Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეყვარებული ქალის დღიური და თვითმკვლელობად გასაღებული მკვლელობა
შეყვარებული ქალის დღიური და თვითმკვლელობად გასაღებული მკვლელობა

ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი კობა ბი­თა­ძე "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რი­სას კრი­მი­ნა­ლურ ამ­ბავს იხ­სე­ნებს:

- როცა 32 წლის მა­ნა­ნა ხმე­ლი­ძემ (გვა­რი და სა­ხე­ლი აქაც და შემ­დგომ­შიც შეც­ვლი­ლია) თავს სა­ბე­დის­წე­რო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა და დი­ლით ბე­ბი­ამ სახ­ლის უკან იპო­ვა ჩა­მომ­ხრჩვა­ლი, არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია...

მა­ნა­ნა მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­ლდათ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკო­ლა არც ისე ახ­ლოს იყო მის სახ­ლთან, ხალ­ხით სავ­სე ტრან­სპორ­ტში ას­ვლას, ფე­ხით სი­ა­რულს ამ­ჯო­ბი­ნებ­და. სწო­რედ ფე­ხით მი­მა­ვა­ლი შე­ნიშ­ნა ის ვაჟა ტყე­მა­ლა­ძემ. წვიმ­და, მაგ­რამ ქალს ქოლ­გა არც კი გა­ე­შა­ლა, თით­ქოს ვერც ამ­ჩნევ­და, რომ სველ­დე­ბო­და... მან­ქა­ნა გა­უ­ჩე­რა და, დაბ­რძან­დი­თო!..

მა­ნა­ნა არც და­ფიქ­რე­ბუ­ლა, ისე ჩა­უჯ­და, მი­ე­სალ­მა და მერე და­აკ­ვირ­და. შე­იშ­მუშ­ნა, რომ ვერ იცნო და მო­უ­ბო­დი­შა:

- ახ­ლომ­ხედ­ვე­ლი ვარ და უსათ­ვა­ლოდ კარ­გად ვერ ვხე­დავ, ნაც­ნო­ბად ჩაგ­თვა­ლეთ, მა­პა­ტი­ეთ...

- არა უშავს, ხდე­ბა ხოლ­მე! - გა­უ­ღი­მა მა­მა­კაც­მა და როცა მა­ნა­ნამ სკო­ლას­თან გა­ჩე­რე­ბა სთხო­ვა, ჰკი­თხა, - პე­და­გო­გი ხართ?

- დიახ, გმად­ლობთ, - უპა­სუ­ხა და ეზო­ში მოს­წავ­ლე­თა ნა­კადს შე­ე­რია...

ვაჟა ტყე­მა­ლა­ძე სკო­ლას­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ქი­რურ­გად მუ­შა­ობ­და. სწო­რედ იმ დი­ლით შე­უს­რულ­და 40 წელი, მა­ნა­ნას რომ შეხ­ვდა და რად­გან მთე­ლი დღე ვერ მო­ი­შო­რა დაბ­ნე­ულ, მაგ­რამ მომ­ხიბ­ვლელ მას­წავ­ლე­ბელ­ზე ფიქ­რი, ნა­შუ­ა­დღევს სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­სულ­მა, გან­გებ გა­ა­ჩე­რა მან­ქა­ნა სკო­ლის შო­რი­ახ­ლოს. დიდ­ხან­საც არ დას­ჭირ­ვე­ბია ცდა. მა­ნა­ნა მალე გა­მო­ვი­და და ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბის­კენ აიღო გეზი.

- ქა­ლიშ­ვი­ლო! - და­ა­დევ­ნა ხმა ტყე­მა­ლა­ძემ და თან მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და.

მა­ნა­ნამ ამ­ჯე­რად იცნო, თუმ­ცა მისი და­ნახ­ვა აშ­კა­რად არ ესი­ა­მოვ­ნა:

- ხომ გი­თხა­რით, რომ ნაც­ნო­ბი მე­გო­ნეთ... - და­ა­პი­რა საყ­ვე­დუ­რის თქმა, მაგ­რამ კაც­მა შე­ა­წყვე­ტი­ნა:

- დღეს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა და რა­ტომ­ღაც ჩავ­თვა­ლე, რომ ღმერ­თმა გა­მო­მიგ­ზავ­ნა თქვე­ნი თავი. არ მინ­და ეს დღე ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­ვა­ტა­რო და იქ­ნებ... ერ­თად გვე­სა­დი­ლა...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

შეყვარებული ქალის დღიური და თვითმკვლელობად გასაღებული მკვლელობა

შეყვარებული ქალის დღიური და თვითმკვლელობად გასაღებული მკვლელობა

ყოფილი გამომძიებელი კობა ბითაძე "კვირის პალიტრასთან" საუბრისას კრიმინალურ ამბავს იხსენებს:

- როცა 32 წლის მანანა ხმელიძემ (გვარი და სახელი აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) თავს საბედისწერო განაჩენი გამოუტანა და დილით ბებიამ სახლის უკან იპოვა ჩამომხრჩვალი, არავის გაჰკვირვებია...

მანანა მასწავლებელი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არც ისე ახლოს იყო მის სახლთან, ხალხით სავსე ტრანსპორტში ასვლას, ფეხით სიარულს ამჯობინებდა. სწორედ ფეხით მიმავალი შენიშნა ის ვაჟა ტყემალაძემ. წვიმდა, მაგრამ ქალს ქოლგა არც კი გაეშალა, თითქოს ვერც ამჩნევდა, რომ სველდებოდა... მანქანა გაუჩერა და, დაბრძანდითო!..

მანანა არც დაფიქრებულა, ისე ჩაუჯდა, მიესალმა და მერე დააკვირდა. შეიშმუშნა, რომ ვერ იცნო და მოუბოდიშა:

- ახლომხედველი ვარ და უსათვალოდ კარგად ვერ ვხედავ, ნაცნობად ჩაგთვალეთ, მაპატიეთ...

- არა უშავს, ხდება ხოლმე! - გაუღიმა მამაკაცმა და როცა მანანამ სკოლასთან გაჩერება სთხოვა, ჰკითხა, - პედაგოგი ხართ?

- დიახ, გმადლობთ, - უპასუხა და ეზოში მოსწავლეთა ნაკადს შეერია...

ვაჟა ტყემალაძე სკოლასთან ახლომდებარე საავადმყოფოში ქირურგად მუშაობდა. სწორედ იმ დილით შეუსრულდა 40 წელი, მანანას რომ შეხვდა და რადგან მთელი დღე ვერ მოიშორა დაბნეულ, მაგრამ მომხიბვლელ მასწავლებელზე ფიქრი, ნაშუადღევს სამსახურიდან გამოსულმა, განგებ გააჩერა მანქანა სკოლის შორიახლოს. დიდხანსაც არ დასჭირვებია ცდა. მანანა მალე გამოვიდა და ავტობუსის გაჩერებისკენ აიღო გეზი.

- ქალიშვილო! - დაადევნა ხმა ტყემალაძემ და თან მანქანიდან გადმოვიდა.

მანანამ ამჯერად იცნო, თუმცა მისი დანახვა აშკარად არ ესიამოვნა:

- ხომ გითხარით, რომ ნაცნობი მეგონეთ... - დააპირა საყვედურის თქმა, მაგრამ კაცმა შეაწყვეტინა:

- დღეს ჩემი დაბადების დღეა და რატომღაც ჩავთვალე, რომ ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი. არ მინდა ეს დღე ტრადიციულად გავატარო და იქნებ... ერთად გვესადილა...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია