"წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გამოვეთიშე პროექტს" - რეზი ქარცივაძის, გიორგი ნაკაშიძისა და ჟიურის კომენტარები "X ფაქტორის" მძიმე ტურის შედეგებზე

"წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გამოვეთიშე პროექტს" - რეზი ქარცივაძის, გიორგი ნაკაშიძისა და ჟიურის კომენტარები "X ფაქტორის" მძიმე ტურის შედეგებზე

"X ფაქტორის" აუთსაიდერებში "პულსის" და რეზი ქარცივაძის მოხვედრამ საზოგადოების გაკვირვება გამოიწვია. ფილარმონიასთან პატარა გოგონა "პულსის" პროექტიდან გაშვების შემთხვევაში, ვენების გადაჭრით იმუქრებოდა. თუმცა მენტორების გადაწყვეტილებით, "პულსი" პროექტში დარჩა და კონკურსს რეზი ქარცივაძე გამოეთიშა. 16 წლის რეზი ქარცივაძემ მაყურებლის ყურადღება კასტინგებზე მიიპყრო, საკუთარი გარეგნობით და ვოკალური შესაძლებლობებით ჟიურიც მოხიბლა. ბევრი გოგონას გული მოიგო, თუმცა მისთვის ამოუხსნელი მიზეზების გამო, ის პროექტში მონაწილეობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.

რეზი ქარცივაძე:

- წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გამოვეთიშე პროექტს. არც კი ვიცი, რას დავაბრალო, ალბათ უფრო ჩემი ბრალია, რადგან დღეს შესაბამის ფორმაში არ ვიყავი. სხვა კომენტარს დღევანდელი ტურის საბოლოო შეფასებებზე ვერ გავაკეთებ.

მენტორის თამთა გოდუაძის თქმით, პროექტში ყოფნა სხვაზე უფრო მეტად ჯგუფ "პულსს" სჭირდებოდა და დანარჩენი მენტორების გადაწყვეტილებას ის დადებითად აფასებს.

- რეზიმ სწრაფად შეძლო თინეიჯერი გოგონების გულის მოგება. ის გამოჩენის დღიდან პოპულარული გახდა, 16 წლის ბიჭია, მთელი ცხოვრება წინ აქვს. ჩემი კატეგორია რთულია, რთული გამოსაჩენი და წინწამოსაწევები არიან ჩემი ბენდები. რეზი აუცილებლად გაიკვლევს თავის გზას უფრო დიდი წარმატებისკენ. "პულსის" ბიჭებს კი მინდოდა კიდევ ჰქონოდათ რამდენიმე შანსი, უფრო მეტად რომ დაამახსოვრდეს მაყურებელს და მომავალში ეს გამოადგეთ საკუთარ კარიერაში.

აჭარელი ჯარისკაცი გიორგი ნაკაშიძე მაყურებლის რჩეული გახდა. გამარჯვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა, თუმცა ამბობს, რომ ჯერ ამაზე საუბარი და ფიქრი ნაადრევია (იხ. გიორგის გამოსვლის ვიდეო)

- ვერ წარმოვიგენდი ისევ თუ გავხდებოდი ლიდერი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი მესიჯი მაინც გამოგზავნა. შოკში ვარ. ჩემი ლიდერობა ისე არ გამხარებია, როგორც რეზის პროექტიდან წასვლამ დამწყვიტა გული. ვერ ვაცნობიერებ, ემოციებსაც ვერ გამოვხატავ.

მაყურებლის გადაწყვეტილების განსჯა უჭირს მენტორ ანრი ჯოხაძეს.

- მაყურებლის ობიექტურობას და არაობიექტურობას ასე ვერ განსჯი. დარწმუნებული ვარ ყოველ ორშაბათს შეიცვლება მაყურებლის არჩევანი. არის მომენტი, როცა ერთ ტურში მოგწონს მომღერალი და მეორეში - არა, მაყურებლის ადეკვატურობის იმედი მაქვს.

- დღეს ადეკვატური იყო მაყურებლის არჩევანი?

- გიორგი ნაკაშიძე რომ ლიდერია, ამაზე არავინ დაობს. სხვა ყველაფერი შედარებითია.

- შენ რომ იყო მაყურებელი, გიორგი ნაკაშიძე იქნებოდა შენი რჩეული?

- გიორგისავით მომწონს 5 კონკურსანტი, ვისაც დავუმესიჯებდი. ამ პროექტში მხოლოდ გიორგი არ არის ლიდერი და შემდგარი ვარსკვლავი. ჩემს ბავშვებს არ დავასახელებ, სხვა კატეგორიებში ჩემთვის ლიდერია "პულსი", "ვანილა ქეიჯი" და ლინდა ადამია, რომელიც ჩამოყალიბებული ვარსკვლავია. გული დამწყდა, რეზი ქარცივაძემ რომ დატოვა პროექტი. იმედია, ყველა კონკურსანტი ადეკვატურად შეაფასებს მენტორების გადაწყვეტილებას, რადგან არჩევანს მხოლოდ პროფესიული მიზნით ვაკეთებთ. ყველაზე რთული მომენტი იყო ჩემთვის, სხვა მენტორების ბავშვებს შორის რომ უნდა გამეკეთებინა არჩევანი - გამეგდო თუ დამეტოვებინა. ძალიან ვინერვიულე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: "X ფაქტორი"-ის წამყვანმა ნიკა გვარამიას სახეში ტორტი შეაზილა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება