მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ყველაზე მიმზიდველი ისტორიული ადგილი საქართველოში
სამი ყველაზე მიმზიდველი ისტორიული ადგილი საქართველოში

ვარ­ძია, უფ­ლის­ცი­ხე და გრე­მი - სამი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი მუ­ზე­უმ-ნაკ­რძა­ლია ტუ­რის­ტე­ბის­თვის. ქვეყ­ნის ეს ყვე­ლა­ზე მძლავ­რი მუ­ზე­უმ-ნაკ­რძა­ლე­ბი ვი­ზი­ტო­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არას­დროს გა­ნიც­დის, ამი­ტომ, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, მათ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კონ­სერ­ვა­ცი­ა­ზე მუდ­მი­ვად მუ­შა­ო­ბენ.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ძეგ­ლე­ბი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ში შე­დის, შე­სა­ბა­მი­სად, მუ­ზე­უმ-ნაკ­რძა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და მოვ­ლა სწო­რედ მათი პრე­რო­გა­ტი­ვაა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვარ­ძი­ის კლდე­ში ნაკ­ვეთ კომ­პლექსსა (ის­ტო­რი­ულ ჯა­ვა­ხეთ­ში მდე­ბა­რე მე-12-13 სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ძეგლი) და უფ­ლის­ცი­ხეს (გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, მე-7 სა­უ­კუ­ნე) დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი არას­დროს აკ­ლდა, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც აქ ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­და, ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ოდ­ნე­ო­ბა ერ­თი­ო­რად გა­ი­ზარ­და ამ ორ მუ­ზე­უმ-ნაკ­რძალს კი უკვე გრე­მიც (ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, 1565-1577 წწ.) შე­ე­მა­ტა, რომ­ლის რეს­ტავ­რა­ცია 2011 წელს გა­ნახ­ლდა. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ვარ­ძი­ის მუ­ზე­უმ-ნაკ­რძალ­ზე სა­კონ­სერ­ვა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ძეგლ­თა დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კლდე­ში ნაკ­ვე­თი ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის გა­მაგ­რე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ე­ბენ, მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე კი აქ ტუ­რის­ტე­ბის­თვის კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო კომ­პო­ნენ­ტე­ბის და­მა­ტე­ბას გეგ­მა­ვენ.

"ვი­ზი­ტო­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სამი ქარ­თუ­ლი ძეგლია - ვარ­ძია, უფ­ლის­ცი­ხე და გრე­მი. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­მი­ვე ძეგლ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა და გა­ნახ­ლდა ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ეს სამი ძეგლი ყვე­ლა­ზე შემ­დგა­რია, რო­მელ­საც ვი­ზი­ტო­რი არას­დროს აკ­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სწო­რედ ახლა ვარ­ძი­ა­ში მუ­ზე­უმ-ნაკ­რძა­ლის გა­დარ­ჩე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­გან­გე­ბო პროგ­რა­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც ძეგლის ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის კონ­სერ­ვა­ცი­ას, კვლე­ვა­სა და რეს­ტავ­რა­ცი­ას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სამი ყველაზე მიმზიდველი ისტორიული ადგილი საქართველოში

სამი ყველაზე მიმზიდველი ისტორიული ადგილი საქართველოში

ვარძია, უფლისციხე და გრემი - სამი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი მუზეუმ-ნაკრძალია ტურისტებისთვის. ქვეყნის ეს ყველაზე მძლავრი მუზეუმ-ნაკრძალები ვიზიტორების ნაკლებობას არასდროს განიცდის, ამიტომ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მათ განვითარებასა და კონსერვაციაზე მუდმივად მუშაობენ.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, აღნიშნული ძეგლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შედის, შესაბამისად, მუზეუმ-ნაკრძალების განვითარება და მოვლა სწორედ მათი პრეროგატივაა.

აღსანიშნავია, რომ ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსსა (ისტორიულ ჯავახეთში მდებარე მე-12-13 საუკუნეების ძეგლი) და უფლისციხეს (გორის მუნიციპალიტეტი, მე-7 საუკუნე) დამთვალიერებელი არასდროს აკლდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აქ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მოხდა, ვიზიტორების რაოდნეობა ერთიორად გაიზარდა ამ ორ მუზეუმ-ნაკრძალს კი უკვე გრემიც (ყვარლის მუნიციპალიტეტი, 1565-1577 წწ.) შეემატა, რომლის რესტავრაცია 2011 წელს განახლდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალზე საკონსერვაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ძეგლთა დაცვის სააგენტოს სპეციალისტები კლდეში ნაკვეთი ქალაქის ყველაზე კრიტიკული ნაწილის გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებენ, მომდევნო ეტაპზე კი აქ ტურისტებისთვის კიდევ უფრო საინტერესო კომპონენტების დამატებას გეგმავენ.

"ვიზიტორების თვალსაზრისით, ყველაზე ცნობილი სამი ქართული ძეგლია - ვარძია, უფლისციხე და გრემი. უნდა აღინიშნოს, რომ სამივე ძეგლზე განხორციელდა სარესტავრაციო სამუშაოები, მთლიანად შეიცვალა და განახლდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. ტურისტული მიმართულებით ეს სამი ძეგლი ყველაზე შემდგარია, რომელსაც ვიზიტორი არასდროს აკლია. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ახლა ვარძიაში მუზეუმ-ნაკრძალის გადარჩენისა და განვითარების საგანგებო პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც ძეგლის ყველაზე კრიტიკული ნაწილის კონსერვაციას, კვლევასა და რესტავრაციას გულისხმობს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს