საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი ადამიანი ზის ციხეში ნარკოტიკების მოხმარების გამო და მოსახლეობის რამდენი პროცენტია ნარკოდამოკიდებული - უახლოესი მონაცემები და მტკივნეული თემის ანალიზი
რამდენი ადამიანი ზის ციხეში ნარკოტიკების მოხმარების გამო და მოსახლეობის რამდენი პროცენტია ნარკოდამოკიდებული - უახლოესი მონაცემები და მტკივნეული თემის ანალიზი

ნარ­კო­მა­ნი­ის პრობ­ლე­მა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. შსს-ს ცნო­ბით, 2014 წელს ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის 8 134 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რაც 2013 წლის მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია.

ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა აჭა­რა­ში და­ფიქ­სირ­და. ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში.

შსს-ს ცნო­ბით, ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს ყვე­ლა­ზე ხში­რად 25-44 წლის ასა­კის მა­მა­კა­ცე­ბი მო­იხ­მა­რენ. ქალი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა 0.9 %-ია. რო­გორც სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კა­ში ჩანს, თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე მეტი ფაქ­ტი გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში გა­მოვ­ლინ­და.

2014 წელს შსს-მ 13664,6 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ამო­ი­ღო. მათ შო­რის 12076,5 გრა­მი კა­ნა­ფი, 1312.3 გრა­მი ჰე­რო­ი­ნი და 191.3 გრა­მი მა­რი­ხუ­ა­ნა.

სა­შუ­ა­ლოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში, 10 000 მო­სახ­ლე­ზე 31.2% ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლია, ამათ­გან ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­იხ­მა­რენ მა­რი­ხუ­ა­ნას (შე­რე­უ­ლი) 19.2 %, ოპი­უმს 6.8 %, მე­ტა­დო­ნი 3.7 %.

ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა და მოხ­მა­რე­ბა, 45-ე და 273-ე მუხ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ჯა­რი­მას და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იმ ფონ­ზე, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ჯგუ­ფი მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას მო­ი­თხოვს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სას­ჯელს 490 პა­ტი­მა­რი იხ­დის.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა, მათ შო­რის ნარ­კო­ლო­გე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის გამო ადა­მი­ა­ნი არ უნდა და­ა­კა­ვონ. ამ მიზ­ნით დღეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია "არ და­ი­ჭი­რო" გა­ი­მარ­თე­ბა.

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ადა­მი­ა­ნი ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის გამო არ უნდა და­ი­ჭი­რო და ნარ­კო­მა­ნი­ის პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად მთავ­რო­ბამ, სხვა სა­ხის კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ა­ტა­როს.

- რამ­დე­ნად სწო­რი პო­ზი­ცია აქვს სა­ხელ­მწი­ფოს ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მი­მართ?

- ადა­მი­ა­ნის დას­ჯა იმის­თვის, რომ თვით­და­ზი­ა­ნე­ბის მეტი და­ნა­შა­უ­ლი არ აქვს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. გამ­სა­ღებ­ლე­ბი და შე­მომ­ტა­ნე­ბი უნდა ის­ჯე­ბოდ­ნენ. მე დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის მომ­ხრე ვარ, მაგ­რამ არა ლე­გა­ლი­ზე­ბის. ლე­გა­ლი­ზე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევრ საფრ­თხეს ვხე­დავ, რო­მელ­საც მოკ­ლედ ვერ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებ. უნდა ჩა­ტარ­დეს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ქმე­დი­თი, პრო­ფე­სი­უ­ლი დის­კუ­სი­ე­ბი, რისი გა­კე­თე­ბა სჯობს, როცა ასე­თი დიდი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას ქვე­ყა­ნა. კომ­პლექ­სუ­რად უნდა ჩა­ტარ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, სა­ქარ­თვე­ლო­ში სწორ საქ­მე­საც კი ვი­წყებთ ერთი სეგ­მენ­ტით. ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ანს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კრი­მი­ნა­ლუ­რად უქ­ციო, იმის­თვის, რომ მან მო­წია მა­რი­ხუ­ა­ნა, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია. ამ­დე­ნი და­სა­კარ­გი ადა­მი­ა­ნიც არ გვყავს.

- შსს აქ­ტი­ურ კამ­პა­ნი­ას ეწე­ვა სა­ხელ­წო­დე­ბით "არა ბი­ო­ნარ­კო­ტიკს", რას ფიქ­რობთ ამ კამ­პა­ნი­ა­ზე?

- ყო­ველ­თვის ვთვლი, რომ არაფ­რის კე­თე­ბას რა­ღა­ცის კე­თე­ბა სჯობს, მაგ­რამ არ მომ­წონ­და ეს კამ­პა­ნია. გა­მორ­ჩე­ვით, რომ "არა ბი­ო­ნარ­კო­ტიკს", ეს ნა­წი­ლი არ მომ­წონ­და. სხვა ნარ­კო­ტი­კე­ბი კარ­გია, თუ რა?! ეს რომ ყო­ფი­ლი­ყო სის­ტე­მუ­რი კამ­პა­ნია, დღეს ბი­ო­ნარ­კო­ტიკ­ზე გა­ა­ნათ­ლებ­დნენ ახალ­გაზ­რდებს, ხვალ ჰე­რო­ინ­ზე და ასე შემ­დეგ, იქ­ნე­ბო­და ლო­გი­კუ­რი. გა­მორ­ჩე­ვით, რომ მხო­ლოდ ბიო არა, სწო­რი არ არის. ბი­ო­ნარ­კო­ტი­კი იყი­დე­ბო­და ინ­ტე­რე­ნე­ტით, არ­სე­ბობს სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის პრობ­ლე­მაც. არ მიყ­ვარს ნა­ხევ­რა­დფაბ­რი­კა­ტი საქ­მე, რო­დე­საც არ­სე­ბობს სა­შუ­ა­ლე­ბა, საქ­მე გა­კეთ­დეს კომ­პლექ­სუ­რად. მომ­ხმა­რე­ბელს სჭირ­დე­ბა სხვა­ნა­ი­რი ზრუნ­ვა, ეს სა­ჭი­როა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, იმი­ტომ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ვერ მუ­შა­ობს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ იღებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის ეს დამ­ღუპ­ვე­ლია.

- გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და მომ­ხმა­რებ­ლის ასა­კი?

- ასა­კი ყო­ველ­თვის ახალ­გაზ­რდა იყო, ამ­ბო­ხე­ბის და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ასაკ­ში იწყე­ბენ ძი­რი­თა­დად. პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, და­სა­წყი­სად ასა­ხე­ლებს 14-15 წელს, თუმ­ცა არის უფრო ახალ­გაზ­რდა, 12 წლის ასა­კი.

ზურა სი­ხა­რუ­ლი­ძე (ნარ­კო­ლო­გი):

- არ არის სწო­რი ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლის და­კა­ვე­ბა. დამ­სჯე­ლო­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი შე­დეგს არ იძ­ლე­ვა. ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია არ ნიშ­ნავს იმას, ვი­საც რა უნდა, ის გა­ა­კე­თოს. სა­ხელ­მწი­ფომ გარ­კვე­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი უნდა შე­ი­მუ­შა­ოს. თუ ადა­მი­ა­ნი და­ა­ვა­დე­ბუ­ლია ნარ­კო­მა­ნი­ით, სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უნდა გა­უშ­ვას. მოხ­მა­რე­ბის გამო, ცი­ხე­ში არ უნდა ჩას­ვა. უნდა იყოს გარ­კვე­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მე­ბი. ციხე არ არის გა­მო­სა­ვა­ლი, სის­ტე­მა უნდა იყოს მწყობ­რი, უნდა შეძ­ლოს ადა­მი­ა­ნე­ბი დას­ჯის მა­გივ­რად, მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ოდ­ნენ. ცი­ხე­ში ყოფ­ნა არც პრე­ვენ­ცი­აა. რო­გო­რი და­ა­ვა­დე­ბუ­ლიც არ უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, როცა ის გა­მო­დის ცი­ხი­დან, ისევ უბ­რუნ­დე­ბა ნარ­კო­ტიკს. რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ უნდა იყოს, ერთი სი­გა­რე­ტის მო­წე­ვის გამო მო­ზარ­დი ცი­ხე­ში არ უნდა მი­დი­ო­დეს. ეს შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს სა­სარ­გებ­ლო შრო­მით, ფსი­ქო­ტე­რა­პევტთან ურ­თი­ერ­თო­ბით და ა.შ. უნდა ვი­პო­ვოთ მი­ზე­ზი, რა­ტომ მი­ვი­და ადა­მი­ა­ნი ნარ­კო­ტი­კე­ბამ­დე. და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­ზე კი უნდა ვიზ­რუ­ნოთ, ეს სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა, ეს მხო­ლოდ ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­და­დე­ბა­ში არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, ეს კრი­მი­ნა­ლურ ქცე­ვებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. უნდა გვქონ­დეს მძლავ­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაწ­ვდი­დეთ სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ას. გამ­სა­ღებ­ლე­ბის მი­მართ უნდა იყოს ძა­ლი­ან მკაც­რი მიდ­გო­მა. ვინც ეწე­ვა, ისე­დაც მო­წევს, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მა­ინც და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო უნდა შე­ე­ცა­დოს, რომ ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი და­ა­ვად­დეს.

- რა შე­დე­გი მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას შსს-ს კამ­პა­ნი­ამ "არა ბი­ო­ნარ­კო­ტიკს"?

- ბი­ო­ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა შემ­ცირ­და, ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი დარ­ჩა. კარ­გად იმუ­შა­ვა შსს-მ. ეს იყო ინ­ფორ­მი­რე­ბა­ზე და არა დას­ჯა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია. შსს-მ იმუ­შა­ვა შე­მო­ტა­ნის შემ­ცი­რე­ბა­ზე. გა­ი­გო ხალ­ხმა, რა ზი­ა­ნი მო­აქვს ბი­ო­ნარ­კო­ტიკს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

რამდენი ადამიანი ზის ციხეში ნარკოტიკების მოხმარების გამო და მოსახლეობის რამდენი პროცენტია ნარკოდამოკიდებული - უახლოესი მონაცემები და მტკივნეული თემის ანალიზი

რამდენი ადამიანი ზის ციხეში ნარკოტიკების მოხმარების გამო და მოსახლეობის რამდენი პროცენტია ნარკოდამოკიდებული - უახლოესი მონაცემები და მტკივნეული თემის ანალიზი

ნარკომანიის პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც აქტუალურია. შსს-ს ცნობით, 2014 წელს ნარკოდანაშაულის 8 134 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2013 წლის მონაცემებთან შედარებით ნაკლებია.

ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი სამცხე-ჯავახეთში.

შსს-ს ცნობით, ნარკოტიკულ საშუალებებს ყველაზე ხშირად 25-44 წლის ასაკის მამაკაცები მოიხმარენ. ქალი მომხმარებლების დადასტურებული რაოდენობა 0.9 %-ია. როგორც სამინისტროს სტატისტიკაში ჩანს, თბილისში ყველაზე მეტი ფაქტი გლდანი-ნაძალადევის რაიონში გამოვლინდა.

2014 წელს შსს-მ 13664,6 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. მათ შორის 12076,5 გრამი კანაფი, 1312.3 გრამი ჰეროინი და 191.3 გრამი მარიხუანა.

საშუალოდ, საქართველოში, 10 000 მოსახლეზე 31.2% ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელია, ამათგან ყველაზე მეტად მოიხმარენ მარიხუანას (შერეული) 19.2 %, ოპიუმს 6.8 %, მეტადონი 3.7 %.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და მოხმარება, 45-ე და 273-ე მუხლების თანახმად, ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმ ფონზე, როდესაც საზოგადოების ერთი ჯგუფი მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას მოითხოვს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცნობით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სასჯელს 490 პატიმარი იხდის.

საზოგადოების უმეტესობა, მათ შორის ნარკოლოგები და ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკების მოხმარების გამო ადამიანი არ უნდა დააკავონ. ამ მიზნით დღეს საპროტესტო აქცია "არ დაიჭირო" გაიმართება.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ადამიანი ნარკოტიკების მოხმარების გამო არ უნდა დაიჭირო და ნარკომანიის პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობამ, სხვა სახის კომპლექსური ღონისძიებები უნდა გაატაროს.

- რამდენად სწორი პოზიცია აქვს სახელმწიფოს ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ?

- ადამიანის დასჯა იმისთვის, რომ თვითდაზიანების მეტი დანაშაული არ აქვს, წარმოუდგენელია. გამსაღებლები და შემომტანები უნდა ისჯებოდნენ. მე დეკრიმინალიზაციის მომხრე ვარ, მაგრამ არა ლეგალიზების. ლეგალიზებაში ძალიან ბევრ საფრთხეს ვხედავ, რომელსაც მოკლედ ვერ ჩამოვაყალიბებ. უნდა ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები, ქმედითი, პროფესიული დისკუსიები, რისი გაკეთება სჯობს, როცა ასეთი დიდი პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა. კომპლექსურად უნდა ჩატარდეს ყველაფერი, საქართველოში სწორ საქმესაც კი ვიწყებთ ერთი სეგმენტით. ახალგაზრდა ადამიანს მთელი ცხოვრება კრიმინალურად უქციო, იმისთვის, რომ მან მოწია მარიხუანა, ეს დაუშვებელია. ამდენი დასაკარგი ადამიანიც არ გვყავს.

- შსს აქტიურ კამპანიას ეწევა სახელწოდებით "არა ბიონარკოტიკს", რას ფიქრობთ ამ კამპანიაზე?

- ყოველთვის ვთვლი, რომ არაფრის კეთებას რაღაცის კეთება სჯობს, მაგრამ არ მომწონდა ეს კამპანია. გამორჩევით, რომ "არა ბიონარკოტიკს", ეს ნაწილი არ მომწონდა. სხვა ნარკოტიკები კარგია, თუ რა?! ეს რომ ყოფილიყო სისტემური კამპანია, დღეს ბიონარკოტიკზე გაანათლებდნენ ახალგაზრდებს, ხვალ ჰეროინზე და ასე შემდეგ, იქნებოდა ლოგიკური. გამორჩევით, რომ მხოლოდ ბიო არა, სწორი არ არის. ბიონარკოტიკი იყიდებოდა ინტერენეტით, არსებობს სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემაც. არ მიყვარს ნახევრადფაბრიკატი საქმე, როდესაც არსებობს საშუალება, საქმე გაკეთდეს კომპლექსურად. მომხმარებელს სჭირდება სხვანაირი ზრუნვა, ეს საჭიროა მთელი საზოგადოებისთვის, იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილი, რომელიც ვერ მუშაობს, მონაწილეობას ვერ იღებს საზოგადოებრივ აქტივობებში, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს დამღუპველია.

- გაახალგაზრდავდა მომხმარებლის ასაკი?

- ასაკი ყოველთვის ახალგაზრდა იყო, ამბოხების და ექსპერიმენტების ასაკში იწყებენ ძირითადად. პაციენტების უმეტესი ნაწილი, დასაწყისად ასახელებს 14-15 წელს, თუმცა არის უფრო ახალგაზრდა, 12 წლის ასაკი.

ზურა სიხარულიძე (ნარკოლოგი):

- არ არის სწორი ნარკომომხმარებლის დაკავება. დამსჯელობითი ღონისძიებები შედეგს არ იძლევა. ლიბერალიზაცია არ ნიშნავს იმას, ვისაც რა უნდა, ის გააკეთოს. სახელმწიფომ გარკვეული მექანიზმი უნდა შეიმუშაოს. თუ ადამიანი დაავადებულია ნარკომანიით, სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გაუშვას. მოხმარების გამო, ციხეში არ უნდა ჩასვა. უნდა იყოს გარკვეული ადმინისტრაციული ჯარიმები. ციხე არ არის გამოსავალი, სისტემა უნდა იყოს მწყობრი, უნდა შეძლოს ადამიანები დასჯის მაგივრად, მკურნალობას გადიოდნენ. ციხეში ყოფნა არც პრევენციაა. როგორი დაავადებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, როცა ის გამოდის ციხიდან, ისევ უბრუნდება ნარკოტიკს. რაც შეეხება მარიხუანას დეკრიმინალიზაციას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს, ერთი სიგარეტის მოწევის გამო მოზარდი ციხეში არ უნდა მიდიოდეს. ეს შეიძლება შეიცვალოს სასარგებლო შრომით, ფსიქოტერაპევტთან ურთიერთობით და ა.შ. უნდა ვიპოვოთ მიზეზი, რატომ მივიდა ადამიანი ნარკოტიკებამდე. დაავადებულებზე კი უნდა ვიზრუნოთ, ეს სოციალური პრობლემაა, ეს მხოლოდ ინფექციური დაავადებების გადადებაში არ გამოიხატება, ეს კრიმინალურ ქცევებთან არის დაკავშირებული. უნდა გვქონდეს მძლავრი პრევენციული მექანიზმი და საზოგადოებას ვაწვდიდეთ სწორ ინფორმაციას. გამსაღებლების მიმართ უნდა იყოს ძალიან მკაცრი მიდგომა. ვინც ეწევა, ისედაც მოწევს, დაავადებული მაინც დაავადებული იქნება. სახელმწიფო უნდა შეეცადოს, რომ ნაკლები ადამიანი დაავადდეს.

- რა შედეგი მოუტანა ქვეყანას შსს-ს კამპანიამ "არა ბიონარკოტიკს"?

- ბიონარკოტიკის მოხმარება შემცირდა, ერთეული შემთხვევები დარჩა. კარგად იმუშავა შსს-მ. ეს იყო ინფორმირებაზე და არა დასჯაზე ორიენტირებული კამპანია. შსს-მ იმუშავა შემოტანის შემცირებაზე. გაიგო ხალხმა, რა ზიანი მოაქვს ბიონარკოტიკს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია