სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგებული ბინებით მოტყუებულ ვარსკვლავებს სამორი ბალდეც შეემატა - ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მერე ჭკუა ვერ ვისწავლე...''
მოგებული ბინებით მოტყუებულ ვარსკვლავებს სამორი ბალდეც შეემატა - ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მერე ჭკუა ვერ ვისწავლე...''

ორი კვი­რის წინ "რე­ი­ტინ­გში" და­ი­ბეჭ­და მა­სა­ლა, სა­დაც ვრცლად მო­გი­ყე­ვით სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში ბი­ნა­მო­გე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა­გან ზოგ­მა მო­გე­ბუ­ლი ბინა სა­ერ­თოდ ვერ მი­ი­ღო, მა­გა­ლი­თად, მა­ცა­ცო თო­ხა­ძემ, დიტო ლაგ­ვი­ლა­ვას კი მის­ცეს ბინა, რომ­ლის ხე­დიც სა­საფ­ლა­ო­ზე გა­დი­ო­და, რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლის ბი­ნის პრობ­ლე­მებ­ზე მისი დედა თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა. ჩვენ მიერ გა­მო­კი­თხულ ცნო­ბილ სა­ხე­თა­გან მხო­ლოდ ნინო ძო­წე­ნი­ძე დარ­ჩა კმა­ყო­ფი­ლი პრი­ზით. სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ შევ­ძე­ლით ჩაგ­ვე­წე­რა სა­მო­რი ბალ­დე, რო­მელ­საც, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა "ცეკ­ვებ­ში" მო­გე­ბულ სახ­ლთან და­კავ­ში­რე­ბით. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ვი­ღეთ ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლი, სა­დაც სწო­რედ სა­მო­რის პრობ­ლე­მებ­ზე იყო ლა­პა­რა­კი.

"მო­ტყუ­ე­ბულ და შე­უ­რა­ცხყო­ფილ გა­მარ­ჯვე­ბულ­თა სიას სა­მო­რი ბალ­დეც ემა­ტე­ბა, მე მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი ვარ. ერთი ჰკი­თხეთ, ორი კონ­კურ­სი მო­ი­გო და რა მის­ცეს? "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მო­ი­გო ბინა ბა­თუმ­ში და გა­დას­ცეს 27 კვ. მეტ­რი შავი კარ­კა­სი. კოს­პუს­ში არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს კა­ნა­ლი­ზა­ცია და არც წყა­ლია მი­ერ­თე­ბუ­ლი. მე­ო­რე კონ­კურს "ად­რე­ნა­ლინ­შიც" გა­ი­მარ­ჯვა და თუ გახ­სოვთ, საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო ტრი­უ­კე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ 30 000 ლარი მო­ი­გო, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ არ გა­და­უ­ცი­ათ. რო­გორც ჩანს, მი­ცე­მაც არ უნ­დათ, იმი­ზე­ზე­ბენ, გავ­კოტ­რდი­თო. აი, ეს არის მა­გა­თი კონ­კურ­სე­ბის რე­ა­ლო­ბა..."

სა­მო­რი ბალ­დე ამ თე­მა­ზე ექ­სკლუ­ზი­უ­რად გვე­სა­უბ­რა.

- მარ­თა­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ბინა წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის შემ­დეგ გა­და­ვი­ფორ­მე და ისიც მე რომ არ ჩავ­რე­უ­ლი­ყა­ვი, დღემ­დე ასე იქ­ნე­ბო­და. ასე­ვე ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" და რო­გორც იქნა, ფარ­თი გა­და­მი­ფორ­მეს. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მსვლე­ლო­ბი­სას არ იყო და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი იქ­ნე­ბო­და ბინა, ჭკვი­ა­ნუ­რად იყო მათ­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი, ვი­საც ამ ბი­ნის მო­ცე­მა არ უნ­დო­და. მე პა­ტი­ოს­ნად ვე­ლო­დე­ბო­დი და რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ არა­ვის ვახ­სოვ­დი, შემ­დეგ მო­ვი­კი­თხე.

- კონ­ტრაქ­ტში ბი­ნის შე­სა­ხებ რა ეწე­რა?

- კონ­ტრაქ­ტი მა­შინ გა­ვა­ფორ­მე, რო­დე­საც პრო­ექ­ტი და­ი­წყო. უამ­რა­ვი მო­ნა­წი­ლე იყო, მა­შინ არც მი­ფიქ­რია გა­მარ­ჯვე­ბა­ზე და ყუ­რა­დღე­ბაც არ მი­ვაქ­ციე. ახლა უფრო ფრთხი­ლად ვიქ­ნე­ბი. თვა­ლი ზე­და­პი­რუ­ლად გა­და­ვავ­ლე და არც მახ­სოვს, რა ეწე­რა, დღე­საც არ მაქვს ის კონ­ტრაქ­ტი. საქ­მე ისაა, რომ "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც შე­იც­ვა­ლა და პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბიც. თან მა­შინ "პირ­ვე­ლი არ­ხის" რა­დი­ო­ში ვმუ­შა­ობ­დი. რო­დე­საც ბინა მო­ვი­კი­თხე, უკვე "იმე­დის დი­ლა­ში" ვი­ყა­ვი. იქა­ურ იუ­რისტს ვე­სა­უბ­რე და ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მოგებული ბინებით მოტყუებულ ვარსკვლავებს სამორი ბალდეც შეემატა - ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მერე ჭკუა ვერ ვისწავლე...''

მოგებული ბინებით მოტყუებულ ვარსკვლავებს სამორი ბალდეც შეემატა - ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მერე ჭკუა ვერ ვისწავლე...''

ორი კვირის წინ ''რეიტინგში'' დაიბეჭდა მასალა, სადაც ვრცლად მოგიყევით სხვადასხვა პროექტში ბინამოგებული ვარსკვლავების შესახებ, რომელთაგან ზოგმა მოგებული ბინა საერთოდ ვერ მიიღო, მაგალითად, მაცაცო თოხაძემ, დიტო ლაგვილავას კი მისცეს ბინა, რომლის ხედიც სასაფლაოზე გადიოდა, რუსკა მაყაშვილის ბინის პრობლემებზე მისი დედა თამარ მაყაშვილი გვესაუბრა. ჩვენ მიერ გამოკითხულ ცნობილ სახეთაგან მხოლოდ ნინო ძოწენიძე დარჩა კმაყოფილი პრიზით. სურვილის მიუხედავად, ვერ შევძელით ჩაგვეწერა სამორი ბალდე, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, ასევე პრობლემა შეექმნა ''ცეკვებში'' მოგებულ სახლთან დაკავშირებით. ზემოხსენებული მასალის გამოქვეყნების შემდეგ მივიღეთ ანონიმური წერილი, სადაც სწორედ სამორის პრობლემებზე იყო ლაპარაკი.

''მოტყუებულ და შეურაცხყოფილ გამარჯვებულთა სიას სამორი ბალდეც ემატება, მე მისი უახლოესი მეგობარი ვარ. ერთი ჰკითხეთ, ორი კონკურსი მოიგო და რა მისცეს? ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მოიგო ბინა ბათუმში და გადასცეს 27 კვ. მეტრი შავი კარკასი. კოსპუსში არ ფუნქციონირებს კანალიზაცია და არც წყალია მიერთებული. მეორე კონკურს ''ადრენალინშიც'' გაიმარჯვა და თუ გახსოვთ, საკმაოდ სახიფათო ტრიუკების შესრულების შემდეგ 30 000 ლარი მოიგო, რომელიც ჯერ კიდევ არ გადაუციათ. როგორც ჩანს, მიცემაც არ უნდათ, იმიზეზებენ, გავკოტრდითო. აი, ეს არის მაგათი კონკურსების რეალობა...''

სამორი ბალდე ამ თემაზე ექსკლუზიურად გვესაუბრა.

- მართალია ეს ყველაფერი. ბინა წელიწად-ნახევრის შემდეგ გადავიფორმე და ისიც მე რომ არ ჩავრეულიყავი, დღემდე ასე იქნებოდა. ასევე ძალიან დამეხმარა ტელეკომპანია ''იმედი'' და როგორც იქნა, ფართი გადამიფორმეს. ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მსვლელობისას არ იყო დაკონკრეტებული, რამდენი კვადრატული მეტრი იქნებოდა ბინა, ჭკვიანურად იყო მათთვის გაკეთებული, ვისაც ამ ბინის მოცემა არ უნდოდა. მე პატიოსნად ველოდებოდი და როდესაც მივხვდი, რომ არავის ვახსოვდი, შემდეგ მოვიკითხე.

- კონტრაქტში ბინის შესახებ რა ეწერა?

- კონტრაქტი მაშინ გავაფორმე, როდესაც პროექტი დაიწყო. უამრავი მონაწილე იყო, მაშინ არც მიფიქრია გამარჯვებაზე და ყურადღებაც არ მივაქციე. ახლა უფრო ფრთხილად ვიქნები. თვალი ზედაპირულად გადავავლე და არც მახსოვს, რა ეწერა, დღესაც არ მაქვს ის კონტრაქტი. საქმე ისაა, რომ ''იმედის'' ხელმძღვანელობაც შეიცვალა და პროექტის ავტორებიც. თან მაშინ ''პირველი არხის'' რადიოში ვმუშაობდი. როდესაც ბინა მოვიკითხე, უკვე ''იმედის დილაში'' ვიყავი. იქაურ იურისტს ვესაუბრე და ძალიან დამეხმარა ახალი ხელმძღვანელობა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება