პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინ თქვა, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან...ამ საკითხში ალბათ მაინც აზიატი ვარ"
"ვინ თქვა, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან...ამ საკითხში ალბათ მაინც აზიატი ვარ"

ლაშა რა­მიშ­ვი­ლი მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­ლავთ. ამ სე­ზონ­ში სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც" გა­მოჩ­ნდა და სა­ხა­სი­ა­თო გმი­რი შექ­მნა, რო­მელ­მაც ოჯახს მო­წყუ­რე­ბუ­ლი ელი­სო გა­ა­ბედ­ნი­ე­რა. ლა­შას ტრა­დი­ცი­ებ­სა და სტე­რე­ო­ტი­პებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ტრა­დი­ცია არის ის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რა­საც ქარ­თვე­ლი კაცი ვერ გა­და­ა­ბი­ჯებს. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, გქონ­დეს პა­ტი­ვის­ცე­მა ერი­სა, ოჯა­ხი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა, მო­უს­მი­ნო უფ­როს ადა­მი­ანს, თუ მარ­თალს ამ­ბობს, გა­ი­ზი­ა­რო მისი აზრი, თუ არა­და, შენი გო­ნე­ბით გა­და­წყვი­ტო ყვე­ლა­ფე­რი.

ქარ­თველ­მა ცენ­ზუ­რა უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ყველ­გან და ყო­ველ­თვის. ბოლო დროს იმ ოთხკუ­თხედ რა­ღა­ცას, რა­საც ტე­ლე­ვი­ზო­რი ჰქვია, იშ­ვი­ა­თად ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ როცა კი შევ­ხე­დავ, სა­სი­ა­მოვ­ნო არა­ფე­რი ის­მის, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ყო­ველ­გვა­რი სა­ზღვრე­ბის დარ­ღვე­ვით მი­მარ­თა­ვენ. ჩემ­თვის ტრა­დი­ცი­ის დარ­ღვე­ვაა ისიც, როცა ადა­მი­ა­ნი არ იმ­სა­ხუ­რებს და უხე­შად მი­მარ­თა­ვენ. მგო­ნი, და­ა­ვი­წყდათ, რომ შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც არ თქვა, ცენ­ზუ­რა და­იც­ვა, იყო ზრდი­ლო­ბი­ა­ნი იმ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი იცით, ძი­რი­თა­დად, რის­თვის ხდე­ბა? იმის­თვის, რომ ერთი-ორი თვე გახ­დნენ პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი არა თა­ვი­ან­თი საქ­მით, არა­მედ საქ­ცი­ე­ლით. უბ­რა­ლო ადა­მი­ანს რომ მო­უნ­დეს პო­პუ­ლა­რო­ბა, შე­უძ­ლია გა­შიშ­ვლდეს, გა­ვი­დეს, ვთქვათ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, იმ­ღე­როს, იცეკ­ვოს, თქვას ისე­თი რამ, რაც ქარ­თვე­ლი კა­ცის ტრა­დი­ცი­ებ­ში არ ჯდე­ბა და გახ­დე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი. ასე­თი ქმე­დე­ბაც ზღვრის გა­და­ლახ­ვაა და ამას ქარ­თვე­ლი კაცი არ გა­ა­კე­თებს, მე ასე მგო­ნია და თუ გა­ა­კე­თებს, მა­შინ ჩვე­ნი საშ­ვე­ლი არ ყო­ფი­ლა.

- როცა ქა­ლე­ბი უფრო გაძ­ლი­ერ­დნენ… (მა­წყვე­ტი­ნებს)...

- და ვინ თქვა, რომ ქა­ლე­ბი უფრო ძლი­ე­რე­ბი არი­ან, ან კა­ცე­ბი?! ამ სა­კი­თხში მე შე­იძ­ლე­ბა, ტრა­დი­ცი­ე­ბის დამ­რღვე­ვიც ვიყო. კაც­სა და ქალს ოჯახ­ში თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი უნდა ჰქონ­დეთ. ადრე ასე იყო – ქალო, მე რო­გორც ვი­ტყვი, ისე იქ­ნე­ბა, მე შენი... მაგ­რამ მსგავ­სი რამ არც მა­მა­ჩე­მის და არც ჩემს ოჯახ­ში არ მომ­ხდა­რა. თუ სა­კი­თხი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად არ გან­ვი­ხი­ლე, არას­დროს ვი­ღებ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

- ოჯა­ხის შექ­მნამ­დე წყვი­ლის წი­ნას­წარ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე რას ფიქ­რობთ?

- მე ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხვდე­ბო­დი ჩემს მე­უღ­ლეს, ყვე­ლა­ფე­რი ტრა­დი­ცი­უ­ლად, ოჯა­ხე­ბის ჩა­რე­ვი­თა და ეთი­კის დაც­ვით გა­ვა­კე­თეთ. ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვეც­ნო­ბო­დით სი­ტყვით, აზ­რით, გო­ნე­ბით, უბ­რა­ლო ხე­ლის შე­ხე­ბით, ოღონდ ეს არ ნიშ­ნავს რამე სხვას. მაგ­რამ, თუ ორ ადა­მი­ანს უნდა, ქორ­წი­ნე­ბამ­დე ჰქონ­დეს ფი­ზი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვე, მა­შინ უნდა ჰქონ­დეთ ამ სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა, ვი­საც არ უნდა, არც ესაა პრობ­ლე­მა. ზო­გა­დად, ამ თე­მა­ზე მი­ჭირს სა­უ­ბა­რი, მე ამ სა­კი­თხში ალ­ბათ მა­ინც აზი­ა­ტი ვარ, თუმ­ცა ამა­ზე ბევ­რი მი­ფიქ­რია. ვიცი ისიც, რომ ბევ­რი ოჯა­ხი დან­გრე­უ­ლა იმის გამო, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის ვერ გა­უ­გი­ათ, თუნ­დაც ლო­გინ­ში, თუნ­დაც ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ამი­ტომ თით­ქოს ვემ­ხრო­ბი იმას, რომ გა­იც­ნონ და მერე და­უ­კავ­ში­რონ ცხოვ­რე­ბა ერ­თმა­ნეთს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ვინ თქვა, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან...ამ საკითხში ალბათ მაინც აზიატი ვარ"

"ვინ თქვა, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან...ამ საკითხში ალბათ მაინც აზიატი ვარ"

ლაშა რამიშვილი მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი გახლავთ. ამ სეზონში სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებშიც'' გამოჩნდა და სახასიათო გმირი შექმნა, რომელმაც ოჯახს მოწყურებული ელისო გააბედნიერა. ლაშას ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- ტრადიცია არის ის ფასეულობები, რასაც ქართველი კაცი ვერ გადააბიჯებს. ყველაზე მთავარია, გქონდეს პატივისცემა ერისა, ოჯახისა და წარმომავლობისა, მოუსმინო უფროს ადამიანს, თუ მართალს ამბობს, გაიზიარო მისი აზრი, თუ არადა, შენი გონებით გადაწყვიტო ყველაფერი.

ქართველმა ცენზურა უნდა შეინარჩუნოს ყველგან და ყოველთვის. ბოლო დროს იმ ოთხკუთხედ რაღაცას, რასაც ტელევიზორი ჰქვია, იშვიათად ვუყურებ, მაგრამ როცა კი შევხედავ, სასიამოვნო არაფერი ისმის, ადამიანები ერთმანეთს ყოველგვარი საზღვრების დარღვევით მიმართავენ. ჩემთვის ტრადიციის დარღვევაა ისიც, როცა ადამიანი არ იმსახურებს და უხეშად მიმართავენ. მგონი, დაავიწყდათ, რომ შეიძლება, რაღაც არ თქვა, ცენზურა დაიცვა, იყო ზრდილობიანი იმ კონკრეტული ადამიანის მიმართ, მაგრამ ეს ყველაფერი იცით, ძირითადად, რისთვის ხდება? იმისთვის, რომ ერთი-ორი თვე გახდნენ პოპულარულები არა თავიანთი საქმით, არამედ საქციელით. უბრალო ადამიანს რომ მოუნდეს პოპულარობა, შეუძლია გაშიშვლდეს, გავიდეს, ვთქვათ, რუსთაველის გამზირზე, იმღეროს, იცეკვოს, თქვას ისეთი რამ, რაც ქართველი კაცის ტრადიციებში არ ჯდება და გახდება პოპულარული. ასეთი ქმედებაც ზღვრის გადალახვაა და ამას ქართველი კაცი არ გააკეთებს, მე ასე მგონია და თუ გააკეთებს, მაშინ ჩვენი საშველი არ ყოფილა.

- როცა ქალები უფრო გაძლიერდნენ… (მაწყვეტინებს)...

- და ვინ თქვა, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან, ან კაცები?! ამ საკითხში მე შეიძლება, ტრადიციების დამრღვევიც ვიყო. კაცსა და ქალს ოჯახში თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეთ. ადრე ასე იყო – ქალო, მე როგორც ვიტყვი, ისე იქნება, მე შენი... მაგრამ მსგავსი რამ არც მამაჩემის და არც ჩემს ოჯახში არ მომხდარა. თუ საკითხი ოჯახის წევრებთან ერთად არ განვიხილე, არასდროს ვიღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

- ოჯახის შექმნამდე წყვილის წინასწარ თანაცხოვრებაზე რას ფიქრობთ?

- მე ორი წლის განმავლობაში ვხვდებოდი ჩემს მეუღლეს, ყველაფერი ტრადიციულად, ოჯახების ჩარევითა და ეთიკის დაცვით გავაკეთეთ. ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს ვეცნობოდით სიტყვით, აზრით, გონებით, უბრალო ხელის შეხებით, ოღონდ ეს არ ნიშნავს რამე სხვას. მაგრამ, თუ ორ ადამიანს უნდა, ქორწინებამდე ჰქონდეს ფიზიკური სიახლოვე, მაშინ უნდა ჰქონდეთ ამ სახის ურთიერთობა, ვისაც არ უნდა, არც ესაა პრობლემა. ზოგადად, ამ თემაზე მიჭირს საუბარი, მე ამ საკითხში ალბათ მაინც აზიატი ვარ, თუმცა ამაზე ბევრი მიფიქრია. ვიცი ისიც, რომ ბევრი ოჯახი დანგრეულა იმის გამო, რომ ერთმანეთისთვის ვერ გაუგიათ, თუნდაც ლოგინში, თუნდაც ქორწინების შემდეგ ურთიერთობაში, ამიტომ თითქოს ვემხრობი იმას, რომ გაიცნონ და მერე დაუკავშირონ ცხოვრება ერთმანეთს.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება