იუმორისტი გიორგი ჯანელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სახალისო ამბავს აქვეყნებს:
"ნამდვილი ამბავი
2 წლის წინ, ჯერ კიდე იანუკოვიჩის დროს, სტუმრად მყავდა ახალგაზრდა ოდესელი ცოლ-ქმარი. 2 დღეში რაც მოვახერხე, გავატარ-გამოვატარე აქეთ-იქით და რაც მოეწონათ და რაზეც იკითხეს რა არისო, ჯვრის და სვეტიცხოვლის გარდა, ყველაფერი მიშას დროს აშენებული ან გარემონტებული აღმოჩნდა. ჰოდა, ცოლმა ინატრა, ნეტა ცოტა ხანი ჩვენც მოგვცა ეგ თქვენი მიშიკო არ შეიძლებაო და ქმარმა დასცინა, აბა, ქალო რეებს ლაპარაკობ, ოდესაში სააკაშვილი რანაირად უნდა აღმოჩნდესო. ჰოდა რა ვიცი, კი აღმოჩნდა აგერ და დაველოდოთ აბა რა მოხდება".
შეგახსენებთ, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის გუბერნატორად დანიშნა.