ძიძის ინსტიტუტი ბევრ დედას ეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში და ხელს უწყობს იმაში, რომ შვილის გაჩენის შემდეგაც იფიქროს კარიერაზე. ამჯერად გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, როგორი დამოკიდებულბა აქვთ ძიძის აყვანის თაობაზე მამებს, როდის თვლიან ამის აუცილებლობას და როგორ უყურებენ საერთოდ ქალის მუშაობის საკითხს. ამ თემაზე სასაუბროდ კახა მიქიაშვილს და გია ბაღაშვილს დავუკავშირდით. ამ უკანასკნელისგან შევიტყვეთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ მესამე ქალიშვილის მამა გამხდარა.
- როგორ ფიქრობთ, რა შემთხვევაშია აუცილებელია ძიძის აყვანა?
- სწორად ახსენეთ სიტყვა აუცილებლობა. ვფიქრობ, იმ შემთხვევაში უნდა ავიყვანოთ ძიძა, როცა ამის აუცილებლობა დგება, როცა დედისთვის ფიზიკურად რთული ხდება ამ სიტუაცის დაძლევა, მით უმეტეს, თუ შვილების რაოდენობდა იმატებს. დღევანდელ ვითარებაში რთულია ყველაფრისთვის ერთად თავის მობმა. ჩვენც სულ ცოტა ხნის წინ შემოგვამატა ძიძა.
ჩემი მეუღლე უნივერსიტეტს ამთავრებს, კავკასიის ბიზნეს სკოლაში სწავლობს, სადაც ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ. იქ სწავლა იმ ადამიანისთვისაც კი რთულია, რომელსაც ოჯახი არ ჰყავს და ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ თამუნა მუშაობს ჩემთან ერთად, უწევს პროდუსერობას ჩემს პროექტებს, ხელმძღვანელობს მარკეტინგის განყოფილებას, დამეთანხმებით, საკმაოდ დატვირთული რეჟიმი და გრაფიკი გამოსდის. მიუხედავად ამისა, თავისი დროის 90%-ს უთმობს ოჯახს და ბავშვებს, დანარჩენ 10%-ს კი შევსება ნამდვილად სჭირდება.
- პირადად თქვენ თუ ჩაერიეთ ძიძის შერჩევის საკითხში?
- კი, ჩვენ ერთობლივად ვწყვეტთ საოჯახო თემებს და მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს. რასაკვირველია, ჩავერიე, იმიტომ, რომ ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პიროვნებას, ვინც უნდა გახდეს ოჯახის შემადგენელი ნაწილი.
- სააგენტოს დახმარებით აიყვანეთ ძიძა?
- მივხვდი, რომ სააგენტო ამ მხრივ ბევრ რამეს აიოლებს და ამ გზით ძიძის აყვანა უფრო გამართლებული ფორმაა. 100%-იანი გარანტია ადამიანს არაფერში არ აქვს
განაგრძეთ კითხვა