მალე "ჩემი ცოლის დაქალებში" გიორგი გაბუნია გამოჩნდება. ამის შესახებ გაზეთი "პრაიმ ტაიმი" წერს. გამოცემის ცნობით, ტელეჟურნალისტმა შემოთავაზება სერიალის ფროდაქშენისგან როგორც კი მიიღო, მაშინვე დათანხმდა. გაზეთისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა როლს შეასრულებს გიორგი. "პრაიმ ტაიმი" ამ თემაზე სერიალის პროდიუსერს, მიშა მშვილდაძეს ესაუბრა.
"მოდით, ეს სიურპრიზად დავტოვოთ. გიორგის ჩვენს სერიალში სულ მალე, დაახლოებით ორ კვირაში იხილავს მაყურებელი. საინტერესო იქნება, ნიჭიერი ადამიანია და დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს", - ამბობს მშვილდაძე.