Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯო ბაიდენის ოჯახური ტრაგედია - "ძვლებში ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა"
ჯო ბაიდენის ოჯახური ტრაგედია - "ძვლებში ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა"

აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის ოჯა­ხურ ტრა­გე­დი­ებს კი­დევ ერთი ტრა­გე­დია შე­ე­მა­ტა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, 46 წლის ასაკ­ში ტვი­ნის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნით ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი, ბო ბა­ი­დე­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა, ეს არ იყო პირ­ვე­ლი ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც ბა­ი­დე­ნე­ბის ოჯახს ბოლო რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­ტყდა თავს.

1972 წელს დე­კემ­ბრე­ში ჯო ბა­ი­დენ­მა, ერთი თვის შემ­დეგ, რაც ის სე­ნატ­ში აირ­ჩი­ეს, ტე­ლე­ფო­ნით მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად მისი მე­უღ­ლე ნე­ი­ლია და 13 თვის ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ო­მი და­ი­ღუპ­ნენ. ისი­ნი სა­შო­ბაო ნაძ­ვის ხის სა­ყიდ­ლად მი­დი­ოდ­ნენ, რო­დე­საც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ავა­რი­ის დროს ავ­ტო­მო­ბილ­ში მისი 4 წლის ვაჟი - ბო და 3 წლის ჰან­ტე­რიც ის­ხდნენ, თუმ­ცა, ისი­ნი გა­დარ­ჩნენ.

"ტე­ლე­ფო­ნის რეკ­ვის დროს მივ­ხვდი, ვიგ­რძე­ნი ძვლებ­ში, რომ რა­ღაც მოხ­და", - ასე გა­იხ­სე­ნა ბა­ი­დენ­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ თა­ვი­სი ოჯა­ხუ­რი ტრა­გე­დია.

ახა­ლარ­ჩე­ულ სე­ნა­ტორ ბა­ი­დენს 1973 წლის და­სა­წყის­ში ფიცი უნდა და­ე­დო. თუმ­ცა, იმის გამო, რომ ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ორი შვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჰყავ­და, ბა­ი­დენს ფი­ცის და­დე­ბა თა­ვი­სი შვი­ლე­ბის პა­ლა­ტა­ში მო­უ­წია.

"ფიცი უნდა და­მე­დო ყვე­ლას­თან ერ­თად 1973 წელს, თუმ­ცა, ვერ შევ­ძე­ლი წას­ვლა. ამი­ტო­მაც სე­ნა­ტის თავ­მდჯო­მა­რე თა­ვად მო­ვი­და ჩემ­თან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ჩემი შვი­ლე­ბის პა­ლა­ტა­ში ჩა­ვატ­რეთ", - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დენ­მა.

ჯო ბა­ი­დენ­მა დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი სწო­რედ შვი­ლებს მი­უ­ძღვნა. ბო ბა­ი­დე­ნიც, რო­დე­საც გა­ი­ზარ­და და და­ო­ჯახ­და, მა­მის მსაგ­ვსად დიდ დროს უთ­მობ­და ოჯახს - მის მე­უღ­ლეს ჰა­ლის და შვი­ლებს ნა­ტა­ლი­სა და ჰან­ტერს. 2007 წლი­დან ბო ბა­ი­დენს დე­ლა­ვე­რის შტა­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პოს­ტი ეკა­ვა მა­შინ, რო­დე­საც მა­მა­მი­სი იგი­ვე შტატს სე­ნატ­ში წარ­მო­ად­გენ­და. ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ის იუ­რი­დი­ულ ფირ­მა­ში "Grant & Eisenhofer" მუ­შა­ობ­და და 2016 წლის არ­ჩევ­ნებ­ში დე­ლა­ვე­რის შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოსტზე აპი­რებ­და კენ­ჭისყრას.

"რაც ბო ბა­ი­დენ­მა თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ში მი­აღ­წია, არაფ­რით უა­მა­ყია, არაფ­რით ყო­ფი­ლა ბედ­ნი­ე­რი და არაფ­რის­თვის მი­უ­ძღვნია მთე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ისე, რო­გორც თა­ვის ოჯახს მი­უ­ძღვნა",- აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ ბო ბა­ი­დე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჯო ბა­ი­დე­ნი 1942 წელს პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და. ათი წლის იყო, რო­დე­საც მისი ოჯა­ხი დე­ლა­ვერ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის დედა ჟან ბა­ი­დე­ნი წარ­მო­შო­ბით ირ­ლან­დი­ე­ლი იყო. იგი 2010 წლის იან­ვარ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მას, ჯო­ზეფ ბა­ი­დენ უფ­როსს, იგი თავ­და­პირ­ვე­ლად სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ჯო ბა­ი­დენ უფ­რო­სი 2002 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

ოჯა­ხურ­მა ტრა­გე­დი­ებ­მა ჯო ბა­ი­დენს არა მხო­ლოდ უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნა, არა­მედ, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ლის­კვე­თე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა, - ასე აფა­სე­ბენ ამე­რი­კულ მე­დი­ა­ში ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხუ­რი ტრა­გე­დი­ე­ბის შე­დე­გებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჯო ბაიდენის ოჯახური ტრაგედია - "ძვლებში ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა"

ჯო ბაიდენის ოჯახური ტრაგედია - "ძვლებში ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა"

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოჯახურ ტრაგედიებს კიდევ ერთი ტრაგედია შეემატა. რამდენიმე დღის წინ, 46 წლის ასაკში ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით ვიცე-პრეზიდენტის შვილი, ბო ბაიდენი გარდაიცვალა. თუმცა, ეს არ იყო პირველი ტრაგედია, რომელიც ბაიდენების ოჯახს ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაატყდა თავს.

1972 წელს დეკემბრეში ჯო ბაიდენმა, ერთი თვის შემდეგ, რაც ის სენატში აირჩიეს, ტელეფონით მიიღო შეტყობინება, რომ ავტოავარიის შედეგად მისი მეუღლე ნეილია და 13 თვის ქალიშვილი ნაომი დაიღუპნენ. ისინი საშობაო ნაძვის ხის საყიდლად მიდიოდნენ, როდესაც ტრაგედია დატრიალდა. ავარიის დროს ავტომობილში მისი 4 წლის ვაჟი - ბო და 3 წლის ჰანტერიც ისხდნენ, თუმცა, ისინი გადარჩნენ.

"ტელეფონის რეკვის დროს მივხვდი, ვიგრძენი ძვლებში, რომ რაღაც მოხდა", - ასე გაიხსენა ბაიდენმა რამდენიმე წლის წინ თავისი ოჯახური ტრაგედია.

ახალარჩეულ სენატორ ბაიდენს 1973 წლის დასაწყისში ფიცი უნდა დაედო. თუმცა, იმის გამო, რომ ავარიის შედეგად დაშავებული ორი შვილი საავადმყოფოში ჰყავდა, ბაიდენს ფიცის დადება თავისი შვილების პალატაში მოუწია.

"ფიცი უნდა დამედო ყველასთან ერთად 1973 წელს, თუმცა, ვერ შევძელი წასვლა. ამიტომაც სენატის თავმდჯომარე თავად მოვიდა ჩემთან საავადმყოფოში. ცერემონიალი ჩემი შვილების პალატაში ჩავატრეთ", - აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ შვილებს მიუძღვნა. ბო ბაიდენიც, როდესაც გაიზარდა და დაოჯახდა, მამის მსაგვსად  დიდ დროს უთმობდა ოჯახს - მის მეუღლეს ჰალის და შვილებს ნატალისა და ჰანტერს. 2007 წლიდან ბო ბაიდენს დელავერის შტატის გენერალური პროკურორის პოსტი ეკავა მაშინ, როდესაც მამამისი იგივე შტატს სენატში წარმოადგენდა. ბოლო თვეების განმავლობაში კი ის იურიდიულ ფირმაში "Grant & Eisenhofer" მუშაობდა და 2016 წლის არჩევნებში დელავერის შტატის გუბერნატორის პოსტზე აპირებდა კენჭისყრას.

"რაც ბო ბაიდენმა თავის ცხოვრებაში მიაღწია, არაფრით უამაყია, არაფრით ყოფილა ბედნიერი და არაფრისთვის მიუძღვნია მთელი სიყვარული ისე, როგორც თავის ოჯახს მიუძღვნა",- აღნიშნა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბო ბაიდენის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 1942 წელს პენსილვანიაში დაიბადა. ათი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი დელავერში გადავიდა საცხოვრებლად. ვიცე-პრეზიდენტის დედა ჟან ბაიდენი წარმოშობით ირლანდიელი იყო. იგი 2010 წლის იანვარში გარდაიცვალა. რაც შეეხება მამას, ჯოზეფ ბაიდენ უფროსს, იგი თავდაპირველად სხვადასხვა ბიზნესით იყო დაკავებული. ჯო ბაიდენ უფროსი 2002 წელს გარდაიცვალა.

ოჯახურმა ტრაგედიებმა ჯო ბაიდენს არა მხოლოდ უდიდესი ტკივილი მიაყენა, არამედ, მისი პოლიტიკური სულისკვეთების ფორმირებაზე მოახდინა გავლენა, - ასე აფასებენ ამერიკულ მედიაში ვიცე-პრეზიდენტის ოჯახური ტრაგედიების შედეგებს.

სომხური მედიის ინფორმაციით მთიან ყარაბაღში ორი ფრანგი ჟურნალისტი დაჭრეს

ცოლობაზე ხუთჯერ ნათქვამი უარი და ჯონ და ჯილ ბაიდენების რომანტიკული სიყვარულის ამბავი - ვინ არის ქალი, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის პირველი ლედი გახდეს

ომი ყარაბაღში და პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბარი - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები და რა ხდება ამ დროისთვის კონფლიქტის ზონაში