ზაფხულის მოსვლას თბილისში, გასართობი ღონისძიებების სიმრავლე მოჰყვა. გუშინ ერთ-ერთ ასეთ საღამოზე ცნობილმა ადამიანებმა და ბიზნესმენებმა აკვა-პარკში ზაფხულის სეზონის შემოსვლა ერთად აღნიშნეს. კონცერტს პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
სტუმრების განწყობაზე რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ, ქეთი ორჯონიკიძემ, ანანო მჟავიამ და აჩიკო მეფარიძემ იზრუნეს. სცენაზე აჩიკო მეფარიძის გამოჩენას სტუმრები განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდნენ.
საღამო ფოიერვერკით დასრულდა.
თამარ ბოჭორიშვილი