10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეზიდენციასთან დაკავშირებით საკითხი დგას ასე: პრეზიდენტი გახდება ივანიშვილის მარიონეტი, თუ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, სად დაჯდეს"
"რეზიდენციასთან დაკავშირებით საკითხი დგას ასე: პრეზიდენტი გახდება ივანიშვილის მარიონეტი, თუ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, სად დაჯდეს"

ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კი­თხი დგას ასე - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­ში მა­რი­ო­ნე­ტი, თუ თა­ვად მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სად დაჯ­დეს, - ამის შე­სა­ხებ "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერ­მა, კახა კუ­კა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლე­ში პრე­ზი­დენ­ტი იჯ­დე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თუ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს არა­ნა­ირ შე­ღა­ვათს არ მის­ცემს.

ნა­ხეთ| 26 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ის შიდა კად­რე­ბი და პრე­მი­ე­რი­სა და პრე­ზი­დენ­ტის ში­დაბ­რძო­ლის ახა­ლი ტალ­ღა

"ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცია თა­ვის დრო­ზე არ უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო, რად­გან ბი­უ­ჯეტს ძა­ლი­ან ძვი­რი და­უჯ­და, მაგ­რამ ახლა, როცა აშე­ნე­ბუ­ლია, იქ პრე­ზი­დენ­ტი დაჯ­დე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თუ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ბი­უ­ჯეტს არა­ნა­ირ შე­ღა­ვათს არ მის­ცემს. ანუ, დღეს სა­უ­ბა­რია არა ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯე­ბის ეკო­ნო­მი­ა­ზე, არა­მედ იმა­ზე, ამ ქვეყ­ნის ფაქ­ტობ­რი­ვი მმარ­თვე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერს თა­ვის ჭკუ­ა­ზე გა­ა­კე­თებს თუ ვერა. რად­გან პარ­ლა­მენ­ტი მის ჭკუ­ა­ზე და­დის, მთავ­რო­ბა მის ჭკუ­ა­ზე და­დის, სა­ტე­ლი­ტუ­რი პარ­ტი­ე­ბი და ბიზ­ნე­სი მის ჭკუ­ა­ზე და­დი­ან. ერ­თა­დერ­თი ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც არ არის მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი, არის სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, სა­კი­თხი დგას ასე: გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლიც გახ­დე­ბა მა­რი­ო­ნე­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­ში თუ თვი­თონ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სად დაჯ­დეს. თო­რემ ფი­ნან­სუ­რად ბი­უ­ჯეტს პრე­ზი­დენ­ტის ათო­ნე­ლის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­დას­ვლით ხარ­ჯი არც მო­აკ­ლდე­ბა და არც მო­ე­მა­ტე­ბა, რად­გან რო­გორც ვხვდე­ბი, მთავ­რო­ბა გეგ­მავს, რომ ავ­ლაბ­რის სა­სახ­ლე­ში ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლი შე­მო­უშ­ვას", - გა­ნა­ცხა­და კახა კუ­კა­ვამ.

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რეზიდენციასთან დაკავშირებით საკითხი დგას ასე: პრეზიდენტი გახდება ივანიშვილის მარიონეტი, თუ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, სად დაჯდეს"

"რეზიდენციასთან დაკავშირებით საკითხი დგას ასე: პრეზიდენტი გახდება ივანიშვილის მარიონეტი, თუ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, სად დაჯდეს"

ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით საკითხი დგას ასე - საქართველოს პრეზიდენტი გახდება ივანიშვილის ხელში მარიონეტი, თუ თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, სად დაჯდეს, - ამის შესახებ "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა, კახა კუკავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, სხვა შემთხვევაში, ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტი იჯდება, პრემიერ-მინისტრი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო ბიუჯეტს არანაირ შეღავათს არ მისცემს.

ნახეთ| 26 მილიონიანი ათონელის რეზიდენციის შიდა კადრები და პრემიერისა და პრეზიდენტის შიდაბრძოლის ახალი ტალღა

"ავლაბრის რეზიდენცია თავის დროზე არ უნდა აშენებულიყო, რადგან ბიუჯეტს ძალიან ძვირი დაუჯდა, მაგრამ ახლა, როცა აშენებულია, იქ პრეზიდენტი დაჯდება, პრემიერ-მინისტრი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი, ბიუჯეტს არანაირ შეღავათს არ მისცემს. ანუ, დღეს საუბარია არა ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიაზე, არამედ იმაზე, ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს თავის ჭკუაზე გააკეთებს თუ ვერა. რადგან პარლამენტი მის ჭკუაზე დადის, მთავრობა მის ჭკუაზე დადის, სატელიტური პარტიები და ბიზნესი მის ჭკუაზე დადიან. ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც არ არის მის მიერ კონტროლირებული, არის სწორედ საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად, საკითხი დგას ასე: გიორგი მარგველაშვილიც გახდება მარიონეტი ბიძინა ივანიშვილის ხელში თუ თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, სად დაჯდეს. თორემ ფინანსურად ბიუჯეტს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში გადასვლით ხარჯი არც მოაკლდება და არც მოემატება, რადგან როგორც ვხვდები, მთავრობა გეგმავს, რომ ავლაბრის სასახლეში ბერუჩაშვილი შემოუშვას", - განაცხადა კახა კუკავამ.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."