Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გაქრა სერიალიდან დუდუ? - "მოულოდნელი კითხვები’’ ალეკო ბეგალიშვილს
სად გაქრა სერიალიდან დუდუ? - "მოულოდნელი კითხვები’’ ალეკო ბეგალიშვილს

ალე­კო ბე­გა­ლიშ­ვი­ლი პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" დუ­დუს როლს თა­მა­შობს, რომ­ლის მი­მარ­თაც მა­ყუ­რე­ბე­ლი დიდ ინ­ტე­რესს იჩენს. ის უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია და მის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. რო­გორც კი მე­გო­ბა­რი საშ­ვე­ლად მო­უხ­მობს, შე­უძ­ლე­ბელს აკე­თებს, მაგ­რამ დუდუ ბოლო სე­რი­ე­ბი­დან რა­ღაც გაქ­რა. ცხა­დია, და­ვინ­ტე­რეს­დით რო­გორც ამ პერ­სო­ნა­ჟის ბე­დით, ასე­ვე იმ მსა­ხი­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით, რო­მე­ლიც ამ როლს ას­რუ­ლებს და მუ­სი­კის და დრა­მის თე­ატ­რის და­სის წევ­რი ალე­კო ბე­გა­ლიშ­ვი­ლი ჩვენს ბლიც-სე­რი­ა­ში "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბი" მო­ვიწ­ვი­ეთ.

- სად და­ი­კა­რეთ, სე­რი­ალ­ში აღარ ჩანს თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი (დუდუ)...

- დუდუ კარ­გად არის და ისევ აპი­რებს, რომ გა­მოჩ­ნდეს. ახლა რამ­დე­ნი­მე სე­რი­ა­ში ზე­დი­ზედ იქ­ნე­ბა.

- საქ­მე­ებ­ზე იყო წა­სუ­ლი?

- ჰო, ეტყო­ბა, სა­დღაც გაფ­რინ­და...

- ისევ მა­კას გვერ­დით არის?

- კი და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სხვა პერ­სო­ნა­ჟე­ბიც შე­მო­დი­ან, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად, მა­ინც მა­კას მე­გო­ბა­რია.

- ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხართ?

- რა ვიცი, მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის არას­დროს მი­ღა­ლა­ტია.

- დუდუ ყოვ­ლის­შემ­ძლეა. ალე­კოც რომ იყოს ყოვ­ლის­შემ­ძლე, რას მო­ი­მოქ­მე­დებ­და?

- პო­ლი­ტი­კო­სებს ტვი­ნებს შე­ვუნ­ჯღევ­დი და გუ­ლებს გა­ვუთ­ბობ­დი...

- მათ­თვის გუ­ლე­ბის გათ­ბო­ბა ასე ად­ვი­ლია?

- კი, ცოტა სა­ეჭ­ვო კია... არც ერთი არ მე­ხა­ტე­ბა გულ­ზე და სა­ერ­თოდ, პო­ლი­ტი­კის­გან და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­გან შორს ვარ, მაგ­რამ ეს ქვე­ყა­ნა რა­ღაც ძა­ლი­ან გა­პო­ლი­ტი­კურ­და. ამა­ზე ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბა. არა­და, ხომ ვამ­ბობ, აპო­ლი­ტი­კუ­რი ვარ. არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კა არმა­ღელ­ვებს. უფრო პა­ცე­ფიზ­მის­კენ ვარ მიდ­რე­კი­ლი.

- ცხოვ­რე­ბა­ში რას გა­უ­მარ­ჯოს?

- თა­ვი­სუფ­ლე­ბას!

- ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა რას უშ­ვრე­ბა ადა­მი­ანს?

- თუ ძა­ლი­ან გა­დაჰ­ყვა, ღუ­პავს. თუ ზო­მი­ე­რად ისარ­გებ­ლა, ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბით, მა­შინ ეს მის­თვის ერ­თგვა­რი დატ­ვირ­თვაა.

მაგ­რამ ჭა­ო­ბის პონ­ტში არ უნდა ჩა­გით­რი­ოს... თუ თა­ვის მარ­თვა შე­გიძ­ლია, არა მგო­ნია, ძნე­ლი იყოს...

- ღვი­ნო, დუ­დუ­კი, ქა­ლე­ბი - ეს ფრა­ზა ვისი მო­გო­ნი­ლია?

- ალ­ბათ დარ­დი­მან­დი რო­ჟე­ბის და ყა­რა­ჩო­ღე­ლე­ბის...

- კარ­გი თა­მა­და ხართ?

- არა, არ მიყ­ვარს ეგ საქ­მე. თა­მა­და სი­ტყვა­მოს­წრე­ბუ­ლი და მჭერ­მე­ტყვე­ლი ტიპი უნდა იყოს, მე ნაკ­ლე­ბად ვარ სი­ტყვა­მოს­წრე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ბევ­რი ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს.

- მა­შინ ფიქ­რი გეყ­ვა­რე­ბათ.

- ფიქ­რი, იცო­ცხლე, მიყ­ვარს, რა თქმა უნდა, ოც­ნე­ბაც, ეგეც შე­დის მაგ ამ­ბავ­ში.

- მი­ცე­მულ სი­ტყვას ყო­ველ­თვის ას­რუ­ლებთ?

- არა.

- რა­ტომ?

- ყო­ფი­ლა ისე­თი შემ­თხვე­ვა, როცა ქე­ი­ფის გამო, რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გა­და­მიდ­ვია.

- ქე­ი­ფი უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია?

- უბ­რა­ლოდ, ასე მომ­ხდა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ საქ­მის გამო ქე­ი­ფიც გა­და­მიდ­ვია და არ მივ­სულ­ვარ. მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი "გა­მი­მა­ზია" და გა­მი­ფუ­ჭე­ბია.

- ბევ­რი ნიღ­ბის მორ­გე­ბა გი­წევთ?

- რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი მი­წევს ალ­ბათ, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ამ ნიღ­ბებს გა­ვექ­ცე, რო­გორ გა­მომ­დის, ეგ უკვე აღარ ვიცი. ნიღ­ბე­ბი სცე­ნა­ზე და ეკ­რან­ზეც მე­ყო­ფა, მაგ­რამ მა­ინც გვი­წევს რა­ღა­ცე­ბის თა­მა­ში.

- თა­მაშს თა­ვად რო­გორ ახ­სნით?

- რა­ღა­ცას იჯე­რებ და პირ­ველ რიგ­ში, შენს თავს აბო­ლებ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მერე სხვებ­საც...

- მა­ყუ­რე­ბე­ლი აგი­ტი­რე­ბი­ათ?

- გუ­შინ დავ­ხუ­რეთ სე­ზო­ნი და ხალ­ხი სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ ბღა­ო­და. გორ­კის "ფსკე­რი" ვი­თა­მა­შეთ. ისე­თი ამ­ბა­ვი იყო, სპექ­ტაკ­ლი ისე წა­ვი­და, თით­ქოს პრე­მი­ე­რა ყო­ფი­ლი­ყო. რა გვი­ქე­ნით ეს, რამ­დე­ნი ვი­ტი­რე­თო, - ამ­ბობ­დნენ. მაგ­რამ პი­რა­დად მე ვა­ტი­რე, თუ ყვე­ლამ ერ­თად, ეგ არ ვიცი...

- ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა ხში­რად გა­ხა­სი­ა­თებთ?

- კი, მე­გობ­რებ­ში, ახ­ლობ­ლებ­ში, მა­მა­ჩე­მიც ეგე­თი ტიპი იყო, ძმებ­საც გვაქვს ეგ ამ­ბა­ვი, ოღონდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი უბო­რო­ტოდ.

- გრძე­ლი თმა თქვე­ნი პრო­ტეს­ტია. თუ ასე­თი სტი­ლი გიყ­ვართ?

- სე­რი­ალ "ტიფ­ლისს" რომ ვი­ღებ­დით, მი­თხრეს, წვე­რი და თმა არ გა­იკ­რი­ჭოო და შემ­რჩა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მა­წუ­ხებს. "ტიფ­ლი­სის" მე­ო­რე სე­ზო­ნი და­ი­წყო და მგო­ნი, კი­დევ უნდა და­მი­ძა­ხონ. მერე სპექ­ტაკ­ლი "რა მოხ­და სამ­ხე­ცე­ში" გა­ვა­კე­თეთ და იქაც დას­ჭირ­დათ ჩემი ასე­თი გა­რეგ­ნო­ბა. მოკ­ლედ, შემ­რჩა დრო­ე­ბით. მაგ­რამ თუ დამ­ჭირ­და სხვა პრო­ექ­ტის­თვის, გა­ვიკ­რი­ჭავ, აბა, რას ვი­ზამ?

- სა­ერ­თოდ, სტი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის რა არის?

- ალ­ბათ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­ხატ­ვა. მე უფრო ჰი­პუ­რი სტი­ლი მე­ვა­სე­ბა, მაგ­რამ ჩემს თავს რომ ვუ­ყუ­რებ, უკვე ასაკ­ში შევ­დი­ვარ, ღიპი მო­მე­ზარ­და, შე­იძ­ლე­ბა აღარც მიხ­დე­ბა, მაგ­რამ ჰი­პო­ბა მე­ვა­სე­ბა და ეგ არის.

- ლექ­სებს თუ წერთ?

- აღარ ვწერ, ადრე ვწერ­დი რა­ღა­ცებს და ჩემ­თვის ამით ვკა­ი­ფობ­დი.

- რა­ტომ შე­წყვი­ტეთ, იქ­ნებ გაგ­რძე­ლე­ბა ღირ­და?

- არა მგო­ნია...

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პერ­სო­ნაჟს ადა­რებთ სა­კუ­თარ თავს?

- ჰეკლბე­რი ფინი ვარ. ასე­თი ში­ნა­გა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა მაქვს...

- გული რაზე გწყდე­ბათ?

- ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი და სტუ­დია მქო­ნო­და. უკვე ვე­გუ­ე­ბი იმას, რომ ისე­თი პონ­ტია, რომ არ გა­მო­ვა.

- რთუ­ლია ამის მიღ­წე­ვა?

- არა, უბ­რა­ლოდ ფული გჭირ­დე­ბა, სო­ლი­დუ­რი თან­ხა, რომ ისე გა­ა­კე­თო ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც შენ გინ­და. ბევ­რი ფული ცხოვ­რე­ბა­ში თვა­ლით არ მი­ნა­ხავს.

- უფუ­ლო კაცი ხართ?

- კი, დამ­დე­ვენ ვა­ლე­ბი, გა­მირ­ბის ფული...

- ის­ტუმ­რებთ?

- ისე­თი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვა­ლიც არ მაქვს. არის ვალი მა­ღა­ზი­ე­ბის, ხელ­ფა­სამ­დე მა­სეს­ხე და რა­ღაც ასე­თი, ცოტა ბან­კის ვა­ლიც...

- საყ­ვა­რე­ლი სა­დღეგ­რძე­ლო გვი­თხა­რით.

- ადრე ვამ­ბობ­დი, თბი­ლისს გა­უ­მარ­ჯოს-მეთ­ქი. დღეს ამის თქმა მი­ჭირს, ამ ქა­ლაქ­ში ბევ­რი რამე და­ი­კარ­გა. დრო ალ­ბათ რა­ღა­ცას იზამს და თუ ერ­თმა­ნე­თი გვეყ­ვა­რე­ბა, ისევ გა­მოჩ­ნდე­ბა და­კარ­გუ­ლი თბი­ლი­სი. იმე­დია.

- ფრა­ზა, რომ­ლი­თაც და­ვას­რუ­ლებთ ჩვენს სა­უ­ბარს...

- სპექ­ტაკ­ლი­დან - "რა მოხ­და სამ­ხე­ცე­ში" ვი­ტყვი: "ჩვენ ერ­თმა­ნე­თი არც გვიყ­ვარს და არც გვძულს, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბის და სულ­ში ჩა­ხედ­ვის გვე­ში­ნია"...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სად გაქრა სერიალიდან დუდუ? - "მოულოდნელი კითხვები’’ ალეკო ბეგალიშვილს

სად გაქრა სერიალიდან დუდუ? - "მოულოდნელი კითხვები’’ ალეკო ბეგალიშვილს

ალეკო ბეგალიშვილი პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" დუდუს როლს თამაშობს, რომლის მიმართაც მაყურებელი დიდ ინტერესს იჩენს. ის უშიშროების თანამშრომელია და მისთვის შეუძლებელი არაფერია. როგორც კი მეგობარი საშველად მოუხმობს, შეუძლებელს აკეთებს, მაგრამ დუდუ ბოლო სერიებიდან რაღაც გაქრა. ცხადია, დავინტერესდით როგორც ამ პერსონაჟის ბედით, ასევე იმ მსახიობის მდგომარეობით, რომელიც ამ როლს ასრულებს და მუსიკის და დრამის თეატრის დასის წევრი ალეკო ბეგალიშვილი ჩვენს ბლიც-სერიაში "მოულოდნელი კითხვები" მოვიწვიეთ.

- სად დაიკარეთ, სერიალში აღარ ჩანს თქვენი პერსონაჟი (დუდუ)...

- დუდუ კარგად არის და ისევ აპირებს, რომ გამოჩნდეს. ახლა რამდენიმე სერიაში ზედიზედ იქნება.

- საქმეებზე იყო წასული?

- ჰო, ეტყობა, სადღაც გაფრინდა...

- ისევ მაკას გვერდით არის?

- კი და მასთან ურთიერთობაში სხვა პერსონაჟებიც შემოდიან, თუმცა ძირითადად, მაინც მაკას მეგობარია.

- ერთგული ადამიანი ხართ?

- რა ვიცი, მეგობრებისა და ახლობლებისთვის არასდროს მიღალატია.

- დუდუ ყოვლისშემძლეა. ალეკოც რომ იყოს ყოვლისშემძლე, რას მოიმოქმედებდა?

- პოლიტიკოსებს ტვინებს შევუნჯღევდი და გულებს გავუთბობდი...

- მათთვის გულების გათბობა ასე ადვილია?

- კი, ცოტა საეჭვო კია... არც ერთი არ მეხატება გულზე და საერთოდ, პოლიტიკისგან და პოლიტიკოსებისგან შორს ვარ, მაგრამ ეს ქვეყანა რაღაც ძალიან გაპოლიტიკურდა. ამაზე ნერვები მეშლება. არადა, ხომ ვამბობ, აპოლიტიკური ვარ. არანაირი პოლიტიკა არ მაღელვებს. უფრო პაცეფიზმისკენ ვარ მიდრეკილი.

- ცხოვრებაში რას გაუმარჯოს?

- თავისუფლებას!

- ბოჰემური ცხოვრება რას უშვრება ადამიანს?

- თუ ძალიან გადაჰყვა, ღუპავს. თუ ზომიერად ისარგებლა, ბოჰემური ცხოვრებით, მაშინ ეს მისთვის ერთგვარი დატვირთვაა.

მაგრამ ჭაობის პონტში არ უნდა ჩაგითრიოს... თუ თავის მართვა შეგიძლია, არა მგონია, ძნელი იყოს...

- ღვინო, დუდუკი, ქალები - ეს ფრაზა ვისი მოგონილია?

- ალბათ დარდიმანდი როჟების და ყარაჩოღელების...

- კარგი თამადა ხართ?

- არა, არ მიყვარს ეგ საქმე. თამადა სიტყვამოსწრებული და მჭერმეტყველი ტიპი უნდა იყოს, მე ნაკლებად ვარ სიტყვამოსწრებული ადამიანი. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს.

- მაშინ ფიქრი გეყვარებათ.

- ფიქრი, იცოცხლე, მიყვარს, რა თქმა უნდა, ოცნებაც, ეგეც შედის მაგ ამბავში.

- მიცემულ სიტყვას ყოველთვის ასრულებთ?

- არა.

- რატომ?

- ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ქეიფის გამო, რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გადამიდვია.

- ქეიფი უფრო მნიშვნელოვანია?

- უბრალოდ, ასე მომხდა, მაგრამ ზოგჯერ საქმის გამო ქეიფიც გადამიდვია და არ მივსულვარ. მაგრამ სერიოზული არაფერი "გამიმაზია" და გამიფუჭებია.

- ბევრი ნიღბის მორგება გიწევთ?

- რაღაც-რაღაცები მიწევს ალბათ, მაგრამ ვცდილობ, ამ ნიღბებს გავექცე, როგორ გამომდის, ეგ უკვე აღარ ვიცი. ნიღბები სცენაზე და ეკრანზეც მეყოფა, მაგრამ მაინც გვიწევს რაღაცების თამაში.

- თამაშს თავად როგორ ახსნით?

- რაღაცას იჯერებ და პირველ რიგში, შენს თავს აბოლებ და აქედან გამომდინარე მერე სხვებსაც...

- მაყურებელი აგიტირებიათ?

- გუშინ დავხურეთ სეზონი და ხალხი სპექტაკლის შემდეგ ბღაოდა. გორკის "ფსკერი" ვითამაშეთ. ისეთი ამბავი იყო, სპექტაკლი ისე წავიდა, თითქოს პრემიერა ყოფილიყო. რა გვიქენით ეს, რამდენი ვიტირეთო, - ამბობდნენ. მაგრამ პირადად მე ვატირე, თუ ყველამ ერთად, ეგ არ ვიცი...

- ბილწსიტყვაობა ხშირად გახასიათებთ?

- კი, მეგობრებში, ახლობლებში, მამაჩემიც ეგეთი ტიპი იყო, ძმებსაც გვაქვს ეგ ამბავი, ოღონდ, ეს ყველაფერი უბოროტოდ.

- გრძელი თმა თქვენი პროტესტია. თუ ასეთი სტილი გიყვართ?

- სერიალ "ტიფლისს" რომ ვიღებდით, მითხრეს, წვერი და თმა არ გაიკრიჭოო და შემრჩა. სიმართლე გითხრათ, მაწუხებს. "ტიფლისის" მეორე სეზონი დაიწყო და მგონი, კიდევ უნდა დამიძახონ. მერე სპექტაკლი "რა მოხდა სამხეცეში" გავაკეთეთ და იქაც დასჭირდათ ჩემი ასეთი გარეგნობა. მოკლედ, შემრჩა დროებით. მაგრამ თუ დამჭირდა სხვა პროექტისთვის, გავიკრიჭავ, აბა, რას ვიზამ?

- საერთოდ, სტილი ადამიანისთვის რა არის?

- ალბათ საკუთარი თავის გამოხატვა. მე უფრო ჰიპური სტილი მევასება, მაგრამ ჩემს თავს რომ ვუყურებ, უკვე ასაკში შევდივარ, ღიპი მომეზარდა, შეიძლება აღარც მიხდება, მაგრამ ჰიპობა მევასება და ეგ არის.

- ლექსებს თუ წერთ?

- აღარ ვწერ, ადრე ვწერდი რაღაცებს და ჩემთვის ამით ვკაიფობდი.

- რატომ შეწყვიტეთ, იქნებ გაგრძელება ღირდა?

- არა მგონია...

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ადარებთ საკუთარ თავს?

- ჰეკლბერი ფინი ვარ. ასეთი შინაგანი მდგომარეობა მაქვს...

- გული რაზე გწყდებათ?

- ყოველთვის მინდოდა, ჩემი მუსიკალური ჯგუფი და სტუდია მქონოდა. უკვე ვეგუები იმას, რომ ისეთი პონტია, რომ არ გამოვა.

- რთულია ამის მიღწევა?

- არა, უბრალოდ ფული გჭირდება, სოლიდური თანხა, რომ ისე გააკეთო ყველაფერი, როგორც შენ გინდა. ბევრი ფული ცხოვრებაში თვალით არ მინახავს.

- უფულო კაცი ხართ?

- კი, დამდევენ ვალები, გამირბის ფული...

- ისტუმრებთ?

- ისეთი კატასტროფული ვალიც არ მაქვს. არის ვალი მაღაზიების, ხელფასამდე მასესხე და რაღაც ასეთი, ცოტა ბანკის ვალიც...

- საყვარელი სადღეგრძელო გვითხარით.

- ადრე ვამბობდი, თბილისს გაუმარჯოს-მეთქი. დღეს ამის თქმა მიჭირს, ამ ქალაქში ბევრი რამე დაიკარგა. დრო ალბათ რაღაცას იზამს და თუ ერთმანეთი გვეყვარება, ისევ გამოჩნდება დაკარგული თბილისი. იმედია.

- ფრაზა, რომლითაც დავასრულებთ ჩვენს საუბარს...

- სპექტაკლიდან - "რა მოხდა სამხეცეში" ვიტყვი: "ჩვენ ერთმანეთი არც გვიყვარს და არც გვძულს, მაგრამ დაახლოების და სულში ჩახედვის გვეშინია"...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება