Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ ნაგავში იხრჩობით, შემოგვიერთდით, ჩვენ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ!
თუ ნაგავში იხრჩობით, შემოგვიერთდით, ჩვენ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ!

ნაგ­ვის უად­გი­ლო ად­გილ­ზე დაყ­რა ერთ-ერთი და­უძ­ლე­ვე­ლი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვა­წუ­ხებს, მაგ­რამ ამის­თვის კონ­კრე­ტუ­ლად ცოტა რამ თუ კეთ­დე­ბა. გა­რე­მო ნა­გავს მი­აქვს. რა­ტომ­ღაც ბევ­რს ეთა­კი­ლე­ბა, თუნ­დაც პა­ტა­რა პიკ­ნი­კის შემ­დეგ, მორ­ჩე­ნილ ნა­გავს ხელი მოჰ­კი­დოს, ცე­ლო­ფა­ნის პარკში გა­მოჰ­კრას და უახ­ლო­ეს სა­ნაგ­ვე ყუ­თამ­დე მი­ი­ტა­ნოს... არა­და, სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი, ეზო­ე­ბი, კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი, ტყე­ე­ბი ნაგ­ვით აივ­სო... ისე, არც სა­დარ­ბა­ზოს გა­მოგ­ვი­თა და სხვი­სი დაყ­რი­ლი ნაგ­ვის აღე­ბით და­კარ­გავს ვინ­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა­სა თუ გვა­რიშ­ვი­ლო­ბას. და თუკი ეს საქ­ცი­ე­ლი ნელ-ნელა ჩვე­ვა­შიც გა­და­ვა, ალ­ბათ, ამ სენ­საც დავძლევთ.

ფო­ტო­ხე­ლო­ვან­მა გოგა ჩა­ნა­დირ­მა ამ საქ­მეს 12 მა­ისს ხელი სე­რი­ო­ზუ­ლად მოჰ­კი­და და წა­მო­ი­წყო აქ­ცია - "ნა­გა­ვი ყვე­ლამ ჩავ­ყა­როთ"... უნდა ვთქვათ, რომ აქ­ცი­ა­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ერ­თვე­ბა რო­გორც რე­გი­ო­ნი­დან, ისე - დე­და­ქა­ლა­ქი­დან. სა­ნაგ­ვე ყუ­თამ­დე მი­აქვთ ნა­გა­ვი და ამის ამ­სახ­ველ ფო­ტო­მა­სა­ლას "ფე­ის­ბუქ­ზეც" ტვირ­თა­ვენ.

კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­დეგს გა­მო­ი­ღებს და ადა­მი­ა­ნე­ბი ოდეს­მე მა­ინც მიხ­ვდე­ბი­ან, რომ ნა­გა­ვი სა­ნაგ­ვე ყუ­თის გარ­და სხვა­გან არ და­ყა­რონ...

გოგა ჩა­ნა­დი­რი:

- ნა­გა­ვი ყვე­ლამ ჩავ­ყა­როთ, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ნი ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი ვართ. ჩავ­ყა­როთ ნა­გა­ვი სა­ნაგ­ვე ყუთ­ში ყველ­გან - სახ­ლის მახ­ლობ­ლად, სა­დარ­ბა­ზო­ში, ეზო­ში, ქუ­ჩა­ში, კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებ­თან... ეს ყვე­ლა­ფე­რი ასაკ­საც არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, არც სქესს და წარ­მო­მავ­ლო­ბას, ეროვ­ნე­ბას, - ეს ყვე­ლას საქ­მეა და ყვე­ლას ეხე­ბა. მგო­ნი, უფრო მეტი სირ­ცხვი­ლი და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბულ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბაა, ვიდ­რე ქუ­ჩა­ში გა­დაგ­დე­ბუ­ლი ნაგ­ვის აღე­ბა და სა­ნაგ­ვე ყუთ­ში ჩაგ­დე­ბა. სირ­ცხვი­ლი არ არის სა­დარ­ბა­ზო­დან ნაგ­ვის გა­ტა­ნი­სას, იქვე, თუნ­დაც სხვი­სი დაგ­დე­ბუ­ლი ნაგ­ვის აღე­ბა, გზად მისი გა­ყო­ლე­ბა. ეს იქ­ნე­ბა სი­გა­რე­ტის, ასან­თის კო­ლო­ფი. ძა­ლი­ან მინ­და, რომ ამ საქ­მე­ში ბავ­შვე­ბი ჩა­ერ­თონ და ეს მათ­თვის მი­ღე­ბუ­ლი ფორ­მა გახ­დეს.

- ამ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ისე­ვე რო­გორც "ბარ­ბა­რიზ­მე­ბის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ისა, შენ ხარ...

- კი, "ნა­გა­ვი ყვე­ლამ ჩავ­ყა­როთ" ერთი თვე არც არის, რაც და­ვი­წყეთ, მაგ­რამ დიდი ხა­ნია მინ­დო­და მისი და­წყე­ბა. "ბარ­ბა­რიზ­მე­ბი" რომ არ და­ჯა­ხე­ბო­და, ამი­ტომ ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­მო­ვი­წყე. 

- რა­ი­მე შე­დე­გი თუ გვაქს?

- ბევ­რის­თვის ლაშ­ქრო­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლი ბევ­რად მსუ­ბუ­ქი და ად­ვი­ლი გახ­და, რად­გან იქა­უ­რო­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნებს იქი­დან უკან მო­აქვთ ნა­გა­ვი და სა­ნაგ­ვე ყუ­თებ­ში ყრი­ან...

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პრო­ექტს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ...

- ნაგ­ვის შეგ­რო­ვე­ბა და სა­ნაგ­ვემ­დე მი­ტა­ნა აქამ­დე, წლე­ბის მან­ძილ­ზე ჩემი და ჩემი მე­გობ­რე­ბის საქ­მე იყო, ამას ჩვე­ნით სულ ვა­კე­თებ­დით, ახლა ჩვე­ნი მი­ზა­ნია ამ საქ­მე­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თოს. ამის­თვის კი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, კერ­ძოდ, "ფე­ის­ბუ­ქი" კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. უფრო მეტ ადა­მი­ანს გა­ვა­გე­ბი­ნებთ, რომ ნა­გა­ვი ჩავ­ყა­როთ სა­ნაგ­ვე ყუთ­ში. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­მოგ­ვი­ერ­თდა. ამას იმი­ტომ ვა­კე­თებთ, რომ ეს პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან გვა­წუ­ხებს. გვინ­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მიხ­ვდნენ, რომ ეს საქ­ცი­ე­ლი სუ­ლაც არ არის სა­თა­კი­ლო. უბ­რა­ლოდ, აი­ღონ ნა­გა­ვი და და ჩა­აგ­დონ სა­ნაგ­ვე­ში. სა­ქე­ი­ფოდ თუ სა­პიკ­ნი­კოდ რომ მი­დი­ან, იქ ნა­გავს ნუ და­ტო­ვე­ბენ, შე­აგ­რო­ვონ და მი­ი­ტა­ნონ სა­ნაგ­ვემ­დე...

- რო­გორც ვატობ, ადა­მი­ა­ნე­ბი ამ საქ­მე­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან არ­თუ­ლე­ბი და "ფე­ის­ბუქ­ზე" არა­ერ­თი ფოტო იდე­ბა. აქ­ცი­ა­ში ჩარ­თუები არი­ან რო­გორც რე­გი­ო­ნე­ბი­დან, ისე დე­და­ქა­ლა­ქი­დან. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ აქ­ცია მხო­ლოდ ფოტო გადსაებად არ ჩა­ტარ­დეს...

- შე­იძ­ლე­ბა ფოტო ვი­ღა­ცამ მარ­თლაც ფო­ტოს­თვის გა­და­ი­ღოს, მაგ­რამ ამას სა­ბო­ლო­ოდ მივ­ყა­ვართ იქით­კენ, რომ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გა­ი­გებს ამას და აქ­ცი­ა­ში ჩა­ერ­თვე­ბა. ფო­ტოს თა­ვის­თა­ვად დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, ადა­მი­ა­ნებს და­ა­მახ­სოვ­როს ამ­ბა­ვი და მი­ა­წო­დოს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია. "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი თე­მე­ბის 80 პრო­ცენ­ტი არის ფოტო და ვი­დეო. 20 პრო­ცენტს კი ტექ­სტი იკა­ვებს. იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნებს ფო­ტო­თი ურ­ჩევ­ნი­ათ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა... ფო­ტო­ებს იქით­კენ მივ­ყა­ვართ, რომ ვი­ღა­ცას, ვინც ჯერ კი­დევ არ არის იმის­თვის მზად, რომ ნა­გა­ვი ყუთ­ში ჩა­ყა­როს, და­ა­მახ­სოვ­რე­ბი­ნებს თავს. ყვე­ლა­ფერს ცნო­ბი­ერ­ში გა­და­უყ­ვანს, რომ ნა­გა­ვი სა­ნაგ­ვე­ში ჩა­ყა­როს და არ და­ყა­როს ვთქვათ, ბუ­ნე­ბა­ში. მოკ­ლედ, ფოტო ფო­ტოს­თვი­საც თუ იქ­ნე­ბა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­მა­გა­ლი­თო გახ­დე­ბა. ვი­ღაც ხომ ახლა სწავ­ლობს სა­მო­ქა­ლა­ქო ფა­სე­უ­ლო­ბებს.

- ეს აქ­ცია რა პე­რი­ო­დი გაგ­რძელ­დე­ბა?

- ვფიქ­რობ, რომ სულ გაგ­რძელ­დე­ბა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საქ­ცი­ე­ლი არ გახ­დე­ბა. ეს ევ­რო­პის ქა­ლა­ქე­ბის­თვის პრობ­ლე­მა არ არის და არც ასე­თი აქ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბაა.

ჩვე­ნი აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში სულ არ მინ­და, რომ ვინ­მე გავ­კი­ცხოთ, ანუ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­გავს უად­გი­ლო ად­გი­ლებ­ში ყრი­ან. მათ უხე­შად არ მო­ვიხ­სე­ნი­ებთ. უბ­რა­ლოდ, მათ არ იცი­ან, რომ ნა­გა­ვი სა­ნაგ­ვე­ში უნდა ჩა­ი­ყა­როს.

- ეს ხომ ელე­მენ­ტა­რუ­ლია?

- კი, მაგ­რამ ეს იგი­ვეა, ჩი­ნუ­რი არ მას­წავ­ლო და მერე მი­საყ­ვე­დუ­რო, რა­ტომ არ იციო. როცა მას­წავ­ლი ჩი­ნურს და არ მე­ცო­დი­ნე­ბა, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გამ­ლან­ძღო. ასე­ვეა ესეც, ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ჯერ უნდა ის­წავ­ლონ, გა­აც­ნო­ბი­ე­რონ ამ ყვე­ლაფ­რის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ვა­შიც გა­და­ვიყ­ვა­ნოთ.

- გა­და­ვიყ­ვანთ?

- კი, აუ­ცი­ლებ­ლად, ერთი თვის წინ სხვა სუ­რა­თი იყო და დღეს სხვა სუ­რა­თია. დაჩ­ქარ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი, რად­გან სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს.

მა­გა­ლი­თად, მო­ლაშ­ქრე­ე­ბი არას­დროს ტო­ვე­ბენ ნა­გავს მთა­ში, უკან მო­აქვთ. მათ სხვი­სი და­ტო­ვე­ბუ­ლი ნა­გა­ვიც ჩა­მო­აქვთ იქი­დან. ეს დღე­საც ასეა და აქამ­დეც ასე იყო. "კა­რა­ვე­ლე­ბი," მო­ლაშ­ქრე­თა ფე­დე­რა­ცია სა­ერ­თოდ, ამ საქ­ცი­ე­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე ევ­რო­პა არ მიგ­ვი­ღებს. ასე­ვე მძი­მე თე­მაა სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის სა­კი­თხიც. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბით უნდა და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ევ­რო­პა, მე მინ­და ვიყო ევ­რო­პა­ში...

Ambebi.ge უერ­თდე­ბა აქ­ცი­ას და მკი­თხველს გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­სა და მას­ში ჩარ­თვის­კენ მო­უ­წო­დებს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თუ ნაგავში იხრჩობით, შემოგვიერთდით, ჩვენ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ!

თუ ნაგავში იხრჩობით, შემოგვიერთდით, ჩვენ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ!

ნაგვის უადგილო ადგილზე დაყრა ერთ-ერთი დაუძლეველი პრობლემაა, რომელიც ყველას გვაწუხებს, მაგრამ ამისთვის კონკრეტულად ცოტა რამ თუ კეთდება. გარემო ნაგავს მიაქვს. რატომღაც ბევრს ეთაკილება, თუნდაც პატარა პიკნიკის შემდეგ, მორჩენილ ნაგავს ხელი მოჰკიდოს, ცელოფანის პარკში გამოჰკრას და უახლოეს სანაგვე ყუთამდე მიიტანოს... არადა, სადარბაზოები, ეზოები, კულტურულ-ისტორიული ძეგლები, ტყეები ნაგვით აივსო... ისე, არც სადარბაზოს გამოგვითა და სხვისი დაყრილი ნაგვის აღებით დაკარგავს ვინმე თანამდებობასა თუ გვარიშვილობას. და თუკი ეს საქციელი ნელ-ნელა ჩვევაშიც გადავა, ალბათ, ამ სენსაც დავძლევთ.

ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა ამ საქმეს 12 მაისს ხელი სერიოზულად მოჰკიდა და წამოიწყო აქცია - "ნაგავი ყველამ ჩავყაროთ"... უნდა ვთქვათ, რომ აქციაში ბევრი ადამიანი ერთვება როგორც რეგიონიდან, ისე - დედაქალაქიდან. სანაგვე ყუთამდე მიაქვთ ნაგავი და ამის ამსახველ ფოტომასალას "ფეისბუქზეც" ტვირთავენ.

კარგი იქნება, თუ ეს ყველაფერი შედეგს გამოიღებს და ადამიანები ოდესმე მაინც მიხვდებიან, რომ ნაგავი სანაგვე ყუთის გარდა სხვაგან არ დაყარონ...

გოგა ჩანადირი:

- ნაგავი ყველამ ჩავყაროთ, რადგანაც ყველანი ამ საზოგადოების წევრები ვართ. ჩავყაროთ ნაგავი სანაგვე ყუთში ყველგან - სახლის მახლობლად, სადარბაზოში, ეზოში, ქუჩაში, კულტურულ-ისტორიულ ძეგლებთან... ეს ყველაფერი ასაკსაც არ ითვალისწინებს, არც სქესს და წარმომავლობას, ეროვნებას, - ეს ყველას საქმეა და ყველას ეხება. მგონი, უფრო მეტი სირცხვილი დანაგვიანებულ გარემოში ცხოვრებაა, ვიდრე ქუჩაში გადაგდებული ნაგვის აღება და სანაგვე ყუთში ჩაგდება. სირცხვილი არ არის სადარბაზოდან ნაგვის გატანისას, იქვე, თუნდაც სხვისი დაგდებული ნაგვის აღება, გზად მისი გაყოლება. ეს იქნება სიგარეტის, ასანთის კოლოფი. ძალიან მინდა, რომ ამ საქმეში ბავშვები ჩაერთონ და ეს მათთვის მიღებული ფორმა გახდეს.

- ამ აქციის ორგანიზატორი, ისევე როგორც "ბარბარიზმების" საწინააღმდეგოდ მიმართული აქციისა, შენ ხარ...

- კი, "ნაგავი ყველამ ჩავყაროთ" ერთი თვე არც არის, რაც დავიწყეთ, მაგრამ დიდი ხანია მინდოდა მისი დაწყება. "ბარბარიზმები" რომ არ დაჯახებოდა, ამიტომ ცოტა მოგვიანებით წამოვიწყე. 

- რაიმე შედეგი თუ გვაქს?

- ბევრისთვის ლაშქრობებზე სიარული ბევრად მსუბუქი და ადვილი გახდა, რადგან იქაურობის დასუფთავება ხდება. ადამიანებს იქიდან უკან მოაქვთ ნაგავი და სანაგვე ყუთებში ყრიან...

- შეიძლება ითქვას, რომ პროექტს სოციალური ქსელი საშუალებით ახორციელებ...

- ნაგვის შეგროვება და სანაგვემდე მიტანა აქამდე, წლების მანძილზე ჩემი და ჩემი მეგობრების საქმე იყო, ამას ჩვენით სულ ვაკეთებდით, ახლა ჩვენი მიზანია ამ საქმეში ბევრი ადამიანი ჩაერთოს. ამისთვის კი სოციალური ქსელი, კერძოდ, "ფეისბუქი" კარგი საშუალებაა. უფრო მეტ ადამიანს გავაგებინებთ, რომ ნაგავი ჩავყაროთ სანაგვე ყუთში. სასიხარულოა, რომ ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა ძალიან გვაწუხებს. გვინდა, რომ ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს საქციელი სულაც არ არის სათაკილო. უბრალოდ, აიღონ ნაგავი და და ჩააგდონ სანაგვეში. საქეიფოდ თუ საპიკნიკოდ რომ მიდიან, იქ ნაგავს ნუ დატოვებენ, შეაგროვონ და მიიტანონ სანაგვემდე...

- როგორც ვატობ, ადამიანები ამ საქმეში აქტიურად არიან ართულები და "ფეისბუქზე" არაერთი ფოტო იდება. აქციაში ჩართუები არიან როგორც რეგიონებიდან, ისე დედაქალაქიდან. აქ მნიშვნელოვანია, რომ აქცია მხოლოდ ფოტო გადსაებად არ ჩატარდეს...

- შეიძლება ფოტო ვიღაცამ მართლაც ფოტოსთვის გადაიღოს, მაგრამ ამას საბოლოოდ მივყავართ იქითკენ, რომ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამას და აქციაში ჩაერთვება. ფოტოს თავისთავად დიდი შესაძლებლობა აქვს, ადამიანებს დაამახსოვროს ამბავი და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული თემების 80 პროცენტი არის ფოტო და ვიდეო. 20 პროცენტს კი ტექსტი იკავებს. იმიტომ, რომ ადამიანებს ფოტოთი ურჩევნიათ ინფორმაციის მიღება... ფოტოებს იქითკენ მივყავართ, რომ ვიღაცას, ვინც ჯერ კიდევ არ არის იმისთვის მზად, რომ ნაგავი ყუთში ჩაყაროს, დაამახსოვრებინებს თავს. ყველაფერს ცნობიერში გადაუყვანს, რომ ნაგავი სანაგვეში ჩაყაროს და არ დაყაროს ვთქვათ, ბუნებაში. მოკლედ, ფოტო ფოტოსთვისაც თუ იქნება, ბევრი ადამიანისთვის სამაგალითო გახდება. ვიღაც ხომ ახლა სწავლობს სამოქალაქო ფასეულობებს.

- ეს აქცია რა პერიოდი გაგრძელდება?

- ვფიქრობ, რომ სულ გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ჩვეულებრივი საქციელი არ გახდება. ეს ევროპის ქალაქებისთვის პრობლემა არ არის და არც ასეთი აქციის ჩატარების საჭიროებაა.

ჩვენი აქციის ფარგლებში სულ არ მინდა, რომ ვინმე გავკიცხოთ, ანუ ადამიანები, რომლებიც ნაგავს უადგილო ადგილებში ყრიან. მათ უხეშად არ მოვიხსენიებთ. უბრალოდ, მათ არ იციან, რომ ნაგავი სანაგვეში უნდა ჩაიყაროს.

- ეს ხომ ელემენტარულია?

- კი, მაგრამ ეს იგივეა, ჩინური არ მასწავლო და მერე მისაყვედურო, რატომ არ იციო. როცა მასწავლი ჩინურს და არ მეცოდინება, მაშინ შეიძლება გამლანძღო. ასევეა ესეც, ამ ადამიანებმა ჯერ უნდა ისწავლონ, გააცნობიერონ ამ ყველაფრის უარყოფითი მხარე. ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენი თვითმიზანია, რომ ეს ყველაფერი ჩვევაშიც გადავიყვანოთ.

- გადავიყვანთ?

- კი, აუცილებლად, ერთი თვის წინ სხვა სურათი იყო და დღეს სხვა სურათია. დაჩქარდება ეს პროცესი, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს.

მაგალითად, მოლაშქრეები არასდროს ტოვებენ ნაგავს მთაში, უკან მოაქვთ. მათ სხვისი დატოვებული ნაგავიც ჩამოაქვთ იქიდან. ეს დღესაც ასეა და აქამდეც ასე იყო. "კარაველები," მოლაშქრეთა ფედერაცია საერთოდ, ამ საქციელით გამოირჩევა.

ამ ყველაფრის გარეშე ევროპა არ მიგვიღებს. ასევე მძიმე თემაა საპირფარეშოების საკითხიც. ჩვენი ცხოვრებით უნდა დავაინტერესოთ ევროპა, მე მინდა ვიყო ევროპაში...

Ambebi.ge უერთდება აქციას და მკითხველს გააქტიურებასა და მასში ჩართვისკენ მოუწოდებს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია