პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანიკო ხაზარაძე გაუხმაურებელ შეხვედრაზე, სადაც, მისი თქმით, პატრიარქი ვანო მერაბიშვილს მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის დადებით მხარეზე ესაუბრა
ნანიკო ხაზარაძე გაუხმაურებელ შეხვედრაზე, სადაც, მისი თქმით, პატრიარქი ვანო მერაბიშვილს მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის დადებით მხარეზე ესაუბრა

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე იმ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და და ყვე­ბა, რომ პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რი­სას, რო­მელ­საც მცი­რე ჯგუფ­თან ერ­თად თა­ვა­დაც ეს­წრე­ბო­და, პატ­რი­არ­ქმა ვანო მე­რა­ბიშ­ვილს მსუ­ბუ­ქი ნარ­კო­ტი­კე­ბის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა გა­აც­ნო. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვან­მა "ტა­ბუ­ლას" "მძი­მე კაც­თან" სტუმ­რო­ბი­სას ისა­უბ­რა.

"არ მახ­სოვს, რო­მე­ლი წელი იყო, მაგ­რამ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი იყო ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. და­რე­კა ჩემ­მა ტე­ლე­ფონ­მა და მე­უბ­ნე­ბი­ან, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გი­ბა­რებ­სო. ცხა­დია, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, რად­გან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ჩემ­თან კარგთან არა­ფერ­თან ასო­ცირ­დე­ბო­და და მე­გო­ნა, უნდა და­მი­ჭი­რონ-თქო... და­მი­ბა­რეს "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში. მი­ვე­დი და იქ ჩემ­ნა­ი­რი შე­ში­ნე­ბუ­ლი ათი კაცი იდგა, მათ შო­რის მა­მუ­კა ხერ­ხე­უ­ლი­ძე, გრე­ჩი­ხა, მოკ­ლედ, ძა­ლი­ან გა­ურ­კვე­ვე­ლი და ჭრე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ავე­დით ვა­ნოს­თან. კარი იღე­ბა, შე­მო­დის ვანო და აღ­მოჩ­ნდა, რომ შეგ­ვკრი­ბეს იმის­თვის, რომ ჩვენ ვი­ა­როთ სკო­ლებ­ში, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში, ინ­სტი­ტუ­ტებ­ში და ვა­წარ­მო­ოთ აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­და ნარ­კო­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ. და­ვი­ბე­ნი, ვერ მივ­ხვდი, რა­ტომ მოვ­ხვდი ამ სი­ა­ში... შემ­დეგ წა­ვე­დით პატ­რი­არ­ქთან. ჩვენ, აჟი­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, რომ გა­დავ­რჩით და­ჭე­რას, წა­ვე­დით პატ­რი­არ­ქთან. რო­დე­საც მი­ვე­დით იქ, დაგ­ვა­ლე­ვი­ნეს კო­ნი­ა­კი, რა­მაც ნერ­ვი­უ­ლო­ბა მოგ­ვიხ­სნა და შემ­დეგ, რა­ღაც პა­უ­ზის შემ­დეგ, პატ­რი­არ­ქმა, ჩვე­უ­ლი მშვი­დი და ჩუმი ტო­ნით უთხრა, ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნა­აო, სა­დაც ნარ­კო­ტიკ­ზე არა­ნა­ი­რი აკ­რძალ­ვა არ არი­სო, და სწო­რედ ის ქვეყ­ნე­ბია, სა­დაც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი კრი­მი­ნა­ლია და ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი მოხ­მა­რე­ბა­აო. მე ვფიქ­რობ, რომ ჩვენ აქეთ უნდა წა­ვი­დე­თო. ამის აკ­რძალ­ვას და ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბით ამას­თან ბრძო­ლას შე­ვეშ­ვა­თო... სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თა­დერ­თი ვარ იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, ვინც ამას ყვე­ბა", - ამ­ბობს ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ნანიკო ხაზარაძე გაუხმაურებელ შეხვედრაზე, სადაც, მისი თქმით, პატრიარქი ვანო მერაბიშვილს მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის დადებით მხარეზე ესაუბრა

ნანიკო ხაზარაძე გაუხმაურებელ შეხვედრაზე, სადაც, მისი თქმით, პატრიარქი ვანო მერაბიშვილს მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის დადებით მხარეზე ესაუბრა

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა და ყვება, რომ პატრიარქთან შეხვედრისას, რომელსაც მცირე ჯგუფთან ერთად თავადაც ესწრებოდა, პატრიარქმა ვანო მერაბიშვილს მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გააცნო. ამის შესახებ ტელეწამყვანმა "ტაბულას" "მძიმე კაცთან" სტუმრობისას ისაუბრა.

"არ მახსოვს, რომელი წელი იყო, მაგრამ ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. დარეკა ჩემმა ტელეფონმა და მეუბნებიან, ვანო მერაბიშვილი გიბარებსო. ცხადია, ძალიან შემეშინდა, რადგან ვანო მერაბიშვილის სახელი ჩემთან კარგთან არაფერთან ასოცირდებოდა და მეგონა, უნდა დამიჭირონ-თქო... დამიბარეს "მოდულის" შენობაში. მივედი და იქ ჩემნაირი შეშინებული ათი კაცი იდგა, მათ შორის მამუკა ხერხეულიძე, გრეჩიხა, მოკლედ, ძალიან გაურკვეველი და ჭრელი საზოგადოება ავედით ვანოსთან. კარი იღება, შემოდის ვანო და აღმოჩნდა, რომ შეგვკრიბეს იმისთვის, რომ ჩვენ ვიაროთ სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ინსტიტუტებში და ვაწარმოოთ აგიტაცია-პროპაგანდა ნარკოტიკის წინააღმდეგ. დავიბენი, ვერ მივხვდი, რატომ მოვხვდი ამ სიაში... შემდეგ წავედით პატრიარქთან. ჩვენ, აჟიტირებულები, რომ გადავრჩით დაჭერას, წავედით პატრიარქთან. როდესაც მივედით იქ, დაგვალევინეს კონიაკი, რამაც ნერვიულობა მოგვიხსნა და შემდეგ, რაღაც პაუზის შემდეგ, პატრიარქმა, ჩვეული მშვიდი და ჩუმი ტონით უთხრა, ძალიან ბევრი ქვეყანააო, სადაც ნარკოტიკზე არანაირი აკრძალვა არ არისო, და სწორედ ის ქვეყნებია, სადაც ყველაზე ნაკლები კრიმინალია და ყველაზე ნაკლები მოხმარებააო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქეთ უნდა წავიდეთო. ამის აკრძალვას და ძალადობრივი მეთოდებით ამასთან ბრძოლას შევეშვათო... სამწუხაროდ, ერთადერთი ვარ იქ მყოფი ადამიანებიდან, ვინც ამას ყვება", - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.

ნახეთ ვიდეო

"დეა კაპანაძე რაღაცას მალავს, დედამისმა მითხრა შენთან შესახვედრად უნდა მოვამზადოო" - რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"დედაჩემთან დარეკა, დედიკო თუ მამიკომ ყვირილი დაიწყო მილიციას გამოუძახე და მიშველეო" - რას ჰყვება გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის და

"ცოლს შვილის მკვლელობით დაემუქრა, ფულს თუ არ გამომიგზავნი, ამის ხმას ვეღარ გაიგებო" - თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია