განახლება| ფოტოები ბექა ხოფერიას ქორწილიდან
რამდენიმე თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი, ბექა ხოფერია ასირიელ გოგონაზე, ინა ოსიპოვაზე ქორწინდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი დაოჯახებაზე ოფიციალურად არაფერს ამბობდა, საზოგადოებამ საკმაოდ კარგად აიტაცა გავრცელებული ჭორები და ინა ქართველების ასირიელ რძლად "მონათლა".
გუშინ, ბექამ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ქორწილის სურათები განათვსა, რომლებზეც იგი საკუთარ ულამაზეს რჩეულთან ერთადაა გამოსახული.
გთავაზობთ ინტერვიუს მონაკვეთს, რომელიც ჟურნალ "სარკეში" დაიბეჭდა, სადაც ბექა ინაზე საუბრობს:
"ძალიან დიდი ხანი არაა, რაც მას ვიცნობ. დაახლოებით 4 თვის წინ თბილისში, მეგობართან გავიცანი წვეულებაზე. მოსკოვში დაბადებულ-გაზრდილია. ეროვნებით ნახევრად ქართველი, ნახევრად ასირიელია. 24 წლისაა. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, თუ არ ვცდები, იტალიური ენის და კულტურათმცოდნეა. ისწავლა არა მხოლოდ მოსკოვში, იტალიაშიც. ჯერჯერობით არ მუშაობს. დაახლოებით 4-5 თვეა მისი ოჯახი საქართველოში საცხოვრებლად გადავიდა. ინა ისევ მოსკოვში ცხოვრობს თავის ძმასთან ერთად. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე მგონია, ვიპოვე ის, ვისაც ძალიან დიდი ხანია ვეძებ".