პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივნისის ნომერი გამოვიდა
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივნისის ნომერი გამოვიდა

ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, "ის­ტო­რი­ა­ნის" ივ­ნი­სის ნომ­რის მთა­ვა­რი თე­მე­ბი

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, "ის­ტო­რი­ა­ნის" ივ­ნი­სის ნო­მე­რი #6 (54), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

ჰიტ­ლე­რის უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბი - (მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის პი­რად არ­ქივ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი უნი­კა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით)

ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის ტაო-კლარ­ჯეთ­ში მო­წყო­ბილ ექ­სპე­დი­ცი­ა­თა მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლი­სას და­ვინ­ტე­რეს­დით რე­ჟი­სორ მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის არ­ქი­ვით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ინა­ხე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 1917 წელს ტაო-კლარ­ჯეთ­ში თა­ვის რი­გით მე­სა­მე ექ­სპე­დი­ცი­ა­ში ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვილს მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი ახ­ლდა. რე­ჟი­სორ­მა დიდი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია ექ­სპე­დი­ცი­ას, რა­საც თა­ვად ექ­ვთი­მეც არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნავ­და. არ­ქივ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტმა, რო­მე­ლიც ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის ლი­დერს - ჰიტ­ლერს ეხე­ბო­და. სა­უ­ბა­რი იყო ფი­უ­რე­რის ცხოვ­რე­ბის ბოლო დღე­ებ­ზე, ე.წ. ბუნ­კე­რის პე­რი­ოდ­ზე, ასე­ვე მის თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე. მა­სა­ლა ერთი შე­ხედ­ვი­თაც მე­ტყვე­ლებ­და, რომ საქ­მე გვქონ­და იმ დრო­ის­თვის "სა­ი­დუმ­ლო" გრი­ფით და­ცულ დო­კუ­მენ­ტებ­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელს აშ­კა­რად კა-გე-ბეს ფონ­დე­ბი­დან ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. ამას ისიც ადას­ტუ­რებს, რომ მსგავ­სი ში­ნა­არ­სის სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბი საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბის სპე­ც­ფონ­დებ­ში ინა­ხე­ბო­და.

ჰიტ­ლე­რის თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მო­კავ­ში­რე­ებ­მა ცალ-ცალ­კე შექ­მნეს სა­გა­მომ­ძი­ებ­ლო ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰიტ­ლე­რის ბუნ­კერ­ში მყოფ­თა შე­სა­ხებ ყვე­ლა სა­ხის მა­სა­ლას აგ­რო­ვებ­დნენ. საბ­ჭო­თა მხა­რე ამ თვალ­საზ­რი­სით მდი­დარ მა­სა­ლას ფლობ­და. საბ­ჭო­თა სა­გა­მომ­ძი­ებ­ლო ჯგუ­ფის მა­სა­ლის გარ­და, ყვე­ლა სხვა სა­ხელ­მწი­ფოს შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბის ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე გა­სა­ჯა­როვ­და. გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო საბ­ჭო­თა უშიშ­რო­ე­ბა, რომ­ლის მა­სა­ლებს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ედო გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო". 2000 წელს მოს­კოვ­ში გა­მო­ვი­და აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის კრე­ბუ­ლი. მათი შეს­წავ­ლა ცხად­ყოფს, რომ მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის არ­ქივ­ში და­ცუ­ლია სწო­რედ ამ მა­სა­ლის ერთი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც რე­ჟი­სორს სჭირ­დე­ბო­და მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის­თვის - "ბერ­ლი­ნის და­ცე­მა". იმ დრო­ის­თვის ეს იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის არ­ქივ­ში შე­მო­ნა­ხუ­ლი მა­სა­ლა ნა­წი­ლობ­რივ გან­სხვავ­დე­ბა რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის არ­ქივ­ში და­ცუ­ლი მა­სა­ლის­გან. რო­გორც ჩანს, რე­ჟი­სო­რის­თვის გად­მო­ცე­მუ­ლი ზო­გი­ერ­თი დო­კუ­მენ­ტი უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ შედ­გე­ნი­ლი მოკ­ლე ვა­რი­ან­ტე­ბია და არა მთლი­ა­ნი და­კი­თხვის ოქ­მე­ბი. ამას­თან, მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელს ხელი მი­უწ­ვდე­ბო­და ინ­გლი­სელ­თა და ამე­რი­კელ­თა გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ზეც...

ვა­ტერ­ლოო - ის­ტო­რი­ის შე­მობ­რუ­ნე­ბა

ვა­ტერ­ლო­ოს ბრძო­ლა ნა­პო­ლე­ო­ნის, ამ დი­ა­დი სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კუ­რი გე­ნი­ის უკა­ნას­კნე­ლი, ძა­ლუ­მი ამო­სუნ­თქვა და საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი იმ­პე­რი­ის და­სას­რუ­ლი იყო. ამ ბრძო­ლით დას­რულ­და ნა­პო­ლე­ო­ნის ომე­ბის ეპო­ქა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ასი დღე" ნა­პო­ლე­ო­ნის­თვის წა­რუ­მა­ტებ­ლად წა­რი­მარ­თა, მის ბო­ბო­ქარ ცხოვ­რე­ბა­ში წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა. ამ ბრძო­ლა­ში მო­ი­პო­ვა დი­დე­ბა ინ­გლი­სელ­თა იმ დრო­ის ერთ-ერ­თმა სა­უ­კე­თე­სო სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წემ, სერ არ­ტურ უელსლიმ, ვე­ლინგტო­ნის ჰერ­ცოგ­მა. იგი პირ­ვე­ლად და­უ­პი­რის­პირ­და ნა­პო­ლე­ონს და თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ნიჭი კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნა. გა­მო­სარ­ჩე­ვია ნა­პო­ლე­ო­ნის ომე­ბის კო­ლო­რი­ტუ­ლი ფი­გუ­რის, პრუ­სი­ე­ლი ფელდმარშლის, გე­ბ­ჰარდ ლი­ბე­რეხტ ფონ ბლი­უ­ხე­რის სი­მა­მა­ცე და გა­მარ­ჯვე­ბის წყურ­ვი­ლი. სწო­რედ მისი დახ­მა­რე­ბით შეძ­ლო ვე­ლინგტონ­მა იმ­პე­რი­ის უძ­ლე­ვე­ლი არ­წი­ვის და­მარ­ცხე­ბა და დი­დე­ბის მო­პო­ვე­ბა. ვა­ტერ­ლო­ოს ბრძო­ლა თავ­დაც­ვი­თი ბრძო­ლის მშვე­ნი­ე­რი ნი­მუ­შია, ასე­ვე კარ­გად ჩანს, რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სის­წრა­ფე­სა და დრო­ულ ინ­ფორ­მი­რე­ბას, ინი­ცი­ა­ტი­ვის უნარს სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რებ­ში, ბრძო­ლის ველს, ამინდსა და საბ­რძო­ლო პო­ზი­ცი­ებს.

რა­რი­ტე­ტუ­ლი წიგ­ნი "მცხე­თა და მისი ტა­ძა­რი სვე­ტი­ცხო­ვე­ლი"

რე­დაქ­ცი­ა­ში რა­რი­ტე­ტუ­ლი წიგ­ნი მო­ი­ტა­ნეს. აი, ისე­თი, სურ­ვილს რომ გა­გი­ჩენს, მკვლევ­რის თეთ­რი ხელ­თათ­მა­ნი მო­ირ­გო, გა­და­ფურ­ცლო და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის უძ­ვე­ლეს პე­რი­ოდ­ში ამოჰ­ყო თავი. წიგ­ნი 115 წლის შემ­დე­გაც შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ავ­ტო­რი "ვინ­მე" (თუ რა­ტომ "ვინ­მე", ამა­ზე ქვე­მოთ) ნატ­რო­ე­ვია, წიგნს კი ასე ჰქვია - "მცხე­თა და მისი ტა­ძა­რი სვე­ტი­ცხო­ვე­ლი". რუ­სულ ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ეს ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნაშ­რო­მი 500-ზე მეტ ნა­ბეჭდ გვერ­დსა და უამ­რავ უნი­კა­ლურ ილუსტრა­ცი­ას შე­ი­ცავს. ტაძ­რე­ბი­სა და მათი დე­ტა­ლე­ბის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი წიგნ­ში აკუ­რა­ტუ­ლად არის ხე­ლით ჩაკ­რუ­ლი. რამ­დე­ნი­მე ისეთ ფო­ტო­მა­სა­ლა­საც წა­ვა­წყდით, რო­მე­ლიც სხვა­გან არ­სად შეგ­ვხვედ­რია. "იღ­ბლი­ან" მფლო­ბელს ვთხო­ვეთ, რამ­დე­ნი­მე დღით სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ე­ცა, ამ რა­რი­ტეტს გავ­ცნო­ბო­დით...

აკა­დე­მი­კოს სი­მონ ჯა­ნა­ში­ას უც­ნო­ბი წე­რი­ლი - ქარ­თუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო გან­ძე­უ­ლი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლ­შე­ვი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მე­ტად რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. ბოლ­შე­ვი­კებ­მა არა­ერ­თი მოქ­მე­დი ტა­ძა­რი და­ხუ­რეს. და­ი­წყო სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის დევ­ნა. გო­რის მაზ­რის ტაძ­რე­ბი­სა და სა­ეკ­ლე­სიო ქო­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა გა­მო­ჩე­ნილ­მა ის­ტო­რი­კოს­მა სი­მონ ჯა­ნა­ში­ამ.

სი­მონ ჯა­ნა­ში­ამ გო­რის მაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრუ­ლი ძეგ­ლე­ბი სა­გან­გე­ბოდ შე­ის­წავ­ლა და მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თით მი­მარ­თა გო­რის მაზ­რის აღ­მას­რუ­ლე­ბელ კო­მი­ტეტს, რო­მელ­შიც წა­მოჭ­რა მაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი არა­ერ­თი ტაძ­რის­თვის, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ძეგლის­თვის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან სა­გან­გე­ბო ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვის სა­კი­თხი... შიდა ქარ­თლში არ­სე­ბუ­ლი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგლ­თა­გან ბოლ­შე­ვი­კე­ბის რის­ხვას ბევ­რი ქმნი­ლე­ბა გა­და­ურ­ჩა და ამ საქ­მე­ში გა­ნუ­ზომ­ლად დიდი გახ­ლდათ აკა­დე­მი­კოს სი­მონ ჯა­ნა­ში­ას დამ­სა­ხუ­რე­ბა.

დიდი სქიზ­მა - რო­გორ გა­იხ­ლი­ჩა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­რო

1054 წლის 16 ივ­ნისს, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის წმინ­და სო­ფი­ის ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რე­ბის და­წყე­ბის წინ კარ­დი­ნა­ლი ჰუმ­ბერ­ტი, პა­პის ორი ლე­გა­ტის თან­ხლე­ბით, ტა­ძარ­ში შე­ვი­და და სა­კურ­თხევ­ლის­კენ გა­ე­მარ­თა. ლე­გა­ტებ­მა სა­კურ­თხე­ველ­ზე და­დეს პა­პის ბულა გან­დგო­მის შე­სა­ხებ და გა­ვიდ­ნენ. და­სავ­ლე­თის შე­სას­ვლე­ლი­დან გას­ვლი­სას, კარ­დი­ნალ­მა მტვე­რი და­ი­ბერ­ტყა ფე­ხე­ბი­დან და წარ­მოთ­ქვა: "დაე, უფალ­მა ნა­ხოს და გან­სა­ჯოს". ეს ინ­ცი­დენ­ტი პი­რო­ბი­თად მი­იჩ­ნე­ვა ბერ­ძნულ აღ­მო­სავ­ლეთ­სა და ლა­თი­ნურ და­სავ­ლეთს შო­რის დიდ გან­ხეთ­ქი­ლე­ბად, ანუ სქიზ­მად, რა­მაც სა­ფუძ­ვე­ლი და­უ­დო ქრის­ტი­ა­ნო­ბის ორ მი­მარ­თუ­ლე­ბას: მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­სა და კა­თო­ლი­კურს.

შე­რი­გე­ბის მცდე­ლო­ბამ მდგო­მა­რე­ო­ბა მხო­ლოდ გა­ა­უ­ა­რე­სა. რო­მი­სა და კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის დავა დიდ­წი­ლად უბ­რა­ლო ქრის­ტი­ან­თა ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მომ­ხდა­რის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა ქრის­ტი­ან­თა ფარ­თო მა­სებ­მა მხო­ლოდ თან­და­თან, ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქრო­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ და­ი­წყეს.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

ვა­ტერ­ლო­ოს გან­ტე­ვე­ბის ვაცი - ემა­ნუ­ელ გრუ­ში

თე­ო­დორ რუზ­ველ­ტი: "ამე­რი­კა უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა" - 26-ე პრე­ზი­დენ­ტი ამე­რი­კის ზე­სა­ხელ­მწი­ფომ­დე აღ­მას­ვლის სიმ­ბო­ლოდ იქცა

ქარ­თველ არ­გო­ნავტთა ფა­თე­რა­კე­ბი­ა­ნი თავ­გა­და­სა­ვა­ლი კოლ­ხეთ­ში - მი­თუ­რი არ­გო­ნავ­ტე­ბის ხო­მალ­დი, ტიმ სე­ვე­რინ­ზე ადრე, სა­ქარ­თვე­ლო­ში აა­გეს

შარ­დე­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის "და­სას­რუ­ლი"

თბი­ლი­სის დე­და­ცი­ხე - ნა­რი­ყა­ლა

ის­რა­ელ­ში ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ღვი­ნის მა­რა­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს

თავ­დას­ხმა სლო­ვა­კე­თის პრე­ზი­დენტზე - რა­ტომ აა­ფეთ­ქეს კიევ-პე­ჩო­რის ლავ­რის უს­პენ­სკის ტა­ძა­რი

რა­ტომ არ იღი­მე­ბოდ­ნენ ფა­რა­ო­ნე­ბი

და კი­დევ მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ა­სა და მოკ­ლე ახალ ამ­ბავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივნისის ნომერი გამოვიდა

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივნისის ნომერი გამოვიდა

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივნისის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ივნისის ნომერი #6 (54), რომელშიც წაიკითხავთ:

ჰიტლერის უკანასკნელი დღეები - (მიხეილ ჭიაურელის პირად არქივში აღმოჩენილი უნიკალური დოკუმენტების მიხედვით)

ექვთიმე თაყაიშვილის ტაო-კლარჯეთში მოწყობილ ექსპედიციათა მასალების შესწავლისას დავინტერესდით რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის არქივით, რომელიც საქართველოს ხელოვნების სასახლეში ინახება. როგორც ცნობილია, 1917 წელს ტაო-კლარჯეთში თავის რიგით მესამე ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილს მიხეილ ჭიაურელი ახლდა. რეჟისორმა დიდი დახმარება გაუწია ექსპედიციას, რასაც თავად ექვთიმეც არაერთხელ აღნიშნავდა. არქივზე მუშაობისას ჩემი ყურადღება მიიქცია რამდენიმე საინტერესო დოკუმენტმა, რომელიც ნაცისტური გერმანიის ლიდერს - ჰიტლერს ეხებოდა. საუბარი იყო ფიურერის ცხოვრების ბოლო დღეებზე, ე.წ. ბუნკერის პერიოდზე, ასევე მის თვითმკვლელობაზე. მასალა ერთი შეხედვითაც მეტყველებდა, რომ საქმე გვქონდა იმ დროისთვის "საიდუმლო" გრიფით დაცულ დოკუმენტებთან. აღნიშნული მასალა მიხეილ ჭიაურელს აშკარად კა-გე-ბეს ფონდებიდან ჰქონდა მიღებული. ამას ისიც ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის საარქივო დოკუმენტები საბჭოთა უშიშროების სპეცფონდებში ინახებოდა.

ჰიტლერის თვითმკვლელობის შემდეგ მოკავშირეებმა ცალ-ცალკე შექმნეს საგამომძიებლო ჯგუფები, რომლებიც ჰიტლერის ბუნკერში მყოფთა შესახებ ყველა სახის მასალას აგროვებდნენ. საბჭოთა მხარე ამ თვალსაზრისით მდიდარ მასალას ფლობდა. საბჭოთა საგამომძიებლო ჯგუფის მასალის გარდა, ყველა სხვა სახელმწიფოს შესაბამისი სამუშაო ჯგუფების ნამუშევარი გამოძიების დასრულების შემდეგ მალევე გასაჯაროვდა. გამონაკლისი იყო საბჭოთა უშიშროება, რომლის მასალებს დიდი ხნის განმავლობაში ედო გრიფი "საიდუმლო". 2000 წელს მოსკოვში გამოვიდა აღნიშნული დოკუმენტების კრებული. მათი შესწავლა ცხადყოფს, რომ მიხეილ ჭიაურელის არქივში დაცულია სწორედ ამ მასალის ერთი ნაწილი, რომელიც რეჟისორს სჭირდებოდა მხატვრული ფილმისთვის - "ბერლინის დაცემა". იმ დროისთვის ეს იყო გასაიდუმლოებული დოკუმენტები. ამასთანავე, მიხეილ ჭიაურელის არქივში შემონახული მასალა ნაწილობრივ განსხვავდება რუსეთის უშიშროების არქივში დაცული მასალისგან. როგორც ჩანს, რეჟისორისთვის გადმოცემული ზოგიერთი დოკუმენტი უშიშროების თანამშრომლების მიერ შედგენილი მოკლე ვარიანტებია და არა მთლიანი დაკითხვის ოქმები. ამასთან, მიხეილ ჭიაურელს ხელი მიუწვდებოდა ინგლისელთა და ამერიკელთა გამოძიების მასალებზეც...

ვატერლოო - ისტორიის შემობრუნება

ვატერლოოს ბრძოლა ნაპოლეონის, ამ დიადი სამხედრო და პოლიტიკური გენიის უკანასკნელი, ძალუმი ამოსუნთქვა და საფრანგეთის პირველი იმპერიის დასასრული იყო. ამ ბრძოლით დასრულდა ნაპოლეონის ომების ეპოქა. მიუხედავად იმისა, რომ "ასი დღე" ნაპოლეონისთვის წარუმატებლად წარიმართა, მის ბობოქარ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვა. ამ ბრძოლაში მოიპოვა დიდება ინგლისელთა იმ დროის ერთ-ერთმა საუკეთესო სამხედრო მოღვაწემ, სერ არტურ უელსლიმ, ველინგტონის ჰერცოგმა. იგი პირველად დაუპირისპირდა ნაპოლეონს და თავისი სამხედრო ნიჭი კარგად წარმოაჩინა. გამოსარჩევია ნაპოლეონის ომების კოლორიტული ფიგურის, პრუსიელი ფელდმარშლის, გებჰარდ ლიბერეხტ ფონ ბლიუხერის სიმამაცე და გამარჯვების წყურვილი. სწორედ მისი დახმარებით შეძლო ველინგტონმა იმპერიის უძლეველი არწივის დამარცხება და დიდების მოპოვება. ვატერლოოს ბრძოლა თავდაცვითი ბრძოლის მშვენიერი ნიმუშია, ასევე კარგად ჩანს, რამხელა მნიშვნელობა ენიჭება სისწრაფესა და დროულ ინფორმირებას, ინიციატივის უნარს სამხედრო მეთაურებში, ბრძოლის ველს, ამინდსა და საბრძოლო პოზიციებს.

რარიტეტული წიგნი "მცხეთა და მისი ტაძარი სვეტიცხოველი"

რედაქციაში რარიტეტული წიგნი მოიტანეს. აი, ისეთი, სურვილს რომ გაგიჩენს, მკვლევრის თეთრი ხელთათმანი მოირგო, გადაფურცლო და საქართველოს ისტორიის უძველეს პერიოდში ამოჰყო თავი. წიგნი 115 წლის შემდეგაც შთამბეჭდავად გამოიყურება. ავტორი "ვინმე" (თუ რატომ "ვინმე", ამაზე ქვემოთ) ნატროევია, წიგნს კი ასე ჰქვია - "მცხეთა და მისი ტაძარი სვეტიცხოველი". რუსულ ენაზე შესრულებული ეს ფუნდამენტური ნაშრომი 500-ზე მეტ ნაბეჭდ გვერდსა და უამრავ უნიკალურ ილუსტრაციას შეიცავს. ტაძრებისა და მათი დეტალების ფოტოსურათები წიგნში აკურატულად არის ხელით ჩაკრული. რამდენიმე ისეთ ფოტომასალასაც წავაწყდით, რომელიც სხვაგან არსად შეგვხვედრია. "იღბლიან" მფლობელს ვთხოვეთ, რამდენიმე დღით საშუალება მოეცა, ამ რარიტეტს გავცნობოდით...

აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას უცნობი წერილი - ქართული საეკლესიო განძეულისა და არქიტექტურის ძეგლების გადასარჩენად

საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარების შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბოლშევიკებმა არაერთი მოქმედი ტაძარი დახურეს. დაიწყო სასულიერო პირების დევნა. გორის მაზრის ტაძრებისა და საეკლესიო ქონების გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა გამოჩენილმა ისტორიკოსმა სიმონ ჯანაშიამ.

სიმონ ჯანაშიამ გორის მაზრის ტერიტორიაზე არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლები საგანგებოდ შეისწავლა და მოხსენებითი ბარათით მიმართა გორის მაზრის აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც წამოჭრა მაზრის ტერიტორიაზე არსებული არაერთი ტაძრისთვის, როგორც ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძეგლისთვის, ხელისუფლებისგან საგანგებო ყურადღების მიქცევის საკითხი... შიდა ქართლში არსებული ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან ბოლშევიკების რისხვას ბევრი ქმნილება გადაურჩა და ამ საქმეში განუზომლად დიდი გახლდათ აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას დამსახურება.

დიდი სქიზმა - როგორ გაიხლიჩა ქრისტიანული სამყარო

1054 წლის 16 ივნისს, კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიის ტაძარში მსახურების დაწყების წინ კარდინალი ჰუმბერტი, პაპის ორი ლეგატის თანხლებით, ტაძარში შევიდა და საკურთხევლისკენ გაემართა. ლეგატებმა საკურთხეველზე დადეს პაპის ბულა განდგომის შესახებ და გავიდნენ. დასავლეთის შესასვლელიდან გასვლისას, კარდინალმა მტვერი დაიბერტყა ფეხებიდან და წარმოთქვა: "დაე, უფალმა ნახოს და განსაჯოს". ეს ინციდენტი პირობითად მიიჩნევა ბერძნულ აღმოსავლეთსა და ლათინურ დასავლეთს შორის დიდ განხეთქილებად, ანუ სქიზმად, რამაც საფუძველი დაუდო ქრისტიანობის ორ მიმართულებას: მართლმადიდებლურსა და კათოლიკურს.

შერიგების მცდელობამ მდგომარეობა მხოლოდ გააუარესა. რომისა და კონსტანტინოპოლის დავა დიდწილად უბრალო ქრისტიანთა ყურადღების მიღმა მიმდინარეობდა. მომხდარის გაცნობიერება ქრისტიანთა ფართო მასებმა მხოლოდ თანდათან, ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყების შემდეგ დაიწყეს.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ვატერლოოს განტევების ვაცი - ემანუელ გრუში

თეოდორ რუზველტი: "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" - 26-ე პრეზიდენტი ამერიკის ზესახელმწიფომდე აღმასვლის სიმბოლოდ იქცა

ქართველ არგონავტთა ფათერაკებიანი თავგადასავალი კოლხეთში - მითური არგონავტების ხომალდი, ტიმ სევერინზე ადრე, საქართველოში ააგეს

შარდენის საქართველოში მოგზაურობის `დასასრული"

თბილისის დედაციხე - ნარიყალა

ისრაელში ერთ-ერთი უძველესი ღვინის მარანი აღმოაჩინეს

თავდასხმა სლოვაკეთის პრეზიდენტზე - რატომ ააფეთქეს კიევ-პეჩორის ლავრის უსპენსკის ტაძარი

რატომ არ იღიმებოდნენ ფარაონები

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები