Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იქცევიან ქართველი მაღალჩინოსნები, როდესაც დიდი ფული სჭირდებათ - ტენდერებში გაყვლეფილი საქართველო
როგორ იქცევიან ქართველი მაღალჩინოსნები, როდესაც დიდი ფული სჭირდებათ - ტენდერებში გაყვლეფილი საქართველო

"გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბი ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბენ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბით და ძა­ლი­ან ამე­ტე­ბენ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას"

"გამ­გე­ო­ბებ­ში არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბი­სა და საქ­მი­სად­მი გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პი­კია"

"კვი­რის პა­ლიტ­რა" არა­ერ­თხელ წერ­და, რომ რე­გი­ო­ნებ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, უძ­რა­ო­ბის ხა­ნაა და კად­რე­ბის არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბი­სა და უი­ნი­ცი­ა­ტი­ვო­ბის გამო, ხალ­ხში თან­და­თან მძლავ­რობს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ამას თუ და­ვუ­მა­ტებთ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას კო­რუფ­ცი­ულ ფაქ­ტებ­ზე, მივ­ხვდე­ბით, რომ სას­წრა­ფოდ მი­სა­ღე­ბია გა­დამ­წყვე­ტი ზო­მე­ბი. მა­გა­ლი­თად, რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ონ­ში, რა­ზეც გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში უკვე და­უ­ფა­რა­ვად ლა­პა­რა­კო­ბენ.

კობა არა­ბუ­ლი, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე:

- დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ერთ-ერთი ტენ­დე­რის მი­ხედ­ვით, ას­ფალ­ტის და­სა­გე­ბად 2.527.000 ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი. გზის სიგ­რძე სულ 2,5 კი­ლო­მეტრს შე­ად­გენს. იმა­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად იდენ­ტუ­რი პრო­ექ­ტის­თვის, 2,9 კი­ლო­მეტ­რი სიგ­რძის გზა­ზე ას­ფალ­ტის და­სა­გე­ბად გა­მო­ყო­ფი­ლია 102.400 ლარი და ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში შე­სას­რუ­ლე­ბე­ლია ერთი და იგი­ვე სა­მუ­შაო, მე­ტიც, 400 მეტ­რით უფრო გრძელ გზა­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი ბევ­რად მცი­რე თან­ხე­ბით ფი­ნანსდე­ბა. რო­დე­საც ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ვნა­ხე, გზის მშე­ნებ­ლებს ვკი­თხე, ას­ფალ­ტის და­გე­ბა რა ღირს-მეთ­ქი. მათი თქმით, 2,5 კი­ლო­მეტ­რი სიგ­რძის გზას არაფ­რით არ უნდა დას­ჭირ­დეს ორ-ნა­ხე­ვა­რი კი არა, მი­ლი­ო­ნი ლა­რიც კი. და­ახ­ლო­ე­ბით 875.000 ლა­რია სა­ჭი­რო. ხე­დავთ, რა თან­ხა რჩე­ბა ზედ­მე­ტი? რა­ტომ? ხომ უნდა გა­გიჩ­ნდეს კი­თხვა?

სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ ანაღ­ვლებთ არც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და კი­თხვე­ბი არ უჩ­ნდე­ბათ არც იქ, სა­დაც ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უნდა გა­მოვ­ლინ­დეს. 2.527.000 ლა­რად, სულ ცოტა, სამ 2,5 კი­ლო­მეტ­რი სიგ­რძის გზა­ზე და­ვა­გებ­დი ას­ფალტს. კი­დევ ერთი ფაქ­ტის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ: მცხე­თა­ში ახა­ლი სკვე­რი გა­კეთ­და, თუმ­ცა, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­დან არის ასა­შე­ნე­ბე­ლი. პრო­ექ­ტის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი იყო 240.000 ლარი და რო­გორც ირ­კვე­ვა, გა­ა­კე­თეს რამ­დე­ნი­მე ხის გრძე­ლი სკა­მი, ბავ­შვე­ბის­თვის ერთი პა­ტა­რა ჩა­მო­სას­რი­ა­ლე­ბე­ლი, შად­რე­ვა­ნი, სა­ი­და­ნაც ამოფრქვე­უ­ლი წყა­ლი არა­ვის უნა­ხავს, და გა­ნა­თე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

აშენ­და ნა­გე­ბო­ბა კა­ფეს­თვის, რო­მელ­საც უკვე დასცვივ­და მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი ფი­ლე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე­რი­ამ გა­ა­ფორ­მა მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი იმის ნიშ­ნად, რომ თურ­მე უკ­მა­ყო­ფი­ლო არ იყო უხა­რის­ხო ნა­მუ­შევ­რით. სა­ნამ ჩვენ არ მოვ­კი­თხეთ მკაც­რად, რას უპი­რე­ბენ საქ­მის უხა­რის­ხოდ შემ­სრუ­ლე­ბელს და რა­ტომ არ სთხო­ვენ პა­სუხს, მე­რი­ა­ში თავი არ შე­უ­წუ­ხე­ბი­ათ ამ სა­კი­თხზე ფიქ­რით. მე­ტიც, აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­რი­ას მშე­ნებ­ლის­თვის 20.000 ლა­რით მეტი აქვს გა­დახ­დი­ლი. ამა­ზე კი გვი­პა­სუ­ხეს, ბუ­ღალ­ტერს შე­ე­შა­ლაო. კარ­გი, შე­ე­შა­ლა, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ამ­დე­ნი ხა­ნია, ამ­დე­ნი თვე, უკან რა­ტომ არ ითხოვთ­ იმ თან­ხას-მეთ­ქი?

მთელ რე­გი­ონ­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ტენ­დერე­ბი ტარ­დე­ბა, თით­ქოს საქ­მე უნდა გა­კეთ­დეს და რე­ა­ლუ­რად შე­დე­გი არ არის(!).

ძი­რი­თა­დად, ყვე­ლა ტენ­დერ­ში ერთი და იგი­ვე კომ­პა­ნია იმარ­ჯვებს, რო­მელ­საც, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ­სად ბო­ლომ­დე არა აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ან გა­და­ვა­დე­ბა აქვს გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბით. მა­გა­ლი­თად, შპს "ინ­ჟი­ნერ­მა", რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც ვინ­მე გი­ორ­გი მამ­ნი­აშ­ვი­ლია, რამ­დე­ნი­მე ტენ­დერ­ში გა­ი­მარ­ჯვა. კერ­ძოდ, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, 239.000 ლა­რად ას­ფალ­ტი უნდა და­ე­გო რა­ზი­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­სა და მო­ე­დან­ზე. ვალ­დე­ბუ­ლე­ბა 2014 წელს გა­და­უ­ვა­დეს, თუმ­ცა, ეს ვა­დაც გა­უ­ვი­და და ახლა ჯა­რიმ­დე­ბა. მას სხვა ტენ­დე­რით, 179.999 ლა­რად ას­ფალ­ტი უნდა და­ე­გო იო­სე­ლი­ა­ნის ქუ­ჩის მე­ო­რე შე­სახ­ვევ­ში და უნდა მო­ე­წყო რკი­ნა­ბე­ტო­ნის სა­ნი­აღ­ვრე არხი. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ისარ­გებ­ლა გა­და­ვა­დე­ბით, აქაც გა­უ­ვი­და ვადა და ჯა­რიმ­დე­ბა. გი­ორ­გი მამ­ნი­აშ­ვი­ლის "ინ­ჟი­ნერს"

კი­დევ ერთი ტენ­დე­რით სო­ფელ ჩარ­გალ­თან, სა­საფ­ლა­ოს გზა­ზე, ხიდი უნდა აე­შე­ნე­ბი­ნა 65.999 ლა­რად. სა­მუ­შაო ვერ შე­ას­რუ­ლა და მიმ­დი­ნა­რე წელს თა­ვი­დან გა­მო­ცხად­და ტენ­დე­რი. სო­ფელ გო­რის­ცი­ხე­ში წყალ­სა­დე­ნის მშე­ნებ­ლო­ბას აწარ­მო­ებ­და შპს "პიქ­სელ ჯგუ­ფი", რო­მელ­მაც ასე­ვე ვერ შე­ას­რუ­ლა პი­რო­ბე­ბი და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­უ­წყდა. ასე­ვე შე­უ­წყდა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კი­დევ ერთი სა­ტენ­დერო შე­თან­ხმე­ბის ჩაგ­დე­ბის­თვის - სო­ფელ ყა­ნობ­ში წყალ­სა­დე­ნი უნდა გა­ეყ­ვა­ნა. ვერც სო­ფელ სნო­ში და­ად­გა თავი სა­ნი­აღ­ვრე მილ­სა­დე­ნის გაყ­ვა­ნას. ასე­ვე, ეს კომ­პა­ნია იყო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ორ და­მო­უ­კი­დე­ბელ ტენ­დერ­ში: დაბა სტე­ფან­წმინ­და­ში თბი­ლი­სის ქუ­ჩი­სა და ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის ძეგლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ითა­ვა, თუმ­ცა, სა­მუ­შაო მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ შე­ას­რუ­ლა. ეს ზღვა­ში წვე­თია იმ პრო­ექ­ტე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც უკვე უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო და ხალ­ხს შვე­ბა ეგ­რძნო, ჰქო­ნო­და სახ­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზა, სას­მე­ლი წყა­ლი და ელე­მენ­ტა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი, რის­თვი­საც სა­ხელ­მწი­ფო უამ­რავ თან­ხებს ხარ­ჯავს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

როგორ იქცევიან ქართველი მაღალჩინოსნები, როდესაც დიდი ფული სჭირდებათ - ტენდერებში გაყვლეფილი საქართველო

როგორ იქცევიან ქართველი მაღალჩინოსნები, როდესაც დიდი ფული სჭირდებათ - ტენდერებში გაყვლეფილი საქართველო

"გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები ბოროტად სარგებლობენ თანამდებობებით და ძალიან ამეტებენ უფლებამოსილებას"

"გამგეობებში არაკვალიფიციურობისა და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების პიკია"

"კვირის პალიტრა" არაერთხელ წერდა, რომ რეგიონებში, ფაქტობრივად, უძრაობის ხანაა და კადრების არაკვალიფიციურობისა და უინიციატივობის გამო, ხალხში თანდათან მძლავრობს უკმაყოფილება. ამას თუ დავუმატებთ გავრცელებულ ინფორმაციას კორუფციულ ფაქტებზე, მივხვდებით, რომ სასწრაფოდ მისაღებია გადამწყვეტი ზომები. მაგალითად, რთული ვითარებაა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, რაზეც გუბერნატორის ადმინისტრაციაში უკვე დაუფარავად ლაპარაკობენ.

კობა არაბული, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე:

- დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის მიხედვით, ასფალტის დასაგებად 2.527.000 ლარია გამოყოფილი. გზის სიგრძე სულ 2,5 კილომეტრს შეადგენს. იმავე მუნიციპალიტეტში, ფაქტობრივად იდენტური პროექტისთვის, 2,9 კილომეტრი სიგრძის გზაზე ასფალტის დასაგებად გამოყოფილია 102.400 ლარი და ორივე შემთხვევაში შესასრულებელია ერთი და იგივე სამუშაო, მეტიც, 400 მეტრით უფრო გრძელ გზაზე სამუშაოები ბევრად მცირე თანხებით ფინანსდება. როდესაც ეს მონაცემები ვნახე, გზის მშენებლებს ვკითხე, ასფალტის დაგება რა ღირს-მეთქი. მათი თქმით, 2,5 კილომეტრი სიგრძის გზას არაფრით არ უნდა დასჭირდეს ორ-ნახევარი კი არა, მილიონი ლარიც კი. დაახლოებით 875.000 ლარია საჭირო. ხედავთ, რა თანხა რჩება ზედმეტი? რატომ? ხომ უნდა გაგიჩნდეს კითხვა?

სამწუხაროდ, ეს არ ანაღვლებთ არც მუნიციპალიტეტში და კითხვები არ უჩნდებათ არც იქ, სადაც ტენდერში გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. 2.527.000 ლარად, სულ ცოტა, სამ 2,5 კილომეტრი სიგრძის გზაზე დავაგებდი ასფალტს. კიდევ ერთი ფაქტის შესახებ გიამბობთ: მცხეთაში ახალი სკვერი გაკეთდა, თუმცა, ფაქტობრივად, თავიდან არის ასაშენებელი. პროექტისთვის განსაზღვრული იყო 240.000 ლარი და როგორც ირკვევა, გააკეთეს რამდენიმე ხის გრძელი სკამი, ბავშვებისთვის ერთი პატარა ჩამოსასრიალებელი, შადრევანი, საიდანაც ამოფრქვეული წყალი არავის უნახავს, და განათება, რომელიც თავიდან არის გასაკეთებელი.

აშენდა ნაგებობა კაფესთვის, რომელსაც უკვე დასცვივდა მოსაპირკეთებელი ფილები. მიუხედავად ამისა, მერიამ გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი იმის ნიშნად, რომ თურმე უკმაყოფილო არ იყო უხარისხო ნამუშევრით. სანამ ჩვენ არ მოვკითხეთ მკაცრად, რას უპირებენ საქმის უხარისხოდ შემსრულებელს და რატომ არ სთხოვენ პასუხს, მერიაში თავი არ შეუწუხებიათ ამ საკითხზე ფიქრით. მეტიც, აღმოჩნდა, რომ მერიას მშენებლისთვის 20.000 ლარით მეტი აქვს გადახდილი. ამაზე კი გვიპასუხეს, ბუღალტერს შეეშალაო. კარგი, შეეშალა, გასაგებია, მაგრამ ამდენი ხანია, ამდენი თვე, უკან რატომ არ ითხოვთ­ იმ თანხას-მეთქი?

მთელ რეგიონში კატასტროფული მდგომარეობაა, ტენდერები ტარდება, თითქოს საქმე უნდა გაკეთდეს და რეალურად შედეგი არ არის(!).

ძირითადად, ყველა ტენდერში ერთი და იგივე კომპანია იმარჯვებს, რომელსაც, ფაქტობრივად, არსად ბოლომდე არა აქვს შესრულებული ვალდებულება ან გადავადება აქვს გაურკვეველი მიზეზებით. მაგალითად, შპს "ინჟინერმა", რომლის ხელმძღვანელიც ვინმე გიორგი მამნიაშვილია, რამდენიმე ტენდერში გაიმარჯვა. კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, 239.000 ლარად ასფალტი უნდა დაეგო რაზიკაშვილის ქუჩასა და მოედანზე. ვალდებულება 2014 წელს გადაუვადეს, თუმცა, ეს ვადაც გაუვიდა და ახლა ჯარიმდება. მას სხვა ტენდერით, 179.999 ლარად ასფალტი უნდა დაეგო იოსელიანის ქუჩის მეორე შესახვევში და უნდა მოეწყო რკინაბეტონის სანიაღვრე არხი. ამ შემთხვევაშიც ისარგებლა გადავადებით, აქაც გაუვიდა ვადა და ჯარიმდება. გიორგი მამნიაშვილის "ინჟინერს"

კიდევ ერთი ტენდერით სოფელ ჩარგალთან, სასაფლაოს გზაზე, ხიდი უნდა აეშენებინა 65.999 ლარად. სამუშაო ვერ შეასრულა და მიმდინარე წელს თავიდან გამოცხადდა ტენდერი. სოფელ გორისციხეში წყალსადენის მშენებლობას აწარმოებდა შპს "პიქსელ ჯგუფი", რომელმაც ასევე ვერ შეასრულა პირობები და ხელშეკრულება შეუწყდა. ასევე შეუწყდა ხელშეკრულება კიდევ ერთი სატენდერო შეთანხმების ჩაგდებისთვის - სოფელ ყანობში წყალსადენი უნდა გაეყვანა. ვერც სოფელ სნოში დაადგა თავი სანიაღვრე მილსადენის გაყვანას. ასევე, ეს კომპანია იყო გამარჯვებული ორ დამოუკიდებელ ტენდერში: დაბა სტეფანწმინდაში თბილისის ქუჩისა და ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის რეაბილიტაცია ითავა, თუმცა, სამუშაო მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. ეს ზღვაში წვეთია იმ პროექტებიდან, რომლებიც უკვე უნდა დასრულებულიყო და ხალხს შვება ეგრძნო, ჰქონოდა სახლამდე მისასვლელი გზა, სასმელი წყალი და ელემენტარული ადამიანური პირობები, რისთვისაც სახელმწიფო უამრავ თანხებს ხარჯავს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია