სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედაქალაქის დეფექტები: რა პრობლემები სტკივათ ყველაზე მეტად თბილისელებს
დედაქალაქის დეფექტები: რა პრობლემები სტკივათ ყველაზე მეტად თბილისელებს

თბი­ლის­ში უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლა­ქის მკვიდრთ თუ სტუმ­რებს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­თა ცვლი­ლე­ბის ფონ­ზე დე­და­ქა­ლა­ქიც იც­ვლის იერს, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბი პრობ­ლე­მე­ბად რჩე­ბა. Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რა აწუ­ხებს ყვე­ლა­ზე მე­ტად, დღეს დე­და­ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლებს. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­საზ­რე­ბებს მცი­რე გა­მო­კი­თხვით გა­ვე­ცა­ნით; გა­მოვ­კი­თხეთ სხვა­დას­ხვა ასა­კი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და მათ­თან სა­უბ­რი­სას დე­და­ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე "ნაკ­ლი" გა­მო­იკ­ვე­თა:

  • 1. თბი­ლი­სე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბით აწუ­ხებს ნა­გავმზი­დი მან­ქა­ნე­ბის მიერ შექ­მნი­ლი (და კი­დევ უფრო მე­ტად გამ­წვა­ვე­ბუ­ლი) სა­ცო­ბე­ბის პრობ­ლე­მა. თბი­ლის­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნაგ­ვის მან­ქა­ნებს, რომ­ლე­ბიც ურ­ნებს ცლი­ან. ისი­ნი, გარ­და იმი­სა, რომ სა­ცო­ბებს ქმნი­ან, საკ­მა­ოდ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნ­საც აყე­ნე­ბენ ქუ­ჩებ­ში. რა­ტომ არ ხდე­ბა ნაგ­ვის ურ­ნე­ბის ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში დაც­ლა და რა­ტომ ხდე­ბა მო­ქა­ლა­ქე იძუ­ლე­ბუ­ლი, სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად ჩარ­თუ­ლი იყოს თბი­ლი­სის ნაგ­ვის­გან გაწ­მენ­დის პრო­ცეს­ში?
  • 2. ასე­ვე მწვა­ვეა ნაგ­ვის ურ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყბა­და­ღე­ბუ­ლი თემა: მუდ­მი­ვად სავ­სე ურ­ნე­ბი, რო­მელ­შიც, დიდი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მო­ქა­ლა­ქე ნა­გავს ვერ ჩა­აგ­დებს. რა­ტომ არ ხდე­ბა თა­ვის დრო­ზე ნაგ­ვის ურ­ნე­ბის დაც­ლა? იქ­ნებ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ურნა არ დგას ქა­ლაქ­ში? თუ და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის არას­წორ მუ­შა­ო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს ეს ყვე­ლა­ფე­რი?
  • 3. თბი­ლი­სე­ლებს აწუ­ხებთ საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი სკვე­რე­ბის სიმ­რავ­ლე ქა­ლაქ­ში. არ­სე­ბობს სკვე­რე­ბი, სა­დაც ბავ­შვე­ბი უნდა თა­მა­შობ­დნენ, მაგ­რამ იმის გამო, რომ მათ უკვე გა­უ­ვი­დათ სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო ვადა, მშობ­ლე­ბი ში­შო­ბენ, რომ მათი შვი­ლე­ბის გაშ­ვე­ბა უსაფრ­თხო არ არის ისეთ სკე­ვე­რებ­ში, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ინ­გრეს ძვე­ლი კონ­სტუქ­ცი­ე­ბი.
  • 4. ქა­ლა­ქის ჰა­ე­რი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას აკე­თებს მე­რია იმის­თვის, რომ ქა­ლაქ­ში მეტი ჟანგბა­დი გაჩ­ნდეს.
  • 5. უსა­ხუ­რი ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­და იმი­სა, რომ გა­რე­მოს და ფა­სადს აუშ­ნო­ე­ბენ, ბავ­შვე­ბის სა­თა­მა­შო სივ­რცეს იტა­ცე­ბენ.
  • 6. გზებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ორ­მო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლის მან­ქა­ნის ნორ­მა­ლურ გა­და­ად­გი­ლე­ბას და ზოგ­ჯერ სე­რი­ო­ზულ სა­შიშ­რო­ე­ბას უქ­მნის ტრან­სპორ­ტს.
  • 7. დაბ­ლო­კი­ლი ტრო­ტუ­ა­რე­ბი, სა­დაც ვერ გა­ივ­ლის ეტ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი - ტრო­ტუ­არ­ზე ად­გი­ლი არ არის, რომ მშო­ბელ­მა შვი­ლი ეტ­ლით ატა­როს ან შშმ პირი გა­და­ად­გილ­დეს.
  • 8. სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ასე­ვე ვე­ლოტ­რა­სე­ბის არარ­სე­ბო­ბა. სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლი და უბ­რა­ლოდ, ვე­ლო­სი­პე­დით მგზავ­რო­ბის მსურ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თუ ტუ­რის­ტე­ბი უსაფრ­თხოდ მგზავ­რო­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, სად და რო­დის გეგ­მავს ქა­ლა­ქის მე­რია თბი­ლი­სის ვე­ლოტ­რა­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.
  • 9. ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით ისე­თი ად­გი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე თუ ტუ­რის­ტი ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას შეძ­ლებს.

მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ დას­მულ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად Ambebi.ge შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს და­უ­კავ­შირ­და და ამ სტა­ტი­ა­ში ყვე­ლა პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის პო­ზი­ცი­ას და თბი­ლი­სის მე­რი­ის შე­მუ­შა­ვე­ბულ პრო­ექ­ტებს გთა­ვა­ზობთ.

1.თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცი­ა­ლუ­რი ნა­გავმზი­დი მან­ქა­ნე­ბი სა­ცო­ბე­ბის წარ­მო­შო­ბის ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი არ არის. პი­კის სა­ა­თებ­ში დე­და­ქა­ლაქს 38 დიდი და 11 მცი­რე გა­ბა­რი­ტი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი ნა­გავმზი­დი მან­ქა­ნა ემ­სა­ხუ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­სე­ბობს ქუ­ჩე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც "სა­ცო­ბე­ბის" თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, სა­მუ­შაო დღე­ებ­ში (08:00 სთ-დან - 11:00 სთ-მდე და 18:00 სთ-დან - 21:00 სთ-მდე) ნა­გავმზი­დი მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა უნდა შე­ი­ზღუ­დოს.

მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი"-ს ნა­გავმზი­დი სპეც­მან­ქა­ნე­ბის სა­მუ­შაო გრა­ფი­კი 06:00 სთ-დან იწყე­ბა და ნარ­ჩე­ნე­ბის შეგ­რო­ვე­ბა 24:00 სა­ა­თამ­დე, უწყვეტ რე­ჟიმ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რის დაც­ლა, სა­შუ­ა­ლოდ, 3-4-ჯერ ხდე­ბა. სა­მუ­შა­ო­ე­ბი ორ ეტა­პად სრულ­დე­ბა. დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან (ამ პე­რი­ოდ­ში ამ­თავ­რებს მუ­შა­ო­ბას ოფი­სე­ბი, ბან­კე­ბი, და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი და სხვა) 18:00 სა­ა­თი­დან 20:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში გროვ­დე­ბა.

"აღ­ნიშ­ნულ დროს ნარ­ჩე­ნე­ბის გა­ტა­ნის შე­წყვე­ტა, გა­მო­იწ­ვევს დე­და­ქა­ლაქ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ნა­გავ­შემ­კრე­ბი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის გა­დავ­სე­ბას, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­იწ­ვევს ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ას და შე­სა­ბა­მი­სად მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას. 18:00 სთ-დან მუ­შა­ო­ბის შე­ზღუდ­ვამ შე­საძ­ლე­ბე­ლია შეგ­ვიქ­მნას პრობ­ლე­მე­ბი, აქვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სე­ზო­ნუ­რო­ბა, რად­გან ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ნარ­ჩე­ნი ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე სხვა სე­ზონ­ზე (ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ სე­ზო­ნუ­რო­ბის მი­ხედ­ვით პრო­ცენ­ტუ­ლად იც­ვლე­ბა ნარ­ჩე­ნე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა. გა­ზა­ფხულ-ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ძლი­ე­რი სი­ცხის დროს კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი სა­სურ­ვე­ლია და­ი­ცა­ლოს უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად, ვი­ნა­ი­დან ამ პე­რი­ოდ­ში წარ­მო­იქ­მნე­ბა შე­და­რე­ბით მეტი სვე­ლი ნარ­ჩე­ნი, რო­მე­ლიც ორ­თქლდე­ბა უფრო სწრა­ფად და იწ­ვევს არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნს, ამ პე­რი­ოდ­ში თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბით ირე­ცხე­ბა კო­ტე­ი­ნე­რე­ბი",-აღ­ნიშ­ნა­ვენ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში.

2. ურ­ნე­ბის მუდ­მი­ვად გავ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას თბი­ლი­სის მე­რია ასე პა­სუ­ხობს: ვი­ნა­ი­დან ქა­ლა­ქი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბას აგ­რძე­ლებს, თბი­ლი­სის მე­რი­ას ინე­ტე­რეს­თა გა­მო­ხატ­ვა აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რათა ახა­ლი სპე­ცტექ­ნი­კის შე­ძე­ნა მოხ­დეს. ასე­ვე და­გეგ­მი­ლია 7400 კონ­ტე­ი­ნე­რის ეტა­პობ­რი­ვად შეს­ყიდ­ვა, რაც და­მა­ტე­ბით გან­თავ­სდე­ბა თბი­ლი­სის იმ უბ­ნებ­ში, სა­დაც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად დგას, ასე­ვე, ჩა­ნაც­ვლდე­ბა ის კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი, რო­მე­ლიც აღარ ჩა­ით­ვლე­ბა ვარ­გი­სი­ა­ნად. ამ ეტაპ­ზე უკვე გან­თავ­სდა 1000 ცალი ახა­ლი ნა­გავ­შემ­კრე­ბი კონ­ტე­ი­ნე­რი ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით. თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე შეს­ყი­დუ­ლია და მალე დე­და­ქა­ლა­ქის მას­ტა­ბით კი­დევ და­ე­მა­ტე­ბა ლი­თო­ნის და პლასტმა­სის ნა­გავ­შემ­კრე­ბი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი.

3. რაც შე­ე­ხე­ბა სკვე­რე­ბის პრობ­ლე­მას, ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სკვე­რე­ბი­სა და პარ­კე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი სკვე­რე­ბის სრულ რე­კონ­სტრუქ­ცი­ას: სა­ბა­ღე ინ­ვენ­ტა­რის, მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, გა­ნა­თე­ბი­სა თუ სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბის აღ­დგე­ნას, ბი­ლი­კე­ბის მო­წყო­ბა­სა და გამ­წვა­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015 წლის ბი­უ­ჯე­ტით შემ­დე­გი სკვე­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აა და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი: 1. თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი სკვე­რი; 2. წი­ნან­დლის შე­სახ. #11-ის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი სკვე­რი; 3. კრწა­ნი­სის ქ. #7-7ა-ს მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი სკვე­რი; 4. ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზირ­ზე სას­ტუმ­რო "მე­ტე­ხის" მიმ­დე­ბა­რე ფერ­დო­ბის აღ­დგე­ნა; 5. ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამზ. მე-2 კვარ­ტალ­ში არ­სე­ბუ­ლი სკვე­რი; 6. სან­დრო ეუ­ლის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბუ­ლი ხე­ი­ვა­ნი; 7. პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე, ვაჟა -ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი­დან კან­დე­ლა­კის ქუ­ჩამ­დე არ­სე­ბუ­ლი ხე­ივ­ნის მო­წყო­ბა; აღ­ნიშ­ნულ სკვე­რებ­სა და ხე­ივ­ნებ­ში სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დას­რულ­დე­ბა.

არ­სე­ბობს ასე­ვე იმ სკვე­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­თა პრო­ექ­ტი­რე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს და რო­მელ­თა რე­კონ­სტრუქ­ცია ასე­ვე 2015 წლის ბო­ლომ­დე უნდა დას­რულ­დეს: 1. მა­ი­ა­კოვ­სკის ძეგლის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი; 2. ჯა­ვა­ხე­თი­სა და სუ­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ში არ­სე­ბუ­ლი სკვე­რი; 3. ნა­ძა­ლა­დე­ვის მეტ­როს მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი სკვე­რი; 4. დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი; (180 ჰა ფარ­თობ­ზე პარ­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია).

4. ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად თბი­ლი­სის მე­რი­ას ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გია აქვს: "ერ­თი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნით, ახლო მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას თბი­ლი­სის მე­რია წა­რუდ­გენს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გეგ­მას, რო­მე­ლიც, პირ­ველ რიგ­ში, ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას, საწ­ვა­ვის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბას და, რა თქმა უნდა, გამ­წვა­ნე­ბის მი­ზან­მი­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს გუ­ლის­ხმობს",- აცხა­დე­ბენ თბი­ლი­სი მე­რი­ა­ში.

5. უსა­ხურ ავ­ტო­ფა­რე­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­რი­ა­ში შემ­დეგ კო­მენ­ტარს აკე­თე­ბენ: "უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იწყე­ბა საქ­მის წარ­მო­ე­ბა. იწე­რე­ბა მი­თი­თე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დე­ბით, შემ­დეგ ეტაპ­ზე ასე­ვე გან­სა­ზღვრულ ვა­დებ­ში დგე­ბა შე­მოწ­მე­ბის აქტი და აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ, თუ პრობ­ლე­მა არ მოგ­ვარ­და, გა­მო­ი­ცე­მა ჯა­რი­მი­სა და დე­მონ­ტა­ჟის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა."

6. რაც შე­ე­ხე­ბა გზებ­ზე არ­სე­ბულ ორ­მო­ებს, თბი­ლი­სის მე­რია ორ­მო­უ­ლე­ბის ამოვ­სე­ბა­ზე მუ­შა­ობს. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია თბი­ლი­სის 100-ზე მეტ ქუ­ჩას ჩა­უ­ტარ­დე­ბა. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქუ­ჩებ­ზე სხვა­დას­ხვა დროს დამ­თავ­რდე­ბა, თუმ­ცა ეს პე­რი­ო­დი, ძი­რი­თა­დად, 2015 წლის ზა­ფხუ­ლის თვე­ებს მო­ი­ცავს.

7. დაბ­ლო­კი­ლი ტრო­ტუ­ა­რე­ბის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი მო­ტი­ნო­რინგს ახორ­ცი­ე­ლებს: "ტრო­ტუ­ა­რებ­ზე პარ­კი­რე­ბა, რო­მე­ლიც ზღუ­დავს ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა, მათ შო­რის შშმპ გა­და­ად­გი­ლე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად საფრ­თხეს ქმნის საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის კუ­თხით, ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ქვე­შაა. სწო­რედ ამის გამო წელს გა­უქ­მე­ბუ­ლია ტრო­ტუ­არ­ზე პარ­კი­რე­ბის სა­მა­სამ­დე ად­გი­ლი და ეს პრო­ცე­სი კვლავ გრძელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ძი­რი­თა­დი სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტე­ბია: სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სი და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ",-აღ­ნიშ­ნა­ვენ მე­რი­ა­ში.

8. ვე­ლოტ­რა­სე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით მუ­შა­ობს თუ არა თბი­ლი­სის მე­რია, რა კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვა­დე­ბი არ­სე­ბობს ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად, ambebi.ge-თვის ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია.

9. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტუ­ა­ლე­ტებს: თბი­ლი­სის კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის 200 000 ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი, ხოლო პრო­ექ­ტი­რე­ბის­თვის - 6 700 ლარი. თბი­ლი­სის მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის მო­წყო­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბა­ზე ტენ­დე­რი უკვე გა­მო­ა­ცხა­და. პრო­ექ­ტი­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­დე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია 2 თვე­ში და­ი­წყებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას. დე­და­ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით და­გეგ­მი­ლია 5 სა­პირ­ფა­რე­შოს მო­წყო­ბა. კერ­ძოდ, მო­ე­წყო­ბა ჩა­ჩა­ვას ქუ­ჩა­ზე - ყო­ფი­ლი რკი­ნიგ­ზის სა­ა­ვად­მყო­ფოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რის #7-ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან, დი­ღომ­ში - ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ვე­რის პარკში.

გა­უ­ზი­ა­რეთ თქვენს უცხო­ელ მე­გობ­რებს| The capital’s defects: What things bother Tbilisians the most?

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

დედაქალაქის დეფექტები: რა პრობლემები სტკივათ ყველაზე მეტად თბილისელებს

დედაქალაქის დეფექტები: რა პრობლემები სტკივათ ყველაზე მეტად თბილისელებს

თბილისში უამრავი პრობლემა არსებობს, რომელიც დედაქალაქის მკვიდრთ თუ სტუმრებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ხელისუფლებათა ცვლილების ფონზე დედაქალაქიც იცვლის იერს, მაგრამ პრობლემები პრობლემებად რჩება. Ambebi.ge დაინტერესდა, რა აწუხებს ყველაზე მეტად, დღეს დედაქალაქის მცხოვრებლებს. მოქალაქეების მოსაზრებებს მცირე გამოკითხვით გავეცანით; გამოვკითხეთ სხვადასხვა ასაკისა და სოციალური სტატუსის მოქალაქეები და მათთან საუბრისას დედაქალაქის რამდენიმე "ნაკლი" გამოიკვეთა:

  • 1. თბილისელებს განსაკუთრებით აწუხებს ნაგავმზიდი მანქანების მიერ შექმნილი (და კიდევ უფრო მეტად გამწვავებული) საცობების პრობლემა. თბილისში ხშირად შეხვდებით დღის განმავლობაში, ნაგვის მანქანებს, რომლებიც ურნებს ცლიან. ისინი, გარდა იმისა, რომ საცობებს ქმნიან, საკმაოდ არასასიამოვნო სუნსაც აყენებენ ქუჩებში. რატომ არ ხდება ნაგვის ურნების ღამის განმავლობაში დაცლა და რატომ ხდება მოქალაქე იძულებული, სურვილის მიუხედავად ჩართული იყოს თბილისის ნაგვისგან გაწმენდის პროცესში?
  • 2. ასევე მწვავეა ნაგვის ურნებთან დაკავშირებული ყბადაღებული თემა: მუდმივად სავსე ურნები, რომელშიც, დიდი სურვილის მიუხედავად, მოქალაქე ნაგავს ვერ ჩააგდებს. რატომ არ ხდება თავის დროზე ნაგვის ურნების დაცლა? იქნებ საკმარისი რაოდენობის ურნა არ დგას ქალაქში? თუ დასუფთავების სამსახურის არასწორ მუშაობაზე მიუთითებს ეს ყველაფერი?
  • 3. თბილისელებს აწუხებთ საფრთხისშემცველი სკვერების სიმრავლე ქალაქში. არსებობს სკვერები, სადაც ბავშვები უნდა თამაშობდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ მათ უკვე გაუვიდათ საექსპლუატაციო ვადა, მშობლები შიშობენ, რომ მათი შვილების გაშვება უსაფრთხო არ არის ისეთ სკევერებში, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს ძველი კონსტუქციები.
  • 4. ქალაქის ჰაერი დაბინძურებულია. საინტერესოა, რას აკეთებს მერია იმისთვის, რომ ქალაქში მეტი ჟანგბადი გაჩნდეს.
  • 5. უსახური ავტოფარეხები, რომლებიც გარდა იმისა, რომ გარემოს და ფასადს აუშნოებენ, ბავშვების სათამაშო სივრცეს იტაცებენ.
  • 6. გზებზე არსებული ორმოები, რომლებიც ხელს უშლის მანქანის ნორმალურ გადაადგილებას და ზოგჯერ სერიოზულ საშიშროებას უქმნის ტრანსპორტს.
  • 7. დაბლოკილი ტროტუარები, სადაც ვერ გაივლის ეტლის საჭიროების მქონე ადამიანი - ტროტუარზე ადგილი არ არის, რომ მშობელმა შვილი ეტლით ატაროს ან შშმ პირი გადაადგილდეს.
  • 8. სერიოზული პრობლემაა ასევე ველოტრასების არარსებობა. სპორტის მოყვარული და უბრალოდ, ველოსიპედით მგზავრობის მსურველი მოქალაქეები თუ ტურისტები უსაფრთხოდ მგზავრობას ვერ ახერხებენ. საინტერესოა, სად და როდის გეგმავს ქალაქის მერია თბილისის ველოტრასებით უზრუნველყოფას.
  • 9. ქალაქის მასშტაბით ისეთი ადგილების არარსებობა, სადაც მოქალაქე თუ ტურისტი ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შეძლებს.

მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად Ambebi.ge შესაბამის უწყებებს დაუკავშირდა და ამ სტატიაში ყველა პრობლემასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებების პოზიციას და თბილისის მერიის შემუშავებულ პროექტებს გთავაზობთ.

1.თბილისის მერიის ინფორმაციით, სპეციალური ნაგავმზიდი მანქანები საცობების წარმოშობის ძირითადი ფაქტორი არ არის. პიკის საათებში დედაქალაქს 38 დიდი და 11 მცირე გაბარიტიანი სპეციალური ნაგავმზიდი მანქანა ემსახურება. აღსანიშნავია, რომ არსებობს ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ”საცობების” თავიდან აცილების მიზნით, სამუშაო დღეებში (08:00 სთ-დან - 11:00 სთ-მდე და 18:00 სთ-დან - 21:00 სთ-მდე) ნაგავმზიდი მანქანების გადაადგილება უნდა შეიზღუდოს.

მერიის ინფორმაციით შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს ნაგავმზიდი სპეცმანქანების სამუშაო გრაფიკი 06:00 სთ-დან იწყება და ნარჩენების შეგროვება 24:00 საათამდე, უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. თითოეული კონტეინერის დაცლა, საშუალოდ, 3-4-ჯერ ხდება. სამუშაოები ორ ეტაპად სრულდება. დღე-ღამის განმავლობაში, ყველაზე დიდი რაოდენობის ნარჩენები მოსახლეობიდან და ორგანიზაციებიდან (ამ პერიოდში ამთავრებს მუშაობას ოფისები, ბანკები, დაწესებულებები, მაღაზიები და სხვა) 18:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში გროვდება.

”აღნიშნულ დროს ნარჩენების გატანის შეწყვეტა, გამოიწვევს დედაქალაქში განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების გადავსებას, რაც ავტომატურად გამოიწვევს ანტისანიტარიას და შესაბამისად მოსახლეობის უკმაყოფილებას. 18:00 სთ-დან მუშაობის შეზღუდვამ შესაძლებელია შეგვიქმნას პრობლემები, აქვე გასათვალისწინებელია სეზონურობა, რადგან ზამთრის პერიოდში ნარჩენი ნაკლებია, ვიდრე სხვა სეზონზე (ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სეზონურობის მიხედვით პროცენტულად იცვლება ნარჩენების შემადგენლობა. გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ძლიერი სიცხის დროს კონტეინერები სასურველია დაიცალოს უფრო ინტენსიურად, ვინაიდან ამ პერიოდში წარმოიქმნება შედარებით მეტი სველი ნარჩენი, რომელიც ორთქლდება უფრო სწრაფად და იწვევს არასასიამოვნო სუნს, ამ პერიოდში თბილსერვის ჯგუფის სპეციალური ტექნიკის დახმარებით ირეცხება კოტეინერები”,-აღნიშნავენ თბილისის მერიაში.

2. ურნების მუდმივად გავსებულ რეალობას თბილისის მერია ასე პასუხობს: ვინაიდან ქალაქი განაშენიანებას აგრძელებს, თბილისის მერიას ინეტერესთა გამოხატვა აქვს გამოცხადებული, რათა ახალი სპეცტექნიკის შეძენა მოხდეს. ასევე დაგეგმილია 7400 კონტეინერის ეტაპობრივად შესყიდვა, რაც დამატებით განთავსდება თბილისის იმ უბნებში, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად დგას, ასევე, ჩანაცვლდება ის კონტეინერები, რომელიც აღარ ჩაითვლება ვარგისიანად. ამ ეტაპზე უკვე განთავსდა 1000 ცალი ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი ქალაქის მასშტაბით. თბილისის მერიის ინფორმაციით, უკვე შესყიდულია და მალე დედაქალაქის მასტაბით კიდევ დაემატება ლითონის და პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერები.

3. რაც შეეხება სკვერების პრობლემას, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ინიციატივით, სკვერებისა და პარკების რეაბილიტაციის პროგრამა ხორციელდება, რომელიც კონკრეტული სკვერების სრულ რეკონსტრუქციას: საბაღე ინვენტარის, მიწისქვეშა კომუნიკაციების, განათებისა თუ სარწყავი სისტემების აღდგენას, ბილიკების მოწყობასა და გამწვანებას ითვალისწინებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტით შემდეგი სკვერების რეაბილიტაციაა დაფინანსებული: 1. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარედ არსებული სკვერი; 2. წინანდლის შესახ. #11-ის მიმდებარედ არსებული სკვერი; 3. კრწანისის ქ. #7-7ა-ს მიმდებარედ არსებული სკვერი; 4. ქეთევან დედოფლის გამზირზე სასტუმრო “მეტეხის” მიმდებარე ფერდობის აღდგენა; 5. ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-2 კვარტალში არსებული სკვერი; 6. სანდრო ეულის ქუჩაზე არსებული ხეივანი; 7. პეკინის გამზირზე, ვაჟა -ფშაველას გამზირიდან კანდელაკის ქუჩამდე არსებული ხეივნის მოწყობა; აღნიშნულ სკვერებსა და ხეივნებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მერიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დასრულდება.

არსებობს ასევე იმ სკვერების ჩამონათვალი, რომელთა პროექტირების სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს და რომელთა რეკონსტრუქცია ასევე 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს: 1. მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული; 2. ჯავახეთისა და სუხიშვილის ქუჩების კვეთაში არსებული სკვერი; 3. ნაძალადევის მეტროს მიმდებარედ არსებული სკვერი; 4. დენდროლოგიური პარკი; (180 ჰა ფართობზე პარკის რეაბილიტაცია).

4. ქალაქში არსებული დაბინძურებული ჰაერის პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მერიას ერთიანი სტრატეგია აქვს: ”ერთიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ახლო მომავალში საქართველოს მთავრობას თბილისის მერია წარუდგენს აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი კომპლექსური ღონისძიებების გეგმას, რომელიც, პირველ რიგში, ქალაქში არსებული ავტომობილების ტექდათვალიერების საჭიროებას, საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღებას და, რა თქმა უნდა, გამწვანების მიზანმიმართულ ღონისძიებებს გულისხმობს”,- აცხადებენ თბილისი მერიაში.

5. უსახურ ავტოფარეხებთან დაკავშირებით მერიაში შემდეგ კომენტარს აკეთებენ: ”უკანონო მშენებლობის შემთხვევაში, იწყება საქმის წარმოება. იწერება მითითება განსაზღვრული ვადებით, შემდეგ ეტაპზე ასევე განსაზღვრულ ვადებში დგება შემოწმების აქტი და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თუ პრობლემა არ მოგვარდა, გამოიცემა ჯარიმისა და დემონტაჟის განხორციელების შესახებ დადგენილება.”

6. რაც შეეხება გზებზე არსებულ ორმოებს, თბილისის მერია ორმოულების ამოვსებაზე მუშაობს. რეაბილიტაცია თბილისის 100-ზე მეტ ქუჩას ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვადასხვა ქუჩებზე სხვადასხვა დროს დამთავრდება, თუმცა ეს პერიოდი, ძირითადად, 2015 წლის ზაფხულის თვეებს მოიცავს.

7. დაბლოკილი ტროტუარების პრობლემის მოსაგვარებლად ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მოტინორინგს ახორციელებს: ”ტროტუარებზე პარკირება, რომელიც ზღუდავს ფეხით მოსიარულეთა, მათ შორის შშმპ გადაადგილებას და შესაბამისად საფრთხეს ქმნის საგზაო მოძრაობის კუთხით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მხრიდან მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა. სწორედ ამის გამო წელს გაუქმებულია ტროტუარზე პარკირების სამასამდე ადგილი და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. აღნიშნულის მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტებია: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ”,-აღნიშნავენ მერიაში.

8. ველოტრასების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მუშაობს თუ არა თბილისის მერია, რა კონკრეტული პროექტები და მათი განხორციელების ვადები არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ambebi.ge-თვის ამ ეტაპზე უცნობია.

9. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტუალეტებს: თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო პროექტირებისთვის - 6 700 ლარი. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტირების დასრულების შემდეგ ტენდერი გამოცხადდება მშენებლობაზე. ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2 თვეში დაიწყებს საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობას. დედაქალაქის მასშტაბით დაგეგმილია 5 საპირფარეშოს მოწყობა. კერძოდ, მოეწყობა ჩაჩავას ქუჩაზე - ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის #7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, დიღომში - ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვერის პარკში.

გაუზიარეთ თქვენს უცხოელ მეგობრებს| The capital’s defects: What things bother Tbilisians the most?

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია