Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშინელება ტრიალებდა - სისხლი, დასახიჩრებული ადამიანები, ტანსაცმელი" - რას იხსენებს საბაგიროს ტრაგედიას გადარჩენილი
"საშინელება ტრიალებდა - სისხლი, დასახიჩრებული ადამიანები, ტანსაცმელი" - რას იხსენებს საბაგიროს ტრაგედიას გადარჩენილი

1990 წლის 1-ელ ივ­ნისს, ბავ­შვთა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს თბი­ლის­ში სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტი­სა და მთაწ­მინ­დის და­მა­კავ­ში­რე­ბელ სა­ბა­გი­რო გზა­ზე ავა­რი­ის გამო ორი­ვე ვა­გო­ნი მო­წყდა და უდი­დე­სი სიჩ­ქა­რით ქვე­მოთ და­ეშ­ვა. მგზავ­რე­ბის ნა­წი­ლი ვა­გო­ნე­ბი­დან გა­დახ­ტა, ნა­წი­ლი - გა­და­ვარ­და, სა­ბო­ლო­ოდ კი, 22 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 15-მდე მძი­მედ და­შავ­და.

და­ღუ­პულ­თა შო­რის იყ­ვნენ სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­დან ექ­სკურ­სი­ა­ზე მყო­ფი ბავ­შვე­ბი, ასე­ვე, ქა­ლე­ბი, ჯა­რის­კა­ცე­ბი. ავა­რი­ის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად სა­გან­გე­ბოდ შექ­მნილ­მა კო­მი­სი­ამ სა­წე­ვი ბა­გი­რის გა­წყვე­ტა და დამ­ჭე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბის პრობ­ლე­მა და­ა­სა­ხე­ლა. თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტთა თქმით, ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვაა პა­სუ­ხგა­უ­ცე­მი ჯე­რაც. სამ­წუ­ხა­როდ, ამ კი­თხვებს დღემ­დე არა­ვინ პა­სუ­ხობს. არა­თუ კი­თხვებს, ასე­ვე სამ­წუ­ხა­როდ, უფრო და უფრო იშ­ვი­ა­თად იხ­სე­ნე­ბენ 25 წლის წინ მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას, რო­მე­ლიც სა­ბა­გი­რო გზე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ უდი­დეს ავა­რი­ად მი­იჩ­ნე­ვა.

1990 წლის 1-ელ ივ­ნი­სის ამ­ბებს ტარ­გე­დი­ას გა­დარ­ჩე­ნი­ლი, მი­ხე­ილ ირე­მაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს: "იმ­ხა­ნად 15 წლის ვი­ყა­ვი და მე-80 პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ვსწავ­ლობ­დი. პირ­ველ ივ­ნისს ოთხმა მე­გო­ბარ­მა მთაწ­მინ­და­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­ბა­გი­რო გზის ბი­ლე­თე­ბი ავი­ღეთ, ვა­გონ­ში შე­ვე­დით და წინა მხა­რეს დავ­დე­ქით. მახ­სოვს, ვა­გონ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, უმ­რავ­ლე­სო­ბა - ახალ­გაზ­რდე­ბი, კი­დევ იყ­ვნენ ქა­ლე­ბი და 3-4 პა­ტა­რა ბავ­შვი. ჩვენ მარ­ცხნივ სამი ჯა­რის­კა­ცი იდგა, ორი რუსი და ერ­თიც - უზ­ბე­კი, მარ­ჯვნივ გამ­ცი­ლე­ბე­ლი ქალი გვედ­გა. ზე­მო­დან მო­მა­ვა­ლი ვა­გო­ნი სა­ბა­გი­რო გზის და­ახ­ლო­ე­ბით, შუ­ა­ში შეგ­ვხვდა. იქი­დან ბავ­შვე­ბი გვიქ­ნევ­დნენ ხელს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვი­ტყვე, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­დან ჩა­მო­უყ­ვა­ნი­ათ ექ­სკურ­სი­ა­ზე...

ბოლო ბო­ძამ­დე ვი­ყა­ვით ასუ­ლე­ბი, მალე სად­გურ­შიც შე­ვი­დო­დით, ბრა­ხუ­ნის ხმა რომ გა­ვი­გო­ნეთ. მერე კი ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და: უცებ მო­წყდა ჩვე­ნი ვა­გო­ნი და უს­წრა­ფე­სად და­ეშ­ვა ქვე­მოთ. მგზავ­რე­ბი ძირს გაწ­ვნენ. მე სა­ნა­ხევ­როდ ჩა­ვი­მუხ­ლე და ფან­ჯრი­დან ვი­ყუ­რე­ბო­დი. გამ­ცი­ლე­ბე­ლი ქალი მუხ­რუ­ჭებს დას­წვდა და ჩა­მო­ქა­ჩა, მაგ­რამ აბა, ელ­ვი­სუს­წრა­ფე­სად მქრო­ლავ ვა­გონს რას გა­ა­ჩე­რებ­და! ერთი ბიჭი მი­ეხ­მა­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, მო­რაგ­ბე ყო­ფი­ლა, ოღონდ ის კი აღარ ვიცი, გა­დარ­ჩა თუ - არა. მოკ­ლედ, და­მუხ­რუ­ჭე­ბის ცდა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. მერე კი გო­ნე­ბა დავ­კარ­გე და აღა­რა­ფე­რი მახ­სოვს. აღ­მოჩ­ნდა, რომ მგზავ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­თი­შუ­ლა. ვე­რა­ვინ იხ­სე­ნებ­და, ვა­გო­ნი­დან რო­გორ გად­მოც­ვივ­დნენ. რო­გორც გვი­თხრეს, ჩვე­ნი ვა­გო­ნი სამ თუ ოთხსარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვებს წა­მოს­დე­ბია და დაშ­ლი­ლა. ნა­წი­ლი ძირს ვე­ყა­რეთ, ნა­წი­ლი - სა­ხუ­რავ­ზე დარ­ჩე­ნი­ლა. გონს რომ მო­ვე­დი, ძირს ვეგ­დე. არც ფეხ­საც­მე­ლი მეც­ვა, არც სა­ა­თი მე­კე­თა. ზე­მოთ რომ ავი­ხე­დე, ყუ­რძნის ხე­ი­ვა­ნი შევ­ნიშ­ნე. თურ­მე იქ გა­მომ­ძვრალ­ვარ. ახ­ლაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქ რო­გორ გა­მო­ვე­ტიე და ზედ არ შევ­რჩი. წა­მოდ­გო­მა ვცა­დე და ფეხი არ და­მე­მორ­ჩი­ლა - ბარ­ძა­ყის ძვალ­ში გა­დამ­ტეხ­ვო­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი ტვი­ნის შერ­ყე­ვაც და­მიდ­გი­ნეს. იმ წუ­თას ცალ ფეხ­ზე მა­ინც წა­მოვ­დე­ქი და ბორ­დი­უ­რამ­დე რო­გორ­ღაც, მივ­ჩოჩ­დი, გჯე­რათ, ისეთ შოკ­ში ვი­ყა­ვი, ტკი­ვილს ვერ ვგრძნობ­დი... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები

"საშინელება ტრიალებდა - სისხლი, დასახიჩრებული ადამიანები, ტანსაცმელი" - რას იხსენებს საბაგიროს ტრაგედიას გადარჩენილი

"საშინელება ტრიალებდა - სისხლი, დასახიჩრებული ადამიანები, ტანსაცმელი" - რას იხსენებს საბაგიროს ტრაგედიას გადარჩენილი

1990 წლის 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - რუსთაველის პროსპექტისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე ავარიის გამო ორივე ვაგონი მოწყდა და უდიდესი სიჩქარით ქვემოთ დაეშვა. მგზავრების ნაწილი ვაგონებიდან გადახტა, ნაწილი - გადავარდა, საბოლოოდ კი, 22 ადამიანი დაიღუპა და 15-მდე მძიმედ დაშავდა.

დაღუპულთა შორის იყვნენ სამცხე-ჯავახეთიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები, ასევე, ქალები, ჯარისკაცები. ავარიის ოფიციალურ მიზეზად საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა. თუმცა სპეციალისტთა თქმით, ძალიან ბევრი კითხვაა პასუხგაუცემი ჯერაც. სამწუხაროდ, ამ კითხვებს დღემდე არავინ პასუხობს. არათუ კითხვებს, ასევე სამწუხაროდ, უფრო და უფრო იშვიათად იხსენებენ 25 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას, რომელიც საბაგირო გზების ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ავარიად მიიჩნევა.

1990 წლის 1-ელ ივნისის ამბებს ტარგედიას გადარჩენილი, მიხეილ ირემაშვილი გვიამბობს: "იმხანად 15 წლის ვიყავი და მე-80 პროფესიულ სასწავლებელში ვსწავლობდი. პირველ ივნისს ოთხმა მეგობარმა მთაწმინდაზე გასეირნება გადავწყვიტეთ, საბაგირო გზის ბილეთები ავიღეთ, ვაგონში შევედით და წინა მხარეს დავდექით. მახსოვს, ვაგონში ბევრი ადამიანი იყო, უმრავლესობა - ახალგაზრდები, კიდევ იყვნენ ქალები და 3-4 პატარა ბავშვი. ჩვენ მარცხნივ სამი ჯარისკაცი იდგა, ორი რუსი და ერთიც - უზბეკი, მარჯვნივ გამცილებელი ქალი გვედგა. ზემოდან მომავალი ვაგონი საბაგირო გზის დაახლოებით, შუაში შეგვხვდა. იქიდან ბავშვები გვიქნევდნენ ხელს. მოგვიანებით შევიტყვე, სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოუყვანიათ ექსკურსიაზე...

ბოლო ბოძამდე ვიყავით ასულები, მალე სადგურშიც შევიდოდით, ბრახუნის ხმა რომ გავიგონეთ. მერე კი ყველაფერი წამებში მოხდა: უცებ მოწყდა ჩვენი ვაგონი და უსწრაფესად დაეშვა ქვემოთ. მგზავრები ძირს გაწვნენ. მე სანახევროდ ჩავიმუხლე და ფანჯრიდან ვიყურებოდი. გამცილებელი ქალი მუხრუჭებს დასწვდა და ჩამოქაჩა, მაგრამ აბა, ელვისუსწრაფესად მქროლავ ვაგონს რას გააჩერებდა! ერთი ბიჭი მიეხმარა, მოგვიანებით გავიგე, მორაგბე ყოფილა, ოღონდ ის კი აღარ ვიცი, გადარჩა თუ - არა. მოკლედ, დამუხრუჭების ცდა უშედეგოდ დასრულდა. მერე კი გონება დავკარგე და აღარაფერი მახსოვს. აღმოჩნდა, რომ მგზავრების უმრავლესობა გათიშულა. ვერავინ იხსენებდა, ვაგონიდან როგორ გადმოცვივდნენ. როგორც გვითხრეს, ჩვენი ვაგონი სამ თუ ოთხსართულიანი სახლების სახურავებს წამოსდებია და დაშლილა. ნაწილი ძირს ვეყარეთ, ნაწილი - სახურავზე დარჩენილა. გონს რომ მოვედი, ძირს ვეგდე. არც ფეხსაცმელი მეცვა, არც საათი მეკეთა. ზემოთ რომ ავიხედე, ყურძნის ხეივანი შევნიშნე. თურმე იქ გამომძვრალვარ. ახლაც გაოგნებული ვარ, იქ როგორ გამოვეტიე და ზედ არ შევრჩი. წამოდგომა ვცადე და ფეხი არ დამემორჩილა - ბარძაყის ძვალში გადამტეხვოდა, საავადმყოფოში კი ტვინის შერყევაც დამიდგინეს. იმ წუთას ცალ ფეხზე მაინც წამოვდექი და ბორდიურამდე როგორღაც, მივჩოჩდი, გჯერათ, ისეთ შოკში ვიყავი, ტკივილს ვერ ვგრძნობდი... წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია