Lee & Wrangler, Levis, Factory - სამი ახალი მაღაზია ჭავჭავაძის გამზირზე „დრესაპ ჯგუფისგან“ და გაორმაგებული ქულების აქცია უნიქარდზე

Lee & Wrangler, Levis, Factory - სამი ახალი მაღაზია ჭავჭავაძის გამზირზე  „დრესაპ ჯგუფისგან“ და გაორმაგებული ქულების აქცია უნიქარდზე

თბილისში, 28 მაისს, 20:00 საათზე ჭავჭავაძის გამზირზე, ოფიციალურად გაიხსნა უნიქარდის პარტნიორ ჯინს გალერი ჯგუფში შემავალი სამი ახალი ბრენდული მაღაზია.  გახსნის ცერემონიალზე ასევე  მოხდა ჯგუფის ახალი სახელის - დრესაპ ჯგუფი და ლოგოს პრეზენტაცია. ახალი მაღაზიების გახსნასთან დაკავშირებით, 7 ივნისის ჩათვლით „დრესაპ ჯგუფის“ ყველა მაღაზიაში Lee & Wrangler, Levis, Factory, Jeans Gallery და Maviუნიქარდზე გაორმაგებული ქულები დაგროვდება.

Lee & Wrangler, Levis, Factory- ეს ის მაღაზიებია, რომელშიც შოპინგი კიდევ ერთ ახალ მისამართზე, ამჯერად უკვე ჭავჭავაძის 29 ნომერშიც იქნება შესაძლებელი. მაღაზიების გახსნას, კომპანიის მედია პატრნიორებთან, ბიზნეს პარტნიორებთან და ლოიალურ მომხმარებლებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ Lee-სა და Wrangler-ის ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ოფისის გაყიდვების დირექტორი და მარკეტინგის კოორდინატორი. ახალი მაღაზიების გახსნასა და კომპანიის რებდენდინგთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ დრესაპ ჯგუფის მარკეტინგის დირექტორს - ირაკლი მკერვალიშვილს:

„მოგეხსენებათ რომ დრესაპ ჯგუფი“, რომელიც აქამდეჯინს გალერი ჯგუფისსახელით იყო ცნობილი, 1994 წლიდან არის წარმოდგენილი ქართულ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების ბაზარზე და უკვე 21 წელია ზრუნავს საქართველოში იმ ყველაზე დემოკრატიული სტილის დამკვიდრებასა და მხარდაჭერაზე, რასაც ჯინსი, თავისუფალი ცხოვრების წესი და საკუთარი ინდივიდუალური სტილის შექმნა ჰქვია.

კომპანიის გაფართოებამ  და ახალი მიმართულებების, კერძოდ კი ფეხსაცმლის ხაზის გაძლიერებამ  და ონლაინ გაყიდვების არხის დამატებამ, რომელიც უახლოეს მომავალში სრული დატვირთვით ამუშავდება , მოიტანა ჯგუფის რებრენდინგის საჭიროება.   დრესაპ ჯგუფის სლოგანი: „ორიგინალი ჩვენი სტილიადა ლოგოც - „ფრთიანი D“ - სწორედ ჯგუფის მთავარი არსის გამოხატულებაა.

აღსაღნიშნია, რომ ჩვენ მუდმივად ვთავაზობდით და მომავალშიც უცვლელად შევთავაზებთ მომხმარებლებს მხოლოდ საერთაშორისო და ლეგენდარული ბრენდების ორიგინალ პროდუქციას, საკუთარი ყოველდღიური სტილის შესაქმნელად.

დრესაპ ჯგუფი სულ მალე კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებს თბილისის მოსახლეობას  ახალი მაღაზიის სახით.“

როგორც ავღნიშნეთ, დრესაპ ჯგუფის მაღაზიათა ქსელში 7 ივნისის ჩათვლით მოქმედებს გაორმაგებული ქულების აქციაც, აღნიშნულ საკითხზე

გავესაუბრეთ უნიქარდის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ანა კოშაძეს:

უნიქარდი 2010 წელს გამოჩნდა ბაზარზე და დღემდე ერთადერთი უნივერსალური დაგროვების ბარათია საქართველოში. ჩვენ მილიონამდე მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ, როგორც საჩუქრების, ასევე პარტნიორების კუთხით. დრესაპ ჯგუფიუნიქარდის გამორჩეული პარტნიორია, 5 წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, ბევრი საინტერესო ერთობლივი აქცია შევთავაზეთ მომხმარებლებს და მომავალშიც ვგეგმავთ ამ მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას.“

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი