სოციალურ ქსელში განთავსებულ ამ ძველებურ ფოტოს წარწერით: "ყოჩაღ ჩვენს დედებს! მათ გაგვზარდეს პამპერსების, სარეცხის მანქანის, მიკროტალღური ღუმელის და სხვა კომფორტის გარეშე!" საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მშობლებისგან – ახლებისა და ძველებისგან. დედები შეთანხმდნენ, რომ მიუხედავად უკომფორტობისა და ბევრი სხვა პრობლემისა, დედობა მაშინ მაინც უფრო მშვიდი და ბედნიერი იყო. რამდენიმე მათგანის კომენტარის მიხედვით ამაში დარწმუნდებით.
"სამაგიეროდ მაშინ ამდენი სტრესი არ იყო, ყველას ჰქონდა სტაბილური და მუდმივი სამსახური და ხელფასი, არავინ არსად არ ჩქარობდა და საათობით სვამდნენ ჩაის და მურაბის რეცეპტებზე საუბრობდნენ. არ ჰქონდათ შიში ხვალინდელი დღის და ბავშვებს გენმოდიფიცირებული პროდუქტით არ წამლავდნენ... ოჯახებიდან არავის ჰქონდა საზღვარგარეთ გაქცევის საჭიროება და ბედნიერება იყო, რომ ბავშვებს საკუთარი დედები ზრდიდნენ, თუნდაც პამპერსების გარეშე!!!"
ნათია
"სარეცხის მანქანას ვერ ხმარობდი დენი არ იყო, სარეცხს შეშაზე ხარშავდი უგაზობის გამო, საფენებს ნახშირის უთოთი აუთოვებდი, პურის ცომს ხაშით ზელდი და მაინც იცლიდი ფინჯან ყავაზე მეზობლის პრობლემის მოსასმენად. ახლა?"
განაგრძეთ კითხვა