"კოტეს უნდოდა, რომ თარაშს ამ ბაღში ესწავლა" - მორიგი საჩუქარი თოლორდავების ოჯახს

"კოტეს უნდოდა, რომ თარაშს ამ ბაღში ესწავლა" - მორიგი საჩუქარი თოლორდავების ოჯახს

სკოლამდელი განათლების აკადემიამ - "წიგნიერი" კოტე თოლორდავას ოჯახს საჩუქარი გაუკეთა: პატარა თარაშ თოლორდავა უფასოდ მიიღო და სამი წლის განმავლობაში დედამისი - განო მელითაური იქ არანაირ გადასახადს არ გადაიხდის... ჩვენ აღნიშნულ ბაღს დავუკავშირდით.

ნინო ბარძიმაშვილი, სკოლამდელი განათლების აკადემია - "წიგნიერის" დირექტორის მოადგილე:

- განო ჩვენთან ხშირად რეკავდა, აინტერესებდა ბაღში არსებული პირობები. ჩვენც შესაბამისად ინფორმაციას ვაწვდიდით. მოკლედ, ის დირექტორსაც ელაპარაკა, მეც და კოტეს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შევათანხმეთ კიდეც ვიზიტი, რომ ორივენი (კოტე და განო) ერთად უნდა მოსულიყვნენ და ბავშვიც მოეყვანათ. მაგრამ ისე მოხდა, რომ კოტემ უდროობის გამო მოსვლა ვერ მოახერხა, ის მოსკოვში გადაღებაზე გაფრინდა.

შემდეგ კი ტრაგიკული ამბავი მოხდა, რაც ცხადია, ჩვენთვისაც შოკი იყო, ძალიან განვიცადეთ... მოგვიანებით, როდესაც ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ მათ ოჯახს ბანკის ვალის გამო სერიოზული პრობლემა აქვს და თან, განო მესამე ბავშვზე ფეხმძიმედ არის, მე და დირექტორმა ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ (რადგანაც ეს კოტეს სურვილიც იყო, დიდი ინტერესი ჰქონდა ჩვენი ბაღის მიმართ), განოსთვის შეგვეთავაზებინა, თარაში ჩვენთან მოეყვანა და ამაში არანაირ საზღაურს არ გადაიხდიდა. თან, ბავშვის ბაღში მოყვანა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომხდარიყო, რათა პატარა დროულად მოხვედრილიყო ისეთ სიტუაციაში, სადაც თანატოლებთან ერთად, ჩვენს აქტივობებში ჩართულიყო და არანაირი შფოთი და წუხილი არ ეგრძნო იმ ამბის გამო, რაც მათთან მოხდა...

- თარაში დღეს უკვე თქვენთან დადის?

- კი, უკვე 2 კვირაა, ჩვენი აღსაზრდელია.

- განოს ამით უდიდესი თანადგომა გამოუხატეთ.

- შესაძლებლობის ფარგლებში გვინდოდა, მართლაც გვერდით დავდგომოდით. ბავშვისთვის შეგვექმნა მაქსიმალურად ის სიტუაცია, რომ გარკვეული სტრესი, შფოთი თუ ღელვა ადვილად გადაეტანა.

- მოკლედ, განო თქვენთან არანაირ საფასურს არ გადაიხდის.

- არ გადაიხდის და ეს იქამდე იქნება, ვიდრე თარაშს ბაღში სიარული დასჭირდება. მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი და ჭკვიანი ბიჭია (გენეტიკა თავისას შვრება). ამასთან, კარგად აღზდილი ბავშვია; ისეთი, უპრობლემოდ რომ ექვემდებარება წესებს, მიუხედავად იმისა, რომ ბაღში აქამდე არ უვლია. ხომ გეუბნებით, კარგად არის აღზრდილი-მეთქი. მოკლედ, მისი ადაპტაცია ახალ გარემოსთან ძალიან მარტივად მოხდა. გარკვეული ტიპის რეკომენდაციები რეკორდულ დროში გადალახა.

- რაიმე განსაკუთრებულ მიდრეკილებას ხომ არ ავლენს: მაგალითად, კარგად მღერის, ცეკვავს...

- სიმღერა მოსწონს ძალიან და მუსიკის აქტივობებში მონდომებით ერთვება. ცეკვაზე თავს იკავებს, ჯერჯერობით, დაკვირვების პროცესშია...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია