საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვითონ ვართ საკუთარი თავის ღმერთი" - ცნობილი სახეები, ჩვილი ბავშვები და პოლიტიკოსები მარიხუანას დეკრიმინალიზაციის აქციაზე
"თვითონ ვართ საკუთარი თავის ღმერთი" - ცნობილი სახეები, ჩვილი ბავშვები და პოლიტიკოსები მარიხუანას დეკრიმინალიზაციის აქციაზე

მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის მო­თხოვ­ნით მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­ი­მარ­თა. აქ­ცი­ის მთა­ვა­რი მო­წო­დე­ბა იყო "არ და­ი­ჭი­რო". აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მო­ი­თხოვ­დნენ, შე­წყდეს ადა­მი­ა­ნე­ბის და­ჭე­რა მხო­ლოდ იმის გამო, რომ ისი­ნი მა­რი­ხუ­ა­ნას ეწე­ვი­ან.

აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი: მსა­ხი­ო­ბე­ბი, მუ­სი­კო­სე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სხვ. მათ შო­რის "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი", რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას შე­უ­ერ­თდნენ.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი "2 ივ­ნი­სის მოძ­რა­ო­ბა" გახ­ლდათ. რო­გორც მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, აქ­ცია ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, ბოლ­ნის­სა და ზუგ­დიდ­ში ჩა­ტარ­დე­ბა.

"2 ივ­ნი­სის მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლის, ლექ­სო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის თქმით, სა­ჭი­როა შე­წყდეს შერ­ჩე­ვი­თი ნარ­კო­ტეს­ტე­ბი ქუ­ჩა­ში და სა­ჭი­როა კა­ნო­ნის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია.

"უნდა შე­წყდეს ქუ­ჩის შერ­ჩე­ვი­თი ნარ­კო­ტეს­ტე­ბი. დღე­ვან­დე­ლი აქ­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდეს იმის­თვის, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტმა, რო­მე­ლიც ინი­ცი­რე­ბუ­ლია პარ­ლა­მენ­ტში, მი­ი­ღოს უფრო დიდი მხარ­და­ჭე­რა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით და არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ კა­ნონპ­რო­ექტს მხარს უჭე­რენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" ახ­ლა­ხან წა­მო­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი და, რა თქმა უნდა, ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რი გოგა ხა­ჩი­ძე, ასე­ვე "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი". "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი მხარს უჭე­რენ კა­ნონპ­რო­ექტს და ასე­ვე მხარს უჭე­რენ "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბიც". ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­აა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ არ არის მზად დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის­თვის. სა­ზო­გა­დო­ე­ბა თუ მოვა და აჩ­ვე­ნებს, რომ მზად არის, ეს შე­საძ­ლოა გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდეს კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­სა­ღე­ბად", - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ლექ­სო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

აქ­ცი­ის კი­დევ ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის, და­ვით სუ­ბე­ლი­ა­ნის თქმით, დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ იყოს ზო­მი­ე­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სან­ქცი­ე­ბი და ეს გან­სა­ზღვრუ­ლია გოგა ხა­ჩი­ძის მიერ წარ­დგე­ნილ კა­ნონპ­რო­ექ­ტში.

"ასე არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სან­ქცი­ე­ბი თამ­ბა­ქოს­თან მი­მარ­თე­ბა­შიც. მა­გა­ლი­თად, ბავ­შვის­თვის თამ­ბა­ქოს მი­ყიდ­ვა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლად ის­ჯე­ბა. ეს ადა­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტშიც და ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, მა­რი­ხუ­ა­ნას პირ­ველ მოხ­მა­რე­ბა­ზე, ან პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის შე­ნახ­ვა­ზე იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით, გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხვე­ვებ­ში, იქ­ნე­ბა 300 ლარი ჯა­რი­მა და მე­სა­მე შემ­თხვე­ვა­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აღარ იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბე­ლი­ან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ჯონი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"თვითონ ვართ საკუთარი თავის ღმერთი" - ცნობილი სახეები, ჩვილი ბავშვები და პოლიტიკოსები მარიხუანას დეკრიმინალიზაციის აქციაზე

"თვითონ ვართ საკუთარი თავის ღმერთი" - ცნობილი სახეები, ჩვილი ბავშვები და პოლიტიკოსები მარიხუანას დეკრიმინალიზაციის აქციაზე

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მთავარი მოწოდება იყო "არ დაიჭირო". აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, შეწყდეს ადამიანების დაჭერა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მარიხუანას ეწევიან.

აქციაზე იმყოფებოდნენ საზოგადოების ცნობილი სახეები: მსახიობები, მუსიკოსები, პოლიტიკოსები და სხვ. მათ შორის "თავისუფალი დემოკრატები", რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

აქციის ორგანიზატორი "2 ივნისის მოძრაობა" გახლდათ. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, აქცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ბოლნისსა და ზუგდიდში ჩატარდება.

"2 ივნისის მოძრაობის" წარმომადგენლის, ლექსო მაჭავარიანის თქმით, საჭიროა შეწყდეს შერჩევითი ნარკოტესტები ქუჩაში და საჭიროა კანონის ლიბერალიზაცია.

"უნდა შეწყდეს ქუჩის შერჩევითი ნარკოტესტები. დღევანდელი აქცია შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ კანონპროექტმა, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში, მიიღოს უფრო დიდი მხარდაჭერა. ჩვენი ინფორმაციით და არსებული მონაცემებით, ამ კანონპროექტს მხარს უჭერენ "ნაციონალური მოძრაობიდან" ახლახან წამოსული დეპუტატები და, რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტის ავტორი გოგა ხაჩიძე, ასევე "თავისუფალი დემოკრატები". "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ კანონპროექტს და ასევე მხარს უჭერენ "რესპუბლიკელებიც". ხელისუფლების პოზიციაა, რომ საზოგადოება ჯერ არ არის მზად დეკრიმინალიზაციისთვის. საზოგადოება თუ მოვა და აჩვენებს, რომ მზად არის, ეს შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს კანონპროექტის მისაღებად", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლექსო მაჭავარიანმა.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის, დავით სუბელიანის თქმით, დეკრიმინალიზაციის პირობებში სრულიად შესაძლებელია, რომ იყოს ზომიერი ადმინისტრაციული სანქციები და ეს განსაზღვრულია გოგა ხაჩიძის მიერ წარდგენილ კანონპროექტში.

"ასე არის ადმინისტრაციული სანქციები თამბაქოსთან მიმართებაშიც. მაგალითად, ბავშვისთვის თამბაქოს მიყიდვა ადმინისტრაციულად ისჯება. ეს ადამინისტრაციული სასჯელები წარმოდგენილია კანონპროექტშიც და ამ კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას პირველ მოხმარებაზე, ან პირადი მოხმარებისთვის შენახვაზე იქნება განსაზღვრული ადმინისტრაციული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, განმეორებით შემთხვევებში, იქნება 300 ლარი ჯარიმა და მესამე შემთხვევაზე, თავისუფლების აღკვეთა აღარ იქნება", - განაცხადა სუბელიანმა.

იხილეთ ვიდეო

ჯონი პატარკაციშვილი

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია