პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკვებდანამატებს შეწირული ქართველი მომხმარებლის ჯანმრთელობა ანუ, რა საფრთხეს შეიცავს საკვები პროდუქტი
საკვებდანამატებს შეწირული ქართველი მომხმარებლის ჯანმრთელობა ანუ, რა საფრთხეს შეიცავს საკვები პროდუქტი

ფე­რის მიმ­ცე­მი, შაქ­რის შემ­ცვლე­ლე­ბი, სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რე­ბი, გე­მო­სა და სუ­ნის გა­მაძ­ლი­ე­რებ­ლე­ბი, ან­ტი­დამ­ჟან­გვე­ლე­ბი, მო­ცუ­ლო­ბის გამ­ზრდე­ლე­ბი - ეს ის საკ­ვებ­და­ნა­მატ­თა მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­საც საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში თით­ქმის ყო­ველ­თვის იყე­ნე­ბენ. მათი რა­ო­დე­ნო­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ზღვრულ ნორ­მას აჭარ­ბებს. ასე­თი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­შია. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ისი­ნი უპ­რობ­ლე­მოდ იყი­დე­ბა.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, საკ­ვებ­და­ნა­მატ­თა დიდი ნა­წი­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით სინ­თე­ზუ­რი, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბი­თაც კი ძა­ლი­ან სა­ში­შია ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთლე­ო­ბის­თვის. იგი იწ­ვევს კი­ბოს, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის და­ა­ვა­დე­ბებს და ა.შ. იმი­სათ­ვის, რომ ქარ­თველ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­მა ასე­თი პრო­დუქ­ტი არ მი­ი­ღოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მე­წარ­მის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა, რათა მათ წარ­მო­ე­ბა­ში ნორ­მა­ზე მეტი საკ­ვებ­და­ნა­მა­ტი არ გა­მო­ი­ყე­ნოს (ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა საქ­მე ქარ­თულ წარ­მო­ე­ბას ეხე­ბა). მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე პრო­დუქ­ცი­ის ეტი­კე­ტი­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში სა­მომ­ხმა­რებ­ლო დო­ნის ამაღ­ლე­ბა, რათა მათ ის­წავ­ლონ თუ რა არის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო და რა სა­ში­ში.

პრო­ფე­სო­რი, ევ­რო­პის ეკო­ლო­გი­უ­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რი, რა­მაზ გა­ხო­კი­ძე ამ­ბობს, რომ საკ­ვებ­და­ნა­მა­ტე­ბი - ბუ­ნებ­რი­ვი ან სინ­თე­ზუ­რი ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია, რო­მელ­თაც უმა­ტე­ბენ კვე­ბის პრო­დუქ­ტებ­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიზ­ნე­ბის­თვის. მათ იყე­ნე­ბენ პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ნა­ხად (კონ­სერ­ვან­ტე­ბი), სა­ჭი­რო კონ­სის­ტენ­ცი­ის მი­სა­ღე­ბად (სტა­ბი­ლი­ზა­ტო­რე­ბი, შე­მა­ს­ქე­ლებ­ლე­ბი, ემულ­გა­ტო­რე­ბი), სა­სა­ქონ­ლო სა­ხის მი­სა­ცე­მად (ფერი, გემო, სუნი) და ა.შ.

რა­მაზ გა­ხო­კი­ძის თქმით, ხორცსა და ხორ­ცის პრო­დუქ­ტებ­ში, მათი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვა­დის გა­საზ­რდე­ლად, ხში­რად უმა­ტე­ბენ ნიტ­რი­ტებს (E249 და E250) და ნიტ­რა­ტებს (E251 და E252), რომ­ლე­ბიც თრგუ­ნავს მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის (ბაქ­ტე­რი­ე­ბი, სო­კო­ე­ბი), მათ შო­რის, ბო­ტუ­ლიზ­მის ცხო­ველ­მოქ­მე­დე­ბას და ხორცს და ხორ­ცის პრო­დუქ­ტებს ანი­ჭებს ვარ­დის­ფერს. ეს კონ­სერ­ვან­ტე­ბი ძა­ლი­ან სა­ში­შია ორ­გა­ნიზ­მის­თვის, მა­გა­ლი­თად, ნატ­რი­უ­მის ნიტ­რი­ტი (E250) იწ­ვევს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის აგ­ზნე­ბას ბავ­შვებ­ში, ორ­გა­ნიზ­მის ჟანგბა­დურ შიმ­შილს (ჰი­პოქ­სია), ორ­გა­ნიზ­მში ვი­ტა­მი­ნე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბას, კვე­ბით მო­წამ­ვლას შე­საძ­ლო ლე­ტა­ლუ­რი და­სას­რუ­ლით, ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

საკვებდანამატებს შეწირული ქართველი მომხმარებლის ჯანმრთელობა ანუ, რა საფრთხეს შეიცავს საკვები პროდუქტი

საკვებდანამატებს შეწირული ქართველი მომხმარებლის ჯანმრთელობა ანუ, რა საფრთხეს შეიცავს საკვები პროდუქტი

ფერის მიმცემი, შაქრის შემცვლელები, სტაბილიზატორები, გემოსა და სუნის გამაძლიერებლები, ანტიდამჟანგველები, მოცულობის გამზრდელები - ეს ის საკვებდანამატთა მცირე ჩამონათვალია, რომელსაც საკვები პროდუქტების წარმოებაში თითქმის ყოველთვის იყენებენ. მათი რაოდენობა ხშირ შემთხვევაში ზღვრულ ნორმას აჭარბებს. ასეთი პროდუქტის მიღება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. საქართველოში კი ისინი უპრობლემოდ იყიდება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტების თქმით, საკვებდანამატთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სინთეზური, მცირე რაოდენობითაც კი ძალიან საშიშია ადამიანის ჯანმრთლეობისთვის. იგი იწვევს კიბოს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს და ა.შ. იმისათვის, რომ ქართველმა მომხმარებელმა ასეთი პროდუქტი არ მიიღოს, აუცილებელია, მეწარმის კეთილსინდისიერება, რათა მათ წარმოებაში ნორმაზე მეტი საკვებდანამატი არ გამოიყენოს (ეს იმ შემთხვევაში, როცა საქმე ქართულ წარმოებას ეხება). მნიშვნელოვანია ასევე პროდუქციის ეტიკეტირება და რაც მთავარია, მოქალაქეებში სამომხმარებლო დონის ამაღლება, რათა მათ ისწავლონ თუ რა არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და რა საშიში.

პროფესორი, ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი, რამაზ გახოკიძე ამბობს, რომ საკვებდანამატები - ბუნებრივი ან სინთეზური ქიმიური ნივთიერებებია, რომელთაც უმატებენ კვების პროდუქტებში ტექნოლოგიური მიზნებისთვის. მათ იყენებენ პროდუქტების შესანახად (კონსერვანტები), საჭირო კონსისტენციის მისაღებად (სტაბილიზატორები, შემასქელებლები, ემულგატორები), სასაქონლო სახის მისაცემად (ფერი, გემო, სუნი) და ა.შ.

რამაზ გახოკიძის თქმით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებში, მათი ვარგისიანობის ვადის გასაზრდელად, ხშირად უმატებენ ნიტრიტებს (E249 და E250) და ნიტრატებს (E251 და E252), რომლებიც თრგუნავს მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები), მათ შორის, ბოტულიზმის ცხოველმოქმედებას და ხორცს და ხორცის პროდუქტებს ანიჭებს ვარდისფერს. ეს კონსერვანტები ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის, მაგალითად, ნატრიუმის ნიტრიტი (E250) იწვევს ნერვული სისტემის აგზნებას ბავშვებში, ორგანიზმის ჟანგბადურ შიმშილს (ჰიპოქსია), ორგანიზმში ვიტამინების შემცველობის შემცირებას, კვებით მოწამვლას შესაძლო ლეტალური დასასრულით, ონკოლოგიურ დაავადებებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია