პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა": 16 სამინისტროში პრემიებისა და დანამატების სახით 48 მილიონი ლარია გაცემული
"ნაციონალური მოძრაობა": 16 სამინისტროში პრემიებისა და დანამატების სახით 48 მილიონი ლარია გაცემული

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2014 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 16 სა­მი­ნის­ტრო­ში პრე­მი­ე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის სა­ხით და­ახ­ლო­ე­ბით 48 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გა­ცე­მუ­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია დღეს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პარ­ტი­ის წევ­რმა ლე­ვან თარ­ხნიშ­ვილ­მა წარ­მო­ად­გი­ნა.

მისი თქმით, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აგ­რძე­ლებს სამ­სა­ხურ­ში პრე­მი­ე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის მო­ნი­ტო­რინგს და იან­ვარ­ში გაგ­ზავ­ნი­ლი იქნა სა­დე­პუ­ტა­ტო შე­კი­თხვა ყვე­ლა 19 სა­მი­ნის­ტრო­ში. ამას­თან, მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თგზის მცდე­ლო­ბი­სა, სამ­მა სა­მი­ნის­ტრომ - იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ და შს სა­მი­ნის­ტრომ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ 16 სა­მი­ნის­ტროს, სა­დაც თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 63 302-ს შე­ად­გენს, პრე­მი­ე­ბი­სა და ყვე­ლა სა­ხის და­ნა­მა­ტის ოდე­ნო­ბამ 47 982 710 ლარი შე­ად­გი­ნა. ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მოხ­და სი­ტყვა "პრე­მი­ის" ჩა­ნაც­ვლე­ბა სი­ტყვა "და­ნა­მა­ტით" და აგ­რეთ­ვე გვხვდე­ბა და­ნა­მა­ტე­ბის სხვა ფორ­მაც. მა­გა­ლი­თად ჯილ­დო, დახ­მა­რე­ბა და ამას­თან ამ მო­ნა­ცე­მებ­ში არ შე­დის თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა – ხელ­ფა­სი.

თარ­ხნიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რომ შე­ვა­და­როთ, თით­ქმის 3 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის და­ნა­მატს თვე­ში იღებ­დნენ მი­ნის­ტრე­ბი, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 1152 ლარს მა­შინ, რო­დე­საც რი­გით თა­ნამ­შრო­მელ­ზე თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ პრე­მია და და­ნა­მა­ტი 57 ლარს შე­ად­გენ­და. კერ­ძოდ, მი­ნის­ტრე­ბი და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი ჯამ­ში 75 ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­ზეც მო­დის პრე­მი­ე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი. კერ­ძოდ, მი­ნის­ტრე­ბის და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბის პრე­მი­ებ­მა ჯამ­ში 2579403 ლარი შე­ად­გი­ნა, რაც სა­შუ­ა­ლოდ თვე­ში თი­თო­ე­ულ­ზე 2 967 ლარს შე­ად­გენს. დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სებ­ზე გა­ცე­მუ­ლია 2 517 286 ლა­რის ოდე­ნო­ბის და­ნა­მა­ტი. სა­შუ­ა­ლოდ თი­თო­ე­ულ­ზე გა­მო­დის 1 152 ლარი.

"ლი­დე­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ამ მხრივ არი­ან გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი თა­მარ სა­ნი­კი­ძე, რო­მელ­საც ერთ თვე­ში პრე­მია 6 550 ლარი აქვს აღე­ბუ­ლი. იმ თვე­ში მთლი­ა­ნად ხელ­ფას­თან ერ­თად სა­ნი­კი­ძემ 12 500 ლარი აიღო. ასე­ვე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს ყო­ველ­თვი­უ­რად 5 440 ლა­რის ოდე­ნო­ბის პრე­მია აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ჩვენ არ ვი­ცით რა რა­ო­დე­ნო­ბის პრე­მი­ას იღებს ის შს სა­მი­ნის­ტრო­ში, ვი­ნა­ი­დან ტრა­დი­ცი­უ­ლად შსს ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ლავს", - გა­ნა­ცხა­და თარ­ხნიშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა გა­ჩე­რე­ბუ­ლია და ლარი უფა­სურ­დე­ბა, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი მხო­ლოდ სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ნაციონალური მოძრაობა": 16 სამინისტროში პრემიებისა და დანამატების სახით 48 მილიონი ლარია გაცემული

"ნაციონალური მოძრაობა": 16 სამინისტროში პრემიებისა და დანამატების სახით 48 მილიონი ლარია გაცემული

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში 16 სამინისტროში პრემიებისა და დანამატების სახით დაახლოებით 48 მილიონი ლარია გაცემული. ოფიციალური ინფორმაცია დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ლევან თარხნიშვილმა წარმოადგინა.

მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს სამსახურში პრემიებისა და დანამატების მონიტორინგს და იანვარში გაგზავნილი იქნა სადეპუტატო შეკითხვა ყველა 19 სამინისტროში. ამასთან, მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, სამმა სამინისტრომ - იუსტიციის სამინისტრომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შს სამინისტრომ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება დანარჩენ 16 სამინისტროს, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 63 302-ს შეადგენს, პრემიებისა და ყველა სახის დანამატის ოდენობამ 47 982 710 ლარი შეადგინა. ლევან თარხნიშვილის განმარტებით, მოხდა სიტყვა "პრემიის" ჩანაცვლება სიტყვა "დანამატით" და აგრეთვე გვხვდება დანამატების სხვა ფორმაც. მაგალითად ჯილდო, დახმარება და ამასთან ამ მონაცემებში არ შედის თვიური ანაზღაურება – ხელფასი.

თარხნიშვილის ინფორმაციით, რომ შევადაროთ, თითქმის 3 000 ლარის ოდენობის დანამატს თვეში იღებდნენ მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის უფროსები დაახლოებით 1152 ლარს მაშინ, როდესაც რიგით თანამშრომელზე თვეში საშუალოდ პრემია და დანამატი 57 ლარს შეადგენდა. კერძოდ, მინისტრები და მინისტრის მოადგილეები ჯამში 75 ადამიანია, რომელზეც მოდის პრემიებისა და დანამატების უდიდესი ნაწილი. კერძოდ, მინისტრების და მინისტრის მოადგილეების პრემიებმა ჯამში 2579403 ლარი შეადგინა, რაც საშუალოდ თვეში თითოეულზე 2 967 ლარს შეადგენს. დეპარტამენტის უფროსებზე გაცემულია 2 517 286 ლარის ოდენობის დანამატი. საშუალოდ თითოეულზე გამოდის 1 152 ლარი.

"ლიდერი თანამდებობის პირები ამ მხრივ არიან განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რომელსაც ერთ თვეში პრემია 6 550 ლარი აქვს აღებული. იმ თვეში მთლიანად ხელფასთან ერთად სანიკიძემ 12 500 ლარი აიღო. ასევე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ ყოფნის პერიოდში არჩილ თალაკვაძეს ყოველთვიურად 5 440 ლარის ოდენობის პრემია აქვს მიღებული. ჩვენ არ ვიცით რა რაოდენობის პრემიას იღებს ის შს სამინისტროში, ვინაიდან ტრადიციულად შსს ინფორმაციას მალავს", - განაცხადა თარხნიშვილმა და დასძინა, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა გაჩერებულია და ლარი უფასურდება, ჩინოვნიკები მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვით არიან დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."