პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როცა შვილები გყავს, ცხოვრება დანებების უფლებას არ გაძლევს - მაია ფანჯიკიძე
როცა შვილები გყავს, ცხოვრება დანებების უფლებას არ გაძლევს - მაია ფანჯიკიძე

ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი

დი­ლას კარგ ხა­სი­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ, გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს მზი­ა­ნი ამინ­დი. ად­გო­მის­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლებ­ლად ვაკ­ვირ­დე­ბი ჩემს ყვა­ვი­ლებს, თუ სა­ჭი­როა, წყალ­საც ვუს­ხამ. შემ­დეგ ყა­ვას ვსვამ, ვწეს­რიგ­დე­ბი და სა­ვარ­ჯი­შოდ მივ­დი­ვარ. ბავ­შვო­ბი­დან­ვე ჯან­სა­ღი წე­სით ვცხოვ­რობ­დი, თუმ­ცა მი­ნის­ტრო­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის­თვის ვე­ღარ ვიც­ლი­დი. დღეს მეტი დრო მაქვს და შე­მიძ­ლია, ჩვე­ულ რე­ჟიმს და­ვუბ­რუნ­დე.

საქ­მი­ა­ნი ქა­ლის დღე

ვარ­ჯი­შის შემ­დეგ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ოფის­ში მივ­დი­ვარ. ყო­ველ­დღე შეხ­ვედ­რე­ბი მაქვს, ოფის­შიც ბევ­რი სა­მუ­შა­ოა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მი­ვირ­თმევ. თუ სა­ღა­მოს საქ­მი­ა­ნი ვახ­შმით ვამ­თავ­რებ, ხომ კარ­გი, თუ არა­და, სახ­ლში ვამ­ზა­დებ რა­მეს.

სტუ­დენ­ტო­ბა გერ­მა­ნი­ა­ში

ჩემს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე ორმა ფაქ­ტორ­მა მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა, დე­დამ და ფა­კულ­ტე­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბამ. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენ­ტებს გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით გერ­მა­ნი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად უშ­ვებ­და. ევ­რო­პა­ში გა­ვემ­გზავ­რე. იმ დროს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, სტუ­დენტს მარ­ტო ეცხოვ­რა. სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სენ­დე­ბა ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მოს­დევს. აღა­რა­ვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, სად მივ­დი­ო­დი და შინ რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბო­დი. ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბით ბო­რო­ტად არას­დროს მი­სარ­გებ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ჩარ­ჩო­ებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­მი­ჭირ­და. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობ­და კლი­შე, გო­გო­ნა შინ რო­მელ სა­ათ­ზე უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და რა უნდა ჩა­ეც­ვა.

ტრა­გე­დია

ჩემ­თვის უდი­დე­სი ტრა­გე­დია იყო მა­მის და­კარ­გვა. დი­ლას ვე­ლა­პა­რა­კე, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი მომ­ხდა­რი შე­ვი­ტყვე. მე­გო­ნა, აღა­რას­დროს გა­ვი­ცი­ნებ­დი. ჩავ­თვა­ლე, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ დას­რულ­და. დედა დიდ­ხანს გლო­ვობ­და, ეს კი­დევ უფრო ამ­ძი­მებ­და ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას. თუმ­ცა როცა შვი­ლე­ბი გყავს, ცხოვ­რე­ბა და­ნე­ბე­ბის უფ­ლე­ბას არ გაძ­ლევს...

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

როცა შვილები გყავს, ცხოვრება დანებების უფლებას არ გაძლევს - მაია ფანჯიკიძე

როცა შვილები გყავს, ცხოვრება დანებების უფლებას არ გაძლევს - მაია ფანჯიკიძე

ცხოვრების ჯანსაღი წესი

დილას კარგ ხასიათზე ვიღვიძებ, განსაკუთრებით მიყვარს მზიანი ამინდი. ადგომისთანავე აუცილებლად ვაკვირდები ჩემს ყვავილებს, თუ საჭიროა, წყალსაც ვუსხამ. შემდეგ ყავას ვსვამ, ვწესრიგდები და სავარჯიშოდ მივდივარ. ბავშვობიდანვე ჯანსაღი წესით ვცხოვრობდი, თუმცა მინისტრობისა და ოპოზიციაში მოღვაწეობის პერიოდში ფიზიკური დატვირთვისთვის ვეღარ ვიცლიდი. დღეს მეტი დრო მაქვს და შემიძლია, ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდე.

საქმიანი ქალის დღე

ვარჯიშის შემდეგ ''თავისუფალი დემოკრატების'' ოფისში მივდივარ. ყოველდღე შეხვედრები მაქვს, ოფისშიც ბევრი სამუშაოა. დღის განმავლობაში ძალიან იშვიათად მივირთმევ. თუ საღამოს საქმიანი ვახშმით ვამთავრებ, ხომ კარგი, თუ არადა, სახლში ვამზადებ რამეს.

სტუდენტობა გერმანიაში

ჩემს პროფესიულ არჩევანზე ორმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა, დედამ და ფაკულტეტების ნაკლებობამ. ჩვენი უნივერსიტეტი წარჩინებულ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამით გერმანიაში სასწავლებლად უშვებდა. ევროპაში გავემგზავრე. იმ დროს წარმოუდგენელი იყო, სტუდენტს მარტო ეცხოვრა. სასიამოვნოდ მახსენდება ის თავისუფლება, რომელიც მშობლებისგან დამოუკიდებლობას მოსდევს. აღარავის ვეუბნებოდი, სად მივდიოდი და შინ როდის დავბრუნდებოდი. ამ თავისუფლებით ბოროტად არასდროს მისარგებლია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩარჩოებში დაბრუნება გამიჭირდა. ჩვენს ქვეყანაში არსებობდა კლიშე, გოგონა შინ რომელ საათზე უნდა დაბრუნებულიყო და რა უნდა ჩაეცვა.

ტრაგედია

ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო მამის დაკარგვა. დილას ველაპარაკე, რამდენიმე საათში კი მომხდარი შევიტყვე. მეგონა, აღარასდროს გავიცინებდი. ჩავთვალე, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ დასრულდა. დედა დიდხანს გლოვობდა, ეს კიდევ უფრო ამძიმებდა ჩემს მდგომარეობას. თუმცა როცა შვილები გყავს, ცხოვრება დანებების უფლებას არ გაძლევს...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია