პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაითხოვეს თუ არა სამსახურიდან პოლიციელები პატრულთან დაპირისპირების გამო
დაითხოვეს თუ არა სამსახურიდან პოლიციელები პატრულთან დაპირისპირების გამო

"გუ­რია ნი­უ­სის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შსს გუ­რი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი - გია კვას­დი­ა­ნი და ზვი­ად ოსე­ფა­იშ­ვი­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. რო­გორც გა­მო­ცე­მის წყა­რო ამ­ბობს, კვას­დი­ა­ნი და ოსე­ფა­იშ­ვი­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბას უკვე ელო­დე­ბი­ან.

ვებ-გვერ­დის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე თვის წინ პო­ლი­ცი­ე­ლი გია კვას­დი­ა­ნი პო­ლი­ცი­ე­ლის ფორ­მით ავ­ტო­მან­ქა­ნას მთვრა­ლი მარ­თავ­და. იგი გა­ა­ჩე­რა პატ­რულ­მა და არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვის გამო, 6 თვით მარ­თვის უფ­ლე­ბა ჩა­მო­არ­თვა. კვას­დი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ისევ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იჯდა სა­ჭეს­თან, მას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და პო­ლი­ცი­ე­ლი ზვი­ად ოსე­ფა­იშ­ვი­ლი. ამ­ჯე­რად, პატ­რუ­ლის მო­თხოვ­ნას - გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა ავ­ტო­მან­ქა­ნა, კვას­დი­ა­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად არ და­ე­მორ­ჩი­ლა, რა­საც პატ­რულ­სა და პო­ლი­ცი­ე­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას პო­ლი­ცი­ე­ლი გია კვას­დი­ა­ნი "გუ­რია ნი­უს­თან" კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს და ამ­ბობს, რომ 23 წე­ლია პო­ლი­ცი­ე­ლია და კი­დევ 30 წელი არ­სად წას­ვლას არ აპი­რებს.

"რო­გორ გე­კად­რე­ბათ, არ ვარ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი, არ არის ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლე. არა, ბა­ტო­ნო, არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ მქო­ნია პატ­რულ­თან. ზვი­ად ოსე­ფა­იშ­ვილს რა საქ­მე ჰქონ­და ჩემ­თან, არა­ნა­ი­რი პატ­რუ­ლი, არც ჩხუ­ბი, არც გა­წევ-გა­მო­წე­ვა. მე არ და­მი­ლე­ვია 6 თვეა და ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დი?", - გა­ნა­ცხა­და კვას­დი­ან­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დაითხოვეს თუ არა სამსახურიდან პოლიციელები პატრულთან დაპირისპირების გამო

დაითხოვეს თუ არა სამსახურიდან პოლიციელები პატრულთან დაპირისპირების გამო

"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, პოლიციელები - გია კვასდიანი და ზვიად ოსეფაიშვილი სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონ. როგორც გამოცემის წყარო ამბობს, კვასდიანი და ოსეფაიშვილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას უკვე ელოდებიან.

ვებ-გვერდის წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ პოლიციელი გია კვასდიანი პოლიციელის ფორმით ავტომანქანას მთვრალი მართავდა. იგი გააჩერა პატრულმა და არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის გამო, 6 თვით მართვის უფლება ჩამოართვა. კვასდიანი რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ არაფხიზელ მდგომარეობაში იჯდა საჭესთან, მასთან ერთად იმყოფებოდა პოლიციელი ზვიად ოსეფაიშვილი. ამჯერად, პატრულის მოთხოვნას - გაეჩერებინა ავტომანქანა, კვასდიანი თავდაპირველად არ დაემორჩილა, რასაც პატრულსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიციელი გია კვასდიანი "გურია ნიუსთან" კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ 23 წელია პოლიციელია და კიდევ 30 წელი არსად წასვლას არ აპირებს.

"როგორ გეკადრებათ, არ ვარ გამოშვებული, არ არის ეს ინფორმაცია სიმართლე. არა, ბატონო, არანაირი დაპირისპირება არ მქონია პატრულთან. ზვიად ოსეფაიშვილს რა საქმე ჰქონდა ჩემთან, არანაირი პატრული, არც ჩხუბი, არც გაწევ-გამოწევა. მე არ დამილევია 6 თვეა და ნასვამ მდგომარეობაში როგორ ვიქნებოდი?", - განაცხადა კვასდიანმა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა