პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი რეპუტაციით სარგებლობს სააკაშვილი უკრაინაში? - კიევიდან დაბრუნებული წულუკიანის მონათხრობი
როგორი რეპუტაციით სარგებლობს სააკაშვილი უკრაინაში? - კიევიდან დაბრუნებული წულუკიანის მონათხრობი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბით უკ­რა­ი­ნი­დან მისი ექ­სტრა­დი­რე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი შან­სი ამო­წუ­რუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი გან­მარ­ტე­ბით, ფორ­მა­ლუ­რი კუ­თხით სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად მას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აღარ ეკუთ­ვნის.

"24 სა­ა­თის წინ დავ­ბრუნ­დი კი­ე­ვი­დან. ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, რომ იქ წა­სულ­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დმა შე­დე­გე­ბი ვერ დადო. რე­ფორ­მე­ბი მუდ­მი­ვი მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­შია და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი, მე­დია სვამს კი­თხვას, რო­დის დად­გე­ბა რე­ფორ­მე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის დრო. სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვის ნიშ­ნე­ბია ამ ე.წ. ექ­სპერ­ტე­ბის მი­მართ.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| სა­ა­კაშ­ვი­ლი: დღეს ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ნიშ­ნავს ექვს კვად­რა­ტულ მეტრს "მატ­რო­სო­ვის" ცი­ხე­ში

სა­ა­კაშ­ვი­ლის ოდე­სა­ში გა­დაგ­ზავ­ნა, ვნა­ხე რა ად­გილ­ზე კონ­ტექ­სტი, არის ერ­თა­დერ­თის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი - ის მო­ა­რი­დეს კი­ევს, მო­ა­რი­დეს რე­ფორ­მებს, რად­გან ამის უნა­რი არ შეს­წევს. მაქვს ეჭვი, რომ ოდე­სა­ში ის უკე­თესს ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებს. ეს გაფრ­თხი­ლე­ბა, თუ რჩე­ვა მე მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს ად­გილ­ზე მი­ვე­ცი. რაც შე­ე­ხე­ბა მისი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კითხს, ჩვენ მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით და სხვა­დას­ხვა გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­ვი­ტყვეთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც გვიმ­ტკი­ცებ­და, რომ მის­თვის სა­ქარ­თვე­ლო და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არის მთა­ვა­რი, ეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­ტო­ვა და გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოს­ტი ამ­ჯო­ბი­ნა. სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რის მი­ხედ­ვით ჩვენ ან ჩვე­ნით უნდა გა­მო­ვი­თხო­ვოთ ავ­თენ­ტუ­რი, და­მოწ­მე­ბუ­ლი პრე­ზი­დენტ პო­რო­შენ­კოს აქ­ტის ასლი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­წყვე­ტის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყე­ბა, ფორ­მა­ლუ­რად დღეს სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა, მაგ­რამ ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აღარ ეკუთ­ვნის, რად­გან სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. ან არის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი, რომ თა­ვად მოგ­ვმარ­თოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­წყვე­ტის მიზ­ნით და წარ­მო­ად­გი­ნოს დო­კუ­მენ­ტე­ბი. ეს არ არის გრძე­ლი პრო­ცე­დუ­რა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მან, უკვე ყო­ფილ­მა მო­ქა­ლა­ქემ არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა. ახლა ფორ­მა­ლო­ბა უნდა გა­ფორმ­დეს – სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოს­ცეს აქტი და წერ­ტი­ლი და­უს­ვას სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას. ამას აქვს მე­ო­რე მხა­რეც – უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ვერ იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი. სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის კუ­თხით უნდა გვეს­მო­დეს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებს უკ­რა­ი­ნის კონ­სტი­ტუ­ცია სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქის სხვა ქვე­ყა­ნა­ში ექ­სტრა­დი­ცი­ას უკ­რძა­ლავს. რაკი მან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო, ჩვენ­თვის უკ­რა­ი­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის შან­სი სა­მარ­თლებ­რი­ვად ამო­წუ­რუ­ლია", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო| სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" კი სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე - ახა­ლი რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს ცვლის...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

როგორი რეპუტაციით სარგებლობს სააკაშვილი უკრაინაში? - კიევიდან დაბრუნებული წულუკიანის მონათხრობი

როგორი რეპუტაციით სარგებლობს სააკაშვილი უკრაინაში? - კიევიდან დაბრუნებული წულუკიანის მონათხრობი

მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებით უკრაინიდან მისი ექსტრადირების სამართლებრივი შანსი ამოწურულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა. მისი განმარტებით, ფორმალური კუთხით სააკაშვილი ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ფაქტობრივად მას საქართველოს მოქალაქეობა აღარ ეკუთვნის.

"24 საათის წინ დავბრუნდი კიევიდან. ჩემი თვალით ვნახე, რომ იქ წასულმა სააკაშვილის გუნდმა შედეგები ვერ დადო. რეფორმები მუდმივი მოლოდინის რეჟიმშია და უკრაინელი ხალხი, მედია სვამს კითხვას, როდის დადგება რეფორმების იმპლემენტაციის დრო. სერიოზული კითხვის ნიშნებია ამ ე.წ. ექსპერტების მიმართ.

დაგაინტერესებთ| სააკაშვილი: დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა ნიშნავს ექვს კვადრატულ მეტრს "მატროსოვის" ციხეში

სააკაშვილის ოდესაში გადაგზავნა, ვნახე რა ადგილზე კონტექსტი, არის ერთადერთის მანიშნებელი - ის მოარიდეს კიევს, მოარიდეს რეფორმებს, რადგან ამის უნარი არ შესწევს. მაქვს ეჭვი, რომ ოდესაში ის უკეთესს ვერაფერს გააკეთებს. ეს გაფრთხილება, თუ რჩევა მე მედიის საშუალებით უკრაინელ ხალხს ადგილზე მივეცი. რაც შეეხება მისი მოქალაქეობის საკითხს, ჩვენ მედიის საშუალებით და სხვადასხვა განცხადებებით შევიტყვეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ მისთვის საქართველო და საქართველოს მოქალაქეობა არის მთავარი, ეს მოქალაქეობა დატოვა და გუბერნატორის პოსტი ამჯობინა. სამართლებრივი პროცედურის მიხედვით ჩვენ ან ჩვენით უნდა გამოვითხოვოთ ავთენტური, დამოწმებული პრეზიდენტ პოროშენკოს აქტის ასლი, რომლის საფუძველზეც მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა დაიწყება, ფორმალურად დღეს სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ფაქტობრივად უკვე მოქალაქეობა აღარ ეკუთვნის, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. ან არის მეორე ვარიანტი, რომ თავად მოგვმართოს მოქალაქეობის შეწყვეტის მიზნით და წარმოადგინოს დოკუმენტები. ეს არ არის გრძელი პროცედურა. ყოველ შემთხვევაში მან, უკვე ყოფილმა მოქალაქემ არჩევანი გააკეთა. ახლა ფორმალობა უნდა გაფორმდეს – საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნის საფუძველზე გამოსცეს აქტი და წერტილი დაუსვას სააკაშვილის მოქალაქეობას. ამას აქვს მეორე მხარეც – უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკურ პროცესში ვერ იქნება ჩართული. სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინელებს უკრაინის კონსტიტუცია საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყანაში ექსტრადიციას უკრძალავს. რაკი მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, ჩვენთვის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის შანსი სამართლებრივად ამოწურულია", - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

ასევე საინტერესო| სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის, "ნაციონალები" კი სააკაშვილის გარეშე - ახალი რეალობა, რომელიც ყველაფერს ცვლის...

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."