სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაშა ბანკი" "ფინკა ბანკი საქართველოს" მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს
 "პაშა ბანკი" "ფინკა ბანკი საქართველოს" მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს

"პაშა ბან­კი" "ფინ­კა ბან­კი სა­ქარ­თვე­ლოს" მიერ 20,000,000 ლა­რის ოდე­ნო­ბით ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გან­თავ­სე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "პაშა ბან­კი­სა" და "ფინ­კა ბან­კი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს, რომ­ლის მთა­ვა­რი თემა "ფინ­კა ბან­კის" მიერ და­გეგ­მი­ლი 20,000,000 (20 მი­ლი­ო­ნი) ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 3-წლი­ა­ნი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ემი­სია იყო. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი სს "ფინ­კა ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო" 100,000 (ასი ათა­სი) ლა­რის ნო­მი­ნა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის 200 ცალი ობ­ლი­გა­ცი­ის გა­მოშ­ვე­ბას გეგ­მავს. ობ­ლი­გა­ცი­ებს წლი­უ­რად ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 10,1% სარ­გე­ბე­ლი და­ე­რი­ცხე­ბა, რომ­ლის გა­დახ­დაც ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში ერთხელ მოხ­დე­ბა.

რო­გორც ფინ­კა ბან­კის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ვუ­სალ ვერ­დი­ევ­მა გან­მარ­ტა, ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ თან­ხას ემი­ტენ­ტი - "ფინ­კა ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო", მიკ­რო და მცი­რე ბიზ­ნე­სის ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტით და­ფი­ნან­სე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი საკ­რე­დი­ტო ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნებს, რაც თა­ვის მხრივ, მომ­ხმა­რებ­ლებს თა­ვი­დან აცი­ლებს სა­ვა­ლუ­ტო რის­კებს.

მი­სი­ვე თქმით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ორი კუ­თხი­თაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - პირ­ვე­ლი ის, რომ სეს­ხე­ბის გა­ცე­მა მოხ­დე­ბა ად­გი­ლობ­რივ ვა­ლუ­ტა­ში და ასე­ვე ეს ყვე­ლა­ფე­რი ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს.

რო­გორც "პაშა ბან­კის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, შა­ჰინ მამ­მა­დოვ­მა აღ­ნიშ­ნა, "პაშა ბან­კი" აზერ­ბა­ი­ჯან­ში ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის გა­მოშ­ვე­ბის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტია და სა­ქარ­თვე­ლო­შიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ბაზ­რის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას გეგ­მავს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რი­გე­ბა გა­მო­ირ­ჩე­ვა შემ­დე­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით - ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გან­თავ­სე­ბა ხდე­ბა ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში; ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გან­თავ­სე­ბა ხდე­ბა ორი non-IFI (არა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის) კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან და ასე­ვე ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 20,000,000 ლარს შე­ად­გენს.

"ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბის შე­დე­გად ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში მი­ღე­ბუ­ლი სახ­სრე­ბი "ფინ­კა ბანკ სა­ქარ­თვე­ლოს" შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, უპა­სუ­ხოს ბაზ­რის მიმ­დი­ნა­რე გა­მოწ­ვე­ვებს და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი­სათ­ვის ლარ­ში დაკ­რე­დი­ტე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ემი­სია ასე­ვე და­დე­ბით წვლილს შე­ი­ტანს ად­გი­ლობ­რი­ვი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ამას­თან, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ 20 000 000 ლა­რის ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბა, ის­ტო­რი­უ­ლად ლარ­ში დე­ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ემი­სია, რო­მელ­შიც არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტი,"- გა­ნა­ცხა­და ფინ­კა ბან­კის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ვუ­სალ ვერ­დი­ევ­მა.

"ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გან­თავ­სე­ბის კუ­თხით ეს ჩვე­ნი პირ­ვე­ლი გა­რი­გე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში და აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თა­ნაც. ჩვენ გვჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ბა­ზარს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. შე­ვეც­დე­ბით ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ხელი შე­ვუ­წყოთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას," - გა­ნა­ცხა­და პაშა ბან­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, შა­ჰინ მამ­მა­დოვ­მა.

თა­ვის მხრივ, "ფაშა ბან­კის" კო­მერ­ცი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა გოგა ჯა­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გაზ­რდის ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის­თვის კა­პი­ტალ­ზე ხელ­მის­წვდო­მო­ბას და ეკო­ნო­მი­კის ზრდას შე­უ­წყობს ხელს.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ "პაშა ბანკს", აღ­ნიშ­ნულ ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუტს სა­თაო ოფი­სი ბა­ქო­ში აქვს და ოპე­რი­რებს აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთ­ში. "პაშა ბან­კი" მსხვილ და სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­წარ­მო­ებს კორ­პო­რა­ტი­უ­ლი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს. "პაშა ბან­კი" არის პაშა ჯგუ­ფის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წამ­ყვან სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჰოლ­დინგს წარ­მო­ად­გენს და ფლობს აქ­ტი­ვებს ისეთ სფე­რო­ებ­ში, რო­გო­რი­ცაა - და­ზღვე­ვა, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი და სა­ცა­ლო სა­ბან­კო საქ­მი­ა­ნო­ბა, ქო­ნე­ბის მარ­თვა, მშე­ნებ­ლო­ბა და ტუ­რიზ­მი. ჰოლ­დინ­გის კა­პი­ტა­ლი 2014 წლის დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით აღე­მა­ტე­ბა 3 მი­ლი­არდ ევ­როს. "პაშა ბან­კმა" სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო. მისი სა­აქ­ციო კა­პი­ტა­ლი 103 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ფინ­კა ბან­კი სა­ქარ­თვე­ლოს", ის 15 წე­ლია სა­ფი­ნან­სო მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევს ბიზ­ნე­სის მქო­ნე პი­რებს ქვეყ­ნის თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, წარ­მო­ად­გენს რა მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ჰოლ­დინ­გის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლო­ბა­ლუ­რი ქსე­ლის ნა­წილს. "ფინ­კა ბანკს" ძლი­ე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი პარტნი­ო­რე­ბი ჰყავს რო­გო­რი­ცაა - FINCA International (USA), სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი კორ­პო­რა­ცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe - გერ­მა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი, FMO - ნი­დერ­ლან­დე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ბან­კი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

რო­გორც "ფინ­კა ბან­კში" აცხა­დე­ბენ, ბან­კი თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სურ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია, რომ კლი­ენ­ტებს მათ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი, ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და სერ­ვი­სე­ბი შეს­თა­ვა­ზოს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"პაშა ბანკი" "ფინკა ბანკი საქართველოს" მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს

 "პაშა ბანკი" "ფინკა ბანკი საქართველოს" მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს

"პაშა ბანკი" "ფინკა ბანკი საქართველოს" მიერ 20,000,000 ლარის ოდენობით ობლიგაციების განთავსებას უზრუნველყოფს.

დეტალებთან დაკავშირებით "პაშა ბანკისა" და "ფინკა ბანკი საქართველოს" წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს, რომლის მთავარი თემა "ფინკა ბანკის" მიერ დაგეგმილი 20,000,000 (20 მილიონი) ლარის ღირებულების 3-წლიანი ობლიგაციების ემისია იყო. უფრო კონკრეტულად კი სს "ფინკა ბანკი საქართველო" 100,000 (ასი ათასი) ლარის ნომინალური ღირებულების 200 ცალი ობლიგაციის გამოშვებას გეგმავს. ობლიგაციებს წლიურად ფიქსირებული 10,1% სარგებელი დაერიცხება, რომლის გადახდაც ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება.

როგორც ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა განმარტა, ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებულ თანხას ემიტენტი - "ფინკა ბანკი საქართველო", მიკრო და მცირე ბიზნესის ეროვნული ვალუტით დაფინანსებისა და შესაბამისი საკრედიტო ოპერაციების გაფართოების მიზნით გამოიყენებს, რაც თავის მხრივ, მომხმარებლებს თავიდან აცილებს სავალუტო რისკებს.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ორი კუთხითაა მნიშვნელოვანი - პირველი ის, რომ სესხების გაცემა მოხდება ადგილობრივ ვალუტაში და ასევე ეს ყველაფერი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში თავის წვლილს შეიტანს.

როგორც "პაშა ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა აღნიშნა, "პაშა ბანკი" აზერბაიჯანში ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტია და საქართველოშიც ამ მიმართულებით ბაზრის განსავითარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს.

აღნიშნული გარიგება გამოირჩევა შემდეგი მნიშვნელოვანი მახასიათებლებით - ობლიგაციების განთავსება ხდება ეროვნულ ვალუტაში; ობლიგაციების განთავსება ხდება ორი non-IFI (არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის) კომპანიების მხრიდან და ასევე ობლიგაციების მოცულობა 20,000,000 ლარს შეადგენს.

"ობლიგაციების გამოშვების შედეგად ეროვნულ ვალუტაში მიღებული სახსრები "ფინკა ბანკ საქართველოს" შესაძლებლობას მისცემს, უპასუხოს ბაზრის მიმდინარე გამოწვევებს და მომხმარებლებისათვის ლარში დაკრედიტების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ემისია ასევე დადებით წვლილს შეიტანს ადგილობრივი ობლიგაციების ბაზრის განვითარებაში. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 20 000 000 ლარის ობლიგაციების გამოშვება, ისტორიულად ლარში დენომინირებული ობლიგაციების ყველაზე დიდი ემისია, რომელშიც არ მონაწილეობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი,"- განაცხადა ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა.

"ობლიგაციების განთავსების კუთხით ეს ჩვენი პირველი გარიგებაა საქართველოში და აღნიშნული მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა დაინტერესებულ მხარეებთანაც. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. შევეცდებით ჩვენი გამოცდილების გამოყენებით ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას," - განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა.

თავის მხრივ, "ფაშა ბანკის" კომერციულმა დირექტორმა გოგა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი გაზრდის ბიზნესსექტორისთვის კაპიტალზე ხელმისწვდომობას და ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება უშუალოდ "პაშა ბანკს", აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტს სათაო ოფისი ბაქოში აქვს და ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. "პაშა ბანკი" მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. "პაშა ბანკი" არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს წარმოადგენს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა - დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს. "პაშა ბანკმა" საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სააქციო საზოგადოება "ფინკა ბანკი საქართველოს", ის 15 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, წარმოადგენს რა მიკროსაფინანსო ჰოლდინგის FINCA Microfinance Holdings (FMH) გლობალური ქსელის ნაწილს. "ფინკა ბანკს" ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს როგორიცაა - FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe - გერმანიის განვითარების ბანკი, FMO - ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump.

როგორც "ფინკა ბანკში" აცხადებენ, ბანკი თავის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან ერთად ორიენტირებულია, რომ კლიენტებს მათ საჭიროებაზე მორგებული, ახალი პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი