სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ანწუხელიძის დედის სამძიმარზე ჩასული ჩინოვნიკები ბიუჯეტის ხარჯზე აქეიფეს
გიორგი ანწუხელიძის დედის სამძიმარზე ჩასული ჩინოვნიკები ბიუჯეტის ხარჯზე აქეიფეს

1025 ლარი - სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბის სა­ქე­ი­ფოდ რეს­ტო­რან­ში; 350 ლარი - გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის დე­დის სამ­ძი­მარ­ზე ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბის­თვის სა­რეს­ტორ­ნე მომ­სა­ხუ­რე­ბა; 978 ლარი - "ილი­ას ტბა­ზე" სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გა­მას­პინ­ძლე­ბა; 508 ლარი - ყვარ­ლის და ხო­ნის დაძ­მო­ბი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­რეს­ტორ­ნე ხარ­ჯე­ბი - ეს კა­ხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ბი­უ­ჯე­ტი­დან სა­რეს­ტორ­ნე მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა 2015 წლის 3 აპ­რილს წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა კა­ხე­თის რვა­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბას და მო­ი­თხო­ვა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია 2013 წლის 01 იან­ვრი­დან 2015 წლის 31 მარ­ტის ჩათ­ვლით, სა­რეს­ტორ­ნე და სას­ტუმ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის, დრო­ის, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის და შეს­ყიდ­ვის ფორ­მის თა­ო­ბა­ზე.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ ახ­მე­ტის, სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბე­ბი­დან და ქა­ლაქ თე­ლა­ვის მე­რი­ი­დან მი­ი­ღო.

გურ­ჯა­ა­ნის გამ­გე­ო­ბამ არას­რულ­ყო­ფი­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია ზო­გა­დი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სით დად­გე­ნი­ლი ვა­დე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვით, თვე­ნა­ხევ­რის შემ­დეგ მოგ­ვა­წო­და, ყვარ­ლის გამ­გე­ო­ბამ კი ორი თვის შემ­დეგ.

სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია სა­ერ­თოდ ვერ მი­ი­ღო გა­მო­ცე­მამ თე­ლა­ვის თე­მის, ლა­გო­დე­ხის, დე­დოფ­ლის­წყა­როს და სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის გამ­გე­ო­ბე­ბი­დან. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი მათ წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს.

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი არ იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას, შეს­ყიდ­ვის რო­მე­ლი ფორ­მა გა­მო­ი­ყე­ნა გამ­გე­ო­ბამ აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის შე­სა­ძე­ნად. ასე­ვე, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ არის მო­ცე­მუ­ლი, ვის, რა­ტომ უმას­პინ­ძლეს რეს­ტორ­ნებ­ში და არც "სტუმ­რე­ბის" ვი­ზი­ტის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა მი­თი­თე­ბუ­ლი.

2013 წლის 18 იან­ვრი­დან 2015 წლის 1 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბამ სა­რეს­ტორ­ნე და სას­ტუმ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე 74 572 ლარი და­ხარ­ჯა. 2013 წელს სა­რეს­ტორ­ნე და სას­ტუმ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 44 ათა­სი ლა­რია და­ხარ­ჯუ­ლი, 2014 წელს - 22 ათა­სი ლარი, ხოლო 2015 წელს, სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში - 8 ათა­სი ლარი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

გიორგი ანწუხელიძის დედის სამძიმარზე ჩასული ჩინოვნიკები ბიუჯეტის ხარჯზე აქეიფეს

გიორგი ანწუხელიძის დედის სამძიმარზე ჩასული ჩინოვნიკები ბიუჯეტის ხარჯზე აქეიფეს

1025 ლარი - საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საქეიფოდ რესტორანში; 350 ლარი - გიორგი ანწუხელიძის დედის სამძიმარზე ჩამოსული სტუმრებისთვის სარესტორნე მომსახურება; 978 ლარი - "ილიას ტბაზე" სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთა გამასპინძლება; 508 ლარი - ყვარლის და ხონის დაძმობილებასთან დაკავშირებული სარესტორნე ხარჯები - ეს კახეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან სარესტორნე მომსახურებაზე გაწეული ხარჯების არასრული ჩამონათვალია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 2015 წლის 3 აპრილს წერილობით მიმართა კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2013 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით, სარესტორნე და სასტუმრო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების, დროის, დანიშნულების და შესყიდვის ფორმის თაობაზე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა საჯარო ინფორმაცია მხოლოდ ახმეტის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობებიდან და ქალაქ თელავის მერიიდან მიიღო.

გურჯაანის გამგეობამ არასრულყოფილი საჯარო ინფორმაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების უხეში დარღვევით, თვენახევრის შემდეგ მოგვაწოდა, ყვარლის გამგეობამ კი ორი თვის შემდეგ.

საჯარო ინფორმაცია საერთოდ ვერ მიიღო გამოცემამ თელავის თემის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან. კახეთის საინფორმაციო ცენტრი მათ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოწოდებული დოკუმენტი არ იძლევა ინფორმაციას, შესყიდვის რომელი ფორმა გამოიყენა გამგეობამ აღნიშნული მომსახურებების შესაძენად. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში არ არის მოცემული, ვის, რატომ უმასპინძლეს რესტორნებში და არც "სტუმრების" ვიზიტის დანიშნულებაა მითითებული.

2013 წლის 18 იანვრიდან 2015 წლის 1 აპრილის ჩათვლით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარესტორნე და სასტუმრო მომსახურებაზე 74 572 ლარი დახარჯა. 2013 წელს სარესტორნე და სასტუმრო მომსახურებაზე დაახლოებით 44 ათასი ლარია დახარჯული, 2014 წელს - 22 ათასი ლარი, ხოლო 2015 წელს, სამი თვის განმავლობაში - 8 ათასი ლარი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა