­რა­დად მივ­სულ­ვარ ერთ-ერთ სა­როს­კი­პო­ში ფა­რუ­ლად, სა­დაც აღ­მოჩ­ნდა ქარ­თვე­ლი გოგო. მე რომ ლა­პა­რა­კი და­ვუ­წყე, ტი­რი­ლი და­ი­წყო. მი­თხრა, არ თქვა ჯო­ბია, ორი­ვეს მოგ­ვკლა­ვე­ნო, პას­პორ­ტი ჩა­მორ­თმე­უ­ლი მაქვს და არ ვიცი, აქ რამ­დენ ხანს დამ­ტო­ვე­ბე­ნო. მე ვე­უბ­ნე­ბი ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ქა­ლებს, რომ შეგ­ვიძ­ლია ეს სა­კი­თხი მო­ვაგ­ვა­როთ, მაგ­რამ ისი­ნი კა­ტე­გო­რი­ულ უარ­ზე არი­ან".

"ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კავ­ში­რის" კვლე­ვე­ბით, თურ­ქეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ტრე­ფი­კინგზე გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მე ფაქ­ტე­ბიც იკ­ვე­თე­ბა. სა­უ­ბა­რია ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბა­ზე.

"შარ­შან ერთ-ერთი ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ვუშ­ვით სა­მუ­შა­ოდ ჩაის პლან­ტა­ცი­ა­ში ერთი კვი­რით. თუმ­ცა, ეს ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და ორ დღე­ში უკან. მას მე­ო­რე დღეს და­უ­ძა­ხა უფ­როს­მა და გა­მო­კი­თხა ყვე­ლა­ფე­რი, დედა და მამა თუ ჰყავ­და. მერე უთხრა, უპატ­რო­ნო ხალ­ხი ჩა­მო­იყ­ვა­ნე, ჩვენ ვიზ­რუ­ნებთ მათ­ზე, თქვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო თქვენ­ზე მა­ინც ვერ ზრუ­ნავ­სო. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, საკ­მა­ოდ გახ­შირ­და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი თურ­ქეთ­ში. აცხა­დე­ბენ და­იხ­რჩო, უგზო უკვლოდ და­ი­კარ­გა და ასე შემ­დეგ. ამ ადა­მი­ა­ნებს კლა­ვენ და ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბენ. იქ ამა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი მუ­შა­ო­ბენ", - ამ­ბობს გია ბურ­ჯა­ნა­ძე.

"არის შემ­თხვე­ვე­ბი ქა­ლე­ბის, ბავ­შვე­ბის და­კარ­გვი­სა, ეჭვი არ­სე­ბობს, რომ მათ ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. ამას აკე­თე­ბენ თურ­ქეთ­ში ე.წ მა­სო­ნე­ბი. რო­გორც მამ­ლუ­ქე­ბის დროს ხდე­ბო­და, სტამ­ბოლ­ში ახ­ლაც გრძელ­დე­ბა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი, ოღონდ უფრო კულ­ტუ­რუ­ლად. კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ზე ჯერ ვერ ვი­სა­უბ­რებ, ვი­ნა­ი­დან მოკ­ვლე­ვა ახ­ლა­ხან და­ვი­წყეთ. ძა­ლი­ან სა­ში­შია ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა ამას აუ­ცი­ლებ­ლად და­ვად­გენთ", - აღ­ნიშ­ნა თა­მაზ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ხში­რად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან ბი­ჭე­ბი მი­დი­ან თურ­ქეთ­ში, თუმ­ცა, ვერ პო­უ­ლო­ბენ სამ­სა­ხურს, რის შემ­დე­გაც ქურ­დო­ბას იწყე­ბენ:

"როცა სამ­სა­ხურს ვერ პო­უ­ლო­ბენ, უკან ვერ ბრუნ­დე­ბი­ან, იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან ქუ­ჩა­ში მო­ი­პა­რონ, მერე იჭე­რენ და სას­ტი­კად სცე­მენ. თვე­ში ერთი შემ­თხვე­ვა მა­ინც არის და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­დე­საც თურ­ქე­თი­დან გარ­დაც­ვლი­ლი ბიჭი ჩა­მოჰ­ყავთ".

"ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კავ­ში­რი" ქარ­თვე­ლი და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის მი­მართ უსა­მარ­თლო მო­პყრო­ბის ფაქ­ტებ­საც ავ­ლენს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი მუ­შა­ო­ბას გა­აგ­რძე­ლე­ბენ, ვიდ­რე მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი არ აღ­მო­ი­ფხვრე­ბა.

"თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც არ იცის, რა ხდე­ბა. ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლომ და თურ­ქეთ­მა ერ­თობ­ლი­ვად უნდა იმუ­შა­ონ ამ პრობ­ლე­მებ­ზე", - ამ­ბობს თა­მა­ზი.

"ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კავ­ში­რის" ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კო­მი­სია 2004 წლი­დან მუ­შა­ობს თურ­ქეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბის სა­კი­თხზე. მათ არა­ერ­თხელ მი­ა­წო­დეს ოპე­რა­ტი­უ­ლი მა­სა­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში Ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ყვე­ლა მი­წო­დე­ბულ მა­სა­ლა­ზე ხდე­ბა რე­ა­გი­რე­ბა და გარ­კვე­ულ საქ­მე­ებ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

თამ­თა ჯი­ჯა­ვა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

21-ე საუკუნის მონობა და ქართველები სტამბოლის "ბაზარზე" - საშინელი ისტორიები, რომლებიც სამუშაოს მაძიებელ ქართველებს თურქეთში გადახდენიათ

21-ე საუკუნის მონობა და ქართველები სტამბოლის "ბაზარზე" - საშინელი ისტორიები, რომლებიც სამუშაოს მაძიებელ ქართველებს თურქეთში გადახდენიათ

თურქეთში სამუშაოდ ჩასული ქართველების მოტყუება, ტრეფიკინგისა და კორუფციის შემთხვევები - ეს ის პრობლემებია, რომელზეც არაერთხელ თქმულა. თუმცა, პრობლემა პრობლემად რჩება. მსგავს შემთხვევებზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია "ანტიკორუფციული კავშირის" ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობის კომისია მუშაობს. ორგანიზაცია თურქეთში პერიოდულად გზავნის მონიტორინგის ჯგუფებს, რომლებიც დანაშაულებრივ ქმედებებს ავლენენ და იქ მცხოვრები ქართველების პრობლემების შესახებ მასალებს აგროვებენ. Ambebi.ge მონიტორინგის ხელმძღვანელს, თამაზს (სახელი შეცვლილია უსაფრთხოების მიზნით) გაესაუბრა, რომელიც არაერთ მძიმე დანაშაულზე საუბრობს. მათ შორის არის კორუფციული გარიგებები, რომელშიც თურქეთის საბაჟო სამსახურის თანამშრომლები და რამდენიმე ბათუმელია ჩართული.

"თურქეთის საზღვარზე შესაძლებელია გადაიხადო 200-400 დოლარი და გადახვიდე ისე, რომ არ ფიქსირდება, რომ გადახვედი. შუამავლი არის ქართველი, რამდენიმე ადამიანია ჩართული ამ სქემაში. ჩვენ შეგვიძლია ახლა ჩავიდეთ ბათუმში გავესაუბროთ ერთ-ერთ მათგანს, ეტყვი, გადამიყვანე საზღვარზეო, ის შეგითანხმებს დროს, გადაიხდი თანხას და გადაგიყვანს. ეს ადამიანები თურქეთის მხარეს იცნობენ და მათთან ერთად კორუფციაში არიან ჩართულები. ამ სქემის შესახებ მე თვითონ გავიგე. თურქეთში სპეციალურად თავი დავიდეპორტე, შემდეგ საზღვარზე ფული გადავიხადე და უკანონოდ გადავედი. ათი ათასობით მსგავსი შემთხვევაა, როდესაც ქართულ მხარეს საბაჟოზე ჰყავს ესა თუ ის პირი დაფიქსირებული, რომ გადავიდა თურქეთში, თუმცა, თურქეთს არ აქვს მონაცემები მისი გადასვლის შესახებ", - ამბობს თამაზი.

"ანტიკორუფციული კავშირის" ხელმძღვანელის გია ბურჯანაძის თქმით, ორგანიზაციამ ეს მასალები შსს-ს მიაწოდა, თუმცა, მათთვის უცნობია, მოხდა თუ არა ბათუმური დანაშაულებრივი ჯგუფის დასჯა კანონის ფარგლებში.

"სამინისტრო მეუბნება, რომ ჩვენს მხარეს დარღვევა არ იკვეთება. მოქალაქეს შეუძლია ჩვენი საზღვარი ბიომეტრიული პასპორტით გადაკვეთოს. მაგალითად, მე ვარ დეპორტირებული, ბიომეტრული პასპორტით ქართულ საბაჟოს გავდივარ, ქართული მხარე კი მაფრთხილებს, რომ შენ დეპორტირებული ხარ თურქეთიდან და არ შეგიშვებენ, მე კი ვეუბნები, რომ ნეიტრალურ ზონაში გადავდივარ, ვიღაცას უნდა შევხვდე. ნეიტრალურ ზონამდე გადავდივარ, შემდეგ თურქ მებაჟეებს, რომელთანაც გარიგებული ვარ, გადავყავარ საზღვარზე", - ამბობს გია ბურჯანაძე.

ამ ხერხით თურქეთის საზღვარზე გადასული ადამიანები არ ფიქსირდებიან, რომ თურქეთში არიან. ამიტომაც გია ბურჯანაძის თქმით, მათ რამე რომ მოუვიდეთ, ან დაიკარგონ, თურქეთის შესაბამისი უწყება რეაგირებას ვერ მოახდენს, ვინაიდან დაკარგული ადამიანი არ იქნება ოფიციალურად დაფიქსირებული.

კორუფციული გარიგებების გარდა, თურქეთში ხშირია ტრეფიკინგის შემთხვევები, როდესაც იქ სამუშაოდ ჩასულ ქართველ გოგონებს პასპორტებს ართმევენ და იძულებით ამუშავებენ. მსგავს არაერთ ფაქტზე საუბრობს "ანტიკორუფციული კავშირის" თანამშრომელი:

"გვქონია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდა ქართველი გოგოები, რომლებიც იქ მუშაობენ, უცებ  ორი თვით დაკარგულან. წაუყვანიათ და მერე გამოუშვიათ. ეს გოგოები არ ამბობენ სად იყვნენ, რა აიძულეს და ასე შემდეგ. მაგალითად, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც სტამბოლში ერთი ქართველი გოგონა წაიყვანეს და ორი თვე აღარ უშვებდნენ. ის ჩვეულებრივ, თურქეთში სამუშაოდ იყო ჩასული. თურქებმა კი მოატყუეს, წაიყვანეს და სად ჰყავდათ, არ ვიცით. რომ ვეკითხებით ამ გოგოს სად იყავიო, ტირის. გოგონებს მოკვლით აშინებენ და შესაბამისად ისინი ვერ ამბობენ, რა მოხდა. ამას გარდა, მათ რცხვენიათ ამ ყველაფრის მოყოლა.

მქონია ასეთი შემთხვევაც: მე პირადად მივსულვარ ერთ-ერთ საროსკიპოში ფარულად, სადაც აღმოჩნდა ქართველი გოგო. მე რომ ლაპარაკი დავუწყე, ტირილი დაიწყო. მითხრა, არ თქვა ჯობია, ორივეს მოგვკლავენო, პასპორტი ჩამორთმეული მაქვს და არ ვიცი, აქ რამდენ ხანს დამტოვებენო. მე ვეუბნები ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქალებს, რომ შეგვიძლია ეს საკითხი მოვაგვაროთ, მაგრამ ისინი კატეგორიულ უარზე არიან".

"ანტიკორუფციული კავშირის" კვლევებით, თურქეთში სამუშაოდ წასული ქართველების შემთხვევაში, ტრეფიკინგზე გაცილებით უფრო მძიმე ფაქტებიც იკვეთება. საუბარია ორგანოებით ვაჭრობაზე.

"შარშან ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი გავუშვით სამუშაოდ ჩაის პლანტაციაში ერთი კვირით. თუმცა, ეს ადამიანი ჩამოვიდა ორ დღეში უკან. მას მეორე დღეს დაუძახა უფროსმა და გამოკითხა ყველაფერი, დედა და მამა თუ ჰყავდა. მერე უთხრა, უპატრონო ხალხი ჩამოიყვანე, ჩვენ ვიზრუნებთ მათზე, თქვენი სახელმწიფო თქვენზე მაინც ვერ ზრუნავსო. თუ დააკვირდებით, საკმაოდ გახშირდა უბედური შემთხვევების რიცხვი თურქეთში. აცხადებენ დაიხრჩო, უგზო უკვლოდ დაიკარგა და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს კლავენ და ორგანოებით ვაჭრობენ. იქ ამაზე სპეციალური ჯგუფები მუშაობენ", - ამბობს გია ბურჯანაძე.

"არის შემთხვევები ქალების, ბავშვების დაკარგვისა, ეჭვი არსებობს, რომ მათ ორგანოებით ვაჭრობისთვის იყენებენ. ამას აკეთებენ თურქეთში ე.წ მასონები. როგორც მამლუქების დროს ხდებოდა, სტამბოლში ახლაც გრძელდება მსგავსი შემთხვევები, ოღონდ უფრო კულტურულად. კონკრეტულ შემთხვევებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან მოკვლევა ახლახან დავიწყეთ. ძალიან საშიშია ამ საკითხზე მუშაობა, თუმცა ამას აუცილებლად დავადგენთ", - აღნიშნა თამაზმა.

მისივე თქმით, ხშირად დასავლეთ საქართველოდან ბიჭები მიდიან თურქეთში, თუმცა, ვერ პოულობენ სამსახურს, რის შემდეგაც ქურდობას იწყებენ:

"როცა სამსახურს ვერ პოულობენ, უკან ვერ ბრუნდებიან, იძულებული არიან ქუჩაში მოიპარონ, მერე იჭერენ და სასტიკად სცემენ. თვეში ერთი შემთხვევა მაინც არის დასავლეთ საქართველოში, როდესაც თურქეთიდან გარდაცვლილი ბიჭი ჩამოჰყავთ".

"ანტიკორუფციული კავშირი" ქართველი დასაქმებულების მიმართ უსამართლო მოპყრობის ფაქტებსაც ავლენს. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი მუშაობას გააგრძელებენ, ვიდრე მსგავსი შემთხვევები არ აღმოიფხვრება.

"თურქეთის ხელისუფლებამაც არ იცის, რა ხდება. ვფიქრობ, საქართველომ და თურქეთმა ერთობლივად უნდა იმუშაონ ამ პრობლემებზე", - ამბობს თამაზი.

"ანტიკორუფციული კავშირის" ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობის კომისია 2004 წლიდან მუშაობს თურქეთში ქართველების საკითხზე. მათ არაერთხელ მიაწოდეს ოპერატიული მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ძალოვანი უწყების პრესსამსახურში Ambebi.ge-ს განუცხადეს, რომ ყველა მიწოდებულ მასალაზე ხდება რეაგირება და გარკვეულ საქმეებზე დაწყებულია გამოძიება.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია