მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულთან ბრძოლა მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე ხორციელდება
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულთან ბრძოლა მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე ხორციელდება

ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ და­ნა­შა­უ­ლის აღ­კვე­თა და და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის გა­რე­შე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ქუ­თა­ის­ში, პო­ლი­ცი­ის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ დღეს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით ას­რუ­ლე­ბენ. დღეს ამა­ყად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცია არის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი. ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ და­ნა­შა­უ­ლის აღ­კვე­თა და და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის გა­რე­შე. ეს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის­თვის. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მხო­ლოდ კა­ნო­ნი­ე­რი გზით ვებ­რძო­ლოთ და­ნა­შა­ულს ისე, რო­გორც ეს ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნას, ღირ­სე­ულ პო­ლი­ცი­ე­ლებს ეკად­რე­ბათ. ჩვენ დღეს მე­სა­მედ აღ­ვნიშ­ნავთ პო­ლი­ცი­ე­ლის დღეს. ეს დღე სიმ­ბო­ლუ­რად ავარ­ჩი­ეთ, ვი­ნა­ი­დან პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის პირ­ვე­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ი­ნიშ­ნა სწო­რედ მა­ი­სის თვე­ში", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და გა­იხ­სე­ნა ნოე რა­მიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც იც­ნობ­დნენ რო­გორც "რკი­ნის მი­ნისტრს". პრე­მი­ე­რის თქმით, ნოე რა­მიშ­ვი­ლი იყო ღირ­სე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც აძ­ლი­ე­რებ­და ჩვენს ქვე­ყა­ნას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულთან ბრძოლა მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულთან ბრძოლა მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე ხორციელდება

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულის აღკვეთა და დანაშაულთან ბრძოლა ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ იმას, რომ დღეს პოლიციელები დაკისრებულ მოვალეობას მაღალი პროფესიონალიზმით, დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით ასრულებენ. დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია არის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დანაშაულის აღკვეთა და დანაშაულთან ბრძოლა ხორციელდება ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვის გარეშე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ჩვენი მიზანია, მხოლოდ კანონიერი გზით ვებრძოლოთ დანაშაულს ისე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყანას, ღირსეულ პოლიციელებს ეკადრებათ. ჩვენ დღეს მესამედ აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს. ეს დღე სიმბოლურად ავარჩიეთ, ვინაიდან პირველი რესპუბლიკის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი დაინიშნა სწორედ მაისის თვეში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და გაიხსენა ნოე რამიშვილი, რომელსაც იცნობდნენ როგორც "რკინის მინისტრს". პრემიერის თქმით, ნოე რამიშვილი იყო ღირსეული პოლიციელი, რომელიც აძლიერებდა ჩვენს ქვეყანას.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"