ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი ნახატი "არსენალის მთა ღამით" სავარაუდოდ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. არსებული ინფორმაციით, ნახატი 800 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.
ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი ნახატი "არსენალის მთა ღამით" გასაყიდად კრისტის აუქციონზე იყო გატანილი. აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა. იგი ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო.
ტილო ბოლოს 2010 წელს გაიყიდა ლონდონის აუქციონზე. მანამდე იგი 2007 წელს ნიუ-იორკის სოტბის აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის აღნიშნული ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.